1 00:00:00,880 --> 00:00:05,805 მგონი რაღაც დონეზე უკვე იცით, თუ რა არის გამრავლება. 2 00:00:05,805 --> 00:00:09,025 გა-"მრავლ"-ება. 3 00:00:09,025 --> 00:00:13,315 ამ ვიდეოში უბრალოდ ძალიან ბევრ სავარჯიშოს გავაკეთებთ 4 00:00:13,315 --> 00:00:17,706 და ვეცდებით ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა. 5 00:00:17,706 --> 00:00:20,009 თუ Khan Academy–ს საკმარის ვიდეოს უყურებთ, 6 00:00:20,009 --> 00:00:21,279 და იმედია ასეც მოიქცევით, 7 00:00:21,279 --> 00:00:24,540 ალბათ მიხვდებით რომ დიდად არ მიყვარს დაზეპირება. 8 00:00:24,550 --> 00:00:26,385 მაგრამ რაც შეეხება გამრავლებას, 9 00:00:26,385 --> 00:00:31,220 თუ გამრავლების ტაბულას დაიმახსოვრებთ (რასაც ამ ვიდეოში ვაპირებთ), 10 00:00:31,220 --> 00:00:33,850 ეს ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ ცხოვრებაში. 11 00:00:33,850 --> 00:00:36,724 გპირდებით, ახლა თუ გააკეთებთ არასდროს დაგავიწყდებათ 12 00:00:36,724 --> 00:00:39,547 და მთელი ცხოვრების მანძილზე -- 13 00:00:39,547 --> 00:00:41,517 არ მინდა ყალბი პირობები მოგცეთ, მაგრამ -- 14 00:00:41,517 --> 00:00:45,790 ყველაფერი უკეთესი იქნება თუ გეცოდინებათ გამრავლების ტაბულა. 15 00:00:45,790 --> 00:00:47,290 რა არის გამრავლების ტაბულა? 16 00:00:47,290 --> 00:00:50,845 ეს არის სხვადასხვა რიცხვი, გამრავლებული ერთმანეთზე. 17 00:00:50,850 --> 00:00:58,900 მოდით ცოტა გამეორება გავაკეთოთ, რას უდრის ორჯერ ერთი? 18 00:00:58,900 --> 00:01:02,270 ეს იგივეა რაც ორი აღებული ერთხელ. 19 00:01:02,280 --> 00:01:05,010 ანუ ტოლია ორის. 20 00:01:05,010 --> 00:01:07,060 ეს არის ორი აღებული ერთხელ. 21 00:01:07,060 --> 00:01:09,449 არ გვჭირდება შეკრება, რადგან მხოლოდ ერთი ორიანია. 22 00:01:09,449 --> 00:01:13,460 ეს ასევე შეგვიძლია დავწეროთ როგორც ერთს პლუს თავისი თავი ორჯერ. 23 00:01:13,460 --> 00:01:18,200 ანუ ეს არის ერთს პლუს ერთი, რაც ასევე ორის ტოლია. 24 00:01:18,210 --> 00:01:19,901 ესეიგი ორჯერ ერთი არის ორი. 25 00:01:19,901 --> 00:01:22,722 თუ ბოლო ვიდეოს უყურეთ, რამდენია ორჯერ ნული? 26 00:01:22,722 --> 00:01:23,516 ეს არის ნული. 27 00:01:23,516 --> 00:01:26,660 ესეიგი, საჭირო არაა ნულზე გამრავლების ტაბულის დამახსოვრება, 28 00:01:26,670 --> 00:01:31,070 რადგან ნებისმიერი რიცხვი გამრავლებული ნულზე უდრის ნულს. 29 00:01:31,090 --> 00:01:33,682 რამდენია ორჯერ ორი? 30 00:01:33,682 --> 00:01:35,988 ორჯერ ორი. 31 00:01:35,988 --> 00:01:37,254 ეს ტოლია -- 32 00:01:37,254 --> 00:01:41,750 ორი უნდა ავიღოთ ორჯერ, ანუ ორს პლუს ორი, 33 00:01:41,750 --> 00:01:43,390 ამისი გაკეთების მხოლოდ ერთი გზაა, 34 00:01:43,390 --> 00:01:46,620 შეიძლება პირიქით შეკრება, მაგრამ რეალურად ესეც იგივეა. 35 00:01:46,620 --> 00:01:47,770 რას უდრის ორს პლუს ორი? 36 00:01:47,770 --> 00:01:49,450 უდრის ოთხს. 37 00:01:49,450 --> 00:01:51,400 რამდენია ორი გამრავლებული სამზე? 