Return to Video

რა მოსდით მედიანასა და საშუალოს ყველაზე დაბალი მონაცემის მოშორებისას

  • 0:00 - 0:02
    ანამ გოლფის ხუთი რაუნდი ითამაშა და
  • 0:02 - 0:05
    მისი ყველაზე დაბალი ქულა იყო 80.
  • 0:05 - 0:08
    პირველი ოთხი რაუნდისა და
    ყველაზე დაბალქულიანი რაუნდის ქულები
  • 0:08 - 0:11
    მოცემულია წერტილოვან დიაგრამაზე.
  • 0:11 - 0:13
    აქვე ვხედავთ, რომ
  • 0:13 - 0:14
    ყველაზე დაბალი ქულაა 80.
  • 0:14 - 0:17
    ერთხელ ის აგროვებს
    90 ქულას, ერთხელ 92 ქულას,
  • 0:17 - 0:19
    ერთხელ 94-ს და ერთხელაც 96-ს.
  • 0:19 - 0:22
    აღმოჩნდა, რომ ანამ დაარღვია წესები, როცა
  • 0:22 - 0:25
    80 ქულა აიღო.
    როგორც ჩანს, ეშმაკობამ არ უშველა.
  • 0:25 - 0:28
    დარღვევის გამო, ეს ქულა გაუქმდება.
  • 0:28 - 0:30
    მოაშორეს 80 ქულა.
  • 0:30 - 0:33
    დაგვრჩა მხოლოდ ოთხი რაუნდის ქულები.
  • 0:33 - 0:35
    როგორ აისახება უდაბლესი ქულის
  • 0:35 - 0:38
    მოშორება საშუალოსა და მედიანაზე?
  • 0:38 - 0:41
    პირველ რიგში, მედიანაზე დავფიქრდეთ.
  • 0:41 - 0:43
    მედიანა არის შუა რიცხვი.
  • 0:43 - 0:45
    როცა ხუთი მონაცემი გვქონდა,
  • 0:45 - 0:47
    შუა რიცხვი ერთი იყო, რომლის
  • 0:47 - 0:49
    მარჯვნივაც და მარცხნივაც
    ორ-ორი მონაცემი იყო.
  • 0:49 - 0:57
    ანუ, მედიანა იქნება 92.
  • 0:57 - 0:59
    რა იქნება მედიანა,
    ამას როცა მოვაშორებთ?
  • 0:59 - 1:01
    ახლა მხოლოდ ოთხი მონაცემი გვაქვს.
  • 1:01 - 1:02
    როცა ლუწი რაოდენობის
  • 1:02 - 1:04
    რიცხვების მედიანას ვეძებთ,
  • 1:04 - 1:06
    შუა ორ რიცხვს უნდა შევხედოთ.
  • 1:06 - 1:11
    ესენია 92 და 94
    და მათი საშუალო უნდა ვნახოთ.
  • 1:11 - 1:13
    მათი შუაწერტილი უნდა
    ვნახოთ, მედიანას საპოვნელად.
  • 1:13 - 1:18
    მედიანა იქნება--
    მოდით, უკეთ განვმარტოთ.
  • 1:18 - 1:19
    მედიანა იქნება
  • 1:19 - 1:22
    შუაწერტილი 92-სა
    და 94-ს შორის, ანუ, 93.
  • 1:22 - 1:30
    ანუ მედიანა არის 93.
  • 1:30 - 1:32
    ანუ, უმცირესი მონაცემის მოშორება,
  • 1:32 - 1:35
    ამ შემთხვევაში მედიანას გაზრდის.
  • 1:35 - 1:38
    ანუ, მედიანა-- მოდით, აქ დავწერ.
  • 1:38 - 1:43
    მედიანა ცოტათი იზრდება.
  • 1:43 - 1:49
    ახლა ვნახოთ რა მოუვა საშუალოს.
  • 1:49 - 1:51
    გამოთვლების გარეშე დავფიქრდეთ:
  • 1:51 - 1:57
    თუ ვაშორებთ რიცხვს,
    რომელიც საშუალოზე დაბალია,
  • 1:57 - 1:59
    არ დამითვლია, რას უდრის ახლა საშუალო,
  • 1:59 - 2:04
    მაგრამ თუ ამას
    მოაშორებთ, საშუალო აიწევს.
  • 2:04 - 2:06
    იმედია, ინტუიცია გამოიმუშავეთ.
  • 2:06 - 2:08
    თუ საშუალოზე დიდ რიცხვს მოაშორებთ,
  • 2:08 - 2:12
    საშუალო დაიწევს, რადგან
  • 2:12 - 2:14
    დიდი რიცხვი აღარ გაქვთ.
  • 2:14 - 2:16
    თუ საშუალოზე დაბალ რიცხვს მოაშორებთ,
  • 2:16 - 2:20
    პატარა რიცხვი აღარ გაქვთ, რომელიც
  • 2:20 - 2:23
    საშუალოს დაბლა წევს,
    ანუ, საშუალო გაიზრდება.
  • 2:23 - 2:25
    ახლა მათემატიკურად შევამოწმოთ მსჯელობა.
  • 2:25 - 2:27
    გამოვთვალოთ საშუალო.
  • 2:27 - 2:37
    80, 90, 92,
    94 და 96 უნდა შევკრიბოთ.
  • 2:37 - 2:39
    ესენია ჩვენი მონაცემები.
  • 2:39 - 2:44
    ორს პლუს ოთხი ექვსია, პლუს ექვსი 12-ია.
