1 00:00:00,000 --> 00:00:05,000 დაახლოებით 17 წლის წინ მე დამემართა ალერგია დელის ჰაერზე. 2 00:00:05,000 --> 00:00:08,000 ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ფილტვის შესაძლებლობებმა 3 00:00:08,000 --> 00:00:10,000 70 პროცენტით მოიკლო, 4 00:00:10,000 --> 00:00:11,000 და ფაქტიურად სიკვდილის პირას ვიყავი. 5 00:00:11,000 --> 00:00:14,000 ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, 6 00:00:14,000 --> 00:00:16,000 ენერგიისა და რესურსების ინსტიტუტის და ნასას მონაცემების დახმარებით 7 00:00:16,000 --> 00:00:19,000 აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს სამი 8 00:00:19,000 --> 00:00:21,000 მარტივი მწვანე მცენარე, 9 00:00:21,000 --> 00:00:23,000 გავრცელებული მწვანე მცენარეები, რომელთა საშუალებითაც 10 00:00:23,000 --> 00:00:24,000 შეგვიძლია იმდენი სუფთა ჰაერი მივიღოთ შენობის შიგნით, 11 00:00:24,000 --> 00:00:27,000 რამდენიც საჭიროა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. 12 00:00:27,000 --> 00:00:29,000 ასევე აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია 13 00:00:29,000 --> 00:00:31,000 შენობის შიგნით სუფთა ჰაერის მოთხოვნის შემცირება, 14 00:00:31,000 --> 00:00:33,000 ისე, რომ არ დაირღვეს 15 00:00:33,000 --> 00:00:36,000 წარმოების შენობის შიდა ჰაერის ხარისხის სტანდარტები. 16 00:00:36,000 --> 00:00:38,000 ეს სამი მცენარეა პალმა (Areca palm) 17 00:00:38,000 --> 00:00:42,000 სიდედრის ენა და ფულის მცენარე. 18 00:00:42,000 --> 00:00:46,000 ბოტანიკურ სახელებს ეკრანზე ხედავთ. 19 00:00:46,000 --> 00:00:48,000 პალმა არის მცენარე, რომელიც 20 00:00:48,000 --> 00:00:52,000 იღებს ნახშირორჟანგს და აქცევს მას ჟანგბადად. 21 00:00:52,000 --> 00:00:56,000 ჩვენ გვჭირდება ოთხი მხრების სიმაღლის მცენარე თითო ადამიანზე, 22 00:00:56,000 --> 00:00:58,000 და მოვლის მხრივ - 23 00:00:58,000 --> 00:00:59,000 საჭიროა გავუწმინდოთ ფოთლები 24 00:00:59,000 --> 00:01:01,000 დელიში ყოველდღე, ხოლო 25 00:01:01,000 --> 00:01:03,000 უფრო სუფთა ჰაერიან ქალაქებში ალბათ კვირაში ერთხელ. 26 00:01:03,000 --> 00:01:06,000 ჩვენ ისინი გავზარდეთ ვერმი-სასუქში, ანუ ჭიების გამოყენებით 27 00:01:06,000 --> 00:01:09,000 რაც სტერილური ანუ ჰიდროფონიურია 28 00:01:09,000 --> 00:01:13,000 და სამ-ოთხ თვეში ერთხელ გაგვქონდა გარეთ. 29 00:01:13,000 --> 00:01:16,000 მეორე მცენარეა სიდედრის ენა, 30 00:01:16,000 --> 00:01:18,000 რომელიც ასევე გავრცელებული მცენარეა 31 00:01:18,000 --> 00:01:20,000 და ხშირად საძინებელი ოთახის მცენარედ მოიხსენიება 32 00:01:20,000 --> 00:01:23,000 იმიტომ, რომ ნახშირორჟანგს ჟანგბადად ღამე გადააქცევს. 33 00:01:23,000 --> 00:01:28,000 ასეთი ექვსი მხრების სიმაღლე მცენარე გვჭირდება თითო ადამიანზე. 34 00:01:28,000 --> 00:01:30,000 მესამე მცენარეა ფულის მცენარე 35 00:01:30,000 --> 00:01:33,000 რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული; 36 00:01:33,000 --> 00:01:36,000 უკეთესად იზრდება ჰიდროფონიის პირობებში 37 00:01:36,000 --> 00:01:39,000 და ეს კონკრეტული მცენარე ჰაერიდან იღებს ფორმალდეჰიდს 38 00:01:39,000 --> 00:01:40,000 და სხვა აორთქლებად, არამდგრად ქიმიურ ნივთიერებებს. 39 00:01:40,000 --> 00:01:42,000 ამ სამი მცენარის გამოყენებით, 40 00:01:42,000 --> 00:01:44,000 შეგვიძლია იმდენი ჰაერი მივიღოთ, რამდენიც გვესაჭიროება. 41 00:01:44,000 --> 00:01:46,000 პრინციპში, შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად დახურულ 42 00:01:46,000 --> 00:01:50,000 ”ბოთლში” და არ მოკვდეთ, 43 00:01:50,000 --> 00:01:53,000 თან საერთოდ არ დაგჭირდებოდათ სუფთა ჰაერი. 