Return to Video

ინტერნეტი: IP მისამართი და DNS

  • 0:02 - 0:09
    ინტერნეტი: IP მისამართი და DNS
  • 0:10 - 0:14
    გამარჯობა! მე მქვია პაოლა და მე ვარ Microsoft-ის
    პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
  • 0:14 - 0:20
    მოდით, ახლა ვისაუბროთ, როგორ მუშაობს ინტერნეტი.
    მე სამსახური არ მექნებოდა, ქსელებს ერთმანეთთან
  • 0:20 - 0:26
    საუბარი რომ არ შეეძლოთ. 1970-იანებში ამის
    სტანდარტული მეთოდი არც არსებობდა.
  • 0:26 - 0:33
    რაღაც დროს ვინტ სერფმა და ბობ კანმა
    შიდაქსელური პროტოკოლი შექმნეს და
  • 0:33 - 0:39
    კომუნიკაციაც შესაძლებელი გახდა. ამ გამოგონებამ
    საფუძველი დაუდო იმას, რასაც
  • 0:39 - 0:44
    დღეს ინტერნეტს ვუწოდებთ. ინტერნეტი ქსელების
    ქსელია. ის მილიარდობით მოწყობილობას
  • 0:44 - 0:51
    აკავშირებს. ქსელს შეგიძლიათ, ლეპტოპტით
    ან ტელეფონით დაუკავშირდეთ უკაბელო ინტერნეტით,
  • 0:51 - 0:57
    უკაბელო ინტერნეტი ინტერნეტის სერვისის
    პროვაიდერს (ISP-ს) უკავშირდება, პროვაიდერი
  • 0:57 - 1:02
    კი მსოფლიოს მილიარდობით მოწყობილობასთან
    ასობით ათასი ქსელის მეშვეობით
  • 1:02 - 1:09
    გაკავშირებთ. ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ
  • 1:09 - 1:16
    ინტერნეტი დიზაინის ფილოსფიაა, ეს
    არქიტექტურაა, რომელიც რაღაც პროტოკოლებში
  • 1:16 - 1:20
    გამოიხატება. პროტოკოლი წესებისა და
    სტანდარტების ნუსხაა, რომელიც ყველამ იცის.
  • 1:20 - 1:26
    თუ ყველა მონაწილე მხარე თანახმაა, ისინი
    უპრობლემოდ იურთიერთებენ. ის, თუ როგორ
  • 1:26 - 1:32
    მუშაობს ინტერნეტი, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
    მთავარია, რომ დიზაინის ამ ფილოსოფიამ ინტერნეტს
  • 1:32 - 1:38
    საშუალება მისცა, კომუნკაციის ახალი ტექნოლოგიები
    შეითვისოს. იმისთვის, რომ ახალმა
  • 1:38 - 1:43
    ტექნოლოგიამ ინტერნეტი ახლებურად გამოიყენოს,
    მან უნდა იცოდეს, რომელი პროტოკოლით
  • 1:43 - 1:49
    იმუშაოს. ინტერნეტის მომხმარებელ განსხვავებულ
    მოწყობილობებს უნიკალური მისამართი აქვთ.
  • 1:49 - 1:54
    მისამართი ჩვეულებრივი ნომერია, ისეთივე,
    როგორც მობილურის ან ქუჩის. თითოეულ
  • 1:54 - 2:00
    კომპიუტერს ქსელში თავისი ნომერი აქვს. აი,
    სახლებს
  • 2:00 - 2:05
    და ბიზნესებს რომ თავისი მისამართი აქვთ, ეგრე.
    აუცილებელი არაა, იცნობდეთ ადრესატს,
  • 2:05 - 2:09
    რომ გაუგზავნოთ წეილი, მაგრამ ნამდვილად
    აუცილებელია, იცოდეთ მათი მისამართი
  • 2:09 - 2:14
    და მისამართის კონვერტზე დაწერის წესი,
    რომ წერილმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს.
  • 2:14 - 2:20
    კომპიუტერების მისამართის სისტემაც
    მსგავსია. ეს ინტერნეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
  • 2:20 - 2:25
    პროტოკოლის ნაწილია. ამ პროტოკოლს
    ინტერნეტ პროტოკოლი, ანუ, IP, ჰქვია.
  • 2:25 - 2:32
    ამიტომ, კომპიუტერის მისამართს IP მისამართი
    ჰქვია. ვებ-საიტზე შესვლისას თქვენი
  • 2:32 - 2:37
    კომპიუტერი მეორე კომპიუტერისგან ინფორმაციას
    მოითხოვს. თქვენი კომპიუტერი აგზავნის მესიჯს
  • 2:37 - 2:41
    მეორე კომპიუტერის IP მისამართზე და
    ის თავის მისამართსაც უთითებს, რათა
  • 2:41 - 2:48
    ადრესატმა იცოდეს, სად გააგზავნოს პასუხი.
    IP მისამართი ნანახიც გექნებათ. ჩვეულებრივი
  • 2:48 - 2:55
    ციფრებია! ისინი იერარქიულადაა დალაგებული.
    აი, როგორც სახლის მისამართში მიუთითებთ
  • 2:55 - 3:02
    ქვეყანას, ქალაქს, ქუჩას, სახლის ნომერს, ისე
    IP მისამართსაც რამდენიმე ნაწილი აქვს. როგორც ყველა
  • 3:02 - 3:10
    ციფრული მონაცემი, ეს რიცხვებიც
    ბიტებითაა წარმოდგენილი. ტრადიციულ IP მისამართს
  • 3:10 - 3:16
    32 ბიტი აქვს, მისამართის თითო ნაწილში 8 ბიტია.
    წინა რიცხვები ქვეყანას და მოწყობილობის
  • 3:16 - 3:22
    რეგიონალურ ქსელს აღნიშნავს. შემდეგ მოდის
