Return to Video

ფრანს დე ვაალ: ცხოველების მორალური ქცევა.

  • 0:00 - 0:02
    დავიბადე დენ ბოსხში
  • 0:02 - 0:05
    ადგილი რომლის სახელსაც ატარებდა მხატვარი ჰიერონიმუს ბოსხი.
  • 0:05 - 0:07
    ამიტომ მე ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს მხატვარი
  • 0:07 - 0:10
    რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-15 საუკუნეში.
  • 0:10 - 0:12
    ყველაზე საინტერესო, რაც მას აკავშირებს მორალთან
  • 0:12 - 0:15
    არის ის, რომ ის ცხოვრობდა დროში როდესაც რელიგიის გავლენა თანდათან სუსტდებოდა.
  • 0:15 - 0:17
    და მას აინტერსებდა, მე ვფიქრობ,
  • 0:17 - 0:19
    რა მოელოდა საზოგადოებას
  • 0:19 - 0:22
    რელიგიის გარეშე, ან ნაკლებ რელიგიურობის შემთხვევაში.
  • 0:22 - 0:25
    ამიტომ მან დახატა მისი ცნობილი ნახატი "ტკბობის ბაღი,"
  • 0:25 - 0:27
    რომელიც ზოგმა აღიქვა
  • 0:27 - 0:29
    როგორც კაცობრიობა მის მორალურ დაცემამდე,
  • 0:29 - 0:32
    ზოგმა კიდევ როგორც კაცობრიობა ყოველგვარი მორალური დაცემის გარეშე.
  • 0:32 - 0:34
    ამიტომ ის გაიძულებს იფიქრო იმაზე,
  • 0:34 - 0:37
    თუ რა მოხდებოდა რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვეგემა ცოდნის ნაყოფი,
  • 0:37 - 0:40
    და როგორი მორალი გვექნებოდა?
  • 0:40 - 0:42
    ბევრად უფრო გვიან, როგორც სტუდენტი,
  • 0:42 - 0:44
    მე წავედი სულ სხვა ბაღში,
  • 0:44 - 0:47
    ზოოლოგიურ ბაღში, არნემში
  • 0:47 - 0:49
    სადაც ჩვენ გვყავს შიმპანზეები.
  • 0:49 - 0:51
    ეს მე ვარ ახალგაზრდა პატარა შიმპანზესთან ერთად.
  • 0:51 - 0:54
    (სიცილი)
  • 0:54 - 0:56
    და იქ მე აღმოვაჩინე,
  • 0:56 - 0:59
    რომ შიმპანზეები არიან ძალაუფლების მოყვარულნი ძალიან და ამასთან დაკავშირებით დავწერე წიგნი.
  • 0:59 - 1:02
    იმ დროისათვის ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აქცენტი კეთდებოდა
  • 1:02 - 1:04
    აგრესიაზე და კონკურენციაზე.
  • 1:04 - 1:06
    ჩემი წარმოდგენა მთლიანად ცხოველთა სამყაროზე,
  • 1:06 - 1:08
    და მასთან ერთად ადამიანებზე,
  • 1:08 - 1:10
    იყო ის, რომ სადღაც სიღრმეში ჩვენ ვართ მეტოქეები,
  • 1:10 - 1:12
    ჩვენ ვართ აგრესიულები,
  • 1:12 - 1:15
    ჩვენ ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ პირადი სარგებლის ნახვის მიზნით.
  • 1:15 - 1:17
    ეს არის, როდესაც გამოვიდა ჩემი წიგნი.
  • 1:17 - 1:19
    ზუსტად ვერ გეტყვით რამდენად კარგად წაიკითხეს შიმპანზეებმა ის,
  • 1:19 - 1:22
    მაგრამ ისინი ნამდვილად ჩანდნენ წიგნით დაინტერესებულნი.
  • 1:24 - 1:26
    იმ დროს,
  • 1:26 - 1:28
    როდესაც ვმუშაობდი ძალაუფლებასა და გავლენაზე,
  • 1:28 - 1:30
    აგრესიაზე და ა.შ.,
  • 1:30 - 1:33
    აღმოვაჩინე, რომ შიმპანზეები ჩხუბის შემდეგ რიგდებიან.
  • 1:33 - 1:36
    თქვენ ახლა ხედავთ ორ მამრ შიმპანზეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იჩხუბეს.
  • 1:36 - 1:39
    ბოლოს, ისინი ავიდნენ ხეზე, სადაც ერთ-ერთი მათგანი მეორეს უწვდის ხელს.
  • 1:39 - 1:42
    სურათის გადაღებიდან დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს
  • 1:42 - 1:44
    და მათ აკოცეს და მოეხვივნენ ერთმანეთს.
  • 1:44 - 1:46
    ეს არის ძალიან საინტერესო,
  • 1:46 - 1:49
    რადგან იმ დროს აქცენტი კეთდებოდა კონკურენციაზე და აგრესიაზე,
  • 1:49 - 1:51
    და ეს ყველაფერი გაუგებარი ჩანდა.
  • 1:51 - 1:53
    მთავარი არის მოგება ან წაგება.
