WEBVTT 00:00:00.826 --> 00:00:03.469 მინდა ერთი წამით წარმოიდგინოთ 00:00:03.493 --> 00:00:05.873 რომ ბრძოლაში ჩართული ჯარიკსაცი ხართ. 00:00:06.730 --> 00:00:10.261 შეიძლება რომაელი ქვეითი იყოთ, ან მეისრე შუა საუკუნეებიდან, 00:00:10.285 --> 00:00:12.165 ან თუნდაც ზულუს მებრძოლი. 00:00:12.189 --> 00:00:16.443 ადგილისა და დროის განურჩევლად ზოგი რამ უცვლელია. 00:00:16.467 --> 00:00:18.361 თქვენი ადრენალინი მომატებულია 00:00:18.385 --> 00:00:23.194 და თქვენს ქმედებებს ღრმად გამჯდარი რეფლექსები განაპირობებს. 00:00:23.218 --> 00:00:27.574 რეფლექსები, რომლებიც თქვენი და თქვენი მოყვარეების დაცვისთვის 00:00:27.598 --> 00:00:30.097 და მტრის დამარცხებისთვისაა საჭირო. NOTE Paragraph 00:00:30.826 --> 00:00:34.363 ახლა, გთხოვთ ძალიან გასხვავებული რამ წარმოიდგინოთ. 00:00:34.387 --> 00:00:35.988 წარმოგდინეთ, რომ ხართ მზვერავი. 00:00:36.012 --> 00:00:39.401 მზვერავის საქმე შეტევა, ან დაცვა არაა. 00:00:39.425 --> 00:00:41.820 მზვერავის საქმე - გაგებაა. 00:00:42.233 --> 00:00:44.294 მზვერავი გადის, 00:00:44.318 --> 00:00:48.381 ახდენს ადგილის რუკაზე დატანას და აღნიშნავს შესაძლო წინააღმდეგობებს. 00:00:48.405 --> 00:00:51.981 მზვერავი შეიძლება იმდევონებდეს, რომ ვთქვათ, სადღაც 00:00:52.005 --> 00:00:54.339 მოსახერხებელ ადგილას, მდინარეზე ხიდია, 00:00:54.363 --> 00:00:57.410 მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას სურს, რაც შეიძლება ზუსტად იცოდეს 00:00:57.434 --> 00:00:59.297 რა არის იქ რეალურად. 00:01:00.195 --> 00:01:05.241 ნამდვილ, მოქმედ არმიაში, ჯარისკაციც და მზვერავიც აუცილებელია. 00:01:05.265 --> 00:01:10.575 თითოეული ამ როლს შეგიძლიათ შეხედოთ როგორც მენტალობას. 00:01:10.599 --> 00:01:14.226 იმის მეტაფორას, თუ როგორ ამუშავებს ინფორმაციას და აზრებს ყოველი ჩვენგანი 00:01:14.250 --> 00:01:15.717 ყოველდღიურ ცხოვრებაში. 00:01:16.192 --> 00:01:20.022 დღეს ვაპირებ ვამტკიცო, რომ საღი მსჯელობა, 00:01:20.046 --> 00:01:23.260 ზუსტი პროგნოზები და სწორი გადაწყვეტილების მიღება 00:01:23.284 --> 00:01:26.532 დიდწილად იმით განისაზღვრება, თუ როგორი მენტალობა გაქვთ. NOTE Paragraph 00:01:26.994 --> 00:01:29.587 ამის სადემონსტრაციოდ, 00:01:29.611 --> 00:01:33.095 მე-19 საუკუნის საფრანგეთში გამოგზაურებთ, 00:01:33.119 --> 00:01:36.102 სადაც ერთი თითქოს უწყინარი ფურცლის ნაგლეჯი, 00:01:36.126 --> 00:01:39.164 ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ სკანდალს დაედო საფუძვლად. 00:01:39.718 --> 00:01:44.115 ის 1894 წელს ფრანგული გენერალური შტაბის ოფიცერმა აღმოაჩინა. 