1 00:00:00,000 --> 00:00:03,733 მიუმატეთ და გაამარტივეთ პასუხი და დაწერეთ შერეული რიცხვის სახით. 2 00:00:03,733 --> 00:00:06,050 ამგვარად, აქ ჩვენ გვაქვს ორი შერეული წილადი. 3 00:00:06,050 --> 00:00:08,360 გვაქვს მთლიანი რიცხვის ნაწილი და წილადის ნაწილი. 4 00:00:08,360 --> 00:00:09,780 ჩვენ გვჭირდება მათი მიმატება. 5 00:00:09,780 --> 00:00:11,310 არსებობს ამის გაკეთების ორი გზა. 6 00:00:11,310 --> 00:00:13,890 შეგვიძლია, ორივე მათგანი გარდავქმნათ არაწესიერ წილადად, 7 00:00:13,890 --> 00:00:16,950 მივუმატოთ ისინი და შემდეგ ისევ გარდავქმნათ ისინი შერეულ წილადად. 8 00:00:16,950 --> 00:00:19,730 ან უბრალოდ შეგიძლიათ, მარტივად შეხედოთ ამას: 9 00:00:19,730 --> 00:00:27,290 17 2/9 იგივეა რაც 17-ს მიუმატოთ 2/9. 10 00:00:27,290 --> 00:00:37,033 და შემდეგ 5 1/9 იგივეა, რაც 5 მიუმატოთ 1/9. 11 00:00:37,033 --> 00:00:45,290 ასე რომ, 17 2/9-ს პლუს 5 1/9 იგივეა, რაც 17-ს პლუს 2/9, პლუს 5 და პლუს 1/9. 12 00:00:45,290 --> 00:00:47,910 ეს ორი წინადადება არის სრულიად ერთნაირი. 13 00:00:47,910 --> 00:00:50,680 და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ჩვენ ვუმატებთ რიცხვებს, 14 00:00:50,680 --> 00:00:52,840 მნიშვნელობა არ აქვს, რა წყობით ვაკეთებთ ამას, 15 00:00:52,840 --> 00:00:54,370 შეგიძლია თანმიმდევრობის შეცვლა. 16 00:00:54,370 --> 00:00:56,480 ამგვარად, შეგეძლო, გეთქვა, რომ ეს იგივეა, რაც, 17 00:00:56,480 --> 00:01:08,760 17-ს მივუმატოთ ხუთი, მივუმატოთ 2/9 და მივუმატოთ 1/9. 18 00:01:08,760 --> 00:01:10,900 და შეგვიძლია, გავაკეთოთ ასე ნებისმიერი წყობით. 19 00:01:10,900 --> 00:01:13,260 ჩვენ ვიცით, რას მივიღებთ, 17-ს რომ მივუმატოთ ხუთი. 20 00:01:13,260 --> 00:01:14,910 ეს ადრეც გაგვიკეთებია. 21 00:01:14,910 --> 00:01:17,350 17-ს მიუმატოთ 5 არის 22. 22 00:01:17,350 --> 00:01:19,380 ასე რომ, ეს ნაწილი აქ არის 22. 23 00:01:19,380 --> 00:01:27,110 ასე რომ, გვაქვს 22-ს პლუს --- რას მივიღებთ, 2/9-ს რომ მიუმატოთ 1/9? 24 00:01:27,110 --> 00:01:32,700 მათ აქვთ საერთო მნიშვნელი, ასე რომ, ეს იქნება 9. 25 00:01:32,700 --> 00:01:34,560 შემდეგ შევკრებთ მრიცხველებს. 26 00:01:34,560 --> 00:01:37,170 2-ს პლუს 1 არის 3. 27 00:01:37,170 --> 00:01:38,850 ამგვარად, 22-ს მივუმატოთ 3/9. 28 00:01:38,850 --> 00:01:40,570 მაგრამ ეს შეიძლება, გამარტივდეს. 29 00:01:40,570 --> 00:01:43,190 ორივე მრცხველიც და მნიშვნელიც შეიძლება, გაიყოს 3-ზე. 30 00:01:43,190 --> 00:01:45,310 გავყოთ მრიცხველი სამზე, მივიღებთ ერთს. 31 00:01:45,310 --> 00:01:47,676 გავყოთ მნიშვნელი სამზე, მივიღებთ სამს. 32 00:01:47,676 --> 00:01:57,472 ამგვარად ეს არის 22 პლიუს 1/3, რომელიც ზუსტად იგივეა, რაც 22 და --- 33 00:01:57,472 --> 00:01:59,929 მოდით, დავწეროთ ის ლურჯი ფერით --- 34 00:01:59,929 --> 00:02:05,799 რომელიც, ზუსტად იგივეა, რაც 22 1/3.