დაახლოებით 17 წლის წინ მე დამემართა ალერგია დელის ჰაერზე.
ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ფილტვის შესაძლებლობებმა
70 პროცენტით მოიკლო,
და ფაქტიურად სიკვდილის პირას ვიყავი.
ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტის,
ენერგიისა და რესურსების ინსტიტუტის და ნასას მონაცემების დახმარებით
აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს სამი
მარტივი მწვანე მცენარე,
გავრცელებული მწვანე მცენარეები, რომელთა საშუალებითაც
შეგვიძლია იმდენი სუფთა ჰაერი მივიღოთ შენობის შიგნით,
რამდენიც საჭიროა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
ასევე აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია
შენობის შიგნით სუფთა ჰაერის მოთხოვნის შემცირება,
ისე, რომ არ დაირღვეს
წარმოების შენობის შიდა ჰაერის ხარისხის სტანდარტები.
ეს სამი მცენარეა პალმა (Areca palm)
სიდედრის ენა და ფულის მცენარე.
ბოტანიკურ სახელებს ეკრანზე ხედავთ.
პალმა არის მცენარე, რომელიც
იღებს ნახშირორჟანგს და აქცევს მას ჟანგბადად.
ჩვენ გვჭირდება ოთხი მხრების სიმაღლის მცენარე თითო ადამიანზე,
და მოვლის მხრივ -
საჭიროა გავუწმინდოთ ფოთლები
დელიში ყოველდღე, ხოლო
უფრო სუფთა ჰაერიან ქალაქებში ალბათ კვირაში ერთხელ.
ჩვენ ისინი გავზარდეთ ვერმი-სასუქში, ანუ ჭიების გამოყენებით
რაც სტერილური ანუ ჰიდროფონიურია
და სამ-ოთხ თვეში ერთხელ გაგვქონდა გარეთ.
მეორე მცენარეა სიდედრის ენა,
რომელიც ასევე გავრცელებული მცენარეა
და ხშირად საძინებელი ოთახის მცენარედ მოიხსენიება
იმიტომ, რომ ნახშირორჟანგს ჟანგბადად ღამე გადააქცევს.
ასეთი ექვსი მხრების სიმაღლე მცენარე გვჭირდება თითო ადამიანზე.
მესამე მცენარეა ფულის მცენარე
რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული;
უკეთესად იზრდება ჰიდროფონიის პირობებში
და ეს კონკრეტული მცენარე ჰაერიდან იღებს ფორმალდეჰიდს
და სხვა აორთქლებად, არამდგრად ქიმიურ ნივთიერებებს.
ამ სამი მცენარის გამოყენებით,
შეგვიძლია იმდენი ჰაერი მივიღოთ, რამდენიც გვესაჭიროება.
პრინციპში, შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად დახურულ
”ბოთლში” და არ მოკვდეთ,
თან საერთოდ არ დაგჭირდებოდათ სუფთა ჰაერი.
ჩვენ ეს მცენარეები გამოვცადეთ
დელიში,ჩვენს შენობაში,
რომელიც 20 წლისაა და 15 240 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
იქ დაახლოებით 1200 ასეთი მცენარე და 300 ადამიანია.
კვლევების შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ არის
42 პროცენტი ალბათობა იმისა, რომ ადამიანის სისხლში ჟანგბადი
1 პროცენტით მოიმატებს თუ ის ამ შენობაში
10 საათის გამნავლობაში დარჩება.
ინდოეთის მთავრობამ აღმოაჩინა და
გამოაქვეყნა კვლევის შედეგები,
რომ ეს შენობა ნიუ დელიში ყველაზე ჯანსაღი შენობაა.
ამ კვლევის შედეგებით გამოჩნდა,
რომ სხვა შენობებთან შედარებით,
თვალების გაღიზიანების შემთხვევები
აქ 52 პროცენტით ნაკლებია.
სასუნთქი გზების - 34 პროცენტით,
თავის ტკივილი 24 პროცენტით,
ფილტვების პრობლემები 12 პროცენტით და ასთმა 9 პროცენტით ნაკლები.
ეს კვლევა 2008 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნდა
და ხელმისაწვდომია ინდოეთის მთავრობის ვებ გვერდზე.
ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა
ადამიანების პროდუქტიულობაში საოცარი ზრდა -
ამ მცენარეების გამოყენებით 20 პროცენტზე მეტი.
ასევე შენობებში ენერგიის მოხმარების შემცირება,
გასაოცარი 15 პროცენტით, იმიტომ რომ ნაკლები სუფთა ჰაერი გჭირდებათ.
ახლა ამ კვლევას ვიმეორებთ
1,75 მილიონ კვადრატული ფუტის ზომის შენობაში,
რომელშიც 60.000 მცენარე იქნება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეს მსოფლიო გარემოსთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ,
რომ მსოფლიოს ენერგიის მოთხოვნილებები
მომავალი ათი წლის განმავლობაში
სავარაუდოდ 30 პროცენტით გაიზრდება.
ამჟამად მსოფლიოს ენერგიის 40 პროცენტს
შენობები იყენებენ
ხოლო 60 პროცენტს - ადამიანები.
მომავალი 15 წლის განმავლობაში ჩვენ ქალაქებში,
შენობებში ვიცხოვრებთ.
კონდიცირებულ შენობებში ცხოვრებასა და
მუშაობაზე კი მოთხოვნა იზრდება.
”შენ უნდა იყო ცვლილება, რომლის დანახვასაც ისურვები”
თქვა მაჰატმა განდიმ.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
(ტაში)