Return to Video

ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით

  • 0:01 - 0:04
    დღეს, თქვენ და მე,
    ბევრ საიდუმლოს გავუზიარებთ ერთმანეთს.
  • 0:04 - 0:06
    ვიმედოვნებ, ეს ნაწილობრივ მოგვიხსნის
  • 0:06 - 0:11
    სირცხვილის იმ შეგრძნებას, რომელიც ბევრ
    ჩვენგანს აქვს სექსთან დაკავშირებით.
  • 0:11 - 0:16
    რამდენი თქვენგანისთვის მიუმართავს
    სტვენით, ან შეძახილებით ოდესმე უცნობს?
  • 0:16 - 0:18
    უამრავი ქალისთვის.
  • 0:19 - 0:21
    მე პირადად,
    ყველაზე კარგად ის შემთხვევა მახსოვს,
  • 0:21 - 0:25
    როდესაც ეს უცნობი ჩემი სტუდენტი იყო.
  • 0:26 - 0:29
    ის ჩემთან იმავე საღამოს
    ლექციის შემდეგ მოვიდა,
  • 0:29 - 0:31
    და მისმა ნათქვამმა დაადასტურა ის,
    რაც უკვე ვიცოდი:
  • 0:31 - 0:33
    "ძალიან ვწუხვარ, პროფესორო,
  • 0:33 - 0:37
    რომ მცოდნოდა ეს თქვენ იყავით, არასოდეს
    ვიტყოდი ასეთ რამეებს".
  • 0:37 - 0:39
    (სიცილი)
  • 0:39 - 0:44
    მე მისთვის პიროვნება არ ვიყავი,
    სანამ მისი პროფესორი არ გავხდი.
  • 0:45 - 0:47
    ეს ცნება, რომელსაც ობიექტივაცია ეწოდება,
  • 0:47 - 0:49
    სექსიზმის ფუნდამენტია
  • 0:49 - 0:54
    და მის გაძლიერებას,
    ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში ვხედავთ.
  • 0:56 - 0:58
    ამას ვხედავთ მთავრობაში,
  • 0:58 - 1:01
    რომელიც უარს ამბობს კაცები დასაჯოს
  • 1:01 - 1:03
    ქალის გაუპატიურებისათვის.
  • 1:03 - 1:05
    ვხედავთ რეკლამებში.
  • 1:05 - 1:07
    რამდენს გაქვთ ნანახი რეკლამა,
  • 1:07 - 1:13
    რომელიც ქალის მკერდს იყენებს
    სრულიად შეუსაბამო პროდუქტის გასაყიდად?
  • 1:15 - 1:18
    ან ფილმი-ფილმზე,
  • 1:18 - 1:22
    რომელიც ქალებს, როგორც მხოლოდ სასიყვარულო
    ინტერესის საგანს ასახავს.
  • 1:22 - 1:26
    ეს მაგალითები შეიძლება უშედეგოდ
    და უვნებლად ჩანდეს,
  • 1:26 - 1:27
    მაგრამ ისინი მზაკვრულია,
  • 1:27 - 1:31
    და ნელ-ნელა ისეთ კულტურად ყალიბდება,
    რომელიც ქალს არ აღიქვამს ადამიანად.
  • 1:32 - 1:36
    ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში,
    რომელიც 10 წლის გოგონას სახლში აბრუნებს,
  • 1:36 - 1:40
    რადგან მისი სამოსი ყურადღებას უფანტავს
    ბიჭებს, რომლებიც სწავლას ცდილობენ.
  • 1:40 - 1:44
    ან მთავრობაში, რომელიც ისევ და ისევ
    არ სჯის კაცებს,
  • 1:44 - 1:47
    ქალების გაუპატიურებისათვის.
  • 1:47 - 1:48
    ან როცა კლავენ ქალს,
  • 1:48 - 1:52
    რადგან მან საცეკვაო მოედანზე
    კაცს სთხოვა შეეწყვიტა მისი შეწუხება.
  • 1:56 - 2:01
    მედიას დიდი როლი აკისრია
    ქალის ობიექტივაციის უკვდავყოფაში.
