ახლა ვისწავლით თუ დებულებების შესახებ. თუ დებულება პროგრამირების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი წყალობით კომპიუტერი იღებს გადაწყვეტილებებს. მას ყველა კომპიუტერი იყენებს, ჩემი ტელეფონიც კი. მაგალითად, როცა მას განვბლოკავ, ის უშვებს კოდს რომლის მიხედვითაც თუ პასვორდი სწორად შემყავს, ტელეფონი განიბლოკება. თუ არა - ის შეცდომის მესიჯს აჩვენებს. თუ დებულებების დახმარებით შეგიძლიათ, სტივს და ელისს რეაქციები მისცეთ თავიანთ სამყაროზე. მაგალითად, თუ მათ წინ არის ლოდი, მოუხვიონ მარცხნივ ან მარჯვნივ, თუ მარცხნივ ხეა. ამ შემთხვევაში ლავასაც უნდა ვუფრთხილდეთ. ლავის თავიდან აცილება ადვილია. მას ეკრანზე ვხედავთ. მაგრამ თუკი ის ლოდის ქვეშ იმალება? ქვას რომ მოვიპოვებთ, უნდა შევამოწმოთ, მალება თუ არა იქ ლავა და მხოლოდ შემდეგ გავაგრძელოთ სიარული. თუ ლავა არის, გვინდა, რომ ჩვენს გმირს წინ ქვა უნდა დავუდოთ, სანამ სიარულს გავაგრძელებთ. ასე უსაფრთხოდ ვიქნებით. ქვების მოპოვების დროა! არ დაგავიწყეთ თუ დებულებების გამოყენება. ფრთხილად!