  • 1:53 - 1:55
    მაშინ რატომ რიგდებით ჩხუბის შემდეგ?
  • 1:55 - 1:57
    გაუგებარია.
  • 1:57 - 2:00
    ეს არის ის რასაც ჯუჯა შიმპანზეები აკეთებენ. ჯუჯა შიმპანზეები ყველაფერს აკეთებენ სექსის დახმარებით.
  • 2:00 - 2:02
    და შესაბამისად შერიგებითაც სექსის დახმარებით რიგდებიან.
  • 2:02 - 2:04
    მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე.
  • 2:04 - 2:06
    პრინციპი არის ის, რომ თქვენ გაქვთ
  • 2:06 - 2:08
    მნიშვნელოვანი ურთიერთობა
  • 2:08 - 2:10
    რომელიც დაზარალდა კონფლიქტის შედეგად,
  • 2:10 - 2:12
    ხოლო თქვენ ამისთვის რაღაც უნდა გააკეთოთ.
  • 2:12 - 2:14
    შედეგად, მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოველთა სამყაროზე
  • 2:14 - 2:16
    და მასთან ერთად ადამიანებზე,
  • 2:16 - 2:18
    თანდათან შეიცვალა.
  • 2:18 - 2:20
    ჩვენ გვაქვს ეს სურათი
  • 2:20 - 2:22
    პოლიტიკურ მეცნიერებაში, ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში,
  • 2:22 - 2:24
    ფილოსოფიაშიც,
  • 2:24 - 2:26
    რომ კაცი კაცისთვის მგელია.
  • 2:26 - 2:29
    და რომ სადღაც სიღრმეში ჩვენი ბუნება სინამდვილეში ბილწია.
  • 2:29 - 2:32
    მე ვფიქრობ ეს არის ძალიან უსამართლო წარმოდგენა მგელზე
  • 2:32 - 2:34
    მგელი, ბოლოს და ბოლოს არის
  • 2:34 - 2:36
    ცხოველი რომელიც სხვებთან თანამშრომლობს.
  • 2:36 - 2:38
    ამიტომაც არის, რომ ბევრ თქვენგანს სახლში ჰყავს ძაღლი
  • 2:38 - 2:40
    რომელსაც იგივე თვისებები აქვს.
  • 2:40 - 2:42
    და ეს არის უსამართლო ადამიანებთან მიმართებაში,
  • 2:42 - 2:46
    იმიტომ, რომ ადამიანები გაცილებით უფრო თანამგრძნობნი არიან
  • 2:46 - 2:48
    ვიდრე მათზე წარმოუდგენიათ.
  • 2:48 - 2:50
    მე უფრო და უფრო დავინტერესდი ამ საკითხებით
  • 2:50 - 2:52
    და დავიწყე მათი შესწავლა სხვა ცხოველებშიც.
  • 2:52 - 2:54
    ესენი არის მორალის საყრდენები.
  • 2:54 - 2:58
    თუ ვინმეს ჰკითხავთ, "რას ემყარება მორალი?"
  • 2:58 - 3:00
    ეს არის ორი ძირითადი რამ რაც ყოველთვის გამოიკვეთება.
  • 3:00 - 3:02
    ერთი არის ურთიერთმოქმედება,
  • 3:02 - 3:05
    რომელიც ასოცირდება სამართლიანობისა და თანასწორობის გრძნობასთან.
  • 3:05 - 3:07
    და მეორე არის თანაგრძნობა და სიბრალული.
  • 3:07 - 3:10
    ადამიანთა მორალი გაცილებით უფრო მეტია,
  • 3:10 - 3:12
    მაგრამ თუკი მას გამოაცლით ამ საყრდენებს,
  • 3:12 - 3:14
    ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი დარჩება.
  • 3:14 - 3:16
    აქედან გამომდინარე, ისინი არიან არსებითად მნიშვნელოვანი.
  • 3:16 - 3:18
    ნება მომეცით, მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი ამასთან დაკავშირებით.
  • 3:18 - 3:20
    ეს არის იერკის პრიმატების ცენტრის ძველი ვიდეო ჩანაწერი
  • 3:20 - 3:23
    სადაც შიმპანზეებს ასწავლიან თანამშრომლობას.
  • 3:23 - 3:26
    უკვე დაახლოებით ასე წელი გავიდა მას შემდეგ
  • 3:26 - 3:29
    რაც ჩვენ დავიწყეთ ექსპერიმენტების ჩატარება თანამშრომლობაზე.
  • 3:29 - 3:32
    აქ არის ორი ახალგაზრდა შიმპანზე რომელთაც აქვთ ყუთი,
  • 3:32 - 3:35
    და ეს ყუთი არის საკმაოდ მძიმე იმისთვის, რომ ერთმა შიმპანზემ შესძლოს მისი გადაადგილება.
  • 3:35 - 3:37
    და რა თქმა უნდა, ყუთზე არის საკვები.
  • 3:37 - 3:39
    სხვა შემთხვევაში ისინი არ ეცდებოდნენ მის გადაადგილებას.
  • 3:39 - 3:41
    ისინი ეწევიან ყუთს თავიანთკენ.
