მაშ ასე, რა არის ემპათია?
და რატომაა თანაგრძნობისგან
ასე განსხვავებული?
ემპათია კავშირს ასაზრდოებს,
თანაგრძნობა კავშირს განიზიდავს.
ემპათია... საინტერესოა, რომ
ტერეზა ვაიზმენმა, სამედიცინო მკვლევარმა,
რომელმაც სხვადასხვა პროფესიები შეისწავლა,
სადაც ემპათია რელევანტურია,
ემპათიის ოთხი დადებითი მხარე გამოკვეთა.
სხვისი თვალით აღქმა,
სხვისი პერსპექტივით აღქმის უნარი,
ან აღიარება, რომ მათი პერსპექტივა
მათივე სიმართლეა.
თავის შეკავება განსჯისგან,
არც ისე ადვილია როცა ასე გსიამოვნებს,
როგორც უმეტესობა ჩვენგანს.
სხვისი ემოციების აღქმა
და ამ ემოციებზე საუბარი.
ემპათია ადამიანის გრძნობების შეგრძნებაა.
პირადად მე, ემპათიაზე ყოველთვის ვფიქრობ
როგორც წმინდა ადგილზე,
თითქოს ვიღაც ორმოში იმყოფება
და ქვემოდან ამოგძახებს:
"გავიჭედე, ბნელა, გადავიღალე".
ჩვენ კი ჩავძახებთ "ეი".
ჩავცოცდებით ორმოში.
"ვიცი აქ ყოფნა როგორია
და შენ მარტო არ ხარ"
თანაგრძნობაა - "აუჰ, რა ცუდია, ჰოო..."
"ჰმ... არა. სენდვიჩი გინდა?"
ემპათია არჩვანია, უმწეო არჩევანი,
რადგან იმისთვის რომ გაგიგო,
ჩემში უნდა მოვიძიო ისეთი რამ,
რაც ამ გრძნობის აღქმაში დამეხმარება.
თითქმის, ან ალბათ არასდროს
იწყება ემპათიური საუბარი
ფრაზით "სამაგიეროდ..."
ჰო, არადა სულ ამას ვამბობთ ხოლმე.
რადგან იცით რა?
როცა ვინმე რამეს გვიზიარებს
რაც საოცრად მტკივნეულია
ჩვენ კი ვცდილობთ "მოვაჩარჩოვოთ"
არამგონია ასეთი ზმნა არსებობდეს,
მაგრამ მაინც ვიყენებ.
ანუ ვცდილობთ ვერცხლის ჩარჩოში ჩავსვათ.
"მუცელი მომეშალა"
"ეჰ, სამაგიეროდ ფეხმძიმედ მაინც რჩები"
"მგონი ჩემი ქორწინება ნგრევის პირასაა"
"სამაგიეროდ დაქორწინებილი მაინც ხარ".
"ჯონს სკოლიდან აგდებენ"
"სამაგიეროდ სარა წარჩინებული მოსწავლეა"
ხანდახან ვცდილობთ,
რთული საუბრების დროს,
სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ.
თუ რამე რთულს გიზიარებ,
მირჩევნია მითხრა:
"არც კი ვიცი რა ვთქვა,
ძალიან ვაფასებ რომ გამიზიარე".
რადგან რეალურად, ჩვენს
პასუხს იშვიათად შეუძლია
რამე უკეთესობისკენ შეცვალოს.
უთიერთკავშირს კი ეს ნამდვილად შეუძლია.