აქ ციკლის ბლოკს გამოვიყენებთ, რათა
დავიმახსოვროთ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი
ხელოვანის პროგრამირებისას გვჭირდება.
რაღაც ბლოკები უკვე გვაქვს, მაგრამ
ეს მხოლოდ დასაწყისია.
ამ ბლოკების 4-ჯერ გასამეორებლად და კვადრატის
დასახატად გამეორების ბლოკს
გადმოვქაჩავთ და მასში წინ სიარულისა და მარჯვნივ
მოხვევის ბლოკებს ჩავსვამთ.
"გაშვების" დაჭერის შემდეგ ხელოვანი
ამ ნაბიჯებს ოთხჯერ გაიმეორებს და დაასრულებს
კვადრატს.