Return to Video

სტერეოტიპების საფრთხის წინაშე

  • 0:01 - 0:02
    მე ნოველისტი ვარ
  • 0:02 - 0:05
    და მინდა რამდენიმე პირადი
    ისტორია გაგიზიაროთ,
  • 0:05 - 0:10
    იმაზე, რასაც "ცალმრივი ისტორიების
    საფრთხეს" ვუწოდებ.
  • 0:11 - 0:14
    საუნივერსიტეტო დასახლებაში
    გავიზარდე, აღმოსავლეთ ნიგერიაში.
  • 0:14 - 0:17
    დედა ამბობს, რომ კითხვა
    2 წლის ასაკში დავიწყე,
  • 0:17 - 0:20
    თუმცა მგონია ოთხი წელი
    უფრო ახლოსაა სიმართლესთან.
  • 0:22 - 0:23
    ასე რომ, მცირეწლოვანი მკითხველი ვიყავი,
  • 0:23 - 0:26
    ვეცნობოდი ბრიტანულ და
    ამერიკულ საბავშვო წიგნებს.
  • 0:28 - 0:30
    მცირეწლოვანი მწერალიც ვიყავი.
  • 0:30 - 0:34
    როდესაც 7 წლის ასაკში წერა დავიწყე,
  • 0:34 - 0:37
    ფანქრით ჩანაწერებს ვაკეთებდი,
    პასტელის ილუსტრაციებით,
  • 0:37 - 0:39
    რომელთა წაკითხვა საწყალ
    დედაჩემს ევალებოდა.
  • 0:40 - 0:42
    ზუსტად ისეთ ისტორიებს ვწერდი,
    როგორსაც ვკითხულობდი:
  • 0:42 - 0:46
    ყველა ჩემი პერსონაჟი თეთრკანიანი იყო,
    ცისფერი თვალებით.
  • 0:48 - 0:50
    ისინი თოვლში თამაშობდნენ,
  • 0:51 - 0:52
    ვაშლს ჭამდნენ,
  • 0:54 - 0:56
    და ბევრს საუბრობდნენ ამინდზე,
  • 0:56 - 0:58
    თუ როგორი სასიამოვნო მზიანი დღე იყო.
  • 1:01 - 1:04
    გარდა იმისა, რომ ნიგერიაში ვცხოვრობდი,
  • 1:04 - 1:06
    არასდროს ვყოფილვარ ნიგერიის გარეთ.
  • 1:07 - 1:09
    ჩვენთან არასდროს თოვდა,
  • 1:09 - 1:11
    მანგოს მივირთმევდით,
  • 1:11 - 1:12
    და არასდროს ვსაუბრობდით ამინდზე,
  • 1:12 - 1:14
    რადგან საჭიროც არ იყო.
  • 1:14 - 1:17
    ჩემი პერსონაჟები ასევე უხვად სვამდნენ
    ჯანჯაფილის ლუდს,
  • 1:17 - 1:19
    რადგან ბრიტანული წიგნების პერსონაჟებიც
  • 1:19 - 1:21
    ჯანჯაფილის ლუდს სვამდნენ.
  • 1:21 - 1:24
    მერე რა, რომ საერთოდ არ ვიცოდი
    ჯანჯაფილის ლუდი რა იყო.
  • 1:25 - 1:25
    (სიცილი)
  • 1:26 - 1:27
    თუმცა, წლების განმავლობაში
  • 1:27 - 1:30
    მწველი სურვილი მქონდა
    ჯანჯაფილის ლუდი გამესინჯა.
  • 1:30 - 1:32
    მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.
  • 1:32 - 1:34
    მე ვფიქრობ, ეს ისტორია იმას წარმოაჩენს
  • 1:35 - 1:39
    თუ რამდენად ღია და მოწყვლადები ვართ
    ისტორიების წინაშე,
  • 1:39 - 1:41
    განსაკუთრებით კი, როგორც ბავშვები.
  • 1:42 - 1:45
    რადგან ყველა წაკითხული წიგნის
    პერსონაჟი უცხოელი იყო,
  • 1:45 - 1:51
    დავიჯერე, რომ წიგნებს აუცილებლად
    უცხოელი პერსონაჟები უნდა ჰყავდეს
  • 1:51 - 1:54
    და უნდა იყოს ისეთ საკითხებზე,
    რაზეც უშუალო შეხება არ მქონია.
  • 1:55 - 1:58
    სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც
    აფრიკული წიგნები აღმოვაჩინე.
  • 1:59 - 2:01
    ბევრი წიგნი არც იყო ხელმისაწვდომი
  • 2:01 - 2:03
    და ვერც ისე მარტივად იშოვიდით,
    როგორც უცხოურ წიგნებს.
  • 2:03 - 2:07
    მაგრამ ჩინუა აჩებეს და კამარა ლაის
    მსგავსი მწერლების წყალობით,
  • 2:07 - 2:10
    ლიტერატურის აღქმა ჩემს გონებაში
    სრულიად შეიცვალა.