  • 3:41 - 3:43
    და თქვენ ხედავთ, რომ ისინი მოქმედებენ სინქრონულად.
  • 3:43 - 3:46
    ხედავთ, რომ ისინი მუშაობენ ერთად, ეწევიან ყუთს ერთდროულად.
  • 3:46 - 3:49
    ეს უკვე დიდი წინსვლაა ბევრ ცხოველში
  • 3:49 - 3:51
    რომელი ვერ შესძლებდა ამის გაკეთებას.
  • 3:51 - 3:53
    ახლა თქვენ ნახავთ გაცილებით უფრო საინტერესო სურათს,
  • 3:53 - 3:56
    იმიტომ, რომ ამჯერად ერთ-ერთი შიმპანზე უკვე გამოკვებეს.
  • 3:56 - 3:58
    ამდენად, ორიდან ერთ-ერთი აღარ არის დაინტერსებული
  • 3:58 - 4:01
    დავალების შესრულებით.
  • 4:01 - 4:04
    (სიცილი)
  • 4:08 - 4:13
    (სიცილი)
  • 4:19 - 4:22
    (სიცილი)
  • 4:35 - 4:38
    დააკვირდით რა მოხდება ბოლოს.
  • 4:41 - 4:43
    (სიცილი)
  • 4:52 - 4:54
    მას მიაქვს თითქმის ყველაფერი.
  • 4:54 - 4:57
    (სიცილი)
  • 4:57 - 4:59
    აქ არის ორი საინტერესო რამ.
  • 4:59 - 5:01
    ერთი ის, რომ შიმპანზე რომელიც არის მარჯვნივ
  • 5:01 - 5:03
    სრულად ხვდება, რომ მას სჭირდება პარტნიორი--
  • 5:03 - 5:05
    ის გრძნობს თანამშრომლობის საჭიროებას.
  • 5:05 - 5:08
    მეორე არის ის, რომ მის პარტნიორს სურს იმუშაოს
  • 5:08 - 5:10
    მიუხედავად იმისა, რომ მას საკვები არ აინტერესებს.
  • 5:10 - 5:13
    რატომ ხდება ასე? შესაძლოა ეს დაკავშირებულია ურთიერთმოქმედებასთან.
  • 5:13 - 5:15
    უამრავი ფაქტი არსებობს პრიმატებში და სხვა ცხოველებში
  • 5:15 - 5:17
    იმისა, რომ ისინი სანაცვლოდ ეხმარებიან ერთმანეთს.
  • 5:17 - 5:19
    ასე, რომ სანაცვლოდ მასაც დაეხმარებიან
  • 5:19 - 5:21
    როდესმე, მომავალში.
  • 5:21 - 5:23
    აი, ასე ხდება ეს ყველაფერი.
  • 5:23 - 5:25
    იგივე გავაკეთეთ სპილოებთან დაკავშირებით.
  • 5:25 - 5:28
    სპილოებთან მუშაობა ძალიან საშიშია.
  • 5:28 - 5:30
    კიდევ ერთი პრობლემა სპილოებთან დაკავშირებით
  • 5:30 - 5:32
    არის ის, რომ ვერ შექმნით ისეთ ხელსაწყოს
  • 5:32 - 5:34
    რომელიც ერთი სპილოსათვის ძალიან მძიმე იქნება.
  • 5:34 - 5:36
    შესაძლოა გააკეთოთ კიდეც,
  • 5:36 - 5:38
    მაგრამ მგონია, რომ ის არ იქნება საკმარისად გამძლე.
  • 5:38 - 5:40
    და რაც ამ შემთხვევაში გავაკეთეთ--
  • 5:40 - 5:43
    ჩვენ ამ კვლევებს ვატარებთ ტაილანდში ჯოშ პლოტნიკისათვის--
  • 5:43 - 5:46
    არის ის, რომ ავიღეთ ხელსაწყო რომელსაც გარშემო აქვს თოკი, მხოლოდ ერთი თოკი.
  • 5:46 - 5:48
    და თუ ამ გვერდიდან გასწევთ თოკს,
  • 5:48 - 5:50
    მაშინ მეორე გვერდზე თოკი გაქრება.
  • 5:50 - 5:53
    ასე რომ, ორმა სპილომ ის უნდა აიღოს და გასწიოს ერთდროულად.
  • 5:53 - 5:55
    წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ მოხდება
  • 5:55 - 5:57
    და თოკი გაქრება.
  • 5:57 - 5:59
    პირველი ჩანაწერი რომელსაც თქვენ ნახავთ,
  • 5:59 - 6:01
    არის ის, რომ ორი სპილო რომლებიც გამოუშვეს ერთდროულად
  • 6:01 - 6:03
    მიდიან ხელსაწყოსთან.
  • 6:03 - 6:06
    ხელსაწყო დევს მარცხნივ რომელზეც დევს საკვები.
  • 6:06 - 6:09
    ისინი მოდიან ერთდროულად,
  • 6:09 - 6:11
    იღებენ მას და წევენ ერთდროულად.
  • 6:11 - 6:14
    ეს საკმაოდ იოლიო მათთვის.
  • 6:15 - 6:17
    აი ისინიც.
