Return to Video

ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული

  • 0:02 - 0:08
    ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული
  • 0:08 - 0:13
    გამარჯობა, მე ვარ ჯენი მარტინი, Symentec-ის
    კიბერუსაფრთხოების გამოძიების დირექტორი.
  • 0:13 - 0:17
    დღეს კიბერ დანაშაული უზარმაზარ
    პრობლემებს უქმნის საზოგადოებას
  • 0:17 - 0:22
    პერსინალური, ფინანსური და ეროვნული
    უსაფრთხოების კუთხითაც კი.
  • 0:22 - 0:27
    მხოლოდ გასულ წლებში ასეულობით
    მილიონი საკრედიტო ბარათის ნომერი მოიპარეს,
  • 0:27 - 0:32
    ათეულობით მილიონი სოციალური უსაფრთხოების
    ნომრები და ჯანმრთელობის ჩანაწერები,
  • 0:32 - 0:35
    ბირთვული ცენტრიფუგებიც კი დაჰაკეს
  • 0:35 - 0:42
    და საჰაერო დრონები გაიტაცეს. ეს ყველაფერი
    კეთდება პროგრამის სისუსტეებით მანიპულირებით
  • 0:42 - 0:51
    ან, უფრო ხშირად, ადამიანების გაუმიზნავი
    გადაწყვეტილებების ბოროტად გამოყენებით.
  • 0:51 - 0:56
    ადამიანი, რომლებიც ამ კიბერ დანაშაულს
    ჩადის, შეიძლება იყოს ნებისმიერი,
  • 0:56 - 0:59
    დაწყებული საერთოშორისო ტერორისტით
    და დამთავრებული თინეიჯერით,
  • 0:59 - 1:02
    რომელიც სხვებს ეჯიბრება
    კანონების დარღვევაში
  • 1:02 - 1:06
    დღესდღეობით, უდიდეს ქვეყნებს ჰყავთ
    არა მხოლოდ რეგულარული არმია,
  • 1:06 - 1:09
    არამედ კარგად შეიარაღებული კიბერ არმია.
  • 1:09 - 1:12
    უფრო მეტიც, შემდეგი მსოფლიო ომი შეიძლება,
    საერთოდაც არ წარიმართოს ტრადიციული იარაღით
  • 1:12 - 1:16
    არამედ კომპიუტერებით, რომლებიც შეზღუდავენ
    წყლის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით,
  • 1:16 - 1:21
    გათიშავენ ელექტრომომარაგების ქსელს
    და ტრანსპორტირების სისტემებს.
  • 1:21 - 1:25
    გამარჯობა, მე ვარ პარისა და ვარ
    გუგლის უსაფრთხოების პრინცესა.
  • 1:25 - 1:29
    მიმუშავია ძალიან ბევრ სხვადასხვა
    პროდუქტზე და მიცდია სხვადასხვა გზა,
  • 1:29 - 1:33
    როგორ გამეხადა პროგრამები
    რაც შეიძლება უსაფრთხო.
  • 1:33 - 1:37
    მოდით, ვნახოთ, როგორ
    მუშაობს კიბერ დანაშაული.
  • 1:37 - 1:42
    ვისწავლით პროგრამული ვირუსების შესახებ,
    სერვისის უარყოფის შეტევებს და ფიშინგებს.
  • 1:42 - 1:46
    ბიოლოგიასა და ცხოვრებაში, ვირუსი
    არის ორგანიზმი, რომელიც
  • 1:46 - 1:49
    ვრცელდება ხველებით, ცემინებით
    ან ფიზიკური კონტაქტით.
  • 1:49 - 1:51
    ვირუსები უჯრედების
    დაინფიცირებით ცოცხლობენ.
  • 1:51 - 1:55
    ისინი საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას უშვებენ
    უჯრედში და იყენებებ მას რეპლიკაციისთვის.
  • 1:55 - 1:59
    ვირუსმა შეიძლება ძალიან ცუდად გახადოს
    ადამიანი და გადაედოს სხვებსაც.
  • 1:59 - 2:02
    კომპიუტერული ვირუსი
    დაახლოებით ასევე მოქმედებს.
  • 2:02 - 2:07
    ვირუსი არის პროგრამა, რომელიც
    ინსტალირდება, უმეტესად, გაუმიზნავად,
  • 2:07 - 2:10
    და ზიანს აყენებს
    მომხმარებელსა და მის კომპიუტერს.
  • 2:10 - 2:15
    შესაძლებელია, ვირუსი
    გავრცელდეს სხვა კომპიუტერებზეც.
  • 2:15 - 2:18
    მაგრამ როგორ ხვდება
    ვირუსი თქვენს კომპიუტერში?
  • 2:18 - 2:21
    თავდამსხმელს რამდენიმე გზით შეუძლია
    ვიღაცის კომპიუტერის დაინფეცირება.
  • 2:21 - 2:26
    მან მოტყუებით უნდა დააინსტალირებინოს მსხვერპლს
    პროგრამა, მისი დანიშნულების მოტყუებით,
  • 2:26 - 2:31
    მაგალითად, უამრავი ვირუსი შენიღბულია,
    როგორც თავდაცვის განახლება.
  • 2:31 - 2:35
    ისიც შესაძლოა, რომ თვენი კომპიუტერის
    პროგრამულ უზრუნველყოფაში იყოს სუსტი წერტილები
  • 2:35 - 2:39
    და მათ გამოყენებით, თავდამსხმელი ნებართვის
    გარეშე შეძლებს პროგრამის დაინსტალირებას.
  • 2:39 - 2:44
    როცა ვირუსი უკვე კომპიუტერშია, მას შეუძლია,
    მოიპაროს ან წაშალოს ნებისმიერი ფაილი,
  • 2:44 - 2:51
    გააკონტროლოს პროგრამები ან უფლება მისცეს