00:01:44.616 --> 00:01:47.308 ის დახეული იყო და ნაგვის ყუთში ეგდო, 00:01:47.332 --> 00:01:49.257 მაგრამ როცა შეაერთეს აღმოჩნდა, 00:01:49.281 --> 00:01:51.313 რომ მათი რიგებიდან 00:01:51.337 --> 00:01:53.980 ვიღაც სამხედრო საიდუმლოებს გერმანიის მხარეს ჰყიდდა NOTE Paragraph 00:01:54.462 --> 00:01:56.819 სერიოზული გამოძიება დაიწყეს 00:01:56.843 --> 00:02:00.413 და ეჭვები მალევე ერთ კაცზე, 00:02:00.413 --> 00:02:02.355 ალფრედ დრეიფუსზე შეჩერდა. 00:02:02.677 --> 00:02:04.435 მას იდეალური ისტორია ჰქონდა. 00:02:04.435 --> 00:02:07.729 არანაირი დარღვევა და არანაირი მოტივი. 00:02:08.342 --> 00:02:13.460 თუმცა, დრეიფუსი ამ რანგის ერთადერთი ებრაელი ოფიცერი იყო არმიაში 00:02:13.484 --> 00:02:17.659 და საუბედუროდ ამ დროს საფრანგენის არმია მეტად ანტისემიტური იყო. 00:02:17.683 --> 00:02:20.905 მათ დრეიფუსს ხელწერა იმ ფურცელზე დაწერილს შეადარეს 00:02:20.929 --> 00:02:23.256 და დაასკვნეს, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა, 00:02:23.256 --> 00:02:25.932 მიუხედავად იმისა, რომ არმიის გარეთ, ხელწერის ექპერტები 00:02:25.956 --> 00:02:28.156 გაცილებით ნაკლებად იყვნენ ამაში დარწმუნებულნი. 00:02:28.156 --> 00:02:30.040 თუმცა, ამას ყურადღება არ მიექცა. 00:02:30.040 --> 00:02:32.174 ჯაშუშობის რამე მტკიცეულების აღმოჩენის მიზნით, 00:02:32.174 --> 00:02:33.724 დრეიფუსის სახლი გაჩხრიკეს. 00:02:33.724 --> 00:02:36.348 გადაქექეს მისი ნივთები, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩნეს. 00:02:36.372 --> 00:02:39.816 ამან კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი, რომ დრეიფუსი არა მხოლოდ დამნაშავე იყო, 00:02:39.816 --> 00:02:42.823 არამედ მზაკვარიც, რადგან ცხადია, მან ყველა სამხილი დამალა, 00:02:42.847 --> 00:02:44.696 სანამ ვინმე მიაგნებდა. NOTE Paragraph 00:02:45.212 --> 00:02:47.904 შემდეგ მისი პირადი ისტორიით დაინტერესდნენ 00:02:47.928 --> 00:02:50.229 რამე მაკომპრომეტირებელის აღმოსაჩენად. 00:02:50.253 --> 00:02:51.855 გაესაუბრნენ მის მასწავლებლებს 00:02:51.879 --> 00:02:54.664 და აღმიაჩინეს რომ სკოლაში უცხო ენებს სწავლობდა, 00:02:54.688 --> 00:02:58.741 რაც ცხადად აჩვენებდა მის სურვილს 00:02:58.765 --> 00:03:01.288 უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ეღვაწა მომავალში. 00:03:01.288 --> 00:03:05.983 დრეიფუსის მასწავლებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მას კარგი მეხსიერება ჰქონდა. 00:03:06.007 --> 00:03:08.119 რაც ძალიან საეჭვოა, არა? 00:03:08.143 --> 00:03:11.483 რადგან ჯაშუშს ბევრი რამის დამახსოვრება უწევს. NOTE Paragraph 00:03:12.439 --> 00:03:16.099 მაშ, საქმე სასამართლომდე მივიდა და დრეიფუსი დამნაშავედ სცნეს. 00:03:16.816 --> 00:03:20.136 რის შემდეგაც, ის მოედანზე გაიყვანეს 00:03:20.160 --> 00:03:23.884 და სიმბოლურად, მისი ფორმიდან წარჩინების ნიშნები ჩამოგლიჯეს 00:03:23.908 --> 00:03:25.813 და ხმალი კი გადაუტეხეს. 00:03:25.837 --> 00:03:28.442 ეს იყო დრეიფუსის დამცირება. 00:03:28.860 --> 00:03:31.377 მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 00:03:31.401 --> 00:03:34.141 და ისეთ ადგილას გაუშვეს, რომელსაც ეშმაკის კუნძული ერქვა. 00:03:34.165 --> 00:03:36.989 ეს უნაყოფო კლდეა, სახმრეთ ამერიკის ნაპირებზე 00:03:37.556 --> 00:03:41.306 დრეიფუსი იქ მარტო ატარებდა თავის დღეებს 00:03:41.330 --> 00:03:44.174 და წერილს წერილზე სწერდა საფრანგეთის მთავრობას თხოვნით, 00:03:44.174 --> 00:03:47.166 კვლავ განეხილათ მისი საქმე, რომ დაედგინათ მისი უდანაშაულობა. 00:03:47.634 --> 00:03:50.817 თუმცა, საფრანგეთი ამ საქმეს დიდ წილად დახურულად მიიჩნევდა. NOTE Paragraph 00:03:51.301 --> 00:03:55.594 დრეიფუსის საქმეში ყველაზე საინტერესო ისაა, 00:03:55.618 --> 00:03:59.396 თუ რატომ იყვნენ ოფიცრები ასეთი დარწმუნებულები, 00:03:59.420 --> 00:04:01.141 რომ დრეიფუსი დამნაშავე იყო. 00:04:01.556 --> 00:04:04.403 შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ მათ გაწირეს დრეიფუსი, 00:04:04.427 --> 00:04:06.395 რომ შეგნებულად შეუკერეს საქმე, 00:04:06.419 --> 00:04:08.686 მაგრამ ისტორიკოსები ასე არ ფიქრობენ. 00:04:08.710 --> 00:04:09.869 როგორც ცნობილია, 00:04:09.893 --> 00:04:14.130 ოფიცრებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ დრეიფუსის განაჩენი უდავო იყო. 00:04:14.154 --> 00:04:16.630 ისმის კითხვა: 00:04:16.654 --> 00:04:19.228 რას გვეუბნება ეს ყველაფერი ადამიანის აზროვნებაზე, 00:04:19.228 --> 00:04:21.265 როცა მსგავსი სუსტი მტკიცებულებები, 00:04:21.289 --> 00:04:24.076 შეიძლება საკმარისი გამოდგეს ვინმეს დადანაშაულებისთვის? NOTE Paragraph 00:04:24.210 --> 00:04:28.496 ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მეცნიერები: "მოტივირებულ მსჯელობას" უწოდებენ. 00:04:28.520 --> 00:04:31.574 ეს ხდება, როცა ჩვენი ქვეცნობიერი მოტივები, 00:04:31.598 --> 00:04:33.950 ჩვენი სურვილები და შიშები, 00:04:33.974 --> 00:04:36.620 ჩვენ მიერ ინფორმაციის ინტერპეტირებას განაპირობებენ. 00:04:36.620 --> 00:04:39.754 ზოგი ინფორმაცია, ზოგი აზრი თითქოს ჩვენი თანამოაზრეა. 00:04:39.778 --> 00:04:42.420 გვინდა, რომ მათ გაიმარჯვონ. გვინდა, რომ ისინი დავიცვათ. 00:04:42.444 --> 00:04:44.975 სხვა ინფორმაცია კი მტერია 00:04:44.999 --> 00:04:46.847 და მათი განადგურბა გვინდა. 