YouTube

Got a YouTube account?

New: enable viewer-created translations and captions on your YouTube channel!

Georgian subtitles

← კოდის ერთი საათი - მარკ ცუკერბერგი ხსნის ციკლების გამეორებას

Get Embed Code
20 Languages

Showing Revision 3 created 09/27/2015 by Nina Nutsubidze.

  1. კომპიუტერებს რამე თუ გამოსდით კარგად,
    ესაა ბრძანებების გამეორება.
  2. ადამიანს ძალიან ბეზრდება ერთი და იმავე
    რაღაცის ბევრჯერ გამეორება სტრიქონში.
  3. კომპიუტერს კი შეუძლია ეს
    მილიონჯერ, მილიარდჯერ გაიმეოროს,
  4. თან ისე რომ, ეს საქმე მომაბეზრებელი არ იყოს
    და უშეცდომოდაც კეთდებოდეს.
  5. მაგალითად, თუ მე მენდომებოდა Facebook-ზე
  6. ყველასთვის მესურვებინა ბედნიერი
    დაბადების დღე წერილების დაგზავნით,
  7. ამას, სავარაუდოდ, საუკუნეზე მეტი
    დასჭირდებოდა.
  8. მაგრამ, კოდის რამდენიმე ხაზის
    დაწერით, მე შემიძლია შევქმნა სისტემა,

  9. რომელიც Facebook-ზე ყველას უსურვებს
    ბედნიერ დაბადების დღეს სწრაფად.
  10. სწორედ ეს არის ციკლები და ასე შეგვიძლია
    მათი გამოყენება.
  11. ამის კეთება კომპიუტერებს
    ძალიან კარგად შეუძლიათ.
  12. ამ მაგალითში, თქვენი მიზანი ჩიტის
  13. გოჭთან მიახლოებაა. ჩვენ ამის გაკეთება
    მარტივად, "გამეორების" ბლოკის
  14. გამოყენებით შეგვიძლია.
    მეორე გზაც არსებობს,
  15. შეგვიძლია კომპიუტერს ხუთჯერ მივცეთ
    "წინ გადაადგილების" ბრძანება,
  16. და თითო ბრძანებით თითო ნაბიჯი
    გადავადგმევინოთ ჩიტს გოჭისკენ.
  17. ან, თქვენ შეგვიძლიათ უთხრათ
    "წინ გადაადგილდეს" ერთხელ
  18. და შემდეგ ამის ხუთჯერ "გამეორება"
    უბრძანოთ.

  19. ამის გასაკეთებლად, თქვენ "წინ გადაადგილების"
    ბრძანებას
  20. სვამთ "გამეორების" ბლოკში.
  21. შემდეგ, შეგიძლიათ დააკლიკოთ და უთხრათ
    რამდენჯერ გსურთ ბლოკის გამეორება,
  22. ანუ, რამდენი ნაბიჯი გსურთ
    გადადგას ჩიტმა.
  23. თქვენ რამდენიც გსურთ, იმდენი ბრძანების
    ჩასმა შეგიძლიათ "გამეორების" ბლოკში.
  24. ამ მაგალითში, თქვენ ეუბნებით გადაადგილდეს
    წინ და მარცხნივ მოუხვიოს,
  25. რასაც ის ხუთჯერ გააკეთებს.
    აბა თქვენ იცით, იხალისეთ! :))