Return to Video

კაკენია ნტაია : გოგონა რომელმაც მოითხოვა სკოლა

  • 0:00 - 0:05
    არსებობს ადამიანთა ჯგუფი კენიაში,
  • 0:05 - 0:09
    რომელთა სანახავად ადამიანები კვეთენ ოკეანეებს.
  • 0:09 - 0:11
    ისინი არიან მაღლები,
  • 0:11 - 0:16
    მათ შეუძლიათ მაღლა ხტომა, ისინი ატარებენ წითელს
  • 0:16 - 0:18
    და ისინი ხოცავენ ლომებს.
  • 0:18 - 0:21
    ალბათ დაგაინტერესათ თუ ვინ არიან ეს ადამიანები ?
  • 0:21 - 0:23
    ისინი არიან მასაის ხალხი .
  • 0:23 - 0:29
    და იცით რა არის ძალიან მაგარი? სინამდვილეში მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.
  • 0:29 - 0:34
    მასაის ბიჭები იზრდებიან რომ გახდნენ მეომრები,
  • 0:34 - 0:37
    გოგონები კი იზრდებიან რომ გახდნენ დედები.
  • 0:37 - 0:39
    როდესაც მე ხუთი წლის ვიყავი,
  • 0:39 - 0:42
    მე აღმოვაჩინე რომ დანიშნული ვიყავი
  • 0:42 - 0:45
    და მომწიფებისთანავე გავთხოვდებოდი.
  • 0:45 - 0:48
    დედაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი დეიდები
  • 0:48 - 0:50
    განუწყვეტლივ მახსენებდნენ, რომ
  • 0:50 - 0:53
    ჩემმა მეუღლემ ეხლახანს ჩამიარა გვერდით.
  • 0:53 - 0:58
    (სიცილი დარბაზში) ხომ მაგარია არა?
  • 0:58 - 1:01
    და ყველაფერი რაც ამ მომენტიდან მევალებოდა,
  • 1:01 - 1:06
    იყო ის რომ გავმხდარიყავი იდეალური ქალი 12 წლის ასაკში.
  • 1:06 - 1:09
    ჩემი დღე იწყებოდა დილის 5 საათზე,
  • 1:09 - 1:11
    ვწველიდი ძროხებს, ვალაგებდი სახლს,
  • 1:11 - 1:16
    საჭმელს ვუმზადები ჩემს და-ძმებს, ვაგროვებდი წყალს, შეშას.
  • 1:16 - 1:19
    მე ვაკეთებდი ყველაფერს რაც უნდა გამეკეთებინა,
  • 1:19 - 1:23
    რათა გავმხდარიყავი იდეალური ცოლი.
  • 1:23 - 1:26
    მე დავდიოდი სკოლაში არა იმიტომ რომ მასაის
  • 1:26 - 1:29
    ქალები ან გოგონები დადიან სკოლაში,
  • 1:29 - 1:32
    არამედ იმიტომ რომ თავის დროზე დედაჩემა უარი თქვა განათლებაზე
  • 1:32 - 1:35
    და ის გამუდმებით გვახსენებდა მე და ჩემს და-ძმებს რომ
  • 1:35 - 1:39
    მას არ უნდოდა ჩვენ გვეცხოვრა ისე როგორც ის ცხოვრობდა.
  • 1:39 - 1:42
    რატომ თქვა ეს?
  • 1:42 - 1:45
    მამაჩემი მუშაობდა პოლიციელად ქალაქში.
  • 1:45 - 1:47
    ის მოდიოდა სახლში წელიწადში ერთხელ,
  • 1:47 - 1:50
    მას ვერ ვნახულობდით ხშირად, ზოგჯერ ორ წელიწადის განმავლობაშიც კი
  • 1:50 - 1:54
    და ყოველთვის როცა ის სახლში იყო, განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე.
  • 1:54 - 1:56
    დედაჩემი თავდაუზოგავად მუშაობდა ფერმაში,
  • 1:56 - 1:58
    რომ კარგი მოსავალი მოეყვანა და ჩვენთვის ეჭმია.