  • 2:01 - 2:04
    განვიხილოთ კლასიკური
    რომანტიკული კომედიები.
  • 2:04 - 2:08
    ამ ფილმებში, ჩვენ როგორც წესი
    ორი სახის ქალს წარმოგვიდგენენ,
  • 2:08 - 2:11
    ორი სახის, მინიმუმ სასურველ ქალს.
  • 2:11 - 2:13
    პირველი მათგანი სექსბომბაა.
  • 2:13 - 2:17
    ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი
    სრულყოფილი სხეულით.
  • 2:17 - 2:20
    ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი,
    მას უპრობლემოდ ამჩნევს
  • 2:20 - 2:23
    და კიდევ ნაკლები პრობლემა აქვს
    სექსი ჰქონდეს მასთან.
  • 2:23 - 2:25
    მეორე მათგანი, მთავარი გმირი ქალია.
  • 2:25 - 2:28
    ლამაზი, მაგრამ მოკრძალებული ქალი,
    რომელიც მთავარ გმირ მამაკაცს უყვარდება
  • 2:29 - 2:31
    მიუხედავად იმისა,
    რომ თავდაპირველად მას ვერ ამჩნევს,
  • 2:31 - 2:34
    ან თუ შეამჩნია, არ მოსწონს.
  • 2:34 - 2:36
    პირველი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა.
  • 2:36 - 2:38
    იმისათვისაა, რომ მოიხმარო და დაივიწყო.
  • 2:38 - 2:40
    ის მეტისმეტად ხელმისაწვდომია.
  • 2:40 - 2:43
    მეორე მათგანი სასურველი,
    მაგრამ მოკრძალებულია,
  • 2:43 - 2:47
    ამიტომაც ღირსია მთავარი გმირის
    მომავალი შვილების დედა გახდეს.
  • 2:47 - 2:49
    ცოლად მოსაყვანი ქალია.
  • 2:49 - 2:52
    ჩვენ გვეუბნებიან,
    რომ ქალს ორი როლი აქვს,
  • 2:52 - 2:56
    მაგრამ ამ ორი როლის
    ერთ ქალში შეთავსება ჭირს.
  • 2:57 - 3:00
    ზოგჯერ, როცა ახალ ნაცნობს ვუზიარებ,
  • 3:00 - 3:02
    რომ მე სექსს შევისწავლი,
  • 3:02 - 3:04
    ან საუბარს დაუყოვნებლივ ასრულებენ,
  • 3:04 - 3:07
    ან საკმაოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე.
  • 3:07 - 3:09
    "ოჰ, უფრო მეტი მომიყევი".
  • 3:09 - 3:11
    და ასეც ვაკეთებ.
  • 3:12 - 3:14
    "ჩემი ინტერესის საგანია
  • 3:14 - 3:18
    შვილის მომლოდინე და მშობიარობის შემდგომი
    წყვილების სექსუალური ქცევის შესწავლა".
  • 3:18 - 3:20
    რაზეც სულ სხვა პასუხს ვიღებ.
  • 3:20 - 3:22
    (სიცილი)
  • 3:22 - 3:24
    "ოჰ, ჰმ,
  • 3:25 - 3:28
    ორსულ ქალებს სექსი აქვთ საერთოდ?
  • 3:28 - 3:30
    სექსუალური სურვილების,
  • 3:30 - 3:33
    ან ორგაზმის შესწავლაზე არ გიფიქრია?
  • 3:33 - 3:37
    ეს საინტერესო და სექსუალური იქნებოდა".
  • 3:38 - 3:41
    მითხარით, პირველი რა სიტყვა მოგდით თავში,
  • 3:41 - 3:43
    როდესაც ორსულ ქალს წარმოიდგენთ?
  • 3:43 - 3:47
    ეს კითხვა გამოკითხვისას
    500-ზე მეტ ზრდასრულს დავუსვი
  • 3:47 - 3:50
    და უმეტესმა მიპასუხა "ღიპი" ან "მრგვალი"
  • 3:50 - 3:53
    და "საყვარელი".