  • 2:11 - 2:14
    გავაანალიზე, რომ ჩემნაირი ადამიანები,
  • 2:14 - 2:15
    გოგონები შოკოლადისფერი კანით,
  • 2:15 - 2:18
    რომლეთა დახუჭუჭებული თმის
    შეკვრაც კი შეუძლებელია,
  • 2:18 - 2:21
    შეიძლება, რომ ლიტერატურაში არსებობდნენ.
  • 2:21 - 2:24
    მე ნაცნობ თემებზე წერა დავიწყე.
  • 2:25 - 2:28
    რა თქმა უნდა, ის ამერიკული და
    ბრიტანული წიგნებიც მომწონდა.
  • 2:28 - 2:32
    ისინი ჩემს წარმოსახვას აძლიერებდნენ და
    ახალ სამყაროს მიხსნიდნენ.
  • 2:32 - 2:34
    მაგრამ ჩემდა უნებურად
  • 2:34 - 2:38
    არ ვიცოდი, რომ ჩემნაირ პერსონაჟებს
    ლიტერატურაში არსებობა შეეძლოთ.
  • 2:39 - 2:41
    ასე რომ, აფრიკელი მწერლების
    აღმოჩენამ ეს შეცვალა:
  • 2:42 - 2:46
    გადამარჩინა ცალმხრივი ისტორიისგან
    წიგნების შესახებ.
  • 2:47 - 2:50
    მე ტრადიციული, საშუალო კლასის
    ნიგერიული ოჯახი მყავს.
  • 2:50 - 2:52
    მამაჩემი პროფესორი იყო.
  • 2:52 - 2:54
    დედაჩემი კი ადმინისტრატორი.
  • 2:56 - 3:00
    და როგორც მიღებულია,
    ჩვენც მოსამსახურე გვყავდა,
  • 3:00 - 3:03
    როგორც წესი ახლომდებარე სოფლებიდან.
  • 3:03 - 3:07
    როდესაც 8 წლის გავხდი, ჩვენთან
    ახალმა ბიჭმა დაიწყო მუშაობა.
  • 3:07 - 3:09
    მას ფიდი ერქვა.
  • 3:10 - 3:15
    ერთადერთი, რაც მის შესახებ დედისგან
    ვიცოდით, მისი ღარიბი ოჯახი იყო.
  • 3:15 - 3:20
    დედა მათ კარტოფილს, ბრინჯს და
    ძველ ტანსაცმელს უგზავნიდა ხოლმე.
  • 3:20 - 3:23
    და თუ სადილს არ დავასრულებდი
    დედა მეტყოდა:
  • 3:23 - 3:27
    "დაასრულე ჭამა! ხალხს, ფიდის ოჯახივით,
    საჭმელი არ აქვს !"
  • 3:27 - 3:31
    ასე რომ, ფიდის ოჯახი ძალიან მეცოდებოდა.
  • 3:32 - 3:34
    ერთ შაბათსაც მის სოფელში
    სტუმრად წავედით
  • 3:34 - 3:38
    და დედამისმა ულამაზესად
    დაწნული კალათი გვაჩვენა,
  • 3:38 - 3:41
    რომელიც მის ძმას პალმის
    ფოთლებისგან გაეკეთებინა.
  • 3:41 - 3:43
    თავზარი დამეცა!
  • 3:43 - 3:48
    არადროს მიფიქრია, რომ ვინმეს მის ოჯახში
    რამის გაკეთება შეეძლო.
  • 3:49 - 3:52
    მათზე მხოლოდ ის მესმოდა
    რამდენად ღარიბები იყვნენ
  • 3:52 - 3:57
    და ჩემთვის მათი სიღარიბის გარდა
    სხვა რამის დანახვა შეუძლებელი გახდა.
  • 3:57 - 4:00
    სიღარიბე, ჩემი ცალმხირივი ისტორია
    იყო მათ შესახებ.
  • 4:01 - 4:04
    წლების შემდეგაც გავიხსენე ეს ამბავი,
    როდესაც ნიგერიიდან გავემგზავრე
  • 4:04 - 4:07
    ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.
  • 4:07 - 4:08
    მაშინ 19 წლის ვიყავი.
  • 4:08 - 4:11
    ჩემი ამერიკელი მეზობელი გაოცებული იყო.
  • 4:12 - 4:15
    მეკითხებოდა ასე კარგად
    სად ვისწავლე ინგლისური
  • 4:15 - 4:20
    და დაიბნა, როდესაც ვუპასუხე, რომ ნიგერიაში
    ინგლისური სახელმწიფო ენაა.
  • 4:22 - 4:26
    სურვილი ჰქონდა ჩემი
    ე.წ. "ხალხური მუსიკისთვის" მოესმინა
  • 4:26 - 4:28
    და საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა,
  • 4:28 - 4:30
    როდესაც მერაია ქერის დისკი ვაჩვენე.
  • 4:30 - 4:32
    (სიცილი)
  • 4:33 - 4:37
    იმასაც ვარაუდობდა, რომ
    გაზქურის გამოყენება არ ვიცოდი.
  • 4:38 - 4:39
    ყველაზე მეტად კი
    ეს ჩამრჩა გონებაში:
  • 4:39 - 4:42
    ვიდრე მნახავდა მანამდეც კი ვეცოდებოდი.