38 00:01:51,400 --> 00:01:57,900 ორჯერ სამი არის ორს პლუს ორი პლუს ორი. 39 00:01:57,900 --> 00:02:03,355 იგივეა რაც სამს პლუს სამი. 40 00:02:03,355 --> 00:02:07,495 წინა ვიდეოში ვისწავლეთ, რომ ეს შეიძლება ორივენაირად იქნეს ჩაწერილი. 41 00:02:07,498 --> 00:02:09,380 ორივე შემთხვევაში, რისი ტოლია ეს? 42 00:02:09,397 --> 00:02:12,072 სამს პლუს სამი, ანუ ორს პლუს ორს პლუს ორი 43 00:02:12,072 --> 00:02:15,814 უდრის ექვსს. 44 00:02:15,814 --> 00:02:18,138 რას უდრის ორჯერ ოთხი? 45 00:02:18,153 --> 00:02:20,686 -- ორჯერ ოთხი. 46 00:02:20,686 --> 00:02:26,065 ეს არის ორს პლუს ორი პლუს ორი პლუს ორი. 47 00:02:26,065 --> 00:02:29,870 თუ დაუკვირდებით, ასეთივე იყო ორჯერ სამი. 48 00:02:29,870 --> 00:02:34,200 ორჯერ სამი იყო ეს, აქ ესეც შედის, თუმცა 49 00:02:34,200 --> 00:02:36,490 მე კიდევ ვუმატებ ორს. 50 00:02:36,490 --> 00:02:39,740 თუ გვეზარება ნაბიჯ-ნაბიჯ - ორს პლუს ორი არის ოთხი, 51 00:02:39,740 --> 00:02:42,290 ოთხს პლუს ორი ექვსია, ამის მაგივრად შეგვიძლია ვთქვათ, 52 00:02:42,290 --> 00:02:48,310 უკვე ვიცითრომ ეს ექვსს უდრის, წინა ხაზში გამოვთვალეთ. 53 00:02:48,310 --> 00:02:51,550 რადგან ვიცით რომ ეს ექვსია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორჯერ ოთხი იქნება 54 00:02:51,560 --> 00:02:55,610 ამაზე ორით მეტი, ანუ რვა. 55 00:02:55,610 --> 00:02:57,480 იმედია კანონზომიერებას ხვდებით. 56 00:02:57,490 --> 00:03:03,767 ორჯერ ერთიდან ორჯერ ორზე გადასვლისას, აქედან კი ორჯერ სამზე, რა ხდება? 57 00:03:03,777 --> 00:03:05,500 რამდენით ვზრდით? 58 00:03:05,500 --> 00:03:08,120 ორიდან ოთხამდე ორის მიმატებით ავდივართ. 59 00:03:08,120 --> 00:03:11,300 ოთხიდან ექვსამდეც ორის მიმატებით. 60 00:03:11,310 --> 00:03:13,340 ექვსიდან რვამდე ასასვლელადაც ორს ვუმატებთ. 61 00:03:13,340 --> 00:03:15,685 ესეიგი შეიძლება მივხვდეთ რა იქნება ორჯერ ხუთი, 62 00:03:15,685 --> 00:03:16,950 შეკრების გარეშეც. 63 00:03:16,960 --> 00:03:23,430 ორჯერ ხუთი ტოლია ორს პლუს ორი პლუს ორი პლუს ორი პლუს ორი. 64 00:03:23,430 --> 00:03:26,070 მეორენაირად - ხუთს პლუს ხუთი. 65 00:03:26,080 --> 00:03:29,110 ორჯერ ოთხის დაწერაც შეიძლებოდა როგორც ოთხს პლუს ოთხი. 66 00:03:29,120 --> 00:03:30,490 რისი ტოლია ორჯერ ხუთი? 67 00:03:30,500 --> 00:03:33,090 შეგვიძლია ესენი შევკრიბოთ, ან ეს ორი, 68 00:03:33,090 --> 00:03:36,285 ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ორჯერ ოთხზე ორით მეტი. 69 00:03:36,285 --> 00:03:38,564 ესეიგი იქნება ათის ტოლი. 70 00:03:38,564 --> 00:03:41,780 ბარემ დავასრულებ ორზე გამრავლების ტაბულას. 71 00:03:41,780 --> 00:03:45,280 მგონი გასაგებია თუ როგორი ლოგიკით ხდება გამრავლება. 72 00:03:45,280 --> 00:03:47,710 გადავიდეთ ორჯერ ექვსზე. 73 00:03:47,710 --> 00:03:51,580 ეს იქნება ორს პლუს თავისი თავი ექვსჯერ, 74 00:03:51,595 --> 00:03:55,369 ესეიგი, 1, 2, 3, 4, 5, 6, 75 00:03:55,369 --> 00:03:58,690 ან შეგვიძლია დავწეროთ როგორც ექვსს პლუს ექვსი. 76 00:03:58,690 --> 00:04:00,620 ორივენაირად შეიძლება წარმოდგენა. 