აქ ციკლის ბლოკს გამოვიყენებთ, რათა დავიმახსოვროთ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ხელოვანის პროგრამირებისას გვჭირდება. რაღაც ბლოკები უკვე გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ბლოკების 4-ჯერ გასამეორებლად და კვადრატის დასახატად გამეორების ბლოკს გადმოვქაჩავთ და მასში წინ სიარულისა და მარჯვნივ მოხვევის ბლოკებს ჩავსვამთ. "გაშვების" დაჭერის შემდეგ ხელოვანი ამ ნაბიჯებს ოთხჯერ გაიმეორებს და დაასრულებს კვადრატს.