    ვინმეს, დისტანციურად მართოს თქვენი კომპიუტერი.
  • 2:51 - 2:54
    კომპიუტერული ვირუსების გამოყენებით,
    ჰაკერებს შეუძლიათ,
  • 2:54 - 2:57
    დააინფეცირონ მილიონობით
    კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო
  • 2:57 - 2:59
    და შემდეგ გამოიყენონ ისინი,
    როგორც ციფრული არმია,
  • 2:59 - 3:03
    ანუ ბოტნეტი, ვებ-გვერდებზე
    თავდასასხმელად და გასათიშად.
  • 3:03 - 3:07
    ასეთ თავდასხმებს ჰქვია
    მომსახურების განაწილებული უარყოფა.
  • 3:07 - 3:09
    მომსახურების უარყოფა
    ხდება მაშინ, როცა ჰაკერები
  • 3:09 - 3:11
    გადატვირთავენ ვებ-გვერდებს
    ძალიან ბევრი მოთხოვნით.
  • 3:11 - 3:14
    ამას ვეძახით მომსახურების
    განაწილებულ უარყოფას,
  • 3:14 - 3:18
    როცა შეტევა მოდის ერთდოულად
    ბევრი კომპიუტერიდან.
  • 3:18 - 3:22
    ვებ-გვერდების უმეტესობა მზადაა, უპასუხოს
    დღეში მილიონობით მოთხოვნას, მაგრამ
  • 3:22 - 3:24
    თუ ისინი მიიღებენ მილიარდობით
    ან ტრილიონობით მოთხოვნას,
  • 3:24 - 3:26
    რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან მოდის,
  • 3:26 - 3:31
    კომპიუტერები გადაიტვირთება და
    შეწყვეტს მოთხოვნებზე პასუხს.
  • 3:31 - 3:35
    კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული
    კიდევ ერთი ხერხია სპამ მეილების გაგზავნა
  • 3:35 - 3:39
    და ხალხის მოტყუება სენსიტიური პირადი
    ინფორმაციის მოპარვის მიზნით.
  • 3:39 - 3:42
    ამას ჰქვია ფიშინგური თაღლითობა.
  • 3:42 - 3:46
    ფიშინგი არის, როცა იღებთ, ერთი
    შეხედვით, სანდო ელექტორნულ მეილს,
  • 3:46 - 3:49
    რომელშიც გთხოვენ,
    შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე,
  • 3:49 - 3:52
    მაგრამ მეილზე დაჭერით
    ყალბ ვებ-გვერდზე გადაყავხართ.
  • 3:52 - 3:56
    თუ ამ ვეგვერდიდან შეხვალთ თქვენს
    ანგარიშზე, თქვენი პაროლი მოპარულია.
  • 3:56 - 3:59
    ჰაკერებს შეუძლიათ თქვენს
    ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია
  • 3:59 - 4:01
    გამოიყენონ თქვენს
    რეალურ ანგარიშზე შესასვლელად,
  • 4:01 - 4:05
    და ამის შემდეგ შეუძლიათ,
    მოიპარონ ინფორმაცია ან ფულიც კი.
  • 4:05 - 4:09
    საბედნიეროდ, არსსებობს უამრავი კომპანია,
    კანონი და სამთავრობო ორგანიზაცია,
  • 4:09 - 4:11
    რომელიც მუშაობს იმაზე, რომ
    ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახადოს.
  • 4:11 - 4:15
    მაგრამ ეს მცდელობები არ არის საკმარისი.
  • 4:15 - 4:17
    შეიძლება ფიქრობდეთ, რომ როცა
    კომპიუტერული სისტემა დაიჰაკა,
  • 4:17 - 4:21
    პრობლემა მის თავდაცვის
    მექანიზმში ან პროგრამაში იყო.
  • 4:21 - 4:25
    მაგრამ სისტემის გატეხვის 90% არ
    არის თავდაცვაში არსებული ბაგის გამო,
  • 4:25 - 4:31
    არამედ მიზეზი არის
    ადამიანის მარტივი შეცდომა.
  • 4:31 - 4:35
    როგორც აღმოჩნდა, რაღაც ნაბიჯების გადაგმით
    ყველას შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი.
  • 4:35 - 4:39
    ხშირად, თქვენი ქმედება არა მხოლოდ თქვენი
    ინფორმაციისა და კომპიუტერის უსაფრთხოებაზე მოქმედებს,
  • 4:39 - 4:43
    არამედ ყველას უსაფრთხოებაზე თქვენს
    სკოლაში, სამსახურში, სახლში.
  • 4:43 - 4:46
    რადგანაც სასწორზე მილიონობით
    და ტრილიონობით დოლარი დევს,
  • 4:46 - 4:52
    კიბერ კრიმინალები ყოველ წელს უფრო ჭკვიანები
    ხდებიან, ჩვენ კი მათ არ უნდა ჩამოვრჩეთ.
Title:
ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული
Description:

პერისა ტაბრიზი Google-იდან, ჯენი მარტინი Semantec-იდან გვაცნობენ კიბერ დანაშაულის ყველაზე გავრცელებულ სახეებს, მათ შორის ვირუსებს, ვირუსულ პროგრამებს, DDOS შეტევებს და ფიშინგს. უყურეთ 4:40-მდე, რათა ნახოთ ოთხი გზა კომპიუტერის გატეხვის თავიდან ასაცილებლად.

more » « less
Video Language:
English
Duration:
05:02

Georgian subtitles

Revisions Compare revisions