00:04:47.408 --> 00:04:51.115 ამიტომაც ვეძახი "მოტივირებულ მსჯელობას" "ჯარისკაცის მენტალობას" NOTE Paragraph 00:04:51.988 --> 00:04:54.993 ალბათ, თქვენი უმეტესობა არ სდევდნიდა 00:04:55.017 --> 00:04:57.298 ფრანგ-ებრაელ ოფიცერს ღალატისთვის, 00:04:57.322 --> 00:04:58.795 ასე მგონია, 00:04:58.819 --> 00:05:03.678 მაგრამ შეიძლება სპორტით, ან პოლიტიკით ინტერესდებით და შეგიმჩნევიათ 00:05:03.702 --> 00:05:07.498 რომ როცა მსაჯი თქვენი გუნდის წინააღმდეგ, 00:05:07.498 --> 00:05:09.610 მაგალითად, ჯარიმას დააფიქსირებს, 00:05:09.610 --> 00:05:12.457 თქვენ ყველანაირად ეცდებით იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ ცდება ის. 00:05:12.482 --> 00:05:15.594 მაგრამ როცა თქვენს მოწინააღმდეგეს დააჯარიმებს - შესანიშნავია! 00:05:15.618 --> 00:05:18.400 მსაჯი მართალია და ნუ ჩავუღრმავდებით. 00:05:18.792 --> 00:05:20.909 ან თუ სტატიას ან კვლევას წაიკითხავთ, 00:05:20.933 --> 00:05:23.203 რომელიც რაღაც საკამათო თემას ეხება, 00:05:23.203 --> 00:05:25.619 მაგალითად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა. 00:05:25.735 --> 00:05:27.852 როგორც მკვლევარებმა აჩვენეს, 00:05:27.876 --> 00:05:29.781 თუ თქვენ სიკვდილით დასჯის მომხრე ხართ 00:05:29.781 --> 00:05:32.121 და კვლევა აჩვენებს, რომ ის არაეფექტურია, 00:05:32.145 --> 00:05:35.391 მაშინ თქვენ ყველანაირად ეცდებით იპოვოთ მიზეზი, 00:05:35.415 --> 00:05:37.532 თუ რატომ ჩატარდა კვლევა არასწორად. 00:05:37.532 --> 00:05:40.038 თუმცა, თუ ის აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯა მუშაობს, 00:05:40.038 --> 00:05:41.211 ეს კარგი კვლევაა. 00:05:41.211 --> 00:05:44.273 და პირიქით, როცა მხარს არ უჭერთ სიკვდილით დასჯას იგივე ხდება. NOTE Paragraph 00:05:44.297 --> 00:05:47.126 ჩვენი მსჯელობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, 00:05:47.150 --> 00:05:50.028 თუ ქვეცნობიერად რომელმა მხარემ გვინდა რომ გაიმარჯვოს. 00:05:50.071 --> 00:05:51.970 ეს ყველაფერში ასეა. 00:05:51.990 --> 00:05:55.272 ეს განსაზღვრავს, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, 00:05:55.272 --> 00:05:56.942 იმას თუ როგორ ვაძლევთ ხმას, 00:05:56.966 --> 00:05:59.564 რას მივიჩნევთ სამართლიანად და ეთიკურად. 00:06:00.036 --> 00:06:02.799 "მოტივირებულ მსჯელობაში", ანუ "ჯარისკაცის მენტალობაში" 00:06:02.823 --> 00:06:04.374 ჩემთვის ყველაზე საშიში ისაა, 00:06:04.374 --> 00:06:06.105 თუ რამდენად ქვეცნობიერია ის. 00:06:06.105 --> 00:06:08.549 ჩვენ მიგვაჩნია რომ ობიექტურები და სამართლიანები ვართ 00:06:08.573 --> 00:06:12.040 და მაინც ვახერხებთ, რომ უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება დავუნგრიოთ. NOTE Paragraph 00:06:12.808 --> 00:06:16.271 თუმცა, დრეიფუსისთვის საბენდიეროდ, მისი ისტორია ამით არ დასრულებულა. 00:06:16.271 --> 00:06:17.753 ეს პოლკოვნიკი პიკარია. 