  • 6:24 - 6:26
    ისინი წევენ თოკს.
  • 6:26 - 6:28
    მაგრამ ამჯერად ჩვენ ვაპირებთ ის უფრო გავართულოთ.
  • 6:28 - 6:30
    იმიტომ, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანი
  • 6:30 - 6:32
    არის დავინახოთ რამდენად კარგად ესმით მათ თანამშრომლობა.
  • 6:32 - 6:35
    მაგალითად, ესმით თუ არა მათ ეს ისევე კარგად როგორც შიმპანზეებს?
  • 6:35 - 6:37
    და ამ მიზნით
  • 6:37 - 6:39
    ერთი სპილო გამოვუშვით მეორეზე ადრე,
  • 6:39 - 6:41
    საჭიროა სპილო იყოს საკმარისად ჭკვიანი იმისთვის,
  • 6:41 - 6:43
    რომ იქ დადგეს, დაელოდოს და არ გასწიოს თოკი--
  • 6:43 - 6:46
    იმიტომ, რომ თუ გასწევს თოკს, ის გაქრება და ექსპერიმენტიც დასრულდება.
  • 6:46 - 6:48
    ამ სპილომ გააკეთე რაღაც არაკანონიერი,
  • 6:48 - 6:50
    რომელიც ჩვენ მისთვის არ გვისწავლებია.
  • 6:50 - 6:52
    მაგრამ ეს მიგვანიშნებს მის მიხვედრილობაზე,
  • 6:52 - 6:55
    იმიტომ, რომ ის დგამს მის დიდ ფეხს თოკზე,
  • 6:55 - 6:57
    დგება თოკზე და ელოდება მეორეს,
  • 6:57 - 7:00
    ამის მერე მეორემ უნდა შეასრულოს მთელი სამუშაო.
  • 7:00 - 7:03
    აი, ამას ეძახიან სამადლოდ რჩენას.
  • 7:03 - 7:05
    (სიცილი)
  • 7:05 - 7:08
    მაგრამ ეს მიგვანიშნებს სპილოების გონიერებაზე.
  • 7:08 - 7:11
    მათ შეიმუშავეს რამდენიმე შესაძლო ხერხი
  • 7:11 - 7:14
    რომელიც ჩვენთვის აუცილებლად მისაღები არ ყოფილა.
  • 7:14 - 7:19
    ამჯერად მოდის მეორე სპილო
  • 7:19 - 7:22
    რომელიც გასწევს მას.
  • 7:38 - 7:41
    დააკვირდით მეორეს. რა თქმა უნდა, მას ჭამა არ დაავიწყდა.
  • 7:41 - 7:45
    (სიცილი)
  • 7:45 - 7:47
    ეს იყო თანამშრომლობა, ურთიეთმოქმედების ნაწილი.
  • 7:47 - 7:49
    ახლა ცოტა რამ თანაგრძნობის შესახებ.
  • 7:49 - 7:51
    ამჟამად, თანაგრძნობა არის ჩემი კვლევის მთავარი თემა.
  • 7:51 - 7:53
    თანაგრძნობას აქვს, ასე ვთქვათ, ორი თვისება.
  • 7:53 - 7:56
    მისი ერთ-ერთი ნაწილი არის გაგების უნარი. ეს არის მისი ჩვეულებრივი განმარტება:
  • 7:56 - 7:58
    უნარი გაიგო და გაიზიარო სხვების გრძნობები.
  • 7:58 - 8:00
    და მისი ემოციური ნაწილი.
  • 8:00 - 8:02
    თანაგრძნობის გამოხატვის ორი საშუალება არსებობს.
  • 8:02 - 8:04
    ერთი არის სხეულის საშუალებით მისი გამოხატვა.
  • 8:04 - 8:06
    თუ თქვენ ესაუბრებით სევდიან ადამიანს,
  • 8:06 - 8:09
    თქვენ თვითონაც მიიღებთ სევდიან გამომეტყველებას და სევდიან პოზას,
  • 8:09 - 8:11
    და სანამ ამას მიხვდებით თქვენ გრძნობთ სევდას.
  • 8:11 - 8:14
    ეს არის ემოციური თანაგრძნობის სხეულის საშუალებით გამოხატვა.
  • 8:14 - 8:16
    რაც ბევრ ცხოველს ახასიათებს.
  • 8:16 - 8:18
    თქვენს უბრალო ძაღლსაც კი.
  • 8:18 - 8:20
    ამიტომაც ჰყავთ ადამიანებს ძუძუმწოვრები სახლში
  • 8:20 - 8:22
    და არა კუები ან გველები და რაღაც მსგავსი
  • 8:22 - 8:24
    რომელთაც არ ახასიათებთ მსგავსი თანაგრძნობა.
  • 8:24 - 8:26
    და არსებობს გონებრივი გამოხატვის საშუალება,
  • 8:26 - 8:28
    რომელიც გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე სხვისი დამოკიდებულების გათავისება.
  • 8:28 - 8:30
    და ეს უფრო შეზღუდულია.
