-
დავუშვათ ვმუშაობ რესტორანში
და საათში ათ დოლარს გამოვიმუშავებ.
-
გარდა საათობრივი ანაზღაურებისა,
ყოველ საათში ვიღებ 'ჩაის' ფულსაც (tips).
-
ეს გამოსახულება აღნიშნავს,
რამდენს გამოვიმუშავებ ერთ საათში.
-
ალბათ მიხვდით, რომ "ჩაის" ფულის რაოდენობა
განსხვავდება სხვადასხვა საათებში.
-
მაგალითად, ლანჩის დროს,
შეიძლება ბევრი "ჩაის" ფული მივიღო.
-
შემდეგ საათში კი საერთოდ არ მყავდეს
კლიენდები და არც 'ჩაის' ფული მივიღო.
-
მოკლედ, ეს მთლიანად ცვლადია,
რომელიც სხვადასხვა დროს განსხვავებულია.
-
მაგალითად, ლანჩის დროს ბევრ
"ჩაის" ფულს ვიღებთ, დავუშვათ 30 დოლარს.
-
ჯამში ამ საათში შეიძლება გამოვიმუშავო ათს
პლუს 30, "ჩაის"ის ნაცვლად 30 დავწეროთ.
-
მოდით, ყვითლად დავწერ.
ეს იქნება 40-ის ტოლი.
-
ლანჩის საათის შემდეგ კი რესტორანში
რაღაც მიზეზით ცოტა ხალხი შემოდის,
-
მაგალითად, გვერდითა
რესტორანში დიდი ფასდაკლებაა და
-
ჩემი "ჩაის" ფული საათში
ხუთ დოლარამდე მცირდება.
-
დავუბრუნდეთ ამ გამოსახულებას.
-
საათში ჯამში გამოვიმუშავებ ანაზღაურებას
პლუს ხუთ დოლარს, რაც 15 დოლარია.
-
ხედავთ, რომ ამ გამოსახულების მნიშვნელობის
ცვლილება დამოკიდებულია ცვლად "ჩაი"–ზე.
-
ალგებრაში იშვიათად
შეხვდებით ცვლადად სიტყვის გამოყენებას.
-
სიმბოლოების გამოყენება უფრო მარტივია.
-
აქაც "ჩაის"-ის ნაცვლად,
შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს t,
-
სადაც t, საათში გამომუშავებულ
"ჩაის" ფულს აღნიშნავს.
-
რა ხდება, როცა t 30-ია? როდესაც t უდრის
30-ს, ასეთი სიტუაცია გვაქვს:
-
t უდრის 30-ს,
ათს პლუს 30 კი 40-ია.
-
რა მოხდება, თუ t იქნება ხუთი.
მაშინ გვექნება ათს პლუს ხუთი, რაც 15-ია.
-
ასო t-ს გამოყენება, საერთოდ არ გვჭირდება,
თუმცა ალგებრაში ძირითადად ასოებს ვიყენებთ.
-
შეგვეძლო ჩაგვეწერა, როგორც
ათს პლუს x, სადაც x "ჩაის" ფულია.
-
შეიძლება x არაბუნებრივად მოგეჩვენოთ,
რადგან "ჩაის"-ის პირველი ასო არაა
-
შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს ვარსკვლავი და
გვეთქვა: ვარსკვლავი აღნიშნავს "ჩაის" ფულს.
-
მაგრამ ამას შეიძლება დავებნიეთ.
-
იმედია, მიხვდით ზოგად
იმ იდეას, თუ რა არის ცვლადი.
-
ცვლადი არის სიმბოლო, რომელიც
ცვლად მნიშვნელობას ასახავს.
-
ამიტომაც ჰქვია მას ცვლადი.