ბავშვი იბადება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის მომხმარებელი. ის არ შეიძლება იყოს რამის გამცემი გაცნობიერებულად. ბავშვი უმწეოა. მან ისიც კი არ იცის, თუ როგორ გადარჩეს, იმის მიუხედავად, რომ აქვს გადარჩენის თანდაყოლილი ინსტიქტი. გადარჩენისთვის მას სჭირდება დედის ან დედობილის დახმარება. მან არ უნდა შეიტანოს ეჭვი იმ ადამიანში, რომელიც ზრუნავს მასზე. ის უნდა ემორჩილებოდეს მთლიანად, ისევე უსიტყვოდ, როგორც ემორჩილება ანესთეზიოლოგს. დათმოს ყველაფერი. ეს მოითხოვს უზარმაზარ ნდობას. ნდობით აღჭურვილ ადამიანს, რომელიც არ დაარღვევს ამ ნდობას. როცა ბავშვი იზრდება, ის იწყებს იმის აღმოჩენას, რომ ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა, ზუსტადაც რომ არღვევს მის ნდობას. მან ისიც კი არ იცის, თუ რას ნიშნავს ”ნდობის დარღვევა”. შესაბამისად, ის ადანაშაულებს მხოლოდ საკუთარ თავს. უსიტყვო დადანაშაულება, რომელიც გაცილებით უფრო ძნელია გადასაჭრელად, უსიტყვო თვით-დადანაშაულება. ბავშვი იზრდება და ხდება ზრდასრული ადამიანი, აქამდე ის იყო მხოლოდ მომხმარებელი, მაგრამ ადამიანის განვითარება დევს მის უნარში, რომ გასცეს, იყოს გამცემი. შეუძლებელია, გასცე რაღაც, თუ თვითონ არ გრძნობ თავს უსაფრთხოდ, საკმარისად დიდად, რომ თქვა: მე მაქვს საკმარისი. იყო შემწყნარებელი, ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის მარტივი. საჭიროა, აღმოაჩინო მნიშვნელოვნება საკუთარ თავში. მნიშვნელოვნება, რომელიც კონცენტრირებული იქნება საკუთარ თავზე, არა ფულზე, ძალაუფლებაზე, ადგილზე საზოგადოებაში, არამედ საკუთარ თავზე მხოლოდ. შენ უნდა აცნობიერებდე შენს პიროვნებას. ამ პიროვნებაზე, მის მნიშვნლოვნებაზე, ერთიანობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სხვაგვარად, შემწყნარებლობა მხოლოდ ფუჭი სიტყვაა. შენ შეიძლება შეძლო ეს შემთხვევით, რაც განპირობებული იყოს უფრო თანაგრძნობით, ვიდრე შემწყნარებლობით. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს თანაგრძნობის უნარი. როცა ვიღაცა გასაჭირშია, ჩვენ ვიღებთ ამ გასაჭირს. უიმბლდონის ფინალური მატჩი, ორი მოწინააღმდეგე იბრძვის გამარჯვებისთვის. თითოეულს აქვს ორი თამაში. ეს არ შეიძლება იყოს სხვა რომელიმეს თამაში. ის, რომ ორივე ოფლადაა დაღვრილი, არანაირი აზრი არ აქვს. იმარჯვებს მხოლოდ ერთი. თამაშის ეტიკეტი მოითხოვს, რომ ორივე მოთამაშე მივიდეს ბადესთან და ჩამოართვას ხელი ერთმანეთს. გამარჯვებული ურტყამს ჰაერში და კოცნის მიწას, ისვრის მაისურს, თითქოს ვიღაც ელოდებოდეს მას. სიცილი და ეს ადამიანი უნდა მივიდეს ბადესთან. როცა ის მიდის, თქვენ ხედავთ, როგორ ეცვლება სახე. ისე გამოიყურება, თითქოს ეხლა ნატრულობს, რომ მას არ მოეგო. რატომ? თანაგრძნობა. ეს არის ადამიანის გული. არცერთი ადამიანური გულის მქონე არსება არ არის მოკლებული თანაგრძნობას. არც ერთ რელიგიას არ შეუძლია მისი აღმოფხვრა. ვერცერთ კულტურას, ერს, ნაციონალიზმს არ შეუძლია, შეეხოს მას. იმიტომ რომ ეს არის თანაგრძნობა. თანაგრძნობის უნარი არის საშუალება, რომლითაც ვაღწევთ სხვა ადამიანებს, აკეთებ რაღაც ისეთს, რაც ცვლის ვიღაცის ცხოვრებას. თუნდაც სიტყვები, დრო. შემწყნარებლობა არ არის განსაზღვრული რაიმე ფორმით. არ არსებობს ინდური თანაგრძნობა. არ არსებობს ამერიკული თანაგრძნობა. ის გადის ერის, სქესის, ასაკის მიღმა. რატომ? იმიტომ, რომ ის ყველაშია. ადამიანები მას აკეთებენ შემთხვევითად. ეს არის შემთხვევითი შემწყნარებლობა. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ის არასდროს დარჩება შემთხვევითი. შეუძლებელია, უბრძანო ადამიანს, იყოს შემწყნარებელი. არ შეიძლება, უთხრა: ”გთხოვ, შემიყვარე”. სიყვარული არის ისეთი რაღაც, რასაც აღმოაჩენ. ეს არ არის მოქმედება, მაგრამ ინგლისურ ენეში ეს ასევე მოქმედებასაც აღნიშნავს. ამას მოგვიანებებით დავუბრუნდები. ანუ ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს რაღაც განსაზღვრული ერთიანობა, სისავსე. მოვიყვან ამის მაგალითს, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის გამოცდილებაში. მიუხედავად ტრაგიკული ცხოვრებისა, ვიღაც ბედნიერია თუნდაც ძალიან მცირე ბედნიერი მომენტებით მის ცხოვრებაში. და ის, ვინც ბედნიერია, თუნდაც ხუმრობით, იღებს საკუთარ თავს და გარემოს, რომელშიც ის არის. ეს ნიშნავს მთლიან სამყაროს, ნაცნობ და უცნობ საგნებს. ყველაფერს იღებ, იმიტომ რომ შენ აღმოაჩენ შენს ერთიანობას საკუთარ თავში. სუბიექტი, მე, და ობიექტი, საგანთა ერთობლიობა, შერწყმა ერთიანობაში, გამოცდილება, რომელზეც ვერავინ იტყვის ” მე აკრძალული მაქვს,” გამოცდილება, რომელიც საერთოა ყველასთვის და განსხვავებული. ეს გამოცდილება ადასტურებს, რომ მიუხედავად ყველა შეზღუდვისა, სურვილების, ნდომის,შეუსრულებელი საქმეების და გაჭირვებისა ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი. ლოგიკურად ეს ნიშნავს, რომ შენ არ გჭირდება ყველა შენი სურვილების შესრულება, იმისთვის რომ იგრძნო თავი ბედნიერად. ზუსტად შენ ხარ ის ბედნიერება, ის ერთიანობა, სისავსე, რაც გინდა, რომ იყო. ამაში არ არსებობს არჩევანი. ეს უბრალოდ ადასტურებს რეალობას. რომ ერთიანობა არ შეიძლება იყოს განსხვავებული შენგან, არ შეიძლება იყოს შენს გარეშე. ის უნდა იყო შენ თვითონ. შენ არ შეიძლება იყო ამ ერთიანობის ნაწილი და იმავდროულად ერთიანი. შენი მომენტები ბედნიერების ამჟღავნებს რეალობას, ეს აღიარება შეიძლება მე მართალი ვარ შეიძლება შვამი არის მართალი. შეიძლება შვამი მართალია. შენ იწყებ ახალ ცხოვრებას. შემდეგ ყველაფერი ლაგდება და იძენს აზრს. მე არ მაქვს აღარანაირი მიზეზი, რომ დავადანაშაულო საკუთარი თავი. თუ ვინმეს უნდა დაადანაშაულოს საკუთარი თავი, მას აქვს უამრავი მიზეზი. მაგრამ თუ მე ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული არ არის სრულყოფილი, თუ ის შავია, თეთრი აღარაა, თუ თეთრია, შავი აღარაა, სხეული არასრულყოფილია ნებისმიერი კუთხიდან, რომლითაც შეხედავ. შენი ცოდნა არის არასრულყოფილი, ჯანმრთელობა, ძალაუფლება, მხიარულება. შემწყნარებლობაც შეზღუდულია. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ იყოს შეუზღუდავი. შენ არ შეგიძლია უბრძანო შემწყნარებლობა სანამ თავად არ იქნები შეზღუდვების გარეშე, ხოლო შეზღუდვების გარეშე ყოფნა არ შეუძლია არავის, იქნები შენ თუ არ იქნები. პერიოდი. და ასევე შეუძლებელია იყო შეზღუდული. შენი საკუთარი გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, შენ ხარ ერთიანი. და ეს ერთიანობა არის შენი რეალობა როცა შენ უკავშირდები სამყაროს. ეს არის პირველ რიგში სიყვარული. როცა შენ უკავშირდები სამყაროს, ხდება დინამიური გაცხადება ამ ერთიანობის რაც არის უს, რასაც ჩვენ ვუძახით სიყვარულს. და რაც თვითონ ხდება შემწყნარებლობა თუ ობიექტი, რომელსაც შენ უკავშირდები, აღძრავს ამ ემოციას. შემდეგ ეს კვლავ ტრანსფორმიდება გაცემის, გაზიარების აქტში. შენ გამოხატავს შენს თავს იმიტომ რომ გაქვს შემწყნრებლობა. იმისთვის რომ აღმოაჩინო შემწყნარებლობა, შენ გჭირდება, რომ იყო შემწყნარებელი. რომ აღმოაჩინო უნარის გაცემის და გაზიარების, შენ უნდა გასცემდე თავად. ეს არის როგორც ცურვა ცურვით. შენ ცურვას სწავლობ ცურვით. შეუძლებელია ცურვის სწავლა საცურაო ლეიბით თუ შეხვალ წყალში. (სიცილი) ცურვას სწავლობ ცურვით. ველოსიპედზე ტარებას სწავლობ ველოსიპედის ტარებით. საჭმლის კეთებას საჭმლის კეთებით, გარშემო კარგი ადამიანებით რომლებიც შეჭამენ იმას, რასაც შენ მოამზადებ. (სიცილი) მაშასადამე, რასაც მე ვამბობ, არის ის, რომ შენ უნდა გაითამაშო და გააკეთო ეს. (სიცილი) შენ ეს გჭირდება. ჩემი წინამორბედი ამას გულისხმობდა. შენ უნდა გაითამაშო ეს. უნდა მოიქცე შემწყნარებლურად. არ არის შემწყნარებლობის აღმნიშვნელი ზმნა, მაგრამ არის ზმნისართი. ეს ჩემთვის საინტერესოა. შემწყნარებლურად მოქცევა. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე შემწყნარებლურად თუ არ გაქვს შემწყნარებლობა სწორედ აქ ხდება როცა გიხდება თამაში. შენ თამაშობ, აჩვენებ თავს და აკეთებ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მანტრა. (სიცილი) თავს აჩვენებ და აკეთებ. იქცევი შემწყნარებლურად თითქოს გქონდეს ის, იწყებ კბილების ღჭენას მთელ საყრდენ სისტემას იშველიებ თუ იცი, როგორ ილოცო, ლოცულობ. ითხოვ შემწყნარებლობას. შემწყნარებლურად მოქცევას. გააკეტე ეს. შენ აღმოაჩენ შემწყნარებლობას და ასევე ნელნელა შედარებით შემწყნარებლობას, და ასევე ნელნელა თუ შენ იღებ სწორ სწავლებას აღმოაჩენ შემწყნარებლობას როგორც დინამიურ განცხადებას საკუთარი თავისას, რომელიც არის ერთიანი, სავსე და ის რაც შენ ხარ. ამ სიტყვებით დიდი მადლობა (აპლოდისმენტი)