  • 3:53 - 3:55
    ეს ძალიანაც არ გამკვირვებია.
  • 3:55 - 3:58
    კიდევ რას ვეძახით საყვარელს?
  • 3:58 - 4:00
    ბავშვებს, ლეკვებს, კნუტებს,
  • 4:00 - 4:02
    მოხუცებს, არა?
  • 4:02 - 4:04
    (სიცილი)
  • 4:05 - 4:08
    როდესაც ზრდასრულ ადამიანს
    საყვარელს ვეძახით,
  • 4:08 - 4:10
    ჩვენ ვართმევთ მას ინტელექტის
  • 4:10 - 4:12
    და პიროვნული სირთულის დიდ ნაწილს.
  • 4:12 - 4:15
    ჩვენ ისინი ბავშვის დონემდე დაგვყავს.
  • 4:16 - 4:17
    ასევე ჰეტეროსექსუალ კაცებს ვკითხე,
  • 4:17 - 4:20
    წარმოედგინათ რომ მათი
    პარტნიორი ქალი ორსულადაა.
  • 4:20 - 4:23
    შემდეგ ქალებს ვთხოვეთ წარმოედგინათ,
    რომ ორსულად არიან.
  • 4:23 - 4:26
    შემდეგ კი, ეთქვათ პირველი სიტყვები,
    რაც თავში მოუვიდოდათ,
  • 4:26 - 4:29
    როდესაც სქესობრივ აქტს წარმოიდგენენ.
  • 4:29 - 4:32
    უმეტესი პასუხი ნეგატიური იყო.
  • 4:32 - 4:34
    "საზიზღრობა"
  • 4:34 - 4:35
    "უხერხული"
  • 4:35 - 4:38
    "არა სექსუალური"; " უცნაური"
  • 4:38 - 4:39
    "არაკომფორტული"
  • 4:39 - 4:41
    "როგორ?"
  • 4:41 - 4:43
    (სიცილი)
  • 4:43 - 4:46
    "პრობლემად არ ღირს"; "გარისკვად არ ღირს"
  • 4:46 - 4:50
    ბოლომ განსაკუთრებით დამაფიქრა.
  • 4:50 - 4:54
    შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ორსულ
    ქალებსა და დედებს სექსუალურობას ვაშორებთ,
  • 4:54 - 4:59
    მათ სექსუალურ ობიექივაციასაც ვაცილებთ
  • 4:59 - 5:02
    და ისინი ნაკლებ სექსიზმს განიცდიან, არა?
  • 5:02 - 5:04
    მთლად ასე არაა.
  • 5:04 - 5:07
    ამის ნაცვლად სხვა ტიპის
    ობიექივაციას აქვს ადგილი.
  • 5:08 - 5:10
    ერთხელ, როცა სხვებისთვის
    ამის ახსნას ვცდილობდი,
  • 5:10 - 5:14
    ვილენდორფის ვენერამდე მივედი,
    პალეოლითის ფიგურამდე,
  • 5:14 - 5:19
    რომელსაც მეცნიერები სიყვარულისა
    და სილამაზის ქალღმერთად მიიჩნევდნენ,
  • 5:19 - 5:21
    რის გამოც ვენერა დაერქვა.
  • 5:21 - 5:23
    თუმცა, თეორია მოგვიანებით გადაიხედა,
  • 5:23 - 5:26
    როდესაც მეცნიერებმა შეამჩნიეს,
    რომ მოქანდაკე აშკარად
  • 5:26 - 5:30
    რეპროდუქციულ თვისბებეზე
    ამახვილებდა ყურადღებას:
  • 5:30 - 5:33
    დიდი მკერდი, იდეალურად მიიჩნეოდა
    მეძუძურებისთვის;
  • 5:33 - 5:36
    მრგვალი მუცელი, სავარაოდოდ ორსულობის გამო;
  • 5:36 - 5:40
    წითელი საღებავის ნარჩენები მენსტრუაციაზე,
    ან მშობიარობაზე მიუთითებდა.