77 00:04:00,620 --> 00:04:02,980 ეს ტოლი იქნება თორმეტის. 78 00:04:02,990 --> 00:04:06,898 ისევ, ორჯერ ხუთზე ორით მეტი, 79 00:04:06,898 --> 00:04:09,710 რადგან კიდევ ერთხელ ვუმატებთ ორს, 80 00:04:09,710 --> 00:04:12,290 ესეიგი ორით მეტი იქნება. 81 00:04:12,300 --> 00:04:13,880 გავაგრძელოთ. 82 00:04:13,880 --> 00:04:16,540 ორჯერ შვიდი. 83 00:04:16,550 --> 00:04:20,148 ორჯერ შვიდი ტოლია -- 84 00:04:20,163 --> 00:04:24,104 შეგვიძლია დავწეროთ ორს პლუს ორი პლუს -- ასე წერა დამღლელია.. -- 85 00:04:24,104 --> 00:04:27,820 პლუს ორი პლუს ორი, შვიდია? 86 00:04:27,820 --> 00:04:31,200 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 87 00:04:31,200 --> 00:04:33,849 ეს იგივეა რაც შვიდს პლუს შვიდი. 88 00:04:33,849 --> 00:04:37,370 რაც ან იცით ან არა, რომ უდრის 14-ს. 89 00:04:37,370 --> 00:04:39,550 შეგვეძლო გვეთქვა რომ ეს 12-ზე ორით მეტია. 90 00:04:39,560 --> 00:04:45,550 12-ს პლუს ერთი და პლუს მეორე არის -- 12-ს პლუს ერთი არის 13, პლუს ერთი არის 14. 91 00:04:45,550 --> 00:04:47,580 კარგი, განვაგრძოთ. 92 00:04:47,580 --> 00:04:50,740 ორჯერ რვა. 93 00:04:50,750 --> 00:04:53,810 შეგვეძლო ისევ და ისევ ორები შეგვეკრიბა, 94 00:04:53,810 --> 00:04:56,660 ან შეგვეძლო გვეთქვა რომ ეს ორით მეტი არის შვიდჯერ ორზე, 95 00:04:56,670 --> 00:04:59,528 ანუ ტოლია 14-ს პლუს ორის. 96 00:04:59,528 --> 00:05:00,470 ანუ მივუმატებთ ორს. 97 00:05:00,480 --> 00:05:01,822 მივიღებთ 16-ს. 98 00:05:01,822 --> 00:05:06,810 ასევე შეგვეძლო დაგვეწერა როგორც რვას პლუს რვა, რაც ასევე 16-ია. 99 00:05:06,810 --> 00:05:15,034 შეგვეძლო ყველა ორი სათითაოდ შეგვეკრიბა, ვარჯიშთვის ცუდი არაა. 100 00:05:15,044 --> 00:05:19,368 ასე უსასრულოდაც შეიძლება გაგრძელება, რადგან უდიდესი რიცხვი არ არსებობს. 101 00:05:19,370 --> 00:05:21,510 შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, 102 00:05:21,510 --> 00:05:24,970 ორჯერ ცხრაჯერ ათჯერ ასჯერ ათასჯერ მილიონი და ასე შემდეგ, 103 00:05:24,980 --> 00:05:26,642 მაგრამ მოდით თორმეტზე შევჩერდეთ, 104 00:05:26,642 --> 00:05:28,760 რადგან სწორედ ამისი დამახსოვრებაა სასურველი. 105 00:05:28,770 --> 00:05:34,250 მაგრამ თუ გინდათ მათემატიკის ათლეტობა, შეგიძლიათ ოცამდეც ახვიდეთ. 106 00:05:34,260 --> 00:05:36,790 ახლა კი ორჯერ ცხრა ვნახოთ. 107 00:05:36,790 --> 00:05:38,810 ეს ორით მეტი იქნება ორჯერ რვაზე. 108 00:05:38,810 --> 00:05:40,990 ანუ იქნება 18, 109 00:05:40,990 --> 00:05:44,060 ან ცხრას პლუს ცხრა, რაც ასევე 18-ია. 110 00:05:44,060 --> 00:05:45,930 რამდენი იქნება ორჯერ ათი? 111 00:05:45,940 --> 00:05:47,940 ათზე გამრავლების ტაბულა საინტერესოა. 112 00:05:47,940 --> 00:05:53,030 თუ რატომ, მალე შეამჩნევთ, როცა მთელ გამრავლების ტაბულას შევავსებთ. 113 00:05:53,040 --> 00:05:54,640 რას უდრის ორჯერ ათი? 114 00:05:54,640 --> 00:05:59,040 ეს არის ორით მეტი ორჯერ ცხრაზე, ანუ 20. 