მინდა ერთი წამით წარმოიდგინოთ რომ ბრძოლაში ჩართული ჯარიკსაცი ხართ. შეიძლება რომაელი ქვეითი იყოთ, ან მეისრე შუა საუკუნეებიდან, ან თუნდაც ზულუს მებრძოლი. ადგილისა და დროის განურჩევლად ზოგი რამ უცვლელია. თქვენი ადრენალინი მომატებულია და თქვენს ქმედებებს ღრმად გამჯდარი რეფლექსები განაპირობებს. რეფლექსები, რომლებიც თქვენი და თქვენი მოყვარეების დაცვისთვის და მტრის დამარცხებისთვისაა საჭირო. ახლა, გთხოვთ ძალიან გასხვავებული რამ წარმოიდგინოთ. წარმოგდინეთ, რომ ხართ მზვერავი. მზვერავის საქმე შეტევა, ან დაცვა არაა. მზვერავის საქმე - გაგებაა. მზვერავი გადის, ახდენს ადგილის რუკაზე დატანას და აღნიშნავს შესაძლო წინააღმდეგობებს. მზვერავი შეიძლება იმდევონებდეს, რომ ვთქვათ, სადღაც მოსახერხებელ ადგილას, მდინარეზე ხიდია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას სურს, რაც შეიძლება ზუსტად იცოდეს რა არის იქ რეალურად. ნამდვილ, მოქმედ არმიაში, ჯარისკაციც და მზვერავიც აუცილებელია. თითოეული ამ როლს შეგიძლიათ შეხედოთ როგორც მენტალობას. იმის მეტაფორას, თუ როგორ ამუშავებს ინფორმაციას და აზრებს ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს ვაპირებ ვამტკიცო, რომ საღი მსჯელობა, ზუსტი პროგნოზები და სწორი გადაწყვეტილების მიღება დიდწილად იმით განისაზღვრება, თუ როგორი მენტალობა გაქვთ. ამის სადემონსტრაციოდ, მე-19 საუკუნის საფრანგეთში გამოგზაურებთ, სადაც ერთი თითქოს უწყინარი ფურცლის ნაგლეჯი, ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ სკანდალს დაედო საფუძვლად. ის 1894 წელს ფრანგული გენერალური შტაბის ოფიცერმა აღმოაჩინა. ის დახეული იყო და ნაგვის ყუთში ეგდო, მაგრამ როცა შეაერთეს აღმოჩნდა, რომ მათი რიგებიდან ვიღაც სამხედრო საიდუმლოებს გერმანიის მხარეს ჰყიდდა სერიოზული გამოძიება დაიწყეს და ეჭვები მალევე ერთ კაცზე, ალფრედ დრეიფუსზე შეჩერდა. მას იდეალური ისტორია ჰქონდა. არანაირი დარღვევა და არანაირი მოტივი. თუმცა, დრეიფუსი ამ რანგის ერთადერთი ებრაელი ოფიცერი იყო არმიაში და საუბედუროდ ამ დროს საფრანგენის არმია მეტად ანტისემიტური იყო. მათ დრეიფუსს ხელწერა იმ ფურცელზე დაწერილს შეადარეს და დაასკვნეს, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა, მიუხედავად იმისა, რომ არმიის გარეთ, ხელწერის ექპერტები გაცილებით ნაკლებად იყვნენ ამაში დარწმუნებულნი. თუმცა, ამას ყურადღება არ მიექცა. ჯაშუშობის რამე მტკიცეულების აღმოჩენის მიზნით, დრეიფუსის სახლი გაჩხრიკეს. გადაქექეს მისი ნივთები, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩნეს. ამან კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი, რომ დრეიფუსი არა მხოლოდ დამნაშავე იყო, არამედ მზაკვარიც, რადგან ცხადია, მან ყველა სამხილი დამალა, სანამ ვინმე მიაგნებდა. შემდეგ მისი პირადი ისტორიით დაინტერესდნენ რამე მაკომპრომეტირებელის აღმოსაჩენად. გაესაუბრნენ მის მასწავლებლებს და აღმიაჩინეს რომ სკოლაში უცხო ენებს სწავლობდა, რაც ცხადად აჩვენებდა მის სურვილს უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ეღვაწა მომავალში. დრეიფუსის მასწავლებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მას კარგი მეხსიერება ჰქონდა. რაც ძალიან საეჭვოა, არა? რადგან ჯაშუშს ბევრი რამის დამახსოვრება უწევს. მაშ, საქმე სასამართლომდე მივიდა და დრეიფუსი დამნაშავედ სცნეს. რის შემდეგაც, ის მოედანზე გაიყვანეს და სიმბოლურად, მისი ფორმიდან წარჩინების ნიშნები ჩამოგლიჯეს და ხმალი კი გადაუტეხეს. ეს იყო დრეიფუსის დამცირება. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ისეთ ადგილას გაუშვეს, რომელსაც ეშმაკის კუნძული ერქვა. ეს უნაყოფო კლდეა, სახმრეთ ამერიკის ნაპირებზე დრეიფუსი იქ მარტო ატარებდა თავის დღეებს და წერილს წერილზე სწერდა საფრანგეთის მთავრობას თხოვნით, კვლავ განეხილათ მისი საქმე, რომ დაედგინათ მისი უდანაშაულობა. თუმცა, საფრანგეთი ამ საქმეს დიდ წილად დახურულად მიიჩნევდა. დრეიფუსის საქმეში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ იყვნენ ოფიცრები ასეთი დარწმუნებულები, რომ დრეიფუსი დამნაშავე იყო. შეიძლება იფიქროთ კიდეც, რომ მათ გაწირეს დრეიფუსი, რომ შეგნებულად შეუკერეს საქმე, მაგრამ ისტორიკოსები ასე არ ფიქრობენ. როგორც ცნობილია, ოფიცრებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ დრეიფუსის განაჩენი უდავო იყო. ისმის კითხვა: რას გვეუბნება ეს ყველაფერი ადამიანის აზროვნებაზე, როცა მსგავსი სუსტი მტკიცებულებები, შეიძლება საკმარისი გამოდგეს ვინმეს დადანაშაულებისთვის? ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მეცნიერები: "მოტივირებულ მსჯელობას" უწოდებენ. ეს ხდება, როცა ჩვენი ქვეცნობიერი მოტივები, ჩვენი სურვილები და შიშები, ჩვენ მიერ ინფორმაციის ინტერპეტირებას განაპირობებენ. ზოგი ინფორმაცია, ზოგი აზრი თითქოს ჩვენი თანამოაზრეა. გვინდა, რომ მათ გაიმარჯვონ. გვინდა, რომ ისინი დავიცვათ. სხვა ინფორმაცია კი მტერია და მათი განადგურბა გვინდა. ამიტომაც ვეძახი "მოტივირებულ მსჯელობას" "ჯარისკაცის მენტალობას" ალბათ, თქვენი უმეტესობა არ სდევდნიდა ფრანგ-ებრაელ ოფიცერს ღალატისთვის, ასე მგონია, მაგრამ შეიძლება სპორტით, ან პოლიტიკით ინტერესდებით და შეგიმჩნევიათ რომ როცა მსაჯი თქვენი გუნდის წინააღმდეგ, მაგალითად, ჯარიმას დააფიქსირებს, თქვენ ყველანაირად ეცდებით იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ ცდება ის. მაგრამ როცა თქვენს მოწინააღმდეგეს დააჯარიმებს - შესანიშნავია! მსაჯი მართალია და ნუ ჩავუღრმავდებით. ან თუ სტატიას ან კვლევას წაიკითხავთ, რომელიც რაღაც საკამათო თემას ეხება, მაგალითად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა. როგორც მკვლევარებმა აჩვენეს, თუ თქვენ სიკვდილით დასჯის მომხრე ხართ და კვლევა აჩვენებს, რომ ის არაეფექტურია, მაშინ თქვენ ყველანაირად ეცდებით იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ ჩატარდა კვლევა არასწორად. თუმცა, თუ ის აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯა მუშაობს, ეს კარგი კვლევაა. და პირიქით, როცა მხარს