  • 5:41 - 5:44
    მათ ასევე ივარაუდეს, რომ ის
    ხელში ასაყვანად ან დასაწოლად იყო შექმნილი,
  • 5:44 - 5:48
    რადგან მომცრო ტერფების გამო,
    ის ფეხზე ვერ დადგებოდა.
  • 5:49 - 5:50
    მას ასევე არ ჰქონდა სახე.
  • 5:51 - 5:55
    ამ მიზეზის გამო მიიჩნიეს,
    რომ ნაყოფიერების სიმბოლო იყო
  • 5:55 - 5:58
    და არა პიროვნების გამოხატულება.
  • 5:58 - 5:59
    ის იყო ობიექტი.
  • 6:00 - 6:01
    მისი ინტერპრეტაციის ისტორიაში,
  • 6:02 - 6:05
    ის იდეალური სილამაზისა
    და სიყვარულის ობიექტიდან,
  • 6:05 - 6:07
    რეპროდუქციის ობიექტად გადაიქცა.
  • 6:07 - 6:10
    ვფიქრობ, ეს გადაქცევა,
    იმ მეცნიერებზე უფრო მეტს ამბობს,
  • 6:10 - 6:14
    რომლებმაც მის დანიშნულებას
    ინტერპრეტაცია გაუკეთეს,
  • 6:14 - 6:18
    ვიდრე თავად ფიგურის ნამდვილ დანიშნულებაზე.
  • 6:18 - 6:20
    როდესაც ქალი ორსულდება,
  • 6:20 - 6:24
    ის კაცის სექსუალური სურვილის
    სამეფოს ტოვებს
  • 6:24 - 6:29
    და გადაინაცვლებს რეპროდუქციულ
    და ბავშვის აღმზრდელის როლში.
  • 6:29 - 6:33
    ამ დროს, ის საზოგადოების საკუთრება ხდება
  • 6:33 - 6:38
    და მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად,
    მხოლოდ იმიტომ რომ ის ორსულადაა.
  • 6:38 - 6:41
    ამას ვილენდორფის ეფექტს ვეძახი
  • 6:41 - 6:45
    და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამის გაძლიერებას
    მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ვხედავთ.
  • 6:45 - 6:48
    ვინმე თქვენგანი შესამჩნევად ორსული ყოფილა?
  • 6:48 - 6:49
    (სიცილი)
  • 6:49 - 6:51
    კარგი, ბევრი თქვენგანი, არა?
  • 6:51 - 6:55
    რამდენ თქვენგანს შეგხებიათ
    უცნობი მუცელზე ორსულობისას,
  • 6:55 - 6:57
    შეიძლება კითხვის გარეშეც კი?
  • 6:57 - 7:01
    ან რამდენს მოგისმენიათ რჩევები იმაზე,
    თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი არა,
  • 7:01 - 7:04
    ვიღაცისგან, ვინც თქვენი არც ექიმია
    და არც სამდიცინო კონსულტანტი?
  • 7:04 - 7:08
    ან პირადული კითხვები დაუსვამს
    თქვენი მშობიარობის გეგმების შესახებ?
  • 7:08 - 7:11
    და შემდეგ აუხსნია რატომაა
    ყველა ეს არჩევანი არასწორი?
  • 7:12 - 7:13
    დიახ, ჩემთვისაც.
  • 7:13 - 7:17
    ან რამდენისთვის უთქვამთ
    ღვინით მომსახურებაზე უარი?
  • 7:17 - 7:20
    ამან შეიძლება შეგაფიქრიანოთ,
    მაგრამ მომისმინეთ.
  • 7:20 - 7:22
    ეს უდიდესი საიდუმლოა.
  • 7:22 - 7:26
    სინამდვილეში ორსულობისას
    ზომიერად დალევა უსაფრთხოა.
  • 7:27 - 7:28
    ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის,
  • 7:28 - 7:32
    რადგან ექიმები არ ანდობენ
    ორსულ ქალებს ამ საიდუმლოს.
  • 7:32 - 7:34
    (სიცილი)
  • 7:37 - 7:42
    განსაკუთრებით კი, თუ ის ნაკლებად
    განათლებული, ან ფერადკანიანია.