    ქვექსელი, შემდეგ კი მოწყობილობის
  • 3:22 - 3:30
    მისამართი. IP მისამართის მინიჭების ამ მეთოდს
    IPv4 ჰქვია. ის 1973 წელს შექმნეს
  • 3:30 - 3:36
    და 80-იანების დასაწყისში სწრაფად
    გავრცელდა. ამ სისტემით 4 მილიარდზე მეტი
  • 3:36 - 3:41
    უნიკალური მისამართის შექმნა შეიძლება.
    ამასობაში ინტერნეტი კიდევ უფრო პოპულარული
  • 3:41 - 3:47
    გახდა, ვიდრე ეს ვინტ სერფს წარმოედგინა.
    4 მილიარდი უნიკალური მისამართი
  • 3:47 - 3:53
    საკმარისი არაა. ჩვენ ახლა ნელ-ნელა გადავდივართ
    უფრო გრძელი IP მისამართების სისტემაზე,
  • 3:53 - 4:04
    სახელად IPv6, რომელიც მისამართის ჩასაწერად
    128 ბიტს იყენებს და 340 უნდეცილიონი
  • 4:04 - 4:09
    უნიკალური მისამართს ქმნის. დედამიწის
    ქვიშის თითოეულ მარცვალს რომ IP მისამართი
  • 4:09 - 4:16
    ჰქონდეს, გვეყოფა. მოხმარებელთა უმრავლესობას
    IP მისამართი ნანახიც არ აქვს. სისტემა, სახელად
  • 4:16 - 4:23
    დომეინის სახელის სისტემა, ანუ, DNS, სახელებს,
    როგორიცაა www.example.com მისამართებთან
  • 4:23 - 4:29
    აკავშირებს. თქვენი კომპიუტერი DNS-ით
    დომეინის სახელებს ეძებს და ასოცირებულ IP მისამართს
  • 4:29 - 4:33
    პოულობს, რომლითაც კომპიუტერს
    საბოლოო დანიშნულებამდე აკავშირებს. აი, ასე
  • 4:33 - 4:38
    ხდება: (ხმა 1) - გამარჯობა, მინდა, შევიდე www.code.org-ზე
  • 4:38 - 4:50
    (ხმა 2) - ჰმ... ხო, ამ დოიმეინის IP მისამართი არ ვიცი,
    გავიკითხავ. იცი, როგორ მოხვდეთ
  • 4:50 - 4:59
    code.org?-ზე? (ხმა 3)
    - კი, აი, აქ მაქვს მისამართი - 174.129.14.120
  • 4:59 - 5:04
    (ხმა 2) - ოჰ, დიდი მადლობა. ამას ჩავიწერ
    და შემდეგში უკვე მეცოდინება.
  • 5:04 - 5:14
    აი, მსამართი, რომელიც გინდოდა.
    (ხმა 1) - მაგარია, მადლობა.
  • 5:14 - 5:20
    როგორ შევქმნათ სისტემა, სადაც მილიარდობით
    მოწყობილობა მილიარდობით ვებ-საიტს მიაგნებს?
  • 5:20 - 5:28
    ერთი DNS სერვერი ამ ყველაფერს მარტო
    ვერ გაუმკლავდება.
  • 5:28 - 5:33
    სინამდვილეში, DNS სერვერები იერარქიულადაა
    დაკავშირებული, გაყოფილია
  • 5:33 - 5:41
    ზონების მიხედვით და სხვადასხვა ტიპის
    დომეინებს განაგებენ, როგორიცაა .org, .com, .net.
  • 5:41 - 5:48
    DNS თავდაპირველად ღია საჯარო კომუნიკაციის
    პროტოკოლი იყო სამთავრობო და
  • 5:48 - 5:55
    საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის. ის საკმაოდ ღიაა
    და კიბერ შეტევებისგან თავს ყოველთვის ვერ იცავს.
  • 5:55 - 6:03
    შეტევის მაგალითია DNS შენიღბვა, როცა ჰაკერი
    DNS სერვერზე შედის და მას ისე ცვლის, რომ
  • 6:03 - 6:09
    დომეინის სახელი არასწორ IP-ს უკავშირდება.
    ამგვარად ადამიანები ყალბ ვებ-საიტებზე
  • 6:09 - 6:16
    შედიან. თუ თქვენც გახდით ასეთი შეტევის
    მსხვერპლი, ალბათ არაერთ პრობლემას
  • 6:16 - 6:24
    გადააწყდებით, თქვენ ყალბ ვებ-საიტს იყენებთ და
    ნამდვილი გგონიათ. ინტერნეტი უზარმაზარია და
  • 6:24 - 6:31
    ყოველ დღე იზრდება, მაგრამ დომეინის სახელის
    სისტემა და ინტერნეტის პროტოკოლი გაზრდას ექვემდებარება,
  • 6:31 - 6:35
    ისინი ინტერნეტს აუცილებლად დაიტევს.
Title:
ინტერნეტი: IP მისამართი და DNS
Description:

ინტერნეტის (!) თანადამფუძნებეილ ვინტ სერფი და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი პაოლა მეჯია გვიამბობენ, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ქსელები და როგორ მუშაობს ინტერნეტი.
ისწავლეთ აქ: http://code.org/

გვეკონტაქტეთ აქ:
• Twitter https://twitter.com/codeorg
• Facebook https://www.facebook.com/Code.org
• Instagram https://instagram.com/codeorg
• Tumblr https://blog.code.org
• LinkedIn https://www.linkedin.com/company/code-org
• Google+ https://google.com/+codeorg

more » « less
Video Language:
English
Duration:
06:45

Georgian subtitles

Incomplete

Revisions Compare revisions