არ უჭერთ სიკვდილით დასჯას იგივე ხდება. ჩვენი მსჯელობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ქვეცნობიერად რომელმა მხარემ გვინდა რომ გაიმარჯვოს. ეს ყველაფერში ასეა. ეს განსაზღვრავს, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, იმას თუ როგორ ვაძლევთ ხმას, რას მივიჩნევთ სამართლიანად და ეთიკურად. "მოტივირებულ მსჯელობაში", ანუ "ჯარისკაცის მენტალობაში" ჩემთვის ყველაზე საშიში ისაა, თუ რამდენად ქვეცნობიერია ის. ჩვენ მიგვაჩნია რომ ობიექტურები და სამართლიანები ვართ და მაინც ვახერხებთ, რომ უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება დავუნგრიოთ. თუმცა, დრეიფუსისთვის საბენდიეროდ, მისი ისტორია ამით არ დასრულებულა. ეს პოლკოვნიკი პიკარია. ის ასევე მაღალი რანგის ოფიცერია საფრანგეთის არმიაში და როგორც უმეტესობა, ისიც თვლიდა, რომ დრეიფუსი დამნაშავე იყო და როგორც უმეტესობა, ისიც ცოტათი ანტისემიტი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში პიკარი დაეჭვდა: "იქნებ ყველა ვცდებით დრეიფუსთან დაკავშირებით?" მან აღმოაჩინა, რომ გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობა გაგრძელდა, მას შემდეგაც კი, რაც დრეიფუსი უკვე ციხეში იყო. მან ასევე აღმოაჩინა, რომ სხვა ოფიცრის ხელწერა ძალიან ჰგავდა ქაღალდის ნაგლეჯისას. ბევრად უფრო მეტად ვიდრე დრეიფუსისა. მან თავისი აღმოჩენების შესახებ მის ზემდგომებს აცნობა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ან არ ანაღვლებდათ, ან ამ აღმოჩენებს რაციონალური ახსნები მოუძებნეს: "რაც შენ აღმოაჩინე, პიკარ, ეს მხოლოდ იმას მიწმობს რომ კიდევ ერთი ჯაშუში გვყავს, რომელმაც ისწავლა თუ როგორ დაწეროს დრეიფუსის ხელით და მან განაგრძო დრეიფუსის მიერ, შეწყვტილი ჯაშუშობა, მაგრამ დრეიფუსი მაინც დამნაშავეა" საბოლოოდ პიკარმა მიაღწია დრეიფუსის გამართლებას, თუმცა, მას ამისთვის 10 წელი დასჭირდა და ამ პერიოდიში ის თავად აღმოჩნდა ციხეში არმიის მიმართ არაერთგულებითვის. ბევრი ფიქრობს რომ პიკარი არ შეიძლება ამ ამბის გმირი იყოს, რადგან ის ანტისემიტი იყო და ეს ცუდია, რასაც ვეთანხმები. თუმცა, ჩემთვის პირადად, ის ფაქტი, რომ პიკარი ანტისემიტი იყო, მის ქმედებას მით უფრო საგმიროს ხდის, რადგან მას იგივე წინარწმენები ჰქონდა და იგივე მიზეზები ყოფილიყო არაობიექტური, რაც მის თანაარმიელ ოფიცრებს, მაგრამ მისმა სიმართლის ძიების მოტივაციამ ეს ყველაფერი გადაფარა. მაშ, ჩემთვის, პიკარი "მზვერავის მენტალობის" სიმბოლოა. როცა თქვენ არა ერთი აზრის გამარჯვება, ან მეორის დამარცხება გამოძრავებთ, არამედ რეალობის შეცნობა, რაც შეიძლება სინდისიერად და ზუსტად. მაშინაც კი, როცა ის არ არის სასიამოვნო, ან ხელსაყრელი. ამ ტიპის მენტალობა მხიბლავს მე პირადად. ბოლო რამდენიმე წელი იმის კვლევას და გარკვევას დავუთმე, თუ რა განაპირობებს "მზვერავის მენტალობას." როგორ შეუძლია ზოგ ადამიანს, ზოგჯერ მაინც გადალახოს საკუთარი წინარწმენები, სტერეოტიპები და მოტოვები და შეეცადოს დაინახოს ფაქტები და მტკიცებულებები