  • 4:42 - 4:46
    მისი პირვანდელი დამოკიდებულება ჩემდამი,
    როგორც აფრიკელისადმი,
  • 4:46 - 4:50
    ერთგვარი მფარველობა და შეცოდება იყო,
    კეთილი განზრახვით.
  • 4:51 - 4:53
    ჩემს მეზობელს ცალხმრივი
    ისტორია ჰქონდა აფრიკის შესახებ:
  • 4:53 - 4:56
    ცალმხრივი ისტორია კატასტროფების შესახებ.
  • 4:57 - 4:58
    ამ ცალმხრივ ისტორიაში კი,
  • 4:58 - 5:02
    შეუძლებელი იყო აფრიკელები რამით
    ყოფილიყვნენ მისი მსგავსნი,
  • 5:02 - 5:05
    შეუძლებელი იყო ეგრძნო რამე
    უფრო ძლიერი, ვიდრე შეცოდება,
  • 5:05 - 5:08
    შეუძლებელი იყო ურთიერთობა, როგორც
    თანასწორ ადამიანებს შორის.
  • 5:09 - 5:11
    უნდა ავღნიშნო, რომ ამერიკაში გადასვლამდე
  • 5:11 - 5:13
    ჩემს თავს გაცნობიერებულად არ
    აღვიქვამდი, როგორც აფრიკელს.
  • 5:14 - 5:17
    მაგრამ ამერიკაში, აფრიკის ხსენებისთანავე
    ხალხი მე მიყურებდა
  • 5:17 - 5:20
    მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად
    ნამიბიაზე არაფერი ვიცოდი.
  • 5:21 - 5:23
    მაგრამ ეს ახალი იდენტობაც შევითვისე
  • 5:23 - 5:26
    და ბევრი კუთხით ჩემს თავს უკვე აღვიქვამ,
    როგორც აფრიკელს.
  • 5:26 - 5:30
    თუმცა საკმაოდ მაღიზიანებს, როდესაც აფრიკას,
    როგორც ერთ ქვეყანას მოიხსენიებენ,
  • 5:30 - 5:33
    მაგალითად ჩემი ბოლო ფრენის დროს,
    რომელიც სხვამხრივ შესანიშნავი იყო,
  • 5:33 - 5:35
    ლაგოსიდან, ორი დღის წინ,
  • 5:35 - 5:38
    ბორტზე გამოაცხადეს ინფორმაცია
  • 5:38 - 5:43
    საქველმოქმედო პროექტებზე "ინდოეთში,
    აფრიკასა და სხვა ქვეყნებში".
  • 5:43 - 5:44
    (სიცილი)
  • 5:45 - 5:48
    ამერიკაში, როგორც აფრიკელის
    მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ,
  • 5:48 - 5:51
    დავიწყე ჩემი მეზობლის უკეთ გაგება.
  • 5:52 - 5:54
    ნიგერიაში რომ არ დავბადებულიყავი
  • 5:54 - 5:58
    და ყველაფერი აფრიკის შესახებ
    ცნობილი სურათებიდან მცოდნოდა,
  • 5:58 - 6:02
    მეც ვიფიქრებდი, რომ აფრიკა იყო
    ადგილი ლამაზი ხედებით,
  • 6:02 - 6:04
    ლამაზი ცხოველებით
  • 6:04 - 6:06
    და უგუნური ადამიანებით,
  • 6:06 - 6:09
    რომელიც უაზრო ომებში იბრძვიან,
    სიღარიბესა და შიდსისგან იხოცებიან,
  • 6:09 - 6:12
    საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეუძლიათ
  • 6:12 - 6:16
    და ელიან როდის გადაარჩენს კეთილი,
    თეთრკანიანი უცხოელი.
  • 6:17 - 6:20
    აფრიკელებს აღვიქვამდი ზუსტად ისე,
    როგორც მე, ბავშვობისას
  • 6:20 - 6:22
    ფიდის ოჯახი აღვიქვი.
  • 6:23 - 6:27
    უპირველესად ეს ცალმხრივი ისტორია აფრიკაზე
    დასავლური ლიტერატურიდან მოდის.
  • 6:27 - 6:32
    გთავაზობთ ციტატას ლონდონელი ვაჭრის,
    ჯონ ლოკის ჩანაწერიდან,
  • 6:32 - 6:36
    რომელმაც 1561 წელს იმოგზაურა აფრიკაში
  • 6:36 - 6:39
    და გასაოცრად აღწერა მისი მოგზაურობა.
  • 6:40 - 6:44
    ის აფრიკელებს მოიხსენიებს, როგორც
    "ურჩხულებს სახლების გარეშე"
  • 6:44 - 6:48
    და დასძენს: "ეს უთავო ხალხია,
  • 6:48 - 6:52
    პირი და თვალები კი მკერდზე აქვთ".
  • 6:53 - 6:55
    გულიანად ვიცინე ყოველ ჯერზე
    როცა ეს წავიკითხე.
