ძლიერია შიფრი, რომელიც
ფარავს შენს ანაბეჭდს
ნაკლებად შესამჩნევი ანაბეჭდის
დასატოვებლად
საჭიროა მოცემული სიხშირეების
განაწილების გათანაბრებად
ამისთვის რომ მიგვეღწია მე15 საუკუნის შუა
ხანებში შევქმენით პოლიალფავიტური შიფრები
წარმოიდგინეთ, რომ ალისა და ბობი იზიარებენ
საიდუმლო სიტყვას
პირველ რიგში, ალისა გარდაქმნის ამ
სიტყვას რიცხვებად
ალფავიტში ასოების რიგითობის მიხედვით
შემდგომ, რიცხვების ეს მიმდევრობა მეორდება
შეტყობინებაში
და შეტყობინების თითოეული ასო დაიშიფრება
მის ქვემოთ მოცემული რიცხვის შესაბამისად
გადაადგილებით
ასეთ დროს, ალისა ერთადერთი ცვლილების
ნაცვლად, მრავალ ცვლილებას იყენებს
კეისრისაგან განსხვავებით
ასე დაშიფრული წერილი ეგზავნება ბობს
ბობი იმავე სიტყვის მიხედვით უკანვე შეცვლის
სიტყვებს და გაშიფრავს წერილს
წარმოიდგინეთ ,რომ კოდის გამტეხი, ევა
ხელში ჩაიგდებს ამ შეტყობინებას და
დაითვლის ასოების სიხშირეს
ის უფრო თანაბარ განაწილებას ანუ
ნაკლებად შესამჩნევ კვალს მიაგნებს
როგორ შეუძლია ევას ამ კოდის გატეხვა ?
დაიმახსოვრეთ, მშიფვრელები ეძებენ
გაჟონილ ინფორმაციას,
ეს ანაბეჭდის რაღაც ნაწილის პოვნას ჰგავს
ყველა ისეთ შემთხვევაში, როცა ასოების
სიხშირეებს შორის განსხვავება არსებობს,
ხდება ინფორმაციის გაჟონვა
განსხვავება ჩნდება დაშიფრულ შეტყობინებაში
გამეორებების შედეგად
ჩვენს შემთხვევაში, ალისას შიფრი შეიცავს
განმეორებად კოდურ სიტყვას
კოდის გასატეხად, პირველ რიგში,
ევამ უნდა განსაზღვროს
არა თავად კოდური სიტყვა, არამედ
ამ სიტყვის სიგრძე
მას მოუწევს დააკვირდეს და შეამოწმოს
განსხვავებული ინტერვალების განაწილება
როდესაც ის შეამოწმებს, ყოველი მეხუთე ასოს
სიხშირეთა განაწილებას
ანაბეჭდი აუცილებლად გამოჩნდება
ახლა საჭიროა ხუთი "კეისრის შიფრის" გატეხვა
ცალ-ცალკე მათი გატეხვა, როგორც ვნახეთ,
მარტივი საქმეა
ჩვენს შემთხვევაში, შიფრის სიძლიერეს
წარმოადგენდა ის დრო
რაც საჭიროა კოდური სიტყვის
სიგრძის დასადგენად
რაც უფრო გრძელია კოდური სიტყვა
მით უფრო ძლიერია შიფრი