  • 8:30 - 8:32
    ცოტა ცხოველია--მე ვფიქრობ სპილოებს და მაიმუნებს შეუძლიათ მსგავსი რაღაცეების გაკეთება--
  • 8:32 - 8:35
    მაგრამ ძალიან ცოტა ცხოველი არის ისეთი, რომელთაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
  • 8:35 - 8:37
    სინქრონიზაცია,
  • 8:37 - 8:39
    რომელიც არის მთლიანად თანაგრძნობის შემადგენელი ნაწილი
  • 8:39 - 8:41
    ძალიან დიდი ხანია არსებობს ცხოველთა სამყაროში.
  • 8:41 - 8:43
    და ადამიანებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ის
  • 8:43 - 8:45
    იმაზე დაკვირვებით თუ როგორ გადაედება მთქნარება.
  • 8:45 - 8:47
    ადამიანები ამთქნარებენ როდესაც ამთქნარებენ სხვები.
  • 8:47 - 8:49
    და ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან.
  • 8:49 - 8:51
    მას მოქმედებაში მოჰყავს ტვინის ერთი და იგივე ზონები.
  • 8:51 - 8:53
    ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ადამიანები რომელთათვისაც მთქნარება იოლად გადამდებია
  • 8:53 - 8:55
    არიან ძალიან თანამგრძნობნი.
  • 8:55 - 8:57
    ადამიანებსთვის რომელთაც თანაგრძნობა ნაკლებად ახასიათებთ, როგორებიც არიან აუტისტი ბავშვები,
  • 8:57 - 8:59
    მთქნარება არ არის გადამდები.
  • 8:59 - 9:01
    ეს არის ერთმანეთთან კავშირში.
  • 9:01 - 9:04
    ჩვენ ამას ვსწავლობთ იმ შიმპანზეებზე დაკვირვებით, რომელთაც ვაჩვენეთ ანიმაციური თავი.
  • 9:04 - 9:06
    სწორედ ის რასაც თქვენ ხედავთ მარცხენა მაღალ კუთხეში,
  • 9:06 - 9:08
    ანიმაციური თავი რომელიც ამთქნარებს.
  • 9:08 - 9:10
    და ესეც შიმპანზე რომელიც მას უყურებს.
  • 9:10 - 9:13
    ნამდვილი შიმპანზე რომელიც უყურებს კომპიუტერის ეკრანს
  • 9:13 - 9:16
    რომელზეც გადის ანიმაციები.
  • 9:20 - 9:22
    (სიცილი)
  • 9:22 - 9:24
    მთქნარების გადადება
  • 9:24 - 9:26
    რომელიც ალბათ თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია--
  • 9:26 - 9:29
    და შესაძლოა თქვენც დაიწყოთ მთქნარება მალე--
  • 9:29 - 9:32
    არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს სხვა ცხოველებთან.
  • 9:32 - 9:35
    ეს არის დაკავშირებული სინქრონიზაციის სხეულის საშუალებით გამოხატვასთან
  • 9:35 - 9:37
    რომელიც საფუძვლად უდევს თანაგრძნობას.
  • 9:37 - 9:40
    და რომელიც უნივერსალურია ძუძუმწოვრებში.
  • 9:40 - 9:43
    ჩვენ ასევე ვსწავლობთ უფრო რთული გამოხატვის ფორმებს. ეს არის ნუგეშის ცემა.
  • 9:43 - 9:46
    ეს არის მამრი შიმპანზე რომელმაც წააგო ჩხუბი და ახლა ყვირის,
  • 9:46 - 9:48
    და მოზარდი შიმპანზე მიდის მასთან და ხვევს ხელს
  • 9:48 - 9:50
    და ამშვიდებს მას.
  • 9:50 - 9:53
    ეს არის ნუგეში. ის ძალიან გავს ადამიანურ ნუგეშის ცემას.
  • 9:53 - 9:56
    ნუგეშის ცემა
  • 9:56 - 9:58
    არის თანაგრძნობით გამოწვეული.
  • 9:58 - 10:01
    ბავშვებში თანაგრძნობის შესწავლის საშუალება
  • 10:01 - 10:03
    არის ის, რომ ოჯახის წევრმა თავი მოაჩვენოს მათ სევდიანად
  • 10:03 - 10:05
    და შემდეგ ის დაინახავს რას გააკეთებენ ბავშვები.
  • 10:05 - 10:07
    ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან,
  • 10:07 - 10:10
    და რასაც ვხედავთ არის მისი გამოხატვის ფორმა.
  • 10:10 - 10:13
    ასევე, ჩვენ ახლახანს გამოვაქვეყნეთ ექსპერიმენტი რომელზეც შესაძლოა უკვე გსმენიათ.
  • 10:13 - 10:16
    ის ეხება ალტრუიზმსა და შიმპანზეებს
  • 10:16 - 10:18
    რომლის მთავარი კითხვაც არის, ზრუნავენ თუ არა შიმპანზეები
  • 10:18 - 10:20
    სხვების კეთილდღეობაზე?
  • 10:20 - 10:22
    ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ
  • 10:22 - 10:24
    რომ ეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ,
  • 10:24 - 10:27
    რომ მხოლოდ ადამიანები ღელავენ სხვების კეთილდღეობაზე.