  • 7:42 - 7:43
    ეს გვაჩვენებს,
  • 7:43 - 7:48
    რომ ვილენდორფის ეფექტი,
    ასევე კლასისტური და რასისტულია.
  • 7:48 - 7:52
    ეს ხდება, როდესაც მთავრობა ქალებს
  • 7:52 - 7:56
    ყოველ ახალი აბროტის საწინააღმდეგო
    კანონპროექტით შეახსენებს,
  • 7:56 - 7:59
    რომ მისი საშვილოსნო,
    მისი საკუთრება არ არის;
  • 7:59 - 8:01
    ან როდესაც მეან-გინეკოლოგი ეუბნება,
  • 8:01 - 8:03
    "მართალია, ორსულობისას სექსი უსაფრთხოა,
  • 8:04 - 8:05
    მაგრამ ზოგჯერ არავინ იცის,
  • 8:05 - 8:07
    უკეთესია უსაფრთხოდ იყოთ,
    ვიდრე ინანოთ, არა?"
  • 8:07 - 8:12
    მას ურღვევენ
    მისი საკუთარი სხეულის ავტონომიას
  • 8:12 - 8:14
    "კარგი დედობის" არგუმენტით.
  • 8:14 - 8:17
    ჩვენ მას გადაწყვეტილების
    მიღებას არ ვანდობთ.
  • 8:17 - 8:20
    გაიხსენეთ, ის საყვარელია.
  • 8:22 - 8:24
    როდესაც ქალებს ვეუბნებით,
  • 8:24 - 8:27
    რომ სექსუალური სიამოვნება... უკაცრავად.
  • 8:27 - 8:32
    როდესაც ქალებს ვეუბნებით,
    რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს,
  • 8:32 - 8:36
    სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი
    სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი.
  • 8:36 - 8:39
    ანუ ფაქტიურად ვეუბნებით,
    რომ ის თავად უმნიშვნელოა.
  • 8:40 - 8:42
    მიუხედავად იმისა,
    რომ მისი ნაყოფის საჭიროებები
  • 8:42 - 8:45
    არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნილებებს.
  • 8:45 - 8:47
    ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს,
  • 8:47 - 8:50
    როგორიცაა ამერიკული
    მეან-გინეკოლოგების კოლეჯი,
  • 8:50 - 8:55
    აქვთ შესაძლებლობა გაანათლონ ხალხი
    უსაფრთხო სექსის შესახებ ორსლობისას.
  • 8:55 - 8:57
    მაშ, რას ამბობენ ექსპერტები?
  • 8:57 - 9:00
    ამ კოლეჯს ოფიციალური განცხადება
  • 9:00 - 9:04
    უსაფრთხო სექსის შესახებ
    ურსულობისას არ გაუკეთებია.
  • 9:04 - 9:07
    მეიოს კლინიკის რჩევა ზოგადად დადებითია,
  • 9:07 - 9:09
    მაგრამ თან ახლავს გაფრთხილება:
  • 9:09 - 9:13
    "თუმცა, ქალთა უმეტესობისთვის
    ორსულობისას სექსი უსაფრთხოა,
  • 9:13 - 9:15
    ზოგჯერ უკეთესია ფრთხილად იყოთ".
  • 9:15 - 9:18
    ზოგ ქალს ორსულობისას სექსი არ უნდა
  • 9:18 - 9:19
    და ეს ნორმალურია.
  • 9:19 - 9:22
    ზოგ ქალს უნდა სექსი ორსულობისას
  • 9:22 - 9:23
    და ესეც ნორმალურია.
  • 9:23 - 9:26
    ის რაც უნდა შეწყდეს,
    არის საზოგადოების რჩევები იმაზე,
  • 9:26 - 9:29
    თუ რა შეუძლიათ,
    ან არ შეუძლიათ უქნან მათ საკუთარ სხეულს.
  • 9:29 - 9:34
    (აპლოდისმენტები)
  • 9:36 - 9:41
    ორსული ქალი უსახო, იდენტობას მოკლებული
    რეპროდუქციული სისხლძარღვები არ არის,
  • 9:41 - 9:44
    რომელსაც საკუთარ, ორ ფეხზე
    დგომა არ შეუძლია.