115 00:05:59,050 --> 00:06:03,360 იგივე რაც ათს პლუს ათი, ათი აღებული ორჯერ. 116 00:06:03,360 --> 00:06:05,060 რა არის ამაში საინტერესო? 117 00:06:05,060 --> 00:06:08,875 ეს იგივეა რაც ორი გვერდზე მიწერილი ნულით. 118 00:06:08,875 --> 00:06:12,300 ნებისმიერი რიცხვისთვის ათზე გამრავლებისას ამ რიცხვს ნული უნდა მივუწეროთ. 119 00:06:12,300 --> 00:06:14,130 შეგიძლიათ იფიქროთ რატომაა ეს ასე 120 00:06:14,130 --> 00:06:17,990 ეს იგივეა რაც ორჯერ ათი, რაც არის ოცი. 121 00:06:18,000 --> 00:06:21,810 თითქმის დავამთავრეთ, გადავიდეთ ორჯერ 11-ზე. 122 00:06:21,820 --> 00:06:27,820 ორჯერ თერთმეტი იქნება ამაზე ორით მეტი, ანუ 22. 123 00:06:27,830 --> 00:06:32,210 კიდევ ერთი საიტნერესო კანონზომიერება, მეორდება ციფრი - ორი და ორი. 124 00:06:32,220 --> 00:06:33,160 საინტერესოა. 125 00:06:33,170 --> 00:06:38,698 ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ გამრავლების ტაბულის სწავლისას. 126 00:06:38,704 --> 00:06:39,700 და ბოლოს -- 127 00:06:39,700 --> 00:06:41,969 რა თქმა უნდა სინამდვილეში გაგრძელება შეგვეძლო -- 128 00:06:41,969 --> 00:06:44,682 ორჯერ -- ეს ბნელი ფერია -- 129 00:06:44,682 --> 00:06:47,059 ორჯერ 12. 130 00:06:47,059 --> 00:06:50,540 ორჯერ 12 ორით მეტია ორჯერ 11-ზე 131 00:06:50,550 --> 00:06:51,826 და უდრის 24-ს. 132 00:06:51,826 --> 00:06:54,160 შეგვეძლო ასევე ჩაგვეწერა როგორც 12-ს პლუს 12. 133 00:06:54,170 --> 00:06:57,850 ან დაგვეწერა ორს პლუს ორი პლუს ორი პლუს ორი... თორმეტჯერ. 134 00:06:57,850 --> 00:06:59,340 ნებისმიერი გზით 24-ს მივიღებთ. 135 00:06:59,340 --> 00:07:01,991 ეს იყო ორზე გამრავლების ტაბულა, მგონი ლოგიკა გასაგებია. 136 00:07:01,991 --> 00:07:04,755 ყოველთვის როცა ერთით მეტ რიცხვზე ვამრავლებთ, 137 00:07:04,755 --> 00:07:06,670 ვუმატებთ ორს. 138 00:07:06,680 --> 00:07:08,748 რადგან ვნახეთ როგორ ხდება ორზე გამრავლება, 139 00:07:08,748 --> 00:07:11,950 გავაგრძელოთ სრული გამრავლების ტაბულის სწავლა. 140 00:07:11,950 --> 00:07:18,065 ამჯერად, ყველა რიცხვს ჩამოვწერ, 141 00:07:18,065 --> 00:07:19,361 იმედია საკმარისი ადგილია. 142 00:07:19,361 --> 00:07:29,430 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. 143 00:07:29,430 --> 00:07:32,980 მოდით მხოლოდ ცხრას გავაკეთებ. 144 00:07:32,980 --> 00:07:35,410 საკმარისი სივრცე არაა სრული ტაბულის დასაწერად, 145 00:07:35,410 --> 00:07:36,945 ამიტომ მხოლოდ ცხრამდე გავაკეთებ, 146 00:07:36,945 --> 00:07:39,590 თუმცა გირჩევთ ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენ თვითონ შეავსოთ. 147 00:07:39,600 --> 00:07:42,880 თუ დრო იქნა, აქაც შევავსოთ. 148 00:07:42,880 --> 00:07:45,887 პირველად ამ რიცხვებს გავამრავლებ. 149 00:07:45,887 --> 00:07:52,060 გავამრავლებ ერთზე, ორზე, სამზე, ოთხზე, 150 00:07:52,060 --> 00:07:57,650 ხუთზე, ექვსზე, შვიდზე, რვასა და ცხრაზე. 