00:06:17.753 --> 00:06:20.341 ის ასევე მაღალი რანგის ოფიცერია საფრანგეთის არმიაში 00:06:20.341 --> 00:06:23.294 და როგორც უმეტესობა, ისიც თვლიდა, რომ დრეიფუსი დამნაშავე იყო 00:06:23.294 --> 00:06:27.318 და როგორც უმეტესობა, ისიც ცოტათი ანტისემიტი იყო, 00:06:27.342 --> 00:06:30.707 მაგრამ რაღაც მომენტში პიკარი დაეჭვდა: 00:06:31.302 --> 00:06:34.077 "იქნებ ყველა ვცდებით დრეიფუსთან დაკავშირებით?" 00:06:34.448 --> 00:06:36.626 მან აღმოაჩინა, 00:06:36.650 --> 00:06:39.127 რომ გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობა გაგრძელდა, 00:06:39.151 --> 00:06:41.626 მას შემდეგაც კი, რაც დრეიფუსი უკვე ციხეში იყო. 00:06:41.626 --> 00:06:44.812 მან ასევე აღმოაჩინა, რომ სხვა ოფიცრის ხელწერა 00:06:44.836 --> 00:06:47.409 ძალიან ჰგავდა ქაღალდის ნაგლეჯისას. 00:06:47.433 --> 00:06:49.794 ბევრად უფრო მეტად ვიდრე დრეიფუსისა. 00:06:50.382 --> 00:06:53.453 მან თავისი აღმოჩენების შესახებ მის ზემდგომებს აცნობა, 00:06:54.017 --> 00:06:57.694 მაგრამ სამწუხაროდ, მათ ან არ ანაღვლებდათ, 00:06:57.718 --> 00:07:01.306 ან ამ აღმოჩენებს რაციონალური ახსნები მოუძებნეს: 00:07:01.330 --> 00:07:06.703 "რაც შენ აღმოაჩინე, პიკარ, ეს მხოლოდ იმას მიწმობს რომ კიდევ ერთი ჯაშუში გვყავს, 00:07:06.727 --> 00:07:09.100 რომელმაც ისწავლა თუ როგორ დაწეროს დრეიფუსის ხელით 00:07:09.124 --> 00:07:12.664 და მან განაგრძო დრეიფუსის მიერ, შეწყვტილი ჯაშუშობა, 00:07:13.148 --> 00:07:15.318 მაგრამ დრეიფუსი მაინც დამნაშავეა" 00:07:15.854 --> 00:07:18.879 საბოლოოდ პიკარმა მიაღწია დრეიფუსის გამართლებას, 00:07:18.903 --> 00:07:20.691 თუმცა, მას ამისთვის 10 წელი დასჭირდა 00:07:20.691 --> 00:07:22.986 და ამ პერიოდიში ის თავად აღმოჩნდა ციხეში 00:07:23.010 --> 00:07:25.548 არმიის მიმართ არაერთგულებითვის. NOTE Paragraph 00:07:26.491 --> 00:07:32.491 ბევრი ფიქრობს რომ პიკარი არ შეიძლება ამ ამბის გმირი იყოს, 00:07:32.515 --> 00:07:36.744 რადგან ის ანტისემიტი იყო და ეს ცუდია, რასაც ვეთანხმები. 00:07:37.323 --> 00:07:41.974 თუმცა, ჩემთვის პირადად, ის ფაქტი, რომ პიკარი ანტისემიტი იყო, 00:07:41.998 --> 00:07:44.077 მის ქმედებას მით უფრო საგმიროს ხდის, 00:07:44.077 --> 00:07:47.723 რადგან მას იგივე წინარწმენები ჰქონდა და იგივე მიზეზები ყოფილიყო არაობიექტური, 00:07:47.747 --> 00:07:49.532 რაც მის თანაარმიელ ოფიცრებს, 00:07:49.556 --> 00:07:54.851 მაგრამ მისმა სიმართლის ძიების მოტივაციამ ეს ყველაფერი გადაფარა. NOTE Paragraph 00:07:55.108 --> 00:07:56.297 მაშ, ჩემთვის, 00:07:56.321 --> 00:08:00.127 პიკარი "მზვერავის მენტალობის" სიმბოლოა. 00:08:00.598 --> 00:08:04.674 როცა თქვენ არა ერთი აზრის გამარჯვება, ან მეორის დამარცხება გამოძრავებთ, 00:08:04.698 --> 00:08:06.622 არამედ რეალობის შეცნობა, 00:08:06.646 --> 00:08:09.531 რაც შეიძლება სინდისიერად და ზუსტად. 