  • 6:55 - 6:59
    ჯონ ლოკის წარმოსახვა ხოტბას იმსახურებს.
  • 6:59 - 7:01
    მაგრამ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია, რომ
  • 7:01 - 7:06
    ის წარმოადგენს დასავლეთში
    აფრიკული ისტორიების ტრადიციის დასაწყისს:
  • 7:06 - 7:10
    ტრადიცია სუბსაჰარულ აფრიკაზე,
    როგორც ნეგატივების სავანეზე,
  • 7:10 - 7:11
    განსხვავებულობაზე, წყვდიადზე,
  • 7:11 - 7:17
    ადამიანებზე, რომელიც შესანიშნავი პოეტის,
    რადიარდ კიპლინგის სიტყვებით,
  • 7:17 - 7:19
    "ნახევრად დემონები,
    ნახევრად ბავშვები" არიან.
  • 7:20 - 7:23
    ამგვარად გავაანალიზე, რომ ჩემს
    ამერიკელ მეზობელს
  • 7:23 - 7:25
    მთელი ცხოვრების განმავლობაში
  • 7:25 - 7:29
    მოსმენილი და ნანახი აქვს ცალმხრივი
    ისტორიის სხვადასხვა ვერსია,
  • 7:30 - 7:31
    ისევე როგორც ერთერთ პროფესორს,
  • 7:31 - 7:35
    რომელმაც ერთხელ მითხრა რომ ჩემი მოთხრობა
    "ავთენტურად აფრიკული არ იყო."
  • 7:36 - 7:37
    მზად ვიყავი შევდავებოდი,
  • 7:37 - 7:40
    რომ მოთხრობას ნამდვილად გქონდა
    რამდენიმე ხარვეზი,
  • 7:40 - 7:43
    და რომ ის რამდენიმე ასპექტში
    არასრულყოფილი იყო,
  • 7:43 - 7:47
    მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი,
    რომ მოთხრობამ ვერ შეძლო
  • 7:47 - 7:50
    მიეღწია ისეთი რამისთვის, რასაც
    "აფრიკული ავთენტურობა" ჰქვია.
  • 7:50 - 7:53
    რეალურად, არც კი ვიცოდი
    "აფრიკული ავთენტურობა" რა იყო.
  • 7:54 - 7:58
    პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი
    პერსონაჟები მას ჰგავდნენ,
  • 7:58 - 8:00
    განათლებულ, საშუალო კლასის მამაკაცს.
  • 8:00 - 8:03
    ჩემ პერსონაჟები მანქანებს მართავდნენ.
  • 8:03 - 8:04
    ისინი არ შიმშილობდნენ.
  • 8:04 - 8:08
    ამიტომაც ისინი "ავთენტურად
    აფრიკული" არ იყვნენ.
  • 8:09 - 8:12
    მაგრამ აქვე დავსძენ, რომ მეც თანაბრად
    დამნაშავე ვარ
  • 8:12 - 8:15
    ცალმხრივი ისტორიის საკითხში.
  • 8:15 - 8:18
    რამდენიმე წლის წინ მექსიკას ვეწვიე ამერიკიდან.
  • 8:18 - 8:22
    იმ პერიოდში, ამერიკაში საკმაოდ დაძაბული
    პოლიტიკური კლიმატი იყო
  • 8:22 - 8:24
    და მიგრაციის შესახებ დებატები მიმდინარეობდა.
  • 8:24 - 8:27
    და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამერიკაში,
  • 8:27 - 8:30
    იმიგრაცია მექსიკელების სინონიმი გახდა.
  • 8:30 - 8:33
    მექსიკელებზე უამრავ ისტორიას მოისმენდით,
  • 8:33 - 8:36
    როგორც ცდილობდნენ ჯანდაცვის
    სისტემის გაფრცქვნას,
  • 8:36 - 8:38
    ძვრებოდნენ საზღვარზე,
  • 8:38 - 8:41
    როგორ აპატიმრებდნენ საზღვართან და ა.შ.
  • 8:42 - 8:45
    მახსოვს პირველ დღეს გვადალაჰარას
    ქუჩებში ვსეირნობდი,
  • 8:46 - 8:48
    ვუყურებდი სამსახურისკენ
    მიმავალ ადამიანებს,
  • 8:48 - 8:51
    როგორ ახვევდნენ ტორტილას ბაზარში,
  • 8:51 - 8:53
    როგორ ეწეოდნენ, იცინოდნენ.
  • 8:53 - 8:56
    მახსოვს თავიდან ცოტა გავოცდი,
  • 8:56 - 8:59
    შემდეგ კი მთლიანად
    სირცხვილის გრძნობამ მომიცვა.
  • 9:00 - 9:04
    გავაცნობიერე, რომ იმდენად ვიყავი მექსიკის
    შესახებ მედია ცნობებში ჩაძირული,
  • 9:04 - 9:06
    რომ ისინი მხოლოდ ერთ რამედ
    იქცნენ ჩემს გონებაში -
  • 9:06 - 9:08
    საძაგელ იმიგრანტებად.
