მგონი რაღაც დონეზე უკვე იცით, თუ რა არის გამრავლება. გა-"მრავლ"-ება. ამ ვიდეოში უბრალოდ ძალიან ბევრ სავარჯიშოს გავაკეთებთ და ვეცდებით ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა. თუ Khan Academy–ს საკმარის ვიდეოს უყურებთ, და იმედია ასეც მოიქცევით, ალბათ მიხვდებით რომ დიდად არ მიყვარს დაზეპირება. მაგრამ რაც შეეხება გამრავლებას, თუ გამრავლების ტაბულას დაიმახსოვრებთ (რასაც ამ ვიდეოში ვაპირებთ), ეს ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ ცხოვრებაში.