0:00:00.000,0:00:05.000 დაახლოებით 17 წლის წინ მე დამემართა ალერგია დელის ჰაერზე. 0:00:05.000,0:00:08.000 ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ფილტვის შესაძლებლობებმა 0:00:08.000,0:00:10.000 70 პროცენტით მოიკლო, 0:00:10.000,0:00:11.000 და ფაქტიურად სიკვდილის პირას ვიყავი. 0:00:11.000,0:00:14.000 ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, 0:00:14.000,0:00:16.000 ენერგიისა და რესურსების ინსტიტუტის და ნასას მონაცემების დახმარებით 0:00:16.000,0:00:19.000 აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს სამი 0:00:19.000,0:00:21.000 მარტივი მწვანე მცენარე, 0:00:21.000,0:00:23.000 გავრცელებული მწვანე მცენარეები, რომელთა საშუალებითაც 0:00:23.000,0:00:24.000 შეგვიძლია იმდენი სუფთა ჰაერი მივიღოთ შენობის შიგნით, 0:00:24.000,0:00:27.000 რამდენიც საჭიროა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. 0:00:27.000,0:00:29.000 ასევე აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია 0:00:29.000,0:00:31.000 შენობის შიგნით სუფთა ჰაერის მოთხოვნის შემცირება, 0:00:31.000,0:00:33.000 ისე, რომ არ დაირღვეს 0:00:33.000,0:00:36.000 წარმოების შენობის შიდა ჰაერის ხარისხის სტანდარტები. 0:00:36.000,0:00:38.000 ეს სამი მცენარეა პალმა (Areca palm) 0:00:38.000,0:00:42.000 სიდედრის ენა და ფულის მცენარე. 0:00:42.000,0:00:46.000 ბოტანიკურ სახელებს ეკრანზე ხედავთ. 0:00:46.000,0:00:48.000 პალმა არის მცენარე, რომელიც 0:00:48.000,0:00:52.000 იღებს ნახშირორჟანგს და აქცევს მას ჟანგბადად. 0:00:52.000,0:00:56.000 ჩვენ გვჭირდება ოთხი მხრების სიმაღლის მცენარე თითო ადამიანზე, 0:00:56.000,0:00:58.000 და მოვლის მხრივ - 0:00:58.000,0:00:59.000 საჭიროა გავუწმინდოთ ფოთლები 0:00:59.000,0:01:01.000 დელიში ყოველდღე, ხოლო 0:01:01.000,0:01:03.000 უფრო სუფთა ჰაერიან ქალაქებში ალბათ კვირაში ერთხელ. 0:01:03.000,0:01:06.000 ჩვენ ისინი გავზარდეთ ვერმი-სასუქში, ანუ ჭიების გამოყენებით 0:01:06.000,0:01:09.000 რაც სტერილური ანუ ჰიდროფონიურია 0:01:09.000,0:01:13.000 და სამ-ოთხ თვეში ერთხელ გაგვქონდა გარეთ. 0:01:13.000,0:01:16.000 მეორე მცენარეა სიდედრის ენა, 0:01:16.000,0:01:18.000 რომელიც ასევე გავრცელებული მცენარეა 0:01:18.000,0:01:20.000 და ხშირად საძინებელი ოთახის მცენარედ მოიხსენიება 0:01:20.000,0:01:23.000 იმიტომ, რომ ნახშირორჟანგს ჟანგბადად ღამე გადააქცევს. 0:01:23.000,0:01:28.000 ასეთი ექვსი მხრების სიმაღლე მცენარე გვჭირდება თითო ადამიანზე. 0:01:28.000,0:01:30.000 მესამე მცენარეა ფულის მცენარე 0:01:30.000,0:01:33.000 რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული; 0:01:33.000,0:01:36.000 უკეთესად იზრდება ჰიდროფონიის პირობებში 0:01:36.000,0:01:39.000 და ეს კონკრეტული მცენარე ჰაერიდან იღებს ფორმალდეჰიდს 0:01:39.000,0:01:40.000 და სხვა აორთქლებად, არამდგრად ქიმიურ ნივთიერებებს. 0:01:40.000,0:01:42.000 ამ სამი მცენარის გამოყენებით, 0:01:42.000,0:01:44.000 შეგვიძლია იმდენი ჰაერი მივიღოთ, რამდენიც გვესაჭიროება. 0:01:44.000,0:01:46.000 პრინციპში, შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად დახურულ 0:01:46.000,0:01:50.000 ”ბოთლში” და არ მოკვდეთ, 0:01:50.000,0:01:53.000 თან საერთოდ არ დაგჭირდებოდათ სუფთა ჰაერი. 