151 00:07:57,650 --> 00:08:00,183 ახლა ასე მოვიქცეთ -- 152 00:08:00,183 --> 00:08:01,298 პირველ რიგში -- 153 00:08:01,298 --> 00:08:03,321 ეს ასე უნდა დამეწერა -- 154 00:08:03,321 --> 00:08:04,710 რას უდრის ერთჯერ ერთი? 155 00:08:04,720 --> 00:08:06,110 ასე შევხედოთ: 156 00:08:06,120 --> 00:08:08,730 რაც უდრის ერთჯერ ერთს, დავერთ აქ. 157 00:08:08,730 --> 00:08:09,970 ეს ერთს უდრის. 158 00:08:09,970 --> 00:08:11,510 რას უდრის ერთჯერ ორი? 159 00:08:11,510 --> 00:08:12,400 ორს. 160 00:08:12,410 --> 00:08:14,370 ერთჯერ სამი? სამს. 161 00:08:14,370 --> 00:08:15,866 ერთჯერ რაიმე რიცხვი უდრის თავის თავს. 162 00:08:15,866 --> 00:08:21,360 ანუ შეგვიძლია დავწეროთ პირდაპირ 4, 5, 6, 7, 8, 9. 163 00:08:21,370 --> 00:08:24,540 ერთჯერ ცხრა უდრის ცხრას. 164 00:08:24,540 --> 00:08:26,300 ახლა ორს გავყვეთ. 165 00:08:26,310 --> 00:08:27,570 ამას ლურჯად გავაკეთებ. 166 00:08:27,570 --> 00:08:30,270 ან, ეს ფერი ჯობს, 167 00:08:30,285 --> 00:08:33,980 ორზე გამრავლებას კი მუქ ლურჯში გავაკეთებ. 168 00:08:33,990 --> 00:08:35,250 რას უდრის ორჯერ ერთი? 169 00:08:35,250 --> 00:08:36,430 უდრის ორს. 170 00:08:36,440 --> 00:08:37,690 იგივეა რაც ერთჯერ ორი. 171 00:08:37,700 --> 00:08:40,000 შევამჩნიოთ რომ ეს ორი რიცხვი ერთი და იგივეა. 172 00:08:40,000 --> 00:08:41,700 რამდენია ორჯერ ორი? 173 00:08:41,710 --> 00:08:43,000 ეს ოთხია. 174 00:08:43,000 --> 00:08:44,610 ორჯერ სამი არის ექვსი, 175 00:08:44,620 --> 00:08:45,840 ეს უკვე გავაკეთეთ. 176 00:08:45,840 --> 00:08:49,821 ყოველ ჯერზე როცა ერთით დიდ რიცხვზე ვამრავლებთ, 177 00:08:49,821 --> 00:08:51,190 ვუმატებთ ორს. 178 00:08:51,190 --> 00:08:52,840 ორჯერ ოთხი არის რვა. 179 00:08:52,850 --> 00:08:55,110 იგივე რაც ოთხჯერ ორი. 180 00:08:55,120 --> 00:08:57,260 როჯერ ხუთი არის ათი, 181 00:08:57,260 --> 00:08:59,010 ორჯერ ექვსი - 12. 182 00:08:59,010 --> 00:09:00,660 ყოველ ჯერზე, ორს ვუმატებთ. 183 00:09:00,670 --> 00:09:03,970 აქ ყოველ ეტაპზე ერთს ვუმატებდით, აქ კი - ორს. 184 00:09:03,980 --> 00:09:06,830 ორჯერ შვიდი არის 14, 185 00:09:06,830 --> 00:09:09,813 ორჯერ რვა - 16. 186 00:09:09,813 --> 00:09:12,970 ორჯერ ცხრა - 18. 187 00:09:12,980 --> 00:09:17,789 გადავიდეთ სამზე გამრავლებაზე. 188 00:09:17,789 --> 00:09:20,508 ყვითლით დავწერ. 189 00:09:20,508 --> 00:09:21,783 ყვითელი. 190 00:09:21,783 --> 00:09:23,828 სამჯერ ერთი არის სამი, 191 00:09:23,828 --> 00:09:25,350 დავაკვირდეთ, სამჯერ ერთი სამია. 192 00:09:25,360 --> 00:09:26,910 ერთჯერ სამი სამია. 193 00:09:26,910 --> 00:09:28,740 ეს ერთი და იგივეა. 194 00:09:28,750 --> 00:09:32,158 სამჯერ ორი იგივეა რაც ორჯერ სამი. 195 00:09:32,158 --> 00:09:37,640 სამჯერ ორი იგივე უნდა იყოს რაც ორჯერ სამი. 196 00:09:37,640 --> 00:09:40,480 ეს არის ექვსი და ეს ლოგიკურიცაა. 197 00:09:40,490 --> 00:09:45,690 სამს პლუს სამი, ან ორს პლუს ორი პლუს ორი უდრის ექვსს. 198 00:09:45,690 --> 00:09:48,890 ყოველ ჯერზე ვზრდით სამით. ლოგიკა მარტივია. 