  • 10:27 - 10:29
    ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მარტივი ექსპერიმენტი.
  • 10:29 - 10:32
    ამას ვაკეთებთ შიმპანზეებზე რომლებიც ცხოვრობენ ლორენსვილში,
  • 10:32 - 10:34
    იერკის საველე სადგურში.
  • 10:34 - 10:36
    ასე ცხოვრობენ ისინი.
  • 10:36 - 10:39
    შევიყვანეთ ისინი ოთახში და ჩავატარეთ ექსპერიმენტი.
  • 10:39 - 10:41
    ამისათვის ორი შიმპანზე მოვათავსეთ ერთმანეთის გვერდით.
  • 10:41 - 10:44
    ერთ-ერთს აქვს ცილინდრებით სავსე ვედრო და მათ აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა.
  • 10:44 - 10:47
    ცილინდრის ერთ სახეობას შეუძლია მხოლოდ იმ პარტნიორის გამოკვება რომელიც მას ირჩევს,
  • 10:47 - 10:49
    ხოლო მეორეს--ორივე მათგანის.
  • 10:49 - 10:52
    ეს კვლევა ჩავატარეთ ვიკი ჰორნერთან ერთად.
  • 10:53 - 10:55
    აქ არის ორი ფერის ცილინდრი.
  • 10:55 - 10:57
    მათ აქვთ ცილინდრებით სავსე მთელი ვედრო.
  • 10:57 - 11:00
    და მათ უნდა ამოირჩიონ ორი ფერიდან ერთი.
  • 11:00 - 11:03
    ახლა ნახავთ ეს როგორ ხდება.
  • 11:03 - 11:06
    თუკი ეს შიმპანზე გააკეთებს ეგოისტურ არჩევანს,
  • 11:06 - 11:09
    რომელსაც ამ შემთხვევაში აღნიშნავს წითელი ცილინდრი
  • 11:09 - 11:11
    მან უნდა მოგვცეს ცილინდრი ჩვენ.
  • 11:11 - 11:14
    ჩვენ ვიღებთ მას, ვდებთ მაგიდაზე სადაც ორივესათვის არის ჯიდლო საკვების სახით.
  • 11:14 - 11:17
    მაგრამ ამჯერად მხოლოდ მარჯვნივ მყოფი შიმპანზე იღებს საკვებს.
  • 11:17 - 11:19
    მარცხნივ მყოფი მიდის იმიტომ, რომ მან უკვე იცის
  • 11:19 - 11:22
    რომ ეს ტესტი მისთვის კარგი არ არის.
  • 11:22 - 11:24
    შემდეგი არის პროსოციალური ცილინდრი
  • 11:24 - 11:27
    ის, რომელიც აკეთებს არჩევანს--ეს არის საინტერესო მომენტი--
  • 11:27 - 11:29
    იმისთვის, რომელიც აკეთებს არჩევანს,
  • 11:29 - 11:31
    ამას მნიშვნელობა არ აქვს.
  • 11:31 - 11:34
    ის გვაძლევს ჩვენ პროსოციალური ცილინდრს და ორივე შიმპანზე იღებს საკვებს.
  • 11:34 - 11:37
    ამდენად, ის რომელიც აკეთებს არჩევანს ყოველთვის იღებს ჯილდოს.
  • 11:37 - 11:39
    მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
  • 11:39 - 11:41
    ის ამას უნდა აკეთებდეს დაუფიქრებლად.
  • 11:41 - 11:43
    მაგრამ რაც აღმოვაჩინეთ
  • 11:43 - 11:45
    არის, ის რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ პროსოციალური ცილინდრს.
  • 11:45 - 11:48
    ეს არის 50 პროცენტიანი ზღვარი მოსალოდნელი ქცევისა.
  • 11:48 - 11:51
    განსაკუთრებით თუ პარტნიორი იქცევს ყურადღებას, არჩევანის რაოდენობა მეტია.
  • 11:51 - 11:54
    და თუ პარტნიორი ახდენს ზეწოლას--
  • 11:54 - 11:57
    თუ პარტნიორი დაიწყებს წყლის შესხამს ან მათ დაშინებას--
  • 11:57 - 12:00
    მაშინ არჩევანი იკლებს.
  • 12:00 - 12:02
    თითქოს ამით ამბობენ
  • 12:02 - 12:04
    "თუკი შენ არ მოიქცევი კარგად, მე არ ვიქნები დღეს მეგობრული."
  • 12:04 - 12:06
    ეს ხდება პარტნიორის არყოფნის შემთხვევაში,
  • 12:06 - 12:08
    როდესაც იქ არ ზის პარტნიორი.
  • 12:08 - 12:10
    ამდენად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შიმპანზეები ზრუნავენ--
  • 12:10 - 12:12
    სხვების კეთილდღეობაზე--
  • 12:12 - 12:15
    განსაკუთრებით, თავიანთი ჯგუფის წევრებზე.
  • 12:15 - 12:18
    ბოლო ექსპერიმენტი რომელზეც მინდა მოგიყვეთ
  • 12:18 - 12:20
    შეეხება სამართლიანობას.
  • 12:20 - 12:23
    ის გახდა ძალიან ცნობილი კვლევა.