  • 1:58 - 2:00
    იგი ზრდიდა ძროხებსა და თხებს,
  • 2:00 - 2:02
    რათა შემდეგ ჩვენზე ეზრუნა.
  • 2:02 - 2:05
    მაგრამ როცა მამაჩემი სახლში დაბრუნდა, მან გაყიდა ძროხები,
  • 2:05 - 2:07
    გაყიდა ყველაფერი რაც გაგვაჩნდა,
  • 2:07 - 2:11
    შემდეგ კი დასალევად წავიდე ბარში მეგობრებთან ერთად.
  • 2:11 - 2:13
    მხოლოდ იმიტომ რომ დედაჩემი იყო ქალი,
  • 2:13 - 2:16
    მას არ ჰქონდა საკუთრების უფლება
  • 2:16 - 2:18
    და ჩვეულებრივ ყველაფერი ჩემს ოჯახში
  • 2:18 - 2:21
    ეკუთვნის მამაჩემს, შესაბამისად მას გააჩნია უფლებები.
  • 2:21 - 2:23
    და თუ კი ოდესმე დედაჩემს კითხვები დაუსვამს ამ თემაზე,
  • 2:23 - 2:30
    იგი იყო ნაცემი, შეურაცხყიფილი და უბრალოდ საქმე მეტად რთულად იყო.
  • 2:30 - 2:33
    მე როცა სკოლაში დავდიოდი, მე მქონდა ოცნება,
  • 2:33 - 2:35
    ოცნება რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი.
  • 2:35 - 2:37
    მასწავლებლები კარგად გამოიყურებიან,
  • 2:37 - 2:39
    ისინი იცვამენ ლამაზად, ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს,
  • 2:39 - 2:42
    რომელიც სხვათა შორის აღმოვაჩინე რომ საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ მე მაინც აღფრთოვანებული ვიყავი.
  • 2:42 - 2:46
    (სიცილი დარბაზში)
  • 2:46 - 2:49
    მაგრამ, მასწავლებელთა უმეტესობა უბრალოდ დაფაზე წერით იყო დაკავებული.
  • 2:49 - 2:52
    არც თუ ისე რთული საქმეა - ვფიქრობდი მე
  • 2:52 - 2:55
    როდესაც ვადარებდი ჩემს საქმიანობებს ფერმაში.
  • 2:55 - 2:57
    აი ამიტომ მინდოდა გავმხდარიყავი მასწავლებელი.
  • 2:57 - 3:01
    მე თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი სკოლაში, მაგრამ როდესაც ვიყავი მერვე კლასში,
  • 3:01 - 3:03
    დადგა გადამწყვეტი ფაქტორი.
  • 3:03 - 3:06
    ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომლის ფარგლებში
  • 3:06 - 3:09
    გოგონამ უნდა გაიაროს გარკვეული ცერემონია რომ გახდეს ქალი
  • 3:09 - 3:11
    და ეს არის რიტუალი ქალობაში შესასვლელად.
  • 3:11 - 3:15
    როდესაც ვამთავრებდი მერვე კლასს,
  • 3:15 - 3:18
    უნდა გამეგრძელებინა სწავლა საშუალო სკოლაში.
  • 3:18 - 3:19
    ეს იყო ჩემთვის გზაჯვარედინი.
  • 3:19 - 3:25
    მივიღებდი რა მონაწილეობას ამ ცერემონიალში, მე გავხდებოდი ქალი,
  • 3:25 - 3:29
    თუმცა ჩემი ოცნება გავმხდარიყავი მასწავლებელი უნდა დამევიწყებინა .
  • 3:29 - 3:31
    შესაბამისად მე ვთქვი რომ უნდა მომეფიქრებინა გეგმა
  • 3:31 - 3:34
    რათა მეპოვა გამოსავალი ამ სიტუაციაში.
  • 3:34 - 3:38
    მე დაველაპარაკე მამაჩემს, ეს იყო ის რაც ბევრ გოგოს არასოდეს გაუკეთებია.