  • 9:09 - 9:11
    მექსიკელებზე ცალმხრივი
    ისტორია დავიჯერე
  • 9:11 - 9:13
    და საშინლად შემრცხვა საკუთარი თავის.
  • 9:14 - 9:16
    ასე იქმნება ცალმხრივი ისტორია.
  • 9:17 - 9:19
    აჩვენე ადამიანს მხოლოდ ერთი მხარე,
  • 9:19 - 9:21
    მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე,
  • 9:21 - 9:22
    ისევ და ისევ,
  • 9:22 - 9:25
    და ის გახდება ისტორიის
    ერთადერთი მხარე.
  • 9:25 - 9:28
    ცალმხრივ ისტორიებზე ვერ ვისაუბრებთ
  • 9:28 - 9:30
    თუ ძალაუფლებასაც არ შევეხებით.
  • 9:31 - 9:34
    იგბოს ტომის ენაზე ერთი სიტყვაა,
  • 9:34 - 9:37
    რომელიც პირველი მახსენდება, როდესაც
    მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაზე ვფიქრობ
  • 9:37 - 9:39
    და ეს სიტყვაა "ნკალი".
  • 9:39 - 9:43
    ეს სიტყვა დაახლოებით ასე ითარგმნება -
    "იყო სხვაზე უფრო მეტი".
  • 9:43 - 9:47
    როგორც ჩვენს ეკონომიკურ და
    პოლიტიკურ სამყაროში,
  • 9:47 - 9:50
    ისტორიებსაც განსაზღვრავს "ნკალის" პრინციპი:
  • 9:50 - 9:53
    როგორ ხდება მათი გადმოცემა,
    ვინ გადმოგვცემს მათ,
  • 9:53 - 9:56
    როდის და რამდენ ვერსიას გადმოგვცემენ,
  • 9:56 - 9:59
    რეალურად ეს ძალაუფლებაზეა დამოკიდებული.
  • 10:00 - 10:03
    ძალაუფლება საშუალებას გაძლევს არა
    მარტო სხვა ადამიანის ისტორია მოჰყვე,
  • 10:03 - 10:07
    არამედ მის ერთადერთ ისტორიად აქციო.
  • 10:07 - 10:10
    პალესტინელი მწერალი მურიდ ბარღუტი წერს,
  • 10:10 - 10:12
    რომ თუ გსურთ ადამიანები დააკნინოთ,
  • 10:12 - 10:18
    მათი ისტორიის მოყოლა დაიწყეთ -
    "მეორე მხრივ".
  • 10:19 - 10:23
    ისტორია დაიწყეთ აბორიგენი
    ამერიკელების ისრებით
  • 10:23 - 10:25
    და არა ბრიტანელების ამერიკაში ჩასვლით
  • 10:25 - 10:28
    და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ.
  • 10:28 - 10:32
    ისტორია დაიწყეთ აფრიკელი
    სახელმწიფოს დაცემით
  • 10:32 - 10:36
    და არა კოლონიური აფრიკული
    სახელმწიფოს შექმნით
  • 10:36 - 10:39
    და სრულიად სხვა ისტორიას მიიღებთ.
  • 10:40 - 10:42
    ახლახანს უნივერსიტეტში სიტყვით გამოვედი,
  • 10:42 - 10:46
    სადაც სტუდენტმა მითხრა
    როგორი სირცხვილი იყო,
  • 10:46 - 10:49
    რომ ნიგერიელი კაცები მოძალადეები არიან
  • 10:49 - 10:51
    ჩემი ერთერთი პერსონაჟის მსგავსად.
  • 10:52 - 10:55
    მე ვუპასუხე, რომ ახლახანს წავიკითხე
    "ამერიკელი ფსიქოპათი" -
  • 10:56 - 10:57
    (სიცილი)
  • 10:59 - 11:01
    - და როგორი სირცხვილია, რომ
  • 11:01 - 11:04
    ახალგაზრდა ამერიკელები
    სერიული მკვლელები არიან.
  • 11:04 - 11:05
    (სიცილი)
  • 11:06 - 11:09
    (აპლოდისმენტები)
  • 11:13 - 11:16
    რა თქმა უნდა ეს ცოტა
    გაღიზიანების ფონზე ვთქვი.
  • 11:16 - 11:20
    მაგრამ აზრად არასდროს
    მომსვლია მეფიქრა,
  • 11:20 - 11:23
    რომ, რადგან წიგნის პერსონაჟი
    სერიული მკვლელია
  • 11:23 - 11:28
    ასეთივეა ყველა ამერიკელიც.
  • 11:28 - 11:31
    არა იმიტომ, რომ იმ სტუდენტზე
    უკეთესი პიროვნება ვარ,
  • 11:31 - 11:35
    არამედ ამერიკის კულტურული და
    ეკონომიკური ძალაუფლების გამო
  • 11:35 - 11:37
    ამ ქვეყანაზე მრავალმხრივი ისტორია მაქვს.
  • 11:37 - 11:40
    წაკითხული მაქვს ტაილერი, აფდაიკი,
    შტაინბეკი და გაიტსკილი.
  • 11:40 - 11:43
    ამერიკის მხოლოდ ერთ მხარეს არ ვიცნობ.
