რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა.
ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას,
ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი,
როდესაც მე და ჩემი მეუღლე
მშობლები გავხდით.
ეს იყო გასაოცარი,
ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი,
მაგრამ ამავდროულად
საშიში და დამთრგუნველიც.
ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც
საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები
დარწმუნებულები არ ვიყავით,
რომ ჩვენი პატარა ბიჭი
ძუძუთი კვებისას
საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა.
გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა,
თან არ გვსურდა თავიდანვე
ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა
ან შეშლილი, ნერვიული
მშობლებივით მოვქცეულიყავით
ვწუხდით
და ვიცდიდით.
მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით,
მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა
ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა.
ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის,
ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს
შეგვიძლია დავუკავშირდეთ,
მაგრამ მაშინ, იმ მომენტში,
თქმა უნდა გამებედა,
თუმცა ასე არ მოვიქეცი.
ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები,
როცა არ უნდა ვიყოთ.
ეს 10 წლის წინ ვისწავლე,
როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას
იმედები გავუცრუე.
ჩემი ძმა დოკუმენტალისტია.
მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის,
სადისტრიბუციო კომპანიისგან
შეთავაზება მიიღო.
ის აღფრთოვანებული იყო
და შემოთავაზებაზე
თანხმობის თქმას აპირებდა,
მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა
დაჟინებით მოვთხოვე
საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა
და დავეხმარე, რომ ის
იდეალური გამოსულიყო.
ის მართლაც იდეალურად გამოვიდა...
იდეალურად შეურაცხმყოფელი.
კომპანია იმდენად განაწყენდა,
რომ შეთავაზება უკან წაიღო
და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა.
მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს
ამ გამბედაობის დილემის შესახებ:
როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე,
როდის შეუძლიათ
გაიტანონ საკუთარი ინტერესები,
როდის შეუძლიათ გამოთქვან
საკუთარი აზრი,
როდის შეუძლიათ წამოაყენონ
ამბიციური მოთხოვნა.
ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია,
მაგრამ ამავე დროს
უნივერსალურ სურათს ქმნიან.
შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ
დაშვებული შეცდომა შევუსწორო?
შემიძლია დავუპირისპირდე
ჩემს თანამშრომელს,
რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო
საქმეში ცხვირის ჩაყოფას?
შემიძლია ჩემი მეგობრის
გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო?
შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე
მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო?
და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე,
რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც,
მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი.
ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ
და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას
სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც.
შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ
ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო.
მაგარამ ზოგჯერ
ჩვენ ძალიან სუსტები ვართ.
სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან
და ჩემთან დაკავშირებით.
როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა
საზღვრებში ვართ - ვჯილდოვდებით,
როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით,
სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით.
ჩვენ გვათავისუფლებენ,
გვამცირებენ, ან გვდევნიან.
ან ვკარგავთ დანამატს,
დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას.
პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ:
რას მოიცავს
ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები?
მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები
ფიქსირებული არაა.
ის დინამიურია.
ის კონტექსტის მიხედვით
ფართოვდება და ვიწროვდება..
და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს,
თქვენი ძალაუფლებაა.
თქვენი ძალაუფლება
განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს.
რა არის ძალაუფლება?
ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება.
მოლაპარაკებების დროს,
ის ალტერნატივების სახით არსებობს.
ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა;
მას აკლდა ძალაუფლება.
კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა.
მათ ჰქონდათ ძალაუფლება.
ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული
ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი,
ან ორგანიზაციაში ახალმისული,
ან როცა გამოუცდელი ხართ,
როგორც მე და ჩემი მეუღლე,
როცა მშობლები პირველად გავხდით.
ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში,
სადაც ვიღაც უფროსია
და ვიღაც დაქვემდებარებული,
ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში,
სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია,
ვიდრე მეორე.
მნიშვნელოვანი ისაა,
რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს,
ჩვენი საზღვრებიც ფართოა.
ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს
თუ როგორ მოვიქცეთ,
მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს,
ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება.
ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს.
პრობლემა იმაშია,
რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება,
ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას.
ეს არის დილემა, როცა თქვენ
თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ
შეუმჩნეველი ხართ,
მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით.
ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა:
„double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო
მოთხოვნებზე რეაგირების დილემა)
და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს.
გენდერული დილემის მაგალითია ქალები,
რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში
შეუმჩნეველნი არიან,
ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან.
საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე
სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს,
მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ.
უკანასკნელი ორი ათწლეულის
მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა,
რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს,
სულაც არაა გენდერული დილემა.
ეს ძალაუფლების ნაკლებობით
გამოწვეული დილემაა
და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს,
სინამდვილეში უფრო ხშირად
მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა.
ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ
სხვაობას კაცსა და ქალს,
ან კაცებსა და ქალებს შორის
და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია.
სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“
მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე,
რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად
სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის.
ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების
არ ქონასთან დაკავშირებული დილემა.
რაც ნიშნავს, რომ ჩვენ
ვიწრო საზღვრები გვაქვს
და ძალაუფლების ნაკლებობა.
ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა
და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური.
ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად
გზები უნდა ვეძებოთ.
ბოლო რამდენიმე ათეული წელია,
მე და ჩემმა კოლეგებმა
ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ.
პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი
მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი.
როცა ძალაუფლებას ვგრძნობ,
თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია.
მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს.
როდესაც სხვა ადამიანები
ძლიერად აღმიქვამენ,
ისინი უფრო მეტად აფართოვებენ
ჩემს საზღვრებს.
ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების
გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება.
დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ.
გაბედულება სარისკოა,
მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს.
პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ
მოლაპარაკებების შესწავლის
შედეგად იქნა აღმოჩენილი.
მოლაპარაკების მაგიდასთან,
საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ
შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს
შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები.
მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი
ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას,
სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ,
რასაც კაცები
და მათი ამბიციურობაც თანაბარია.
ეს ის შემთხვევაა,
როცა ისინი ვინმეს იცავენ.
როდესაც ისინი ვინმეს იცავენ,
ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე
და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში.
ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან.
ამას ზოგჯერ
„დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ
დედა დათვივით,
რომელიც თავის ნაშიერებს იცავს,
ვიღაცის დაცვისას,
საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე.
მაგრამ ზოგჯერ,
საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ.
როგორ გავაკეთოთ ეს?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი,
საკუთარი თავის დასაცავად
ე.წ. პერსპექტივის აღქმაა.
პერსპექტივის აღქმა მარტივია:
ეს ნიშნავს, სამყაროს
სხვა ადამიანის თვალით შეხედო.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია,
რომლითაც უნდა გავაფართოვოთ
ჩვენი საზღვრები.
როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ
და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ,
უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან,
რაც მე სინამდვილეში მინდა.
მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა:
სხვისი პერსპექტრივის აღქმა
საკმაოდ რთულია.
მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი.
მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს:
თქვენი თითი-აწიეთ.
და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე,
რაც შეიძლება სწრაფად.
კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის
ორი საშუალება არსებობს,
თავდაპირველად ეს
პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა.
მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ,
რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული.
ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი.
აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა.
მე E ისე დავხატე,
რომ ის E-დ სხვამ დაინახოს.
ის არის E სხვა პერსპექტივიდან,
რადგან სხვა ადამიანის თვალით
ის E-ს ჰგავს.
მაგრამ ეს E,
თვითორიენტირებული E არის.
ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით
საკუთარ თავზე.
და ჩვენ განსაკუთრებულად
თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს.
მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ.
კაცი შედის ბანკში,
უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს:
„მომეცით 2 000$,
თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“.
ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა.
არსებულ სიტუაციას,
ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა
და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია.
მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა.
მენეჯერმა ჰკითხა:
„რატომ მოითხოვეთ 2 000$?“
კაცმა უპასუხა:
„ჩემს მეგობარს გამოასახლებენ
თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“.
რაზეც მენეჯერმა უპასუხა:
„აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ,
არამედ სესხის აღება"
(სიცილი)
"წამოდით ჩემ ოთახში,
და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ."
(სიცილი)
სხვისი პერსპექტივის აღქმამ,
დაძაბული სიტუაცია განმუხტა.
ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას
სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ,
ეს საშუალებას გვაძლევს
ვიყოთ მტკიცე და ამბიციური,
მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო.
არის კიდევ ერთი გზა,
თუ როგორ იყოთ მტკიცე,
მაგრამ მაინც სასიამოვნო.
ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ.
წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ
და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა.
უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის,
თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ.
ვთქვათ, A ვარიანტია:
24 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია
ან B ვარიანტი:
23 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია.
ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც
ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ
შეთავაზებულ ვარიანტებს შორის,
ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს
და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება.
ეს მეთოდი არ მუშაობს
მხოლოდ გამყიდველებისთვის.
ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის.
როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო,
ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა
და უარს ამბობდა ყველაფერზე.
შემდეგ, ჩემს რძალს
ბრწყინვალე იდეა მოუვიდა.
რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს
არჩევანის საშუალებას თუ მივცემ?
ეს მაისური თუ მეორე?
კარგი, ის მაისური.
ეს შარვალი, თუ - ის?
კარგი, ეს.
და ამან შესანიშნავად იმუშავა.
მან სწრაფად ჩაიცვა,
წინააღმდეგობის გარეშე.