  • 3:38 - 3:41
    მე ვუთხარი მამაჩემს : "მე მხოლოდ მაშინ გავხდები ამ რიტულის მონაწილე,
  • 3:41 - 3:44
    თუ შენ სკოლაში დამაბრუნებ"
  • 3:44 - 3:46
    მიზეზი თუ რატომ მოვიქეცი ასე იყო შემდეგი, თუკი გავიქცეოდი,
  • 3:46 - 3:50
    მამაჩემი იქნებოდა დაღდასმული, ხალხი მას დაუძახებდა
  • 3:50 - 3:53
    მამას,რომლის გოგონამ უარი თქვა რიტუალზე.
  • 3:53 - 3:57
    ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ტვირთი რომელიც მას უნდა ეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება.
  • 3:57 - 4:00
    შესაბამისად მან გააანალიზა და თქვა : "კარგი,
  • 4:00 - 4:03
    შენ დაბრუნდები სკოლაში ცერემონიის შემდეგ".
  • 4:03 - 4:06
    მე ეს გავაკეთე , რიტუალის ნაწილი გავხდი.
  • 4:06 - 4:09
    მთელი კვირა იყო მხიარულებისა და მღელვარების,
  • 4:09 - 4:12
    ეს იყო ცერემონიალი, სადაც ადამიანები ერთობოდნენ.
  • 4:12 - 4:14
    სანამ ცერემონიალი დაიწყებოდა,
  • 4:14 - 4:17
    ჩვენ ვცეკვავდით და ვერთობოდით,
  • 4:17 - 4:21
    მთელი ღამე არ გვეძინა.
  • 4:21 - 4:24
    როდესაც ის დღე დადგა, ჩვენ გამოვედით სახლიდან,
  • 4:24 - 4:26
    რომელშიც ვცეკვავდით. დიახ, ჩვენ ვცეკვავდით და ვცეკვავდით.
  • 4:26 - 4:30
    ჩვენ გავიარეთ ეზო და შემდეგ გველოდა შეკრებილი ხალხი.
  • 4:30 - 4:33
    ყველანი წრეში იყვნენ
  • 4:33 - 4:35
    და ცეკვავდნენ გაუჩერებლივ.
  • 4:35 - 4:37
    როდესაც მივუახლოვდით წრეს,სადაც ქალები,
  • 4:37 - 4:41
    კაცები, ბავშვები იყვნენ შეკრებილნი,
  • 4:41 - 4:43
    შუაში იჯდა ქალი
  • 4:43 - 4:48
    და ის გველოდებოდა, რომ შევეკავებინეთ.
  • 4:48 - 4:51
    მე ვიყავი პირველი, იქვე იყვნენ ჩემი დები და სხვა გოგონებიც.
  • 4:51 - 4:54
    როდესაც მე მივუახლოვდი ამ ქალს,
  • 4:54 - 4:57
    მან შემომხედა და მე დავჯექი.
  • 4:57 - 5:01
    დავჯექი რა მე გავშალე ფეხები.
  • 5:01 - 5:04
    ამ დროს მოვიდა მეორე ქალი,
  • 5:04 - 5:07
    რომელსაც ეკავა დანა
  • 5:07 - 5:11
    და ამ დანით იგი მოემართებოდა პირდაპირ ჩემსკენ.
  • 5:11 - 5:15
    მან დამიჭირა ხელით და მომაჭრა კლიტორი.
  • 5:15 - 5:21
    როგორც წარმოგიდგენიათ დამეწყო სისხლდენა.
  • 5:21 - 5:26
    სისხლდენის შემდეგ კი გული წამივიდა.
  • 5:26 - 5:28
    ეს არის რაღაც, რომლითაც
  • 5:28 - 5:32
    ბევრი გოგონა იღუპება, მე კი იღბლიანი აღმოვჩნდი რომ გადავრჩი.
  • 5:32 - 5:38
    ეს ტარდება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე, ძველი ჟანგიანი დანით
  • 5:38 - 5:41
    და ეს მართლა მტკივნეული მომენტია.