  • 9:44 - 9:47
    თუმცა, სინამდვილეში, ყველა ქალს ვეუბნებით,
  • 9:47 - 9:51
    რომ მათი სექსუალური სიამოვნება
    არაა მნიშვნელოვანი.
  • 9:51 - 9:54
    ჩვენ არც კი ვაღიარებთ
    ისეთი ქალების არსებობას,
  • 9:54 - 9:57
    რომლებსაც სექსი ქალებთან აქვთ,
    ან რომლებსაც არ უნდათ ბავშვების ყოლა.
  • 9:57 - 9:59
    "ოჰ, ეს უბრალოდ ეტაპია...
  • 9:59 - 10:02
    მას უბრალოდ შესაფერისი კაცი სჭირდება".
  • 10:02 - 10:04
    ყოველ ჯერზე, როდესაც ქალს
  • 10:05 - 10:06
    სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის აქვს,
  • 10:07 - 10:08
    ეს რევოლუციაა.
  • 10:08 - 10:10
    ეს ქალი რევოლუციონერია.
  • 10:10 - 10:13
    ის საზოგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება
  • 10:13 - 10:16
    რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ
    კაცების სიამოვნებისთვის,
  • 10:16 - 10:18
    ან რეპროდუქციისთვის არსებობს.
  • 10:18 - 10:21
    ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ
    მოთხოვნილებებს
  • 10:21 - 10:24
    ანიჭებს უპირატესობას, საშიშია,
  • 10:24 - 10:27
    რადგან ის ამით
    საკუთარ თავს ანიჭებს უპირატესობას.
  • 10:28 - 10:31
    (აპლოდისმენტები)
  • 10:31 - 10:36
    ეს ქალი მოითხოვს,
    რომ მას მოექცნენ, როგორც თანასწორს.
  • 10:36 - 10:37
    ეს ქალი მოითხოვს,
  • 10:37 - 10:41
    რომ ძალაუფლების მაგიდასთან ადგილი მისცენ
  • 10:41 - 10:43
    და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს,
  • 10:43 - 10:45
    რადგან მისთვის ადგილის მიცემა,
  • 10:46 - 10:51
    ჩვენი ზედმეტი ადგილის დათმობას ნიშნავს.
  • 10:51 - 10:53
    (აპლოდისმენტები)
  • 10:56 - 10:59
    თქვენთვის უკანასკნელი საიდუმლო მაქვს.
  • 10:59 - 11:01
    ორი ბიჭის დედა ვარ.
  • 11:01 - 11:03
    და თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ.
  • 11:03 - 11:08
    მიუხედავად იმისა,
    რომ ჩემს ბიჭებს ჩემგან სულ ესმით,
  • 11:08 - 11:12
    რომ მნიშვნელოვანია კაცებმა
    ქალები თანასწორად აღიქვან
  • 11:12 - 11:14
    და ისინი მამის ქცევაშიც
    ამის მაგალითს ხედავენ,
  • 11:14 - 11:18
    საჭიროა გარემომაც გააძლიეროს ის,
    რაც ჩვენ სახლში ხდება.
  • 11:19 - 11:22
    ეს ქალის, ან კაცის პრობლემა არ არის,
  • 11:22 - 11:23
    ეს ყველას პრობლემაა.
  • 11:24 - 11:28
    და ყველა ჩვენს როლს ვასრულებთ
    უთანასწორო სისტემის დანგრევაში.
  • 11:29 - 11:32
    დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ
    ქალისთვის იმის თქმა,
  • 11:32 - 11:34
    თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან
    საკუთარ სხეულს.
  • 11:34 - 11:37
    (აპლოდისმენტები)
  • 11:38 - 11:42
    ამაში შედის ის, რომ არ მოვექცეთ ორსულ
    ქალს, როგორც საზოგადოების საკუთრებას.
  • 11:42 - 11:46
    თუ მას არ იცნობთ,
    არც კი სთხოვოთ მუცელზე შეხება.
