გვთხოვენ, ამოვხსნათ განოტოლება: 2x კვადრატს დამატებული 3 ტოლია 75-ის. ამ სიტუაციაში ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ მარტივად გავიტანო ცალკე x კვადრატი, რადგან მხოლოდ ერთი წევრია, რომელიც შეიცავს x-ს. ეს არის ერთადერთი x კვადრატული წვერი. მოდით, ვცადოთ. გადავწერ ამას. მოკლედ, 2x კვადრატს დამატებული 3 უდრის 75-ს. მე ვაპირებ x ცალკე გავიტანო. საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად ან პირველი ნაბიჯი მაინც, იქნება სამიანის გამოკლება ამ განტოლების ორივე მხარეს. მოკლედ, გამოვაკლოთ 3 ორივე მხარეს. მარცხენა მხარეს დაგვრჩება 2x კვადრატი. ეს იყო მთავარი მიზანი, რატომაც გამოვაკელით 3 ორივე მხარეს. მარჯვენა მხარეს, 75-ს გამოკლებული 3 არის 72. ახლა, მინდა ცალკე გავიტანო ეს x კვადრატი. 2x კვადრატი მაქვს აქ. შეიძლება, მარტო x კვადრატი მქონოდა აქ, თუ გავყოფდი ამ მხარეს, უფრო სწორად, ორივე მხარეს ორზე. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ ერთ მხარეს, უნდა გავაკეთო მეორე მხარესაც თუ მინდა ტოლობა შევინარჩუნო. მოკლედ, მარცხენა მხარე გახდება x კვადრატი. მარჯვენა მხარე, 72 გაყოფილი ორზე არის 36. ასე რომ, მივიღეთ x კვადრატი ტოლია 36-ის. შემდეგ, რომ ვიპოვოთ x, შეგვიძლია ამოვიღოთ ორივე მხარის დადებითი ან უარყოფითი კვადრატული ფესვი. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, დადებითი ან -- მოდით, ასე დავწერ -- ჩვენ თუ ამოვიღებთ ორივე მხარის კვადრატულ ფესვს, მივიღებთ x ტოლია დადებითი ან უარყოფითი კვადრატული ფესვი 36-დან. რაც უდრის ექვსს -- მოდით, სხვა ხაზზე დავწერ. მოკლედ, x უდრის დადებით ან უარყოფით ექვსს. დაიმახსოვრეთ! რაიმე აყვანილი კვადრატში თუ უდრის 36-ს, ეს რაღაც შეიძლება იყოს უარყოფითიც და დადებითიც. ეს შეიძლება იყოს ძირითადი ფესვი , ან უარყოფითი ფესვი. ორივე, უარყოფითი 6 კვადრატი არის 36 და დადებითი 6 კვადრატი არის 36. ასე რომ, ორივე სწორია. თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ისინი საწყის განტოლებაში და გადაამოწმოთ. მოდით, გავაკეთოთ. ამბობთ, ორჯერ 6 კვადრატში დამატებული 3, ეს არის ორჯერ 36, რაც უდრის 72-ს. დამატებული 3 არის 75 ე.ი. ეს სწორია. უარყოფით ექვსს თუ ჩასვამთ აქ, მიიღებთ იგივე შედეგს. რადგან უარყოფითი 6 კვადრატში, ასევე, არის 36. ორჯერ 36 არის 72, დამატებული 3 არის 75.