როდესაც მთელ მსოფლიოში
ვეკითხებოდი,
თუ როდის არის კომფორტული
მათთვის ხმის ამოღების გაბედვა,
ნომერ პირველი პასუხი იყო:
"როდესაც მხარდაჭერა მაქვს
ჩემ აუდიტორიაში".
"როდესაც მყავს მოკავშირეები".
ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა.
როგორ ვაკეთებთ ამას?
ერთ-ერთი შესაძლებლობაა
იყოთ "დედა დათვი".
როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს,
ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს
ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში
და ამავე დროს
ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ.
მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება,
განსაკუთრებით გავლენიან წრეებში,
რჩევის კითხვაა.
როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით,
მათ ჩვენ მოვწონვართ,
რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ
და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ.
და ეს ნამდვილად მუშაობს
მეორე დილემის გადასაწყვეტად.
ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა.
თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა,
რომ თუ თავად არ გავახმაურებთ
ჩვენს მიღწევებს,
ვერავინ შეამჩნევს მათ
და თუ ამას გავაკეთებთ
ნაკლებად მოსაწონი ვხდებით.
მაგრამ თუ რჩევას
ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ,
კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში
და სანდომიანიც.
ეს ხერხი იმდენად ძლიერია,
რომ მაშინაც მუშაობს,
როცა მას თქვენგან ელოდებიან.
ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა,
როდესაც წინასწარ ვიცოდი,
რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს
ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო.
მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ
ამასათან დაკავშირებით:
პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ
ჩემთან რჩევისთვის მოსვლას.
მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის
სტრატეგიული სარგებელი.
და მესამე, ამან მაინც იმუშავა!
მე მათი პერსპექტივიდან შევხედე.
მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში.
მეტად მოვიწადინე მათი დახმარება,
რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს.
მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად
გავბედოთ ხმის ამოღება,
ჩვენი კომპეტენტურობაა.
კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს.
როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს
ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი
და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი
მტკიცებულება გვჭირდება.
როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა,
ავტორიტეტიც არ გვაქვს
და ამ შემთხვევაში,
იდეალური მტკიცებულებაა საჭირო.
ერთ-ერთი საშუალება,
რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ,
ჩვენი გატაცებების აღწერაა.
მინდა მომდევნო
რამდენიმე დღის განმავლობაში,
ყველა მივიდეს თავის მეგობართან
და უთხრას:
“ამიღწერე შენი გატაცება“
მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს
ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი:
"რა შეამჩნიეთ ადამიანებს,
როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“
და მათი პასუხები ერთნაირი იყო:
“მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ"
“ისინი ფართოდ იღიმოდნენ“
„ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ,
მე ვიხრებოდი,
რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“
„ისინი სწრაფად საუბრობდნენ,
ოდნავ მაღალი ტონით“.
(სიცილი)
"ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ,
თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ"
შემდეგ კი მათ ვკითხე:
„რა მოგდიოდათ,
როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“
მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა,
მეც ვიღიმოდი,
მეც ვიხრებოდი"
როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით,
საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად
გამბედაობას ვმატებთ,
მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ
სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ.
ეს მაშინაც მუშაობს,
როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ.
კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში,
როდესაც ტირის.
მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა,
რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს
გატაცებად წარმოვაჩენთ,
ჩვენს ტირილს, როგორც კაცების
ასევე ქალების, აღარ გმობენ.
მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი
მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო,
რომელიც მან, ჩემი ტყუპი
ძმის ქორწილში თქვა.
ეს ჩვენი სურათია.
მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით,
მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული
და ნამდვილი გატაცება კინო იყო,
როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში.
ჩემი ძმის ქორწილისთვის
დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა
იმ როლების შესახებ იყო,
რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ.
მან თქვა:
"რაც უფრო ფაქიზად მიუდგები,
მით უფრო გააუმჯობესებ
და გაამდიდრებ შენს შესრულებას.
ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ
საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად
ზრდიან, ცვლიან და
ავითარებენ საკუთარ თავებს.
კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება
უმეტესად ბედნიერი იქნება“
მამაჩემმა თქვა,
რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები
და როლები გვაქვს სამყაროში.
მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა:
ეს როლები და საზღვრები
მუდმივად ფართოვდება და ვითარდება.
ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას,
იყავით მკაცრი "დედა დათვები"
და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები.
გქონდეთ იდეალური მტკიცებულება
და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები.
იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი
თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ...
თითოეულ თქვენგანს
შეუძლია მათი გამოყენება...
თქვენ გააფართოებთ თქვენს
მისაღებ ქცევათა საზღვრებს
და თქვენი სიცოცხლე
უმეტესად ბედნიერი იქნება.
გმადლობთ.