  • 5:41 - 5:44
    მე აღმოვჩდნი იღბლიანი იმიტომ რომ დედაჩემმა გააკეთა ისეთი რამ,
  • 5:44 - 5:47
    რასაც ბევრი ქალი არ აკეთებს.
  • 5:47 - 5:50
    სამი დღის შემდეგ, როდესაც ყველამ დატოვა სახლი,
  • 5:50 - 5:51
    დედაჩემი წავიდა და მომიყვანა ექთანი,
  • 5:51 - 5:53
    რომელმაც ჩვენ მოგვიარა.
  • 5:53 - 5:58
    სამი კვირის შემდეგ, მოშუშების შემდეგ წავედი სკოლაში.
  • 5:58 - 6:01
    მე ვიყავი ისეთი მოწადინებული მასწავლებლობაზე
  • 6:01 - 6:05
    რომ მზად ვიყავი შემეცვალა რაღაცეები ჩემს ოჯახში.
  • 6:05 - 6:09
    ნუ როდესაც მე საშუალო სკოლაში ვიყავი, მოხდა რაღაც.
  • 6:09 - 6:12
    მე შევხვდი ახალგაზრდა ჯენტლმენს ჩვენი სოფლიდან,
  • 6:12 - 6:14
    რომელიც ნამყოფი იყო ორეგონის უნივერსიტეტში.
  • 6:14 - 6:20
    ეს იყო კაცი რომელიც ატარებდა თეთრ მაისურს, ჯინსებს, კამერას
  • 6:20 - 6:23
    თეთრ კედებს და მე ეხლა ვსაუბრობ თეთრ კედებზე.
  • 6:23 - 6:27
    არის რაღაც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელშიც.
  • 6:27 - 6:30
    იგი ატარებდა კედებს სოფელში,
  • 6:30 - 6:34
    სადაც დაგებული გზებიც კი არ იყო, რაც განსხვავებულ მომხიბვლელობას მატებდა.
  • 6:34 - 6:39
    მე მას ვუთხარი: "მეც მინდა იქ წავიდე სადაც შენ ხარ"
  • 6:39 - 6:44
    რადგან ეს ადამიანი ბედნიერი გამოიყურებოდა და ამით მე მოვიხიბლე.
  • 6:44 - 6:46
    მან მიპასუხა: "კარგი,მაგრამ
  • 6:46 - 6:47
    რას გულისხმობ რომ გინდა წახვიდე?
  • 6:47 - 6:49
    ნუთუ მეუღლე არ გელოდება?"
  • 6:49 - 6:52
    მე კი ვუპასუხე: "არ ინერვიულო მაგაზე,
  • 6:52 - 6:55
    უბრალოდ მითხარი როგორ მოვხვდე იქ."
  • 6:55 - 6:58
    ეს ჯენტლმენი მე დამეხმარა .
  • 6:58 - 7:01
    როდესაც მე საშუალო სკოლაში დავდიოდი, მამაჩემი ავად გახდა.
  • 7:01 - 7:04
    მას მოუვიდა ინსულტი და ის მართლა ცუდად იყო,
  • 7:04 - 7:07
    შესაბამისად მას არ შეეძლო ეთქვა თუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი შემდეგი ნაბიჯი.
  • 7:07 - 7:11
    მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მამაჩემი არაა ჩემი ერთადერთი მამა რომელიც მყავს,
  • 7:11 - 7:15
    ყოველი ჩემი თემის მამრობითი სქესისა და მამაჩემის ასაკის ადამიანი
  • 7:15 - 7:16
    მამად მეკუთვნის.
  • 7:16 - 7:20
    ჩემი ბიძები, ყველანი მკარნახობდნენ თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი მომავალი.
  • 7:20 - 7:23
    მოვიდა სიახლე ჩემს აპლიკაციასთან დაკავშირებით,
  • 7:23 - 7:28
    თანხმობა მომივიდა რანდოლფ-მაკონის ქალთა კოლეჯიდან რომელიც მდებარეობდა ქალაქ ლინჩბურგში, ვირჯინიის შტატში.