00:08:09.531 --> 00:08:12.945 მაშინაც კი, როცა ის არ არის სასიამოვნო, ან ხელსაყრელი. 00:08:13.444 --> 00:08:16.690 ამ ტიპის მენტალობა მხიბლავს მე პირადად. 00:08:16.714 --> 00:08:21.843 ბოლო რამდენიმე წელი იმის კვლევას და გარკვევას დავუთმე, 00:08:21.867 --> 00:08:24.020 თუ რა განაპირობებს "მზვერავის მენტალობას." 00:08:24.020 --> 00:08:27.022 როგორ შეუძლია ზოგ ადამიანს, ზოგჯერ მაინც 00:08:27.046 --> 00:08:30.834 გადალახოს საკუთარი წინარწმენები, სტერეოტიპები და მოტოვები 00:08:30.858 --> 00:08:33.153 და შეეცადოს დაინახოს ფაქტები და მტკიცებულებები 00:08:33.177 --> 00:08:35.000 მაქსიმალურად ობიექტურად? NOTE Paragraph 00:08:35.602 --> 00:08:38.613 ამაზე პასუხი ემოციაა. 00:08:39.119 --> 00:08:42.886 ისევე როგორც "ჯარისკაცის მენტალობის" საფუძველია 00:08:42.910 --> 00:08:45.645 თავდაცვის და ტომობრივი ემოციები, 00:08:45.645 --> 00:08:47.981 ასევეა "მზვერავის მენტალობის" შემთხვევაშიც. 00:08:48.005 --> 00:08:49.991 უბრალოდ ის სხვა ემოციებს ეფუძნება. 00:08:50.015 --> 00:08:53.434 მაგალითად, მზვერავები ცნობისმოყვარეები არიან. 00:08:53.458 --> 00:08:57.004 ისინი სხვებზე უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, 00:08:57.028 --> 00:08:58.688 როცა ახალ ინფორმაციას იღებენ, 00:08:58.712 --> 00:09:01.023 ან როცა თავსატეხს ხსნიან. 00:09:01.444 --> 00:09:03.644 მათთვის სხვებზე უფრო მეტად დამაინტრიგებელია, 00:09:03.644 --> 00:09:05.127 როცა ისეთ რამეს წააწყდებიან, 00:09:05.127 --> 00:09:07.003 რაც მათ მოლოდინებს ეწინააღმდეგება. 00:09:07.046 --> 00:09:09.563 მზვერავების ფასეულობები ასევე განსხვავებულია. 00:09:09.563 --> 00:09:12.279 ისინი უფრო მეტად მიიჩნევენ, 00:09:12.303 --> 00:09:14.962 რომ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების შემოწმება ღირსებაა 00:09:14.962 --> 00:09:17.522 და მათ ნაკლებად ჰგონიათ, 00:09:17.546 --> 00:09:19.198 რომ ის ვინც აზრს იცვლის - სუსტია. 00:09:19.198 --> 00:09:21.487 და რაც მთავარია, მზვერავები მტკიცე ხალხია. 00:09:21.487 --> 00:09:24.646 რაც ნიშნავს, რომ მათი თვითშეფასება იმაზე არაა დამოკიდებული, 00:09:24.670 --> 00:09:30.136 მართლები არიან ისინი, თუ ცდებიან კონკრეტულ საკითხზე. 00:09:30.160 --> 00:09:33.414 ისინი შეიძლება მიიჩნევდნენ რომ სიკვდილით დასჯა მუშაობს. 00:09:33.438 --> 00:09:36.251 თუ კვლევები აჩვენებს, რომ ასე არ არის ისინი იტყვიან: 00:09:36.275 --> 00:09:40.544 "ჰმ, როგორც ჩანს ვცდებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი, ან სულელი ვარ" NOTE Paragraph 00:09:41.954 --> 00:09:45.404 როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს 00:09:45.404 --> 00:09:48.010 და მეც წავაწყდი მსგავს შემთხვევებს, 00:09:48.034 --> 00:09:50.375 სწორედ ეს თვისებები განსაზღვრავს საღ მსჯელობას. 