199 00:09:48,890 --> 00:09:51,000 სამჯერ სამი უდრის ცხრას, ანუ 200 00:09:51,010 --> 00:09:52,852 სამს პლუს სამს პლუს სამი უდრის ცხრას. 201 00:09:52,852 --> 00:09:54,725 სამიდან გადავედით ექვსზე და ცხრაზე. 202 00:09:54,736 --> 00:09:57,001 ესეიგი სამჯერ ოთხი იქნება 12. 203 00:09:57,001 --> 00:09:58,850 ყოველ ჯერზე სამს ვუმატებთ. 204 00:09:58,850 --> 00:10:00,642 12 პლუს სამი არის 15. 205 00:10:00,642 --> 00:10:03,404 15 პლუს სამი არის 18. 206 00:10:03,404 --> 00:10:05,580 18 პლუს სამი არის 21. 207 00:10:05,580 --> 00:10:08,080 21 პლუს სამი არის 24. 208 00:10:08,090 --> 00:10:10,500 24 პლუს სამი უდრის 27-ს. 209 00:10:10,500 --> 00:10:13,110 ესეიგი სამჯერ ცხრა უდრის 27-ს. 210 00:10:13,120 --> 00:10:14,840 სამჯერ რვა არის 24, 211 00:10:14,840 --> 00:10:19,094 ესეიგი რვას პლუს რვა პლუს რვა არის 24. 212 00:10:19,094 --> 00:10:20,180 ვნახოთ, იქნებ -- 213 00:10:20,180 --> 00:10:22,834 ახლა ცოტა დავაჩქარებ, რადგან ვნახეთ ლოგიკა. 214 00:10:22,840 --> 00:10:26,998 ეს თქვენით უნდა აკეთოთ და ყველაფერი დაიმახსოვროთ რასაც აკეთებთ. 215 00:10:26,998 --> 00:10:31,045 ორივეგან სასურველია 12-მდე ახვიდეთ. 216 00:10:31,057 --> 00:10:35,330 ოთხჯერ ერთი ოთხია. 217 00:10:35,330 --> 00:10:37,640 ოთხ-ოთხით გავზრდით. 218 00:10:37,640 --> 00:10:40,080 ოთხს პლუს ოთხი არის რვა. 219 00:10:40,090 --> 00:10:41,960 რვას პლუს ოთხი არის 12. 220 00:10:41,970 --> 00:10:43,920 12 პლუს ოთხი არის 16. 221 00:10:43,920 --> 00:10:46,450 16 პლუს ოთხი უდრის 20-ს. 222 00:10:46,460 --> 00:10:48,460 20 პლუს ოთხი არის 24. 223 00:10:48,460 --> 00:10:51,460 ოთხჯერ ექვსი არის 24. 224 00:10:51,470 --> 00:10:52,970 ოთხჯერ შვიდი არის 28, 225 00:10:52,980 --> 00:10:54,250 ვზრდით ოთხით, 226 00:10:54,250 --> 00:10:58,740 32 და 36. 227 00:10:58,750 --> 00:11:01,490 ხუთჯერ ერთი. 228 00:11:01,490 --> 00:11:06,670 ხუთჯერ ერთი იქნება ხუთი. 229 00:11:06,670 --> 00:11:09,565 უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი -- მოდით ფერს ისევ შევცვლი -- 230 00:11:09,565 --> 00:11:11,400 სტრიქონებს გავუყვები. 231 00:11:11,410 --> 00:11:12,570 ხუთჯერ ერთი არის ხუთი. 232 00:11:12,580 --> 00:11:15,780 ხუთჯერ ორი არის 10. 233 00:11:15,780 --> 00:11:17,260 ხუთჯერ სამი არის 15. 234 00:11:17,260 --> 00:11:18,430 ვზრდით ხუთით, 235 00:11:18,440 --> 00:11:20,687 ხუთზე გამრავლების ტაბულაც სახალისოა, 236 00:11:20,687 --> 00:11:24,120 რადგან ხუთზე გამრავლებისას 237 00:11:24,120 --> 00:11:25,870 -- ლუწ და კენტ რიცხვებს ვისწავლით -- 238 00:11:25,880 --> 00:11:30,241 ყოველი პირველი რიცხვის ნამრავლი ბოლოვდება ხუთით, 239 00:11:30,241 --> 00:11:32,240 ყოველი მეორეს ნამრავლი კი - ნულით. 240 00:11:32,250 --> 00:11:34,790 რადგან 15 პლუს ხუთი არის 20. 241 00:11:34,790 --> 00:11:43,381 შემდეგ მოდის 25, 30, 35, 40, 45. 242 00:11:43,381 --> 00:11:47,120 ექვსზე გამრავლება, მწვანედ დავწერ. 243 00:11:47,120 --> 00:11:48,210 ექვსჯერ ერთი არის ექვსი. 