0:01:53.000,0:01:55.000 ჩვენ ეს მცენარეები გამოვცადეთ 0:01:55.000,0:01:58.000 დელიში,ჩვენს შენობაში, 0:01:58.000,0:02:01.000 რომელიც 20 წლისაა და 15 240 კვადრატულ მეტრს მოიცავს. 0:02:01.000,0:02:05.000 იქ დაახლოებით 1200 ასეთი მცენარე და 300 ადამიანია. 0:02:05.000,0:02:07.000 კვლევების შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ არის 0:02:07.000,0:02:11.000 42 პროცენტი ალბათობა იმისა, რომ ადამიანის სისხლში ჟანგბადი 0:02:11.000,0:02:13.000 1 პროცენტით მოიმატებს თუ ის ამ შენობაში 0:02:13.000,0:02:16.000 10 საათის გამნავლობაში დარჩება. 0:02:16.000,0:02:19.000 ინდოეთის მთავრობამ აღმოაჩინა და 0:02:19.000,0:02:21.000 გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, 0:02:21.000,0:02:24.000 რომ ეს შენობა ნიუ დელიში ყველაზე ჯანსაღი შენობაა. 0:02:24.000,0:02:27.000 ამ კვლევის შედეგებით გამოჩნდა, 0:02:27.000,0:02:28.000 რომ სხვა შენობებთან შედარებით, 0:02:28.000,0:02:30.000 თვალების გაღიზიანების შემთხვევები 0:02:30.000,0:02:32.000 აქ 52 პროცენტით ნაკლებია. 0:02:32.000,0:02:36.000 სასუნთქი გზების - 34 პროცენტით, 0:02:36.000,0:02:37.000 თავის ტკივილი 24 პროცენტით, 0:02:37.000,0:02:41.000 ფილტვების პრობლემები 12 პროცენტით და ასთმა 9 პროცენტით ნაკლები. 0:02:41.000,0:02:45.000 ეს კვლევა 2008 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა 0:02:45.000,0:02:48.000 და ხელმისაწვდომია ინდოეთის მთავრობის ვებ გვერდზე. 0:02:48.000,0:02:50.000 ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა 0:02:50.000,0:02:54.000 ადამიანების პროდუქტიულობაში საოცარი ზრდა - 0:02:54.000,0:02:57.000 ამ მცენარეების გამოყენებით 20 პროცენტზე მეტი. 0:02:57.000,0:03:01.000 ასევე შენობებში ენერგიის მოხმარების შემცირება, 0:03:01.000,0:03:07.000 გასაოცარი 15 პროცენტით, იმიტომ რომ ნაკლები სუფთა ჰაერი გჭირდებათ. 0:03:07.000,0:03:08.000 ახლა ამ კვლევას ვიმეორებთ 0:03:08.000,0:03:11.000 1,75 მილიონ კვადრატული ფუტის ზომის შენობაში, 0:03:11.000,0:03:13.000 რომელშიც 60.000 მცენარე იქნება. 0:03:13.000,0:03:15.000 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 0:03:15.000,0:03:17.000 ეს მსოფლიო გარემოსთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, 0:03:17.000,0:03:18.000 რომ მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნილებები 0:03:18.000,0:03:20.000 მომავალი ათი წლის განმავლობაში 0:03:20.000,0:03:22.000 სავარაუდოდ 30 პროცენტით გაიზრდება. 0:03:22.000,0:03:23.000 ამჟამად მსოფლიოს ენერგიის 40 პროცენტს 0:03:23.000,0:03:25.000 შენობები იყენებენ 0:03:25.000,0:03:27.000 ხოლო 60 პროცენტს - ადამიანები. 0:03:27.000,0:03:30.000 მომავალი 15 წლის განმავლობაში ჩვენ ქალაქებში, 0:03:30.000,0:03:34.000 შენობებში ვიცხოვრებთ. 0:03:34.000,0:03:36.000 კონდიცირებულ შენობებში ცხოვრებასა და 0:03:36.000,0:03:40.000 მუშაობაზე კი მოთხოვნა იზრდება. 0:03:40.000,0:03:42.000 ”შენ უნდა იყო ცვლილება, რომლის დანახვასაც ისურვები” 0:03:42.000,0:03:43.000 თქვა მაჰატმა განდიმ. 0:03:43.000,0:03:44.000 დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 0:03:44.000,0:03:46.000 (ტაში)