00:09:50.386 --> 00:09:53.669 ყველაზე მთავარი რაც ამ თვისბებეზე მინდა იცოდეთ ისაა, 00:09:53.693 --> 00:09:57.330 რომ ისინი უპირეველსად იმას კი არ აჩვენებს, თუ რამდენად ჭკვიანი ხართ, 00:09:57.354 --> 00:09:59.412 ან რამდენად ბევრი იცით. 00:09:59.412 --> 00:10:02.842 სინამდვილეში ისინი ინტლექტის კოეფიციეტთან, არც ისე დიდ კორელაციაშია. 00:10:02.842 --> 00:10:05.028 ეს თვისებები აჩვენებს, თუ როგორ გრძნობთ თავს. 00:10:05.028 --> 00:10:08.872 "პატარა უფლისწულის" ავტორს, სენტ-ეგზიუპერს აქვს ერთი კარგი ციტატა, 00:10:08.896 --> 00:10:10.837 რომელსაც ხშირად ვუბრუნდები: 00:10:10.861 --> 00:10:14.040 მან თქვა: "თუ გინდა, რომ ხომალდი ააგო, 00:10:14.234 --> 00:10:18.855 ნუ გააგზავნი შენს ხალხს ხის მოსაგროვებლად, ბრძანებების გასაცემად 00:10:18.879 --> 00:10:20.519 და საქმის გასანაწილებლად. 00:10:20.669 --> 00:10:25.236 ამის ნაცვლად უსაზღვრო ზღვის ვნება გააღვივე მათში" NOTE Paragraph 00:10:26.252 --> 00:10:28.398 სხვა სიტყვებით, მე ვამტკიცებ, 00:10:28.850 --> 00:10:32.250 რომ თუ მართლაც გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვნი მსჯელობა როგორც ინდივიდებმა 00:10:32.250 --> 00:10:33.477 და როგორც საზოგადოებებმა, 00:10:33.501 --> 00:10:36.651 ყველაზე მეტად არა ინსტრუქციები და ლოგიკა გვჭრდება 00:10:37.030 --> 00:10:40.582 ან რიტორიკა და ალბათობა, ან ეკონომიკა, 00:10:40.606 --> 00:10:42.689 თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ფასეულია, 00:10:42.713 --> 00:10:46.017 არამედ ამ ყველაფრის სწორად გამოსაყენებლად ყველაზე მეტად 00:10:46.041 --> 00:10:47.799 "მზვერავის მენტალობა" გვჭირდება. 00:10:47.799 --> 00:10:49.543 უნდა შევცვალოთ ჩვენი გრძნობები. 00:10:49.759 --> 00:10:53.569 უნდა ვისწავლოთ, რომ სირცხვილის ნაცვლად, სიამაყე ვიგრძნოთ, 00:10:53.593 --> 00:10:56.231 როცა შევამჩნევთ, რომ შეიძლება რაღაცაში ვცდებოდით. 00:10:56.255 --> 00:10:59.803 უნდა ვისწავლოთ, რომ თავდაცვითი რეაქციის ნაცვლად დამაინტრიგებელი იყოს, 00:10:59.803 --> 00:11:01.555 როცა ისეთ ინფორმაციას წავაწყდებოთ, 00:11:01.555 --> 00:11:04.555 რომელიც ჩვენს რწმენა-წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. NOTE Paragraph 00:11:04.555 --> 00:11:07.415 მაშ, კითხვა რომლითაც მინდა რომ დაგტოვოთ, შემდეგია: 00:11:07.817 --> 00:11:09.967 რისკენ ისწრაფვით ყველაზე მეტად? 00:11:10.771 --> 00:11:13.398 თქვენი რწმენა-წარმოდგენების დაცვისკენ, 00:11:14.128 --> 00:11:17.722 თუ იმისკენ, რომ სამყარო რაც შეიძლება უკეთ შეიცნოთ? NOTE Paragraph 00:11:18.352 --> 00:11:19.503 მადლობა. NOTE Paragraph 00:11:19.527 --> 00:11:24.524 (აპლოდისმენტები)