  • 7:28 - 7:32
    მაგრამ მე არ შემეძლო სოფლის დახმარების გარეშე წასვლა,
  • 7:32 - 7:34
    რადგან მე მჭირდებოდა ფული ბილეთის საყიდლად.
  • 7:34 - 7:37
    მიუხედავად იმისა რომ დაფინანსება მივიღე, იქ ჩასვლა ჩემით უნდა მომეხერხებინა.
  • 7:37 - 7:40
    შესაბამისად მე მჭირდებოდა სოფლის თანადგომა
  • 7:40 - 7:44
    და როდესაც კაცებმა გაიგეს,
  • 7:44 - 7:48
    რომ სწორედ გოგონამ მოიპოვა შესაძლებლობა წასულიყო სასწავლებლად საზღვარგარეთ,
  • 7:48 - 7:50
    მათ თქვეს: "როგორი დაკარგული შესაძლებლობაა,
  • 7:50 - 7:54
    ეს უნდა ყოფილიყო ბიჭისათვის, ჩვენ ამას ვერ დავუჭერთ მხარს.
  • 7:54 - 7:58
    შესაბამისად მე დავუბრუნდი ჩემს ცხოვრებას და ტრადიციებს.
  • 7:58 - 8:00
    არსებობს გარკვეული რწმენა ჩემს ხალხში,
  • 8:00 - 8:04
    რომ დილას მოაქვს კარგი ამბები,
  • 8:04 - 8:07
    ამიტომ მე უნდა მომეფიქრებინა რაღაც დილისათვის,
  • 8:07 - 8:09
    გამომდინარე რომ დილით ყოველთვის სასიამოვნო სიახლეებია.
  • 8:09 - 8:13
    ჩვენს სოფელში არის ერთი მთავარი, უხუცესი,
  • 8:13 - 8:17
    რომლის ნათქვამს ყველა ემორჩილება.
  • 8:17 - 8:21
    როგორც კი მზე ამოვიდა დილით ადრე, მე წავედი მის სანახავად,
  • 8:21 - 8:24
    პირველი რაც კი მან დაინახა კარების გაღების შემდეგ ვიყავი მე .
  • 8:24 - 8:27
    "შვილო ჩემო, რას აკეთებ აქ?"
  • 8:27 - 8:31
    "მამა, მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა რომ წავიდე ამერიკაში"
  • 8:31 - 8:33
    მე შევპირდი მას რომ ვიქნებოდი საუკეთესო მოსწავლე,
  • 8:33 - 8:37
    რომ დავბრუნდებოდი უკან და გავაკეთებდი ყველაფერს რასაც
  • 8:37 - 8:39
    ისინი მოისურვებდნენ.
  • 8:39 - 8:41
    მან თქვა: "კარგი, მაგრამ მე არ შემიძლია ამის მარტო გაკეთება"
  • 8:41 - 8:44
    მან მომცა მე 15 კაცის სია და მე წავედი,
  • 8:44 - 8:47
    კიდევ 16 კაცი, ყოველ დილით
  • 8:47 - 8:49
    მე მივდიოდი და ვსტუმრობდი მათ.
  • 8:49 - 8:50
    ისინი, ყველანი ერთად მოვიდნენ,
  • 8:50 - 8:53
    სოფელი, ქალი, კაცი ყველა ერთად მოვიდა
  • 8:53 - 8:57
    რომ დამხმარებოდნენ განათლების მიღებაში.
  • 8:57 - 9:01
    მე ჩავედი ამერიკაში,როგორ წარმოგიდგენიათ, რა აღმოვაჩინე აქ?
  • 9:01 - 9:05
    მე აღმოვაჩინე თოვლი!
  • 9:05 - 9:08
    მე აღმოვაჩნე ვოლ-მარტსი, მტვერსასრუტი
  • 9:08 - 9:11
    და ძალიან ბევრი საჭმელი სასადილოში.