  • 11:43 - 11:45
    წლების წინ როცა გავიგე, რომ
  • 11:45 - 11:50
    მწერლებს უბედური ბავშვობა
    უნდა ჰქონოდათ
  • 11:50 - 11:52
    რომ წარმატებული ყოფილიყვნენ,
  • 11:52 - 11:56
    მძიმე ბავშვობის შესახებ ისტორიების
    მოგონებაზე ფიქრი დავიწყე.
  • 11:57 - 11:58
    (სიცილი)
  • 11:59 - 12:02
    მაგრამ რეალურად ძალიან
    ბედნიერი ბავშვობა მქონდა,
  • 12:02 - 12:05
    სიცილითა და სიყვარულით სავსე,
    შეკრულ ოჯახში.
  • 12:05 - 12:08
    თუმცა ბებია და ბაბუა ლტოლვილთა
    ბანაკში დაიღუპნენ.
  • 12:09 - 12:13
    ბიძაშვილი პოლი კი არასათანადო
    სამედიცინო დახმარებას ემსხვერპლა.
  • 12:13 - 12:16
    უახლოესი მეგობარი ოკოლომა
    ავიაკატასტროფაში დამეღუპა,
  • 12:16 - 12:18
    რადგან სახანძრო მანქანებში
    წყალი არ აღმოაჩნდა.
  • 12:20 - 12:22
    რეპრესიულ სამხედრო რეჟიმში გავიზარდე,
  • 12:22 - 12:24
    რომელიც განათლებას არაფრად აგდებდა
  • 12:24 - 12:27
    და რის გამოც ხანდახან ჩემი მშობლები
    ხელფასს ვერ იღებდნენ.
  • 12:27 - 12:31
    ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ
    საუზმისას ჯემი არ გვქონდა
  • 12:31 - 12:33
    შემდეგ კარაქი გაქრა,
  • 12:34 - 12:36
    პური გაძვირდა,
  • 12:36 - 12:38
    რძის რაციონი შეიზღუდა.
  • 12:39 - 12:45
    და მოუწესრიგებელი პოლიტიკის შიშმა
    მოიცვა ჩვენი ცხოვრება.
  • 12:46 - 12:48
    ამ ისტორიებმა შემქმნეს ასეთად.
  • 12:49 - 12:52
    მაგრამ მხოლოდ ნეგატივზე აქცენტით
  • 12:52 - 12:55
    ჩემს გამოცდილებას შევზუდავდი
  • 12:55 - 12:59
    და გამომრჩებოდა სხვა ასპექტები
    რამაც მე ჩამომაყალიბა.
  • 12:59 - 13:02
    ცალმხრივი ისტორიები სტერეოტიპებს ქმნიან
  • 13:02 - 13:07
    და სტრერეოტიპების პრობლემა
    მის ნამდვილობაში კი არაა,
  • 13:07 - 13:09
    არამედ მის არასრულყოფილებაში.
  • 13:09 - 13:12
    ისინი ერთ ისტორიას ერთადერთად აქცევენ.
  • 13:12 - 13:16
    რა თქმა უნდა აფრიკა
    კატასტროფების კონტინენტია:
  • 13:16 - 13:19
    მასშტაბური მაგალითებით, როგორიც
    საშინელი გაუპატიურებებია კონგოში
  • 13:19 - 13:21
    და სამწუხარო მაგალითებით, როგორიც
  • 13:21 - 13:25
    5,000 განაცხადია ერთ
    ვაკანსიაზე ნიგერიაში.
  • 13:25 - 13:30
    მაგრამ კატასტროფების გარდა
    სხვა ისტორიებიც არსებობს
  • 13:30 - 13:33
    და მათზე საუბარი თანაბრად მნიშვნელოვანია.
  • 13:33 - 13:36
    ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია გქონდეს
  • 13:36 - 13:39
    სრულფასოვანი წარმოდგენა
    ქვეყანასა თუ ადამიანზე
  • 13:39 - 13:42
    მათი თითოეული ისტორიის ცოდნის გარეშე.
  • 13:42 - 13:46
    ცალმხრივი ისტორიის შედეგი ესაა:
  • 13:46 - 13:48
    ადამიანებს ღირსებას ართმევს.
  • 13:48 - 13:52
    ადამიანების თანასწორად აღქმას ართულებს.
  • 13:52 - 13:56
    ხაზს უსვამს ჩვენს განსხვავებულობას,
    მსგავსების ნაცვლად.
  • 13:57 - 13:59
    რა იქნებოდა მექსიკაში მოგზაურობამდე
  • 13:59 - 14:03
    იმიგრაციაზე დებატების
    ორივე მხარე მცოდნოდა,
  • 14:03 - 14:05
    ამერიკულიც და მექსიკურიც?
  • 14:05 - 14:08
    რა იქნებოდა დედას ეთქვა, რომ
    ფიდის ოჯახი ღარიბი
  • 14:08 - 14:11
    მაგრამ თავდაუზოგავად მშრომელი იყო?