44 00:01:53,000 --> 00:01:55,000 ჩვენ ეს მცენარეები გამოვცადეთ 45 00:01:55,000 --> 00:01:58,000 დელიში,ჩვენს შენობაში, 46 00:01:58,000 --> 00:02:01,000 რომელიც 20 წლისაა და 15 240 კვადრატულ მეტრს მოიცავს. 47 00:02:01,000 --> 00:02:05,000 იქ დაახლოებით 1200 ასეთი მცენარე და 300 ადამიანია. 48 00:02:05,000 --> 00:02:07,000 კვლევების შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ არის 49 00:02:07,000 --> 00:02:11,000 42 პროცენტი ალბათობა იმისა, რომ ადამიანის სისხლში ჟანგბადი 50 00:02:11,000 --> 00:02:13,000 1 პროცენტით მოიმატებს თუ ის ამ შენობაში 51 00:02:13,000 --> 00:02:16,000 10 საათის გამნავლობაში დარჩება. 52 00:02:16,000 --> 00:02:19,000 ინდოეთის მთავრობამ აღმოაჩინა და 53 00:02:19,000 --> 00:02:21,000 გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, 54 00:02:21,000 --> 00:02:24,000 რომ ეს შენობა ნიუ დელიში ყველაზე ჯანსაღი შენობაა. 55 00:02:24,000 --> 00:02:27,000 ამ კვლევის შედეგებით გამოჩნდა, 56 00:02:27,000 --> 00:02:28,000 რომ სხვა შენობებთან შედარებით, 57 00:02:28,000 --> 00:02:30,000 თვალების გაღიზიანების შემთხვევები 58 00:02:30,000 --> 00:02:32,000 აქ 52 პროცენტით ნაკლებია. 59 00:02:32,000 --> 00:02:36,000 სასუნთქი გზების - 34 პროცენტით, 60 00:02:36,000 --> 00:02:37,000 თავის ტკივილი 24 პროცენტით, 61 00:02:37,000 --> 00:02:41,000 ფილტვების პრობლემები 12 პროცენტით და ასთმა 9 პროცენტით ნაკლები. 62 00:02:41,000 --> 00:02:45,000 ეს კვლევა 2008 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა 63 00:02:45,000 --> 00:02:48,000 და ხელმისაწვდომია ინდოეთის მთავრობის ვებ გვერდზე. 64 00:02:48,000 --> 00:02:50,000 ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა 65 00:02:50,000 --> 00:02:54,000 ადამიანების პროდუქტიულობაში საოცარი ზრდა - 66 00:02:54,000 --> 00:02:57,000 ამ მცენარეების გამოყენებით 20 პროცენტზე მეტი. 67 00:02:57,000 --> 00:03:01,000 ასევე შენობებში ენერგიის მოხმარების შემცირება, 68 00:03:01,000 --> 00:03:07,000 გასაოცარი 15 პროცენტით, იმიტომ რომ ნაკლები სუფთა ჰაერი გჭირდებათ. 69 00:03:07,000 --> 00:03:08,000 ახლა ამ კვლევას ვიმეორებთ 70 00:03:08,000 --> 00:03:11,000 1,75 მილიონ კვადრატული ფუტის ზომის შენობაში, 71 00:03:11,000 --> 00:03:13,000 რომელშიც 60.000 მცენარე იქნება. 72 00:03:13,000 --> 00:03:15,000 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 73 00:03:15,000 --> 00:03:17,000 ეს მსოფლიო გარემოსთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, 74 00:03:17,000 --> 00:03:18,000 რომ მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნილებები 75 00:03:18,000 --> 00:03:20,000 მომავალი ათი წლის განმავლობაში 76 00:03:20,000 --> 00:03:22,000 სავარაუდოდ 30 პროცენტით გაიზრდება. 77 00:03:22,000 --> 00:03:23,000 ამჟამად მსოფლიოს ენერგიის 40 პროცენტს 78 00:03:23,000 --> 00:03:25,000 შენობები იყენებენ 79 00:03:25,000 --> 00:03:27,000 ხოლო 60 პროცენტს - ადამიანები. 80 00:03:27,000 --> 00:03:30,000 მომავალი 15 წლის განმავლობაში ჩვენ ქალაქებში, 81 00:03:30,000 --> 00:03:34,000 შენობებში ვიცხოვრებთ. 82 00:03:34,000 --> 00:03:36,000 კონდიცირებულ შენობებში ცხოვრებასა და 83 00:03:36,000 --> 00:03:40,000 მუშაობაზე კი მოთხოვნა იზრდება. 84 00:03:40,000 --> 00:03:42,000 ”შენ უნდა იყო ცვლილება, რომლის დანახვასაც ისურვები” 85 00:03:42,000 --> 00:03:43,000 თქვა მაჰატმა განდიმ. 86 00:03:43,000 --> 00:03:44,000 დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 87 00:03:44,000 --> 00:03:46,000 (ტაში)