Return to Video

ინტერნეტი: HTTP და HTML

  • 0:03 - 0:07
    ინტერნეტი: HTTP და HTML
  • 0:07 - 0:12
    მე ჟასმინი ვარ, პროგრამული მენეჯერი
    XBOX One-ის ინჟინრების გუნდში.
  • 0:12 - 0:19
    ჩვენი პროდუქტის ერთ-ერთი საუკეთესო
    თვისებაა XBOX Live. ესაა ონლაინ სერვისი, რომლითაც
  • 0:19 - 0:24
    მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან
    ერთმანეთს. ამისთვის ინტერნეტია საჭირო.
  • 0:24 - 0:30
    ეს ადვილი სულაც არაა, ამისთვის ათასი
    რამე უნდა მომზადდეს. ინტერნეტი მთლიანად
  • 0:30 - 0:36
    ცვლის ადამიანების ურთიერთობებს.
    როგორ მუშაობს ის? როგორ ეკონტაქტებიან
  • 0:36 - 0:43
    ერთმანეთ ადამიანები მთელი მსოფლიოდან?
    ვნახოთ, რა რის ვების დათვალიერება.
  • 0:43 - 0:50
    თქვენ ხსნით ვებბრაუზერს. ესაა აპლიკაცია,
    რომლითაც ხსნით ვებ გვერდებს. შემდეგ
  • 0:50 - 0:56
    წერთ მისამართს, URL-ს, ანუ, ვებ-საიტის,
    მაგალითად, tumblr.com-ის, რესურსის
  • 0:56 - 1:07
    ერთიანს ლოკატორს. გამარჯობა, მე
    დეივიდ კარპი, Tumblr-ის დამფუძნებელი, ვარ
  • 1:07 - 1:13
    დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს
    ვებბრაუზერები. ალბათ, გაინტერესებთ,
  • 1:13 - 1:16
    რა ხდება, როცა ვებბრაუზერში მისამართი
    შეგყავთ და შეტანის
  • 1:16 - 1:21
    კლავიშს აჭერთ. ეს ძალიან ისეთი რთული ამბავია.
    ამ მომენტში თქვენი კომპიუტერი
  • 1:21 - 1:26
    სხვა კომპიუტერს - სერვერს - ელაპარაკება,
    რომელიც ასობით მილის მოშორებითაა.
  • 1:26 - 1:32
    თქვენი კომპიუტერი რამდენიმე მილიწამში
    თხოვს სერვერს ვებ-საიტს, სერვერი კი
  • 1:32 - 1:40
    პასუხობს თქვენს კომპიუტერს HTTP ენით.
    HTTP ნიშნავს ჰიპერტექსტის
  • 1:40 - 1:44
    გადაცემის პროტოკოლს. ეს არის ენა,
    რომლითაც კომპიუტერი
  • 1:44 - 1:48
    მეორე კომპიუტერს დოკუმენტს თხოვს.
    საკმაოდ მარტივი ენაა.
  • 1:48 - 1:53
    თქვენი კომპიუტერისა და ვებ სერვერის
    დიალოგი რომ ნახოთ, ძირითადად
  • 1:53 - 1:57
    GET მოთხოვნებს დაინახავთ. ესაა, მარტივად
    რომ ვთქვათ,
  • 1:57 - 2:02
    სიტყვა GET - მოიპოვე - და დოკუმენტის
    სახელი. თუ Tumblr-ში შესვლა
  • 2:02 - 2:06
    და რეგისტრაციის გვერდის გახსნა გინდათ,
    თქვენ Tumblr-ის სერვერს GET
  • 2:06 - 2:14
    მოთხოვნა უნდა გაუგზავნოთ: GET/login.
    ამით Tumblr-ის სევერს ეუბნებით, რომ
  • 2:14 - 2:22
    ამ გვერდის ყველა HTML კოდს მოითხოვთ.
    HTML ნიშნავს ჰიპერტექსტის მარკირების ენას
  • 2:22 - 2:26
    და ესაა ენა, რომლითაც ბრაუზერს
    ეუბნებით, როგორ გამოჩნდეს გვერდი.
  • 2:26 - 2:31
    აი, მაგალითად, ვიკიპედია დიდი მარტივი
    დოკუმენტია და
  • 2:36 - 2:43
    HTML-ით სათაურს ადიდებთ და
    ამუქებთ, ფონტს ასწორებთ,