  • 12:23 - 12:25
    მის გარდა არსებობს კიდევ ბევრი,
  • 12:25 - 12:27
    იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ის ჩავატარეთ 10 წლის წინ,
  • 12:27 - 12:29
    ის გახდა ძალიან ცნობილი.
  • 12:29 - 12:31
    ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე.
  • 12:31 - 12:34
    ახლა გაჩვენებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ ექსპერიმენტს.
  • 12:34 - 12:37
    ის ასავე ჩაატარეს ძაღლებზე და ჩიტებზე
  • 12:37 - 12:39
    და შიმპანზეებზე.
  • 12:39 - 12:43
    მაგრამ სარა ბროსნანთან ერთად ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე.
  • 12:43 - 12:45
    გავაკეთეთ ის,
  • 12:45 - 12:47
    რომ მოვათავსეთ ორი მაიმუნი ერთმანეთის გვერდით.
  • 12:47 - 12:49
    ეს ცხოველები ცხოვრობენ ჯგუფებად და კარგად იცნობენ ერთმანეთს.
  • 12:49 - 12:52
    ჩვენ გამოვიყვანეთ ისინი ჯგუფიდან და მოვათავსეთ ტესტისათვის განკუთვნილ კამერაში.
  • 12:52 - 12:54
    აქ არის ძალიან მარტივი დავალება
  • 12:54 - 12:56
    რომელიც მათ უნდა შეასრულონ.
  • 12:56 - 12:59
    თუკი ორივე მათგანს მიაწოდებ კიტრს დავალების შესასრულებლად,
  • 12:59 - 13:01
    მაიმუნები, რომლებიც არიან ერთმანეთის გვერდით,
  • 13:01 - 13:03
    მას შეასრულებენ 25-ჯერ ზედიზედ.
  • 13:03 - 13:07
    ამდენად, კიტრი, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ წყალია,
  • 13:07 - 13:10
    აბსოლუტურად მისაღებია მათთვის.
  • 13:10 - 13:13
    მაგრამ თუკი პარტნიორს მისცემთ ყურძენს--
  • 13:13 - 13:15
    ჩემი კაპუცინის ოჯახის მაიმუნების არჩევანი
  • 13:15 - 13:18
    ზუსტად შეესაბამება სუპერმარკეტის ფასებს--
  • 13:18 - 13:21
    და თუკი მისცემთ მათ ყურძენს--რომელიც გაცილებით უკეთესია--
  • 13:21 - 13:24
    მაშინ თქვენ დაარღვევთ მათ შორის თანასწორობას.
  • 13:24 - 13:26
    ეს არის ის ექსპერიმენტი რომელიც ჩვენ ჩავატარეთ.
  • 13:26 - 13:29
    ახლახანს ჩვენ ეს ჩავწერეთ ახალ მაიმუნებთან მუშაობისას რომელთაც არასდროს შეუსრულებიათ რაიმე დავალება,
  • 13:29 - 13:31
    ვიფიქრეთ, რომ მათი რეაქცია უფრო ძლიერი იქნებოდა,
  • 13:31 - 13:33
    და ეს ასეც აღმოჩნდა.
  • 13:33 - 13:35
    მარცხნივ მყოფი მაიმუნი იღებს კიტრს.
  • 13:35 - 13:38
    მარჯვნივ მყოფი იღებს ყურძენს.
  • 13:38 - 13:40
    ის რომელიც იღებს კიტრს,
  • 13:40 - 13:42
    გვანიშნებს, რომ მისთვის კიტრი შესანიშნავია.
  • 13:42 - 13:45
    პირველ ნაჭერს ჭამს.
  • 13:45 - 13:48
    შემდეგ ის ხედავს, რომ მეორე იღებს ყურძენს და ახლა ნახავთ რა მოხდება.
  • 13:48 - 13:51
    ის გვაძლევს ქვას. ეს არის დავალება.
  • 13:51 - 13:54
    ჩვენ მას ვაძლევთ კიტრის ნაჭერს და ის ჭამს.
  • 13:54 - 13:57
    მეორემაც ჩვენ უნდა მოგვცეს ქვა.
  • 13:57 - 14:00
    და ასეც იქცევა.
  • 14:00 - 14:03
    ის იღებს ყურძენს და ჭამს მას.
  • 14:03 - 14:05
    მეორე ამას ხედავს.
  • 14:05 - 14:07
    ის გვაძლევს ქვას,
  • 14:07 - 14:10
    და იღებს ისევ კიტრს.
  • 14:12 - 14:27
    (სიცილი)
  • 14:27 - 14:30
    ახლა ის სინჯავს ქვას კედელზე.
  • 14:30 - 14:32
    მან ის ჩვენ უნდა მოგვცეს.
  • 14:32 - 14:35
    ის ისევ იღებს კიტრს.
  • 14:37 - 14:41
    (სიცილი)
  • 14:43 - 14:47
    თქვენ ახლა ხედავთ ნამდვილ უოლ სტრიტის პროტესტს.
