- ახლა დროა, შევჩერდეთ და თვალი მოვავლოთ იმას, რაც ამ 19 გაკვეთილში მოვასწარით მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათ მნიშვნელოვან რამეს მიაღწიეს. ამ გაკვეთილებში უფრო მეტი ისწავლეს, ვიდრე ზრდასრულებისი უმრავლესობამ იცის კომმპიუტერული მეცნიერების შესახებ. განიხილილეთ, რომელი იყო თქვენი საყვარელი გაკვეთილი მოსწავლეები გაიხსენებენ, რაც ისწავლეს, რაც მათ შემოქმედებითობას გააღვივებს. დაყავით ისინი ჯგუფებად და დაავალეთ, შექმნან საკუთარი სახალისო აქტივობა. თითო ჯგუფს მიეცით მთავარი კონცეპტი, მაგალითად, ფუნქცია ან ალგორითმი და მოამზადეთ მასალა, რომელსაც წამოიყენებენ. დაავალეთ, წარმოადგინონ თავიანთი სახალისო აქტივობა ან დანიშნეთ დღე, როცა მოსწავლეების მოგონილ აქტივობებს გააკეთებთ. Code.org-ის თანამშრომლებს იმედი გვაქვს, რომ ამ კურსის განმავლობაში გაერთეთ. სულ ერთია, რა გინდათ, შექმნათ მაგარი აპლიკაცია პროგრამირებით უმკურნალოთ დაავადებებს ან უბრალოდ დახელოვნდეთ პრობლემების გადაჭრაში, ეს კურსი ამ ყველაფერში ნამდვილად დაგეხმარებათ.