  • 2:43 - 2:47
    ტექსტს სხვა გვერდებს უკავშირებთ,
    ზოგ ტექსტს აშავებთ, კურსივით ბეჭდავთ,
  • 2:47 - 2:53
    სურათებს შუაში განალაგებთ,
    მარჯვნივ გასწვრივ ასწორებთ,
  • 2:53 - 2:58
    მარცხნივ ასწორებთ... ვებგვერდის ტექსტი
    HTML-შივე შედის, მაგრამ
  • 2:58 - 3:05
    სხვა რაღაცები - ფოტოები, ვიდეოები... -
    სხვა ფაილებშია, მათ თავიანთი URL-ები აქვთ, რომლებიც
  • 3:05 - 3:12
    უნდა მოითხოვოთ. ბრაუზერმა თითოეული
    მათგანისთვის ცალკე HTTP მოთხოვნა უნდა გააგზავნოს
  • 3:12 - 3:21
    და შემდეგ ისინი გამოაჩინოს. ვებგვერდს თუ ბევრი
    სხვადასხვა სურათი აქვს, თითოეული მათგანი
  • 3:21 - 3:26
    HTTP მოთხოვნას საჭიროებს, გვერდსაც დიდი დრო
    სჭირდება ჩასატვირთად. ხანდახან გვერდებს
  • 3:26 - 3:32
    GET მოთხოვნებით არ ითხოვთ. ზოგჯერ ინფორმაციას
    ისე გზავნით, როგორც
  • 3:32 - 3:39
    ფორმას ავსებთ ან საძიებო სისტემაში რამეს წერთ.
    თქვენი ბრაუზერი ინფორმაციას ჩვეულებრივი
  • 3:39 - 3:45
    ტექსტის სახით აგზავნის, როგორც HTTP POST
    მოთხოვნას. ვთქვათ, შეხვედით Tumblr-ზე.
  • 3:45 - 3:50
    პირველ რიგში, უნდა გააგზავნოთ POST მოთხოვნა,
    POST-ი Tumblr-ის რეგისტრაციის გვერდზე,
  • 3:50 - 3:55
    რომელზეც მიბმულია მონაცემები. გვერდს აქვს
    თქვენი იმეილი და პაროლი. ეს მიდის
  • 3:55 - 4:00
    Tumblr-ის სერვერზე. Tumblr-ის სერვერი
    ადასტურებს მონაცემებს, თქვენ მართლაც ხართ დევიდი.
  • 4:00 - 4:07
    ის ვებგვერდს უგზავნის თქვენს ბრაუზერს და ამბობს:
    წარმატებით შეხვედით, როგორც დევიდი. ის, ასევე,
  • 4:07 - 4:11
    უხილავ ქუქი-ჩანაწერებსაც გზავნის,
    რომელსაც თქვენი ბრაუზერი ინახავს.
  • 4:11 - 4:17
    ეს მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამგვარად
    იმახსოვრებს ვებსაიტი იმას, თუ ვინ
  • 4:17 - 4:22
    ხართ. ქუქი-ჩანაწერები საიდენტიფიკაციო
    ბარათივითაა Tumblr-ზე. ესაა რიცხვი, რომელიც
  • 4:22 - 4:27
    ამბობს, ვინ ხართ. ბრაუზერი იმახსოვრებს
    ამ რიცხვს და როდესაც გვერდს განაახლებთ
  • 4:27 - 4:31
    ან შეხვალთ Tumblr-ზე, ვებბრაუზერი
    ავტომატურად გააგზავნის
  • 4:31 - 4:36
    ნომერს და მოთხოვნას Tumblr-ის
    სერვერებზე.
  • 4:36 - 4:44
    სერვერი ხედავს ბრაუზერს, საიდენთიფიკაციო
    ნომერს, მოთხოვნას და ამბობს:
  • 4:44 - 4:49
    "კარგი, ეს დევიდია". ახლა
    ინტერნეტი ბოლომდე ღიაა. მისი ყველა
  • 4:49 - 4:56
    კავშირი საზიაროა და ინფორმაცია
    უბრალო ტექსტად იგზავნება. ჰაკერებს
  • 4:56 - 5:01
    შეუძლიათ, მოიპოვონ პირადი ინფორმაცია,
    რომელსაც ინტერნეტში გზავნით. საბედნიეროდ,
  • 5:01 - 5:08
    უსაფრთხო ვებ-საიტები ამისგან გიცავენ,
    თქვენს ვებბრაუზერს სთხოვენ, უსაფრთხო არხით
  • 5:08 - 5:14
