დაადგინეთ 394 მეტია თუ ნაკლები 397-ზე.
შემდეგ ჩაწერეთ მეტობის
ან ნაკლებობის ნიშნის გამოყენებით.
ამაზე კი უნდა ვიფიქროთ.
ეს ნაკლებობის ნიშანია, ეს კი - მეტობის.
თავდაპირველად შევხედოთ
ამ ორ რიცხვს: 394 და 397.
მოდი დავწეროთ.
ერთი რიცხვია 394,
ხოლო მეორე - 397.
ახლა, ორივეს სამი ასეული აქვს,
ესე იგი, ასეულების თანრიგები ტოლი აქვთ.
90-ც ორივეს ნაწილია, აი, ეს 9 გვიჩვენებს.
ოღონდ ეს არის 300-ს მიმატებული 90 და 4,
ხოლო მეორე 300-ს მიმატებული 90 და 7.
ჩვენ კი ვიცით, რომ ოთხი ნაკლებია შვიდზე.
რიცხვით წრფეზე რომ ნახოთ,
შვიდამდე ოთხია.
თუ შვიდამდე დათვლას ცდით,
ოთხიანსაც მიათვლით.
ესე იგი, 394 ნაკლებია 397-ზე.
ახლა კი ჩავწეროთ ნაკლებობის ნიშნით.
როგორც გვახსოვს, ეს ნიშნავს ნაკლებობას.
მცირე რიცხვი იწერება იმ მხარეს,
რომელსაც მცირე ნაწილი აქვს.
ეს მხარე ხომ ბევრად ნაკლებია.
შეგვიძლია სხვანაირადაც ჩაგვეწერა.
შეგვეძლო დაგვეწერა, რომ 397 მეტია 394-ზე.
რომელ მხარეც უფრო დიდია,
იქ იწერება დიდი რიცხვი.
ეს კი პატარა რიცხვის მხარეა.
აქ ვწერთ უფრო დიდ რიცხვს.