(ჯეი არ ჰილდებრენდი - ავტომრბოლელი)
კომპიუტერულ მეცნიერებაში
დახელოვნებული ადამიანები თუ არ გყავთ,
რბოლაზე არც დაგიშვებენ,
იმიტომ, რომ მანქანები ამდენ მონაცემს
აგროვებენ.
ძალიან საჭიროა ადამიანები, რომლებსაც
პროგრამის წერა
და მანქანის მონაცემების გაუმჯობესება
შეუძლიათ.
ამ ამოცანებში თქვენ შემოქმედი იქნებით
რომელიც ფანქრით სხვადასხვა ფიგურებს
ხატავს.
სადაც არ უნდა წავიდეს ხელოვანი, მის
უკან ხაზი დაიხატება.
ტილოზე აქეთ-იქით მოძრაობა წინ
სიარულის ბლოკით შეგიძლიათ.
აი, წინ სიარულის ბლოკი ამბობს:
100 პიქსელით წინ წასვლა.
რა ხდება, როცა გაშვებას ვაჭერთ?
ხელოვანი წინ წიწევს
100 პიქსელით.
პიქსელები თქვენი ეკრანის პაწაწინა კვადრატებია.
ამ ამოცანის მეორე ბლოკი ამბობს:
მარჯვნივ მოხვევა 90 გრადუსი.
ამას რომ დავაჭერთ,
ხეოვანი ოდნავ შეტრიალდება.
შეგიძლიათ, ასე აკონტროლოთ, რამდენად
მოტრიალდება ის.
ეს 90-გრადუსიანი ბრუნია.
ეს 120-გრადუსიანია.
გახსოვდეთ, ამ მნიშვნელობების შეცვლა
ისრებზე დაჭერით შეგიძლიათ
პიქსელებისა და გრადუსების გვერდზე.
ისიამოვნეთ ხელოვანთან ერთად ხატვით!