სალამი, ჩემი სახელია ჩარიტა კარტერი. მე ვარ დისნეის იმაჯინარიუმის უფროსი პროდიუსერი. ჩემი მოვალეობაა იმ გუნდების მართვა, რომლებიც ჩვენი სტუმრების გასართობებს ქმნიან. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ჩვენი სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესების გზებს და ტექნოლოგიები ამ საკითხის ქვაკუთხედია.მე გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით! თქვენ დააპროგრამეთ BB-8. ვფიქრობ, ახლა მზად ვართ უფრო რთული დავალებისთვის. ახლა, როცა პროგრამირების საფუძვლები უკვე იცით, დავბრუნდეთ დროში და შევქმნათ საკუთარი თამაში, მთავარ როლებში კი R2-D2 და C3PO გვყავდეს. თამაშის შესაქმნელად უნდა ვისწავლოთ ის, რასაც პროგრამისტები ყოველ დღე იყენებენ - მოვლენები. მოვლენა აცნობებს თქვენს პროგრამას, რომ რაღაცას უნდა დაუცადოს. როცა ეს რაღაც მოხდება, პროგრამა გარკვეულ ქმედებას განახორციელებს. მოვლენა შეიძლება იყოს: მაუსის დაკლიკვა, ისრის ღილაკზე დაჭერა, ეკრანზე შეხება. ახლა R2-D2 უნდა ავიდეს და გადასცეს შეტყობინება მეამბოხე პილოტს, შემდეგ ჩავიდეს სხვა მეამბოხე პილოტთან. მის გადასაადგილებლად გამოვიყენებთ მოვლენებს: ქვემოთა/ზემოთა ისრებზე ან ღილაკებზე დაჭერას. ჩვენ ვიღებთ "როცა_ზემოთ" მოვლენის ბლოკს და ვუმაგრებთ მას ბლოკს "ასვლა". როცა მოთამაშე აჭერს ზემოთა ისარს, გაეშვება კოდი, რომელიც მიმაგრებულია ბლოკს "როცა_ზემოთ". ზუსტად იგივეს ვაკებთ, რომ R2-D2 ქვემოთ გადავაადგილოთ. იმის მაგივრად, რომ მთელი კოდი წინასწარ დავწეროთ და ასე ვაკონტროლოთ დროიდის მოძრაობები, მივცეთ მას საშუალება იმოძრაოს ღილაკებზე დაჭერის მოვლენების შესაბამისად. თქვენი თამაში უფრო და უფრო ინტერაქტიული ხდება.