  • 2:44 - 2:48
    ერთს პლუს რვა ცხრაა,
  • 2:48 - 2:50
    ანუ ეს არის ცხრა და
    კიდევ ერთი ცხრა გვაქვს,
  • 2:50 - 2:51
    კიდევ ცხრა, კიდევ და კიდევ.
  • 2:51 - 2:54
    ანუ სულ ხუთი ცხრა გვაქვს.
  • 2:54 - 3:00
    ანუ მივიღებთ 452-ს.
  • 3:00 - 3:03
    ეს არის ამ ხუთი რაუნდის ქულების ჯამი.
  • 3:03 - 3:06
    ეს ჯამი გავყოთ რაუნდების რაოდენობაზე.
  • 3:06 - 3:14
    452 გაყოფილი ხუთზე იქნება--
  • 3:14 - 3:16
    ხუთი მოთავსდება,
  • 3:16 - 3:19
    ის ვერ მოთავსდება ოთხში,
    45-ში კი ცხრაჯერ მოთავსდება.
  • 3:19 - 3:23
    ცხრაჯერ ხუთი 45-ია,
    რომ გამოაკლებთ, მიიღებთ ნულს.
  • 3:23 - 3:24
    ჩამოიტანეთ ორიანი.
  • 3:24 - 3:30
    ხუთი ორში ნულჯერ
    მოთავსდება, ნულჯერ ხუთი ნულია, გამოაკელით.
  • 3:30 - 3:40
    დაგრჩათ ორი, ანუ, შეგიძლიათ
    თქვათ, რომ საშუალოა 90 მთელი 2/5.
  • 3:40 - 3:43
    არა ცხრა მთელი 2/5, არამედ 90 მთელი 2/5.
  • 3:43 - 3:46
    ანუ, საშუალო სადღაც აქაა.
  • 3:46 - 3:50
    ანუ, ესაა ამ მონაცემების საშუალო.
  • 3:50 - 3:53
    თუ ამას მოვაშორებთ, რა მოუვა საშუალოს?
  • 3:53 - 4:03
    შევკრებთ 90-ს პლუს
    92-ს პლუს 94-ს პლუს 96-ს.
  • 4:03 - 4:07
    აბა ვნახოთ: ორს პლუს
    ოთხი პლუს ექვსი 12-ია.
  • 4:07 - 4:10
    შემდეგ ამათ შეკრებთ და მიიღებთ 37-ს.
  • 4:10 - 4:15
    372 გავყოთ ოთხზე,
    რადგან ოთხი მონაცემი დაგვრჩა.
  • 4:15 - 4:17
    ოთხი მოთავსდება--
    ისეთ ადგილზე ვქნათ,
  • 4:17 - 4:18
    სადაც დაინახავთ.
  • 4:18 - 4:23
    ოთხი 372-ში მოთავსდება,
  • 4:23 - 4:25
    37-ში მოთავსდება ცხრაჯერ.
  • 4:25 - 4:28
    ცხრაჯერ ოთხი 36-ია,
    გამოვაკლოთ და ერთს მივიღებთ.
  • 4:28 - 4:31
    ჩამოიტანეთ ორი.
    ზუსტად სამჯერ მოთავსდება.
  • 4:31 - 4:35
    სამჯერ ოთხი არის
    12, ნაშთი არ გვაქვს.
  • 4:35 - 4:39
    მედიანა და
    საშუალო, ორივე, ეს საშუალოა.
  • 4:39 - 4:42
    საშუალოც 93-ია.
  • 4:42 - 4:47
    ხედავთ, რომ მედიანა
    92-დან 93-მდე გაიზარდა.
  • 4:47 - 4:50
    საშუალო 90 მთელ
    2/5-დან 93-მდე გაიზარდა.
  • 4:50 - 4:54
    ანუ, საშუალო მედიანაზე მეტად გაიზარდა.
  • 4:54 - 4:56
    ორივე გაიზარდა, მაგრამ საშუალო მეტად.
  • 4:56 - 4:59
    რაც ლოგიკურია, რადგან ეს რიცხვი
  • 4:59 - 5:01
    ბევრად ნაკლები იყო დანარჩენებზე.
  • 5:01 - 5:02
    ანუ, ამის მოშორებისას,
  • 5:02 - 5:04
    საშუალო ბევრით უნდა გაიზარდოს.
  • 5:04 - 5:09
    ვნახოთ, რომელი ვარიანტი გვაწყობს.
  • 5:09 - 5:12
    საშუალოც და მედიანაც შემცირდება - არა.
  • 5:12 - 5:15
    საშუალოც და მედიანაც შემცირდება - არა.
  • 5:15 - 5:17
    საშუალოც და მედიანაც გაიზრდება,
  • 5:17 - 5:20
    მაგრამ საშუალო მედიანაზე მეტად გაიზრდება.
  • 5:20 - 5:23
    ზუსტად ასე მოხდა.
  • 5:23 - 5:31
    საშუალო 90 მთელი
    2/5, ანუ 90.4 იყო და 93 გახდა.
  • 5:31 - 5:36
    მედიანა კი მხოლოდ
    ერთით გაიზარდა. ესაა სწორი პასუხი.
Title:
რა მოსდით მედიანასა და საშუალოს ყველაზე დაბალი მონაცემის მოშორებისას
Description:

რა მოსდით მედიანასა და საშუალოს ყველაზე დაბალი მონაცემის მოშორებისას

more » « less
Video Language:
English
Duration:
05:37

Georgian subtitles

Revisions