მაქსიმალურად ობიექტურად? ამაზე პასუხი ემოციაა. ისევე როგორც "ჯარისკაცის მენტალობის" საფუძველია თავდაცვის და ტომობრივი ემოციები, ასევეა "მზვერავის მენტალობის" შემთხვევაშიც. უბრალოდ ის სხვა ემოციებს ეფუძნება. მაგალითად, მზვერავები ცნობისმოყვარეები არიან. ისინი სხვებზე უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, როცა ახალ ინფორმაციას იღებენ, ან როცა თავსატეხს ხსნიან. მათთვის სხვებზე უფრო მეტად დამაინტრიგებელია, როცა ისეთ რამეს წააწყდებიან, რაც მათ მოლოდინებს ეწინააღმდეგება. მზვერავების ფასეულობები ასევე განსხვავებულია. ისინი უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების შემოწმება ღირსებაა და მათ ნაკლებად ჰგონიათ, რომ ის ვინც აზრს იცვლის - სუსტია. და რაც მთავარია, მზვერავები მტკიცე ხალხია. რაც ნიშნავს, რომ მათი თვითშეფასება იმაზე არაა დამოკიდებული, მართლები არიან ისინი, თუ ცდებიან კონკრეტულ საკითხზე. ისინი შეიძლება მიიჩნევდნენ რომ სიკვდილით დასჯა მუშაობს. თუ კვლევები აჩვენებს, რომ ასე არ არის ისინი იტყვიან: "ჰმ, როგორც ჩანს ვცდებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი, ან სულელი ვარ" როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს და მეც წავაწყდი მსგავს შემთხვევებს, სწორედ ეს თვისებები განსაზღვრავს საღ მსჯელობას. ყველაზე მთავარი რაც ამ თვისბებეზე მინდა იცოდეთ ისაა, რომ ისინი უპირეველსად იმას კი არ აჩვენებს, თუ რამდენად ჭკვიანი ხართ, ან რამდენად ბევრი იცით. სინამდვილეში ისინი ინტლექტის კოეფიციეტთან, არც ისე დიდ კორელაციაშია. ეს თვისებები აჩვენებს, თუ როგორ გრძნობთ თავს. "პატარა უფლისწულის" ავტორს, სენტ-ეგზიუპერს აქვს ერთი კარგი ციტატა, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები: მან თქვა: "თუ გინდა, რომ ხომალდი ააგო, ნუ გააგზავნი შენს ხალხს ხის მოსაგროვებლად, ბრძანებების გასაცემად და საქმის გასანაწილებლად. ამის ნაცვლად უსაზღვრო ზღვის ვნება გააღვივე მათში" სხვა სიტყვებით, მე ვამტკიცებ, რომ თუ მართლაც გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვნი მსჯელობა როგორც ინდივიდებმა და როგორც საზოგადოებებმა, ყველაზე მეტად არა ინსტრუქციები და ლოგიკა გვჭრდება ან რიტორიკა და ალბათობა, ან ეკონომიკა, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ფასეულია, არამედ ამ ყველაფრის სწორად გამოსაყენებლად ყველაზე მეტად "მზვერავის მენტალობა" გვჭირდება. უნდა შევცვალოთ ჩვენი გრძნობები. უნდა ვისწავლოთ, რომ სირცხვილის ნაცვლად, სიამაყე ვიგრძნოთ, როცა შევამჩნევთ, რომ შეიძლება რაღაცაში ვცდებოდით. უნდა ვისწავლოთ, რომ თავდაცვითი რეაქციის ნაცვლად დამაინტრიგებელი იყოს, როცა ისეთ ინფორმაციას წავაწყდებოთ, რომელიც ჩვენს რწმენა-წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. მაშ, კითხვა რომლითაც მინდა რომ დაგტოვოთ, შემდეგია: რისკენ ისწრაფვით ყველაზე მეტად? თქვენი რწმენა-წარმოდგენების დაცვისკენ, თუ იმისკენ, რომ სამყარო რაც შეიძლება უკეთ შეიცნოთ? მადლობა. (აპლოდისმენტები)