(ბრინა ლი - ინსტაგრამის ინჟინერი) ფუნქცია ინსტრუქციების თანმიმდევრობაა რაღაც კონკრეტულის შესასრულებლად. ვთქვათ, აგებთ მანქანას, ფუნქცია არის ის, რაც გინდათ, რომ მანქანამ გააკეთოს. შეუხვიოს მარჯვნივ, მარცხნივ, წინ ატაროს, გაჩერდეს. ეს ყველაფერი ფუნქციაა. ახლა მივუბრუნდეთ ფერმერს, ვისწავლით, როგორ განვსაზღვროთ ფუნქციები. შენიშნავდით, რომ სამუშაო დაფაზე გაქვთ ბლოკი, რომელსაც კუთხეში ვარსკვლავი აქვს. ეს ფუნქციის განსაზღვრებაა. ბლოკის ზედა ხაზზე ის ფუნქციის სახელს გვეუბნება. მის შიგნით ბლოკები გვეუბნება, რას აკეთებს. განსაზღვრება სამუშაო სივრცეშივეა, მაგრამ ფერმერი ქმედებებს ფუნქციის შიგნით არ განახორციელებს, სანამ ფუნქციის ბლოკს არ ამოვქაჩავთ. ამისთვის მენიუში ფუნქციის კატეგორიას უნდა დავაჭიროთ და ამოვქაჩოთ "შეავსე 5" ფუნქცია. დავუბრუნოთ ფუნქციებს ხალისი!