  • 14:11 - 14:13
    რა იქნებოდა აფრიკული ტელევიზია გვქონოდა,
  • 14:13 - 14:17
    რომელიც აფრიკის მრავალფეროვნებას
    მსოფლიოს გაუზიარებდა?
  • 14:17 - 14:21
    ის რასაც ნიგერიელი მწერალი
    ჩინუა აჩებე "ისტორიების ბალანსს" უწოდებს.
  • 14:22 - 14:25
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    ნიგერიელ რედაქტორზე,
  • 14:25 - 14:27
    მუჰთარ ბაკარეზე,
  • 14:27 - 14:29
    საოცარ ადამიანზე, რომელმაც
    ბანკში სამსახური მიატოვა,
  • 14:29 - 14:32
    რომ მისი საოცნებო
    გამომცემლობა დაეარსებინა.
  • 14:32 - 14:36
    საყოველთაო მოსაზრება იყო, რომ
    ნიგერიელები წიგნებს არ კითხულობენ.
  • 14:36 - 14:37
    ის კი არ ეთანხმებოდა.
  • 14:37 - 14:40
    მისი აზრით ვისაც კითხვა შეეძლო,
    კიდეც წაიკითხავდა,
  • 14:40 - 14:44
    თუ მათთვის ლიტერატურა
    ხელმისაწვდომი იქნებოდა.
  • 14:44 - 14:47
    როცა მან ჩემი პირველი წიგნი გამოსცა,
  • 14:47 - 14:50
    ლაგოსის ტელევიზიაში გავემგზავრე
    ინტერვიუს მისაცემად.
  • 14:50 - 14:53
    პერსონალიდან ერთერთი ქალბატონი
    მომიახლოვდა და მითხრა:
  • 14:53 - 14:56
    "თქვენი ნოველა მომეწონა.
    მაგრამ დასასრული არ ვარგოდა.
  • 14:56 - 15:00
    ამიტომ გაგრძელება უნდა დაწეროთ,
    რომელშიც აი ეს მოხდება..."
  • 15:00 - 15:01
    (სიცილი)
  • 15:02 - 15:05
    და გააგრძელა იმის მოყოლა
    თუ რა უნდა დამეწერა.
  • 15:06 - 15:08
    ამ ამბავმა საოცრად შემძრა.
  • 15:08 - 15:11
    ჩემ წინაშე უბრალო ნიგერიელი
    ქალბატონი იდგა,
  • 15:11 - 15:13
    რომლებიც წესით არ კითხულობენ.
  • 15:13 - 15:16
    მაგრამ მან არა მარტო წაიკითხა ჩემი წიგნი,
  • 15:16 - 15:17
    არამედ გაითავისა
  • 15:17 - 15:21
    და გაგრძელების იდეასაც კი მიზიარებდა.
  • 15:22 - 15:25
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    ჩემივე მეგობარ ფუნმი ლიანდაზე,
  • 15:25 - 15:28
    უშიშარ ქალბატონზე, რომელიც
    სატელევიზიო შოუს უძღვება ლაგოსში
  • 15:28 - 15:31
    და გვიყვება ისტორიებს, რომელთა
    დავიწყება ყველას გვირჩევნია?
  • 15:32 - 15:35
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    გულის ოპერაციაზე,
  • 15:35 - 15:38
    რომელიც გასულ კვირას
    ლაგოსის ჰოსპიტალში ჩაატარეს?
  • 15:38 - 15:42
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    თანამედროვე ნიგერიულ მუსიკაზე,
  • 15:42 - 15:45
    ნიჭიერი ადამიანების შესრულებით
    ინგლისურად და პიჯინურად,
  • 15:45 - 15:48
    ასევე იგბოს, იორუბას და იჯოს ენებზე,
  • 15:48 - 15:51
    Jay-Z და Fela-ს გავლენით დაწყებული
  • 15:51 - 15:54
    ბობ მარლით და ბაბუების
    სტილით დამთავრებული.
  • 15:54 - 15:57
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    ქალი ადვოკატის შესახებ,
  • 15:57 - 16:00
    რომელმაც სულ ახლახანს სასამართლოში
    უაზრო კანონი გაასაჩივრა,
  • 16:00 - 16:04
    რომელიც ქალებს ავალდებულებდა
    ქმრის თანხმობა მიეღოთ
  • 16:04 - 16:06
    პასპორტის განახლებაზე?
  • 16:06 - 16:09
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    ნოლივუდის შესახებ,
  • 16:09 - 16:13
    შემოქმედებით ადამიანებზე,
    რომლებიც არაფრისგან ფილმებს ქმნიან,
  • 16:13 - 16:15
    ისეთ პოლულარულ ფილმებს, რომ
  • 16:15 - 16:20
    ნათელი მაგალითია ნიგერიელები
    როგორ მოიხმარენ იმას რასაც ქმნიან.
  • 16:20 - 16:24
    რა იქნებოდა ჩემს მეზობელს სცოდნოდა
    ჩემს ამბიციურ სტილისტზე,
  • 16:24 - 16:27
    რომელმაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო
    და თმის დამაგრძელებლებს ყიდის.