244 00:11:48,220 --> 00:11:49,080 მარტივია. 245 00:11:49,080 --> 00:11:50,800 მივუმატებთ ექვსს და მივიღებთ 12-ს. 246 00:11:50,800 --> 00:11:52,490 ისევ მივუმატებთ ექვსს, მივიღებთ 18-ს. 247 00:11:52,500 --> 00:11:54,250 ამას პლუს ექვსი იქნება 24. 248 00:11:54,250 --> 00:11:56,220 პლუს ექვსი უდრის 30-ს. 249 00:11:56,220 --> 00:12:01,220 ასე ვზრდით ექვსობით, 36, 42, 48. 250 00:12:01,220 --> 00:12:04,620 48 პლუს ექვსი უდრის 54-ს. 251 00:12:04,620 --> 00:12:07,620 ექვსჯერ ცხრა არის 54. 252 00:12:07,620 --> 00:12:08,990 თითქმის დავასრულეთ. 253 00:12:09,000 --> 00:12:11,610 შვიდჯერ ერთი უდრის შვიდს, 254 00:12:11,620 --> 00:12:13,520 შვიდჯერ ერთი შვიდია. 255 00:12:13,520 --> 00:12:15,610 შვიდჯერ ორი უდრის 14-ს. 256 00:12:15,620 --> 00:12:17,740 შვიდჯერ სამი, 21. 257 00:12:17,740 --> 00:12:20,040 შვიდჯერ ოთხი - 28. 258 00:12:20,040 --> 00:12:23,512 შვიდჯერ ხუთი, რას უდრის 28 პლუს 7? 259 00:12:23,512 --> 00:12:25,130 ვნახოთ, პლუს ორი უდრის 30-ს, 260 00:12:25,130 --> 00:12:27,700 პლუს ხუთი უდრის 35-ს. 261 00:12:27,710 --> 00:12:29,480 შვიდჯერ ექვსი, 42, 262 00:12:29,490 --> 00:12:32,640 შვიდჯერ შვიდი, 49, 263 00:12:32,640 --> 00:12:34,775 შვიდჯერ რვა -- 264 00:12:34,775 --> 00:12:37,830 -- შვიდჯერ რვა ანუ შვიდჯერ შვიდს პლუს შვიდი უდრის 56-ს. 265 00:12:37,830 --> 00:12:43,610 ყოველთვის ვიბნეოდი იმაზე რომ შვიდჯერ რვა უდრის 56-ს და ექვსჯერ ცხრა - 54-ს. 266 00:12:43,620 --> 00:12:46,705 რადგან აღვნიშნე რომ ეს ორი ერთმანეთში ხშირად მეშლებოდა, 267 00:12:46,705 --> 00:12:49,389 თქვენი მოვალეობაა არ შეგეშალოთ. 268 00:12:49,390 --> 00:12:52,610 შეგიძლიათ დაიმახსოვროთ იმით, რომ შვიდჯერ რვას ექვსიანი ურევია, 269 00:12:52,620 --> 00:12:54,850 ექვსჯერ ცხრას კი - არა. 270 00:12:54,850 --> 00:12:56,080 მე ასე ვიმახსოვრებ. 271 00:12:56,080 --> 00:12:57,580 შვიდჯერ ცხრა, 272 00:12:57,580 --> 00:13:01,160 -- კიდევ ერთ შვიდს ვუმატებთ -- უდრის 63-ს. 273 00:13:01,160 --> 00:13:04,830 ამას იგივე ფერში გავაკეთებ. 274 00:13:04,840 --> 00:13:08,350 გადავედით რვაზე გამრავლების ტაბულაზე. 275 00:13:08,360 --> 00:13:10,660 რვაჯერ ერთი - რვა, 276 00:13:10,660 --> 00:13:12,520 რვაჯერ ორი - 16, 277 00:13:12,520 --> 00:13:15,680 24, რვაჯერ სამი არის 24. 278 00:13:15,690 --> 00:13:18,300 და თუ ვნახავთ სამჯერ რვას, აქაც 24 იქნება პასუხი. 279 00:13:18,300 --> 00:13:19,500 აი ისიც. 280 00:13:19,500 --> 00:13:21,110 მნიშვნელობები ერთი და იგივეა. 281 00:13:21,120 --> 00:13:22,800 ესეიგი, რაღაცებს ორჯერ ვაკეთებთ. 282 00:13:22,800 --> 00:13:24,848 ამ შემთხვევაში რვაჯერ სამის დათვლისას 283 00:13:24,848 --> 00:13:27,470 და სამჯერ რვის დათვლისას. 284 00:13:27,472 --> 00:13:31,210 რვაჯერ ოთხი -- დავუმატოთ რვა -- 32. 285 00:13:31,220 --> 00:13:32,480 40. 286 00:13:32,490 --> 00:13:34,690 ისევ რვა დავუმატოთ, 48. 287 00:13:34,690 --> 00:13:37,270 დავაკვირდეთ, რვაჯერ ექვსი, 48. 