  • 11:46 - 11:48
    თუ თქვენ არ იზამთ, არც სხვა იზამს.
  • 11:48 - 11:50
    არ უთხრათ რისი ჭამა შეუძლია,
    ან არ შეუძლია.
  • 11:50 - 11:53
    არ ჰკითხოთ მისი პირადი
    სამედიცინო გადაწყვეტილებების შესახებ.
  • 11:53 - 11:57
    ასევე თუნდაც თქვენ პირადად
    აბროტის მოწინააღმდეგე იყოთ,
  • 11:57 - 12:01
    მაინც შეგიძლიათ იბრძოლოთ
    ქალების არჩევანის უფლებისთვის.
  • 12:01 - 12:05
    როდესაც საქმე ქალების თანასწორობას ეხება,
    ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
  • 12:05 - 12:07
    თუ თქვენ სექსი გაქვთ ქალთან,
  • 12:07 - 12:09
    უპირატებობა მიანიჭეთ მის სიამოვნებას.
  • 12:09 - 12:12
    თუ არ იცით როგორ, ჰკითხეთ.
  • 12:12 - 12:14
    თუ გყავთ შვილები...
  • 12:14 - 12:16
    (სიცილი)
  • 12:16 - 12:19
    რაც შეიძლება ადრე ესაუბრეთ სექსის შესახებ,
  • 12:19 - 12:24
    რადგან ბავშვები უკვე ლექსიკონებში
    აღარ ეძებენ სიტყვა "სექსს",
  • 12:24 - 12:26
    არამედ ინტერნეტში.
  • 12:26 - 12:29
    და როდესაც სექსის შესახებ ესაუბრებით,
  • 12:29 - 12:32
    მხოლოდ რეპროდუქციაზე
    არ გაამახვილოთ ყურადღება.
  • 12:32 - 12:34
    ადამიანებს სექსი
    ბევრი სხვადასხვა მიზნით აქვთ.
  • 12:34 - 12:35
    ზოგს იმიტომ რომ შვილი უნდა,
  • 12:35 - 12:38
    მაგრამ უმეტეს ჩვენგანს სექსი
    სიამოვნების გამო აქვს.
  • 12:38 - 12:40
    აღიარეთ.
  • 12:41 - 12:43
    და მიუხედავად იმისა ბავშვები გყავთ თუ არა,
  • 12:43 - 12:46
    მხარი დაუჭირეთ ღრმა სექსუალურ განათლებას,
  • 12:46 - 12:48
    რომელიც არ არცხვენს ჩვენს მოზარდებს.
  • 12:48 - 12:50
    (აპლოდისმენტები)
  • 12:56 - 12:59
    არაფერი პოზიტიური არ მოაქვს
    მოზარდების შერცხვენას,
  • 12:59 - 13:02
    მათი სექსუალური სურვილების
    და ქცევების გამო,
  • 13:02 - 13:06
    გარდა ორსულობისა და სექსუალური გზით
    გადამდები დაავდებების.
  • 13:07 - 13:10
    ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა,
  • 13:10 - 13:13
    რომ უთანასწორო სტრუქტურა შევცვალოთ.
  • 13:13 - 13:17
    ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით,
    რომ ამისთვის გარჯა ნამდვილად ღირს.
  • 13:17 - 13:18
    მადლობა.
  • 13:18 - 13:25
    (აპლოდისმენტები)
Title:
ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით
Speaker:
სოფია ჯავედ-უესელი
Description:

"როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი სექსუალური სიამოვნება მნიშვნელოვანი არ არის... რომ ქალი ფაქტიურად არაა მნიშვნელოვანი" - ამბობს სექსის მკლევარი სოფია ჯავედ-უესელი. ამ თვალის ამხილველ საუბარში, ჯავედ-უესელი ამსხვრევს ჩვენს შეხედულებებს ორსულობისა და სიამოვნების შესახებ. ის გვაჩვენებს ქალებს, სექსსა და ძალაუფლების სისტემებს შორის დამოკიდებულებას.

more » « less
Video Language:
English
Team:
TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:56

Georgian subtitles

Revisions