    SSL-ისა (დაცული შეერთების არხის) და მისი
    შთამომავალის - TLS-ის (დაცულობა სატრანსპორტო
  • 5:14 - 5:21
    არხის) - დახმარებით იურთიერთონ. SSL და TLS
    უსაფრთხოების ფენაა, რომელიც თქვენს კავშირს
  • 5:21 - 5:27
    ჰაკერებისგან იცავს. SSL და TLS რომ
    აქტიურდება, ბრაუზერში მისამართის
  • 5:27 - 5:34
    ველში პატარა ბოქლობი ჩნდება,
    HTTPS-ის გვერდზე. HTTPS პროტოკოლების
  • 5:34 - 5:40
    მიზანია, თქვენი HTTP მოთხოვნები დაცული
    იყოს. როცა ვებ-საიტი თქვენს ბრაუზერს თხოვს
  • 5:40 - 5:45
    უსაფრთხო კავშირის დამყარებას, ის ჯერ
    ციფრულ სერტიფიკატს წარმოადგენს. ესაა
  • 5:45 - 5:50
    საიტის ოფიციალური საიდენტიფიკაციო ბარათივით.
    ციფრულ სერტიფიკატებს
  • 5:50 - 5:55
    სასერტიფიკაციო დაწესებულებები გამოსცემენ.
    ეს სანდო ერთეულებია, რომლებიც
  • 5:55 - 6:01
    ამოწმებს ვებ-საიტების რაობას და გასცემს
    სერტიფიკატს, ისე, როგორც სახელმწიფო გასცემს
  • 6:01 - 6:10
    პასპორტებს. თუ ვებ-საიტი ეცდება, წამოიწყოს
    უსფრთხო კავშირი
  • 6:10 - 6:17
    სერტიფიკატის გარეშე, თქვენი ბრაუზერი
    გაგაფრთხილებთ. სულ ესაა ვების დათვალიერება!
  • 6:17 - 6:23
    ინტერნეტის ის ნაწილი, რომელსაც ვხედავთ.
    რომ შევაჯამოთ, HTTP და DNS HTML-ის,
  • 6:23 - 6:30
    მედია ფაილების ან ნებისმიერი რამის
    გაგზავნასა და მიღებას უზრუნველყოფენ,
  • 6:30 - 6:37
    TCP/IP და როუტერ ქსელები ამ ინფორმაციას
    პატარა პაკეტებად ანაწილებს.
  • 6:37 - 6:43
    პაკეტები ორობითი სისტემით იგზავნება, 1-იანებისა
    და 0-იანებისგან შედგება, რომლებსაც
  • 6:43 - 6:47
    ფიზიკურად ვგზავნით ელექტრო მავთულებით,
    ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელებითა და უკაბელო
  • 6:47 - 6:52
    ქსელებით> საბედნიეროდ, როცა იცით, როგორ
    მუშაობს ინტერნეტის ერთი ფენა, დეტალების
  • 6:52 - 6:59
    დამახსოვრება არ გიწევთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი,
    რომ ეს ფენები ერთად იმუშავებს და
  • Not Synced
    წარმატებით მოგვაწვდის ინფორმაციას
    საჭირო ზომითა და სანდოობით.
Title:
ინტერნეტი: HTTP და HTML
Description:

დევიდ კარპი, Tumblr-ის დამფუძნებელი, და Xbox-ის პროგრამული მენეჯერი, ჯასმინ ლოურენსი, გვიხსნიან, როგორ მუშაობს ინტერნეტი HTTP-სა და HTML-ს დახმარებით.
დაიწყეთ სწავლა აქ: http://code.org/
გვეკონტაქტეთ აქ:
• Twitter https://twitter.com/codeorg
• Facebook https://www.facebook.com/Code.org
• Instagram https://instagram.com/codeorg
• Tumblr https://blog.code.org
• LinkedIn https://www.linkedin.com/company/code-org
• Google+ https://google.com/+codeorg

more » « less
Video Language:
English
Duration:
07:07

Georgian subtitles

Incomplete

Revisions