288 00:13:37,270 --> 00:13:40,230 ექვსჯერ რვა, ასევე 48. 289 00:13:40,240 --> 00:13:45,860 შვიდჯერ რვა, ამას უკვე ხაზი გავუსვით, უდრის 56-ს. 290 00:13:45,870 --> 00:13:48,200 რვაჯერ რვა არის 64, 291 00:13:48,200 --> 00:13:52,010 რვაჯერ ცხრა, დავუმატოთ რვა, 72. 292 00:13:52,010 --> 00:13:54,640 გადავედით ცხრის გამრავლების ტაბულაზე. 293 00:13:54,650 --> 00:13:57,260 ფერები გამომელია. 294 00:13:57,260 --> 00:13:59,520 ალბათ რომელიმე ფერს გავიმეორებ. 295 00:13:59,530 --> 00:14:01,100 მოდით ისევ ლურჯი იყოს. 296 00:14:01,110 --> 00:14:03,280 ცხრაჯერ ერთი არის ცხრა. 297 00:14:03,280 --> 00:14:06,700 ცხრაჯერ ორი, 18, ცხრაჯერ სამი -- ეს ყველაფერი უკვე ვიცით, 298 00:14:06,710 --> 00:14:08,097 ტაბულაში უკვე გვიწერია, 299 00:14:08,097 --> 00:14:11,290 რადგან ცხრაჯერ სამი იგივეა რაც სამჯერ ცხრა, 300 00:14:11,290 --> 00:14:13,280 იქნება 27. 301 00:14:13,280 --> 00:14:14,500 დავუმატოთ ამას ცხრა, 302 00:14:14,500 --> 00:14:18,380 27 პლუს ცხრა არის 36. 303 00:14:18,390 --> 00:14:21,520 36 პლუს ცხრა არის 45. 304 00:14:21,530 --> 00:14:25,331 დავუკვირდეთ, ყოველ ჯერზე თითქმის 10-ით ვზრდით, 305 00:14:25,331 --> 00:14:26,219 ერთით ნაკლებით. 306 00:14:26,219 --> 00:14:29,970 ათით გაზრდისას იქნებოდა 46, ერთით ნაკლებით კი - 45. 307 00:14:29,970 --> 00:14:32,647 შევნიშნოთ, ერთიანები -- 308 00:14:32,647 --> 00:14:33,880 ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, 309 00:14:33,890 --> 00:14:38,820 მაგრამ დავაკვირდეთ, რომ მეორე ციფრი კლებულობს, 9, 8, 7, 6, 5.. 310 00:14:38,835 --> 00:14:42,510 პირველი ციფრი კი იზრდება: 1, 2, 3, 4, 5.. 311 00:14:42,510 --> 00:14:44,010 საინტერესო კანონზომიერებაა. 312 00:14:44,020 --> 00:14:47,240 საინტერესოა ასევე, რომ ციფრთა ჯამი ცხრას ყოველთვის გვაძლევს. 313 00:14:47,250 --> 00:14:49,270 სამს პლუს ექვსი, ორს პლუს შვიდი, უდრის ცხრას. 314 00:14:49,270 --> 00:14:52,631 ამაზე მომავალში ვისაუბრებთ და შეიძლება დავამტკიცოთ კიდეც. 315 00:14:52,631 --> 00:14:56,340 ცხრაჯერ ექვსი - 54. 316 00:14:56,350 --> 00:14:58,150 ესეც აქ გვაქვს. 317 00:14:58,150 --> 00:15:01,720 ცხრაჯერ შვიდი - 63, 318 00:15:01,730 --> 00:15:03,850 ცხრაჯერ რვა - 72, 319 00:15:03,860 --> 00:15:05,910 ცხრაჯერ ცხრა - 81. 320 00:15:05,910 --> 00:15:07,030 არ ვიცი ამას თუ ხედავთ. 321 00:15:07,040 --> 00:15:08,360 81. 322 00:15:08,370 --> 00:15:09,480 ესეც ასე. 323 00:15:09,480 --> 00:15:13,770 შემეძლო გაგრძელება, და ალბათ სასურველიცაა. 324 00:15:13,780 --> 00:15:17,525 ახლა ვიაზრებ რომ ეს ვიდეო გამიგრძელდა. 325 00:15:17,525 --> 00:15:19,316 მინდა რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ, 326 00:15:19,316 --> 00:15:21,200 რადგან მომავალში ძალიან გამოგადგებათ. 327 00:15:21,210 --> 00:15:25,542 მომდევნო ვიდეოში ვნახავთ გამრავლების ტაბულას ცხრას ზემოთ. 328 00:15:25,542 --> 00:15:26,960 დროებით!