  • 14:47 - 14:50
    (სიცილი)
  • 14:50 - 14:53
    (აპლოდისმენტები)
  • 14:53 - 14:55
    ნება მომეცით გითხრათ--
  • 14:55 - 14:57
    ჯერ კიდევ მაქვს ორი წუთი, ნება მომეცით მოგიყვეთ ერთი სასაცილო ამბავი ამასთან დაკავშირებით.
  • 14:57 - 14:59
    ეს კვლევა გახდა ძალიან ცნობილი
  • 14:59 - 15:01
    და ჩვენ მივიღეთ უამრავი კომენტარი,
  • 15:01 - 15:03
    განსაკუთრებით ანთროპოლოგებს, ეკონომისტებს,
  • 15:03 - 15:05
    ფილოსოფოსებს,
  • 15:05 - 15:07
    საერთოდ არ მოეწონათ ის.
  • 15:07 - 15:10
    რადგან, თავიანთ გონებაში მათ გადაწყვიტეს, მე მჯერა,
  • 15:10 - 15:12
    რომ სამართლიანობა არის ძალიან კომპლექსური
  • 15:12 - 15:14
    და ის არ შეიძლება ჰქონდეთ ცხოველებს.
  • 15:14 - 15:16
    ერთმა ფილოსოფოსმა მოგვწერა კიდეც
  • 15:16 - 15:19
    რომ შეუძლებელია მაიმუნებს ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა
  • 15:19 - 15:22
    იმიტომ, რომ სამართლიანობა გამოიგონეს საფრანგეთის რევოლუციის დროს.
  • 15:22 - 15:24
    (სიცილი)
  • 15:24 - 15:27
    ერთმა კიდევ დაწერა მთელი თავი
  • 15:27 - 15:31
    რომ ის დაიჯერებდა მაიმუნების სამართლიანობის გრძნობას იმ შემთხვევაში
  • 15:31 - 15:33
    თუ ის რომელიც იღებდა ყურძენს უარს იტყოდა ყურძენზე.
  • 15:33 - 15:35
    სასაცილო ის არის, რომ სარა ბროსნანს,
  • 15:35 - 15:37
    რომელიც ამას აკეთებდა შიმპანზეებზე,
  • 15:37 - 15:39
    ჰყავდა შიმპანზეების რამდენიმე წყვილი
  • 15:39 - 15:42
    რომელთა შორისაც, ერთი უარს ამბობდა ყურძენზე მანამ
  • 15:42 - 15:44
    სანამ მეორეც არ მიიღებდა ყურძენს.
  • 15:44 - 15:47
    ამდენად, ჩვენ ვუახლოვდებით ადამიანურ სამართლიანობის გრძნობას.
  • 15:47 - 15:51
    და მე მგონია, რომ ფილოსოფოსებმა უნდა გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას ცოტა ხნით.
  • 15:51 - 15:53
    ნება მომეცით შევაჯამო.
  • 15:53 - 15:55
    მჯერა, რომ არსებობს მაღალ-განვითარებული მორალი.
  • 15:55 - 15:57
    მგონია, რომ მორალი გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე ის რაზეც მე ვსაუბრობდი,
  • 15:57 - 16:00
    მაგრამ ის ასევე ვერ იარსებებდა იმ ძირითადი კომპონენტების გარეშე
  • 16:00 - 16:02
    რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვა პრიმატებში,
  • 16:02 - 16:04
    რომელიც არის თანაგრძნობა და ნუგეში,
  • 16:04 - 16:07
    პროსოციალური მიდრეკილებები და ურთიერთმოქმედება და სამართლიანობის გრძნობა.
  • 16:07 - 16:10
    ჩვენ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ საკითხებზე
  • 16:10 - 16:13
    რათა დავინახოთ არის თუ არა შესაძლებელი შეიქმნას მორალი, ასე ვთქვათ,
  • 16:13 - 16:15
    ღმერთისა და რელიგიის ჩარევის გარეშე,
  • 16:15 - 16:18
    და დავინახოთ როგორ შეიძლება მივიდეთ უფრო განვითარებულ მორალამდე.
  • 16:18 - 16:21
    მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
  • 16:21 - 16:30
    (აპლოდისმენტები)
Title:
ფრანს დე ვაალ: ცხოველების მორალური ქცევა.
Speaker:
Frans de Waal
Description:

თანაგრძნობა, თანამშრომლობა, სამართლიანობა და ურთიერთმოქმედება--სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა ერთი შეხედვით ძალიან ადამიანური თვისებებია. მაგრამ ფრანს დე ვაალი პრიმატებზე და სხვა ძუძუმწოვრებზე ჩატარებული ქცევითი ტესტების გასაოცარი ვიდეო ჩანაწერების საშუალებით გვაჩვენებს რამდენი საერთო მორალური თვისება გვაქვს ჩვენ ყველას.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
16:31
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Moral behavior in animals
George Tsaava accepted Georgian subtitles for Moral behavior in animals
George Tsaava edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
George Tsaava edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
Salome Chitorelidze edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
Salome Chitorelidze edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
Salome Chitorelidze edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
Salome Chitorelidze edited Georgian subtitles for Moral behavior in animals
Show all

Georgian subtitles

Revisions