გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩემი სახელია ჯემრე ომერ, და ახლა მინდა ჩემს ცხოვრებაზე ჩემს ენაზე ვისაუბრო. 1999 წელს დიარბაკირში დავიბადე. მამაჩემის ოჯახი დაბა პირანიდანაა, მაგრამ ჩვენ ქალაქში ვცხოვრობდით. დედაჩემი ადანადანაა. დიარბაკირში 13 წელი დავრჩით, შემდეგ სასწავლებლად სტანბოლში წავედი. იქ საშუალო სკოლა დავამთარე. იმ დროს ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ალანიაში გადავიდა. ამჟამად სახლში, ალანიაში, დედაჩემთან ვრჩები ვარ. ჯერ კიდევ სტამბულში კოჩის უნივერსიტეტს ვსწავლობ. ელექტრონული ინჟინერია ვსცავლობ. ბოლო წელს ვარ და იმედი მაქვს, რომ წელს დავამთარებ. ვნახავთ. ჩვენი ენა ბაბუისგან ვისწავლე. ბებიაჩემი ქურმანჯა. მას ზაზაური ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობს. მამაჩემს და მამიდებს არ შეუდძლიათ ამ ენაზე ლაპარაკი. დედაჩემი თურქია. სამწუხაროდ არც ქურთული და არც ზაზაური იცის. ბაბუაჩემს ბევრი უნდოდა, რომ ეს ენა მცოდნოდა. ამ მიზეზით მას მასწავლა ეს ენა. და ჩემთან ჩვენ ენაზე საუბრობს. მე ქურთულ ენაც ვიცი, და ის კარგადაც ვიცი. შემიძლია მეგობრებთან საუბარი. კარგად ვწერ და ვკითხულობ. მაგრამ ჩვენი ენის მნიშვნელობა ჩემთვის უფრო დიდია. რადგან მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ენას არ იყენებს. ამის გამო ჩვენი ენის განვითარებისთვის ბევრს ვმუშაობ. ზოგჯერ მოთხრობებს ვთარგმნი, ზოგრებ ჩემს მეგობრებს ვასწავლი. ახლა თქვენ გელაპარაკობით. ისე. მინდა ეს ენა არ მოკვდეს. არ ვიცი, თუ შეგვიძლია თუ არა რაიმეს შეცვლას. ვნახავთ. ხანდახან დიარბაკირში მივდივარ. იქ ბევრი ნაცნოდი და მეგობარი აღარ არის. მართალია, ტყული არ არის, ეს ქალაქი ჩემი სამშობლოა. რა თქმა უნდა, იქ მენატრება. ბაბუა, ბებია და ერთი მამიდა ჯერ კიდევ დიარბაკირში ცხოვრობენ. დედიაჩემიც იქ მუშაობს. მარტო ცხოვრობს. ზოგჯერ, დღესასწაულს და ფესტივალზე ალანიაში მოდის და მის ოჯახს სტუმრობს. ბაბუაჩემს დიარბაკირში ბაღი აქვს. იქ სხვადასხვა მცენარეა. ბაბუა თესავს პომიდორს, კიტრს... ...ყურძენს, კენკრას, ბადრიჯანს, წაწაკას, ნესვს და საზამთროს. ბევრი ხილი და ბოსტნეულია. მას ცხოველებიც ჰყავს, ჰყავს ქათამები და ერთი ცხვარი. ანუ ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ ლამაზია. მამაჩემი ჩვენთან არ ცსოვრობს. ის ფსიქოლოგია. დიარბაკირის დიჯლეს უნივერსიტეტის ლექტორია. აგრეთვე კაბინეთში ხალხს მკურნალობს. დედაჩემი არ მუშაობს, დიასახლისია. ალანიაშია, როგორც ვთქვი. ჩემ დასთან ერთად ცხოვრობს. ჩემი და წელს საშუალო სკოლას იწყებს. ჩემი ოჯახის შესახედ მოვრჩეთ. ახლა ჩემს შესახებ ვისაუბრებ. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. ფილოსოფური ნაწერები ძალიან მიყვარს. შევისწავლე ლათინური და გერმანული ენები. ახლა ვკითხულობ ციცერონის წიგნს, მის სახელი არის Tusculanae Disputationes. ინგლისურად Tusculan Disputations ჰქვია. შაბათობით ერბანეზე დაკვრას ვსწავლობ. ეს მუსიკალური ინსტრუმენტია. დასარტყამი ინსტრუმენტია, მას დოლზე დაკვრის მსგავსია. ეს მთელი ჩემი გამოსვლაა. ყველას გმადლობთ მოსმენისთვის. დაგემშვიდობებით. თავს კარგად მიხედეთ.