მოდი ვცადოთ 0.36-ის წილადად ჩაწერა.
ამის რამდენიმე გზა არსებობს.
მე რომელიც მომწონს, ასეთია:
0.36 იგივეა, რაც 36 მეასედი.
ან, სხვანაირად რომ ვთქვათ,
ექვსი არის მეასედების ადგილას,
სამი კი არის მეათედების ადგილას.
ან შეგიძლია ჩათვალო,
რომ სამი არის 30 მეასედი.
3 შეიძლება იყოს 3 ათეული ან 30 ასეული
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 0.36 იგივეა,
რაც 36 მეასედი, ანუ 36/100.
ჩვენ უკვე ჩავწერეთ წილადად, მაგრამ
ახლა შეგვიძლია იგი შევკვეცოთ,
რადგან 36-ს და 100-ს
საერთო გამყოფები აქვთ.
ორივე იყოფა ოთხზე, ასე რომ, თუ გავყოფთ
მრიცხველს ოთხზე და მნიშვნელსაც ოთხზე,
(ჩვენ ორივეზე ერთნაირ მოქმედებას ვასრულებთ,
ამიტომ წილადის მნიშვნელობა არ იცვლება),
36 გაყოფილი 4-ზე არის 9.
100 გაყოფილი 4-ზე არის 25
ახლა კი ხედავ, რომ ამ ორ რიცხვს
აღარ აქვთ საერთო გამყოფი.
ანუ წილადი შეკვეცილი სახით ჩავწერეთ.
და მაგალითსაც მოვრჩით