  • 16:27 - 16:32
    ან მილიონობით სხვა ნიგერიელზე, რომლებიც
    ბიზნესს იწყებენ და ხანდახან არ უმართლებთ,
  • 16:32 - 16:34
    მაგრამ ამბიციურობას ინარჩუნებენ.
  • 16:35 - 16:37
    ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვარ,
  • 16:37 - 16:40
    ნიგერიელებისთვის ჩვეული
    გაღიზიანება მეუფლება
  • 16:40 - 16:43
    ჩვენი დანგრეული ინფრასტრუქტურის,
    უუნარო მთავრობის გამო,
  • 16:43 - 16:46
    მაგრამ საოცარია ის მოქნილობა,
  • 16:46 - 16:49
    რომელსაც ხალხი ამჟღავნებს,
    მთავრობის მიუხედავად
  • 16:49 - 16:51
    და არა მისი ხელშეწყობით.
  • 16:51 - 16:54
    ყოველ ზაფხულს ლაგოსში
    მხატვრულ წერას ვასწავლი
  • 16:54 - 16:57
    და საოცარია რამდენ ადამიანს
    სურს მონაწილეობა,
  • 16:57 - 17:00
    რამდენ მათგანს სურს რომ წერდეს,
  • 17:00 - 17:02
    რომ ისტორიებს გვიზიარებდეს.
  • 17:02 - 17:05
    ჩემს ნიგერიულ გამომცემლობასთან ერთად
    ახლახანს არასამთავრობო დავაფუძნე,
  • 17:05 - 17:06
    სახელად "Farafina Trust"
  • 17:06 - 17:10
    და ვგეგმავთ ახალი ბიბლიოთეკები შევქმნათ
  • 17:10 - 17:13
    ან განვაახლოთ უკვე არსებული.
  • 17:13 - 17:15
    მოვამარაგოთ სკოლები წიგნებით,
  • 17:15 - 17:17
    რომელთაც ცარიელი თაროები აქვთ.
  • 17:17 - 17:20
    ასევე ჩავატაროთ უამრავი სემინარი
  • 17:20 - 17:21
    კითხვასა და წერაზე,
  • 17:21 - 17:24
    მათთვის, ვისაც ჩვენი
    ისტორიების გაზიარება სურთ.
  • 17:24 - 17:26
    ისტორიები მნიშვნელოვანია.
  • 17:26 - 17:28
    ბევრი მათგანია მნიშვნელოვანი.
  • 17:28 - 17:32
    ისტორიებს ღვარძლისა და
    დაკნინებისთვის იყენებენ,
  • 17:32 - 17:35
    მაგრამ მათი შთაგონებისთვის გამოყენებაც
    თანაბრად შესაძლებელია.
  • 17:36 - 17:39
    ისტორიებს ადამიანების
    ღირსების შელახვა შეუძლიათ,
  • 17:39 - 17:43
    მაგრამ ისინი შელახულ
    ღირსებასაც აღადგენენ.
  • 17:44 - 17:46
    ამერიკელი მწერალი, ალის ვოკერი,
  • 17:46 - 17:49
    მის სამხრეთელ ნათესავებზე წერს,
    რომლებიც ჩრდილოეთში გადასახლდნენ.
  • 17:49 - 17:52
    ალისმა მათ წიგნი წარუდგინა,
  • 17:52 - 17:54
    რომელიც მათ ყოფილ
    სამხრეთულ ცხოვრებაზეა.
  • 17:55 - 17:59
    "წრეზე ისხდნენ, წიგნს კითხულობდნენ,
  • 17:59 - 18:01
    ან მისმენდნენ როგორ ვუკითხავდი
  • 18:01 - 18:04
    და თითქოს სამოთხემ დაისადგურა..."
  • 18:05 - 18:08
    მოდით ამით დავასრულებ:
  • 18:08 - 18:11
    როდესაც უარს ვეტყვით
    ცალმხრივ ისტორიებს,
  • 18:11 - 18:14
    როდესაც გავიაზრებთ, რომ
    ცალმხრივი ისტორია არ არსებობს,
  • 18:14 - 18:16
    არცერთ ქვეყანაზე,
  • 18:16 - 18:19
    ერთგვარი სამოთხე დაისადგურებს...
  • 18:19 - 18:20
    მადლობა!
  • 18:20 - 18:22
    (აპლოდისმენტები)
Title:
სტერეოტიპების საფრთხის წინაშე
Speaker:
ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი
Description:

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კულტურა, ბევრი ურთიერთგადამკვეთი ისტორიისგან შედგება. მწერალი ჩიმამანდა ადიჩი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა მისი ნამდვილი ხმა საკუთარ კულტურაში და გვაფრთხილებს, რომ თუ სხვა ადამიანზე, ან ქვეყანაზე ისტორიის მხოლოდ ერთი მხარე ვიცით, დიდი შანსია ჩვენი აღქმა არასრულყოფილი იყოს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
18:29
TED Translators admin approved Georgian subtitles for The danger of a single story
Beka Dadiani accepted Georgian subtitles for The danger of a single story
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story
Beka Dadiani edited Georgian subtitles for The danger of a single story
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The danger of a single story
Show all

Georgian subtitles

Revisions