  • 9:11 - 9:14
    მე ვიმყოფებოდი სიუხვის მიწაზე.
  • 9:14 - 9:19
    მე კარგად ვატარებდი დროს მაგრამ ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში,
  • 9:19 - 9:22
    მე აღმოვაჩინე კიდევ ბევრი რაღაცეები.
  • 9:22 - 9:25
    მე გავიგე და ვისწავლე, რომ ცერემონია რომლის გავლაც მე მომიწია
  • 9:25 - 9:30
    13 წლის ასაკში, ერქვა ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება.
  • 9:30 - 9:34
    მე ვისწავლე რომ ეს ეწინააღმდეგებოდა კენიის კანონმდებლობას.
  • 9:34 - 9:38
    მე ვისწავლე რომ მე არ ვიყავი ვალდებული გამეცვალა ჩემი სხეულის ნაწილი იმისათვის,
  • 9:38 - 9:42
    რომ განათლება მიმეღო, მე მქონდა ამის უფლება.
  • 9:42 - 9:45
    და ამ წამს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სამი მილიონი გოგო
  • 9:45 - 9:51
    აფრიკაში დაცვეთის რიტუალის საფრთხის წინ დგას.
  • 9:51 - 9:54
    მე ვისწავლე რომ დედაჩემს გააჩნდა საკუთრების უფლება,
  • 9:54 - 9:57
    მე გავიგე რომ დედაჩემი არ უნდა ყოფილიყო შეურაცხყოფილი,
  • 9:57 - 9:59
    იმიტომ რომ ის ქალია.
  • 9:59 - 10:02
    ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა.
  • 10:02 - 10:04
    მე მინდოდა რამე გამეკეთებინა,
  • 10:04 - 10:07
    ვბრუნდებოდი რა ყოველ ჯერზე უკან,
  • 10:07 - 10:10
    ვუყურებდი, თუ როგორ თხოვდებოდნენ ჩემი მეზობელი გოგონები,
  • 10:10 - 10:12
    როგორ ხდებოდნენ დაცვეთის რიტუალის მონაწილეები და აქ ,
  • 10:12 - 10:15
    კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მე ვმუშაობდი გაეროში და
  • 10:15 - 10:18
    ვბრუნდებოდი რა უკან ჩემი დამამთავრებელი ნაშრომის დასაცავად,
  • 10:18 - 10:22
    ამ გოგოების განუწყვეტელი ტირილი სახიდან არ მშორდებოდა.
  • 10:22 - 10:25
    მე უნდა მემოქმედა!
  • 10:25 - 10:28
    დავბრუნდი რა ისევ უკან, მე დავიწყე საუბარი სოფლის
  • 10:28 - 10:29
    მამაკაცებთან და ქალებთან. მე განვაცხადე:
  • 10:29 - 10:31
    "მე მინდა ავასრულო ჩემი დანაპირები,
  • 10:31 - 10:34
    რომ ჩამოვიდოდი რათა თქვენ დაგხმარებოდით, რა გჭირდებათ?"
  • 10:34 - 10:36
    მე გავესაუბრე ქალებს, მათ მითხრეს :
  • 10:36 - 10:38
    "იცი რა გვჭირდება ? ჩვენ გვჭირდება სკოლა გოგონებისათვის."
  • 10:38 - 10:41
    რადგან მათ არ ჰქონდათ სპეციალური სკოლა გოგონებისათვის .
  • 10:41 - 10:43
    და მიზეზი, თუ რატომ უნდოდათ სკოლა გოგონებისათვის იყო ის,
  • 10:43 - 10:46
    რომ სკოლაში მიმავალი გოგოს გაუპატიურებისათვის
  • 10:46 - 10:48
    დედამისი იყო დამნაშავე.
  • 10:48 - 10:52
    თუკი გოგო დაფეხმიმდებოდა ქორწინებამდე,
  • 10:52 - 10:54
    ასევე დედა იყო დამნაშვე და ამისათვის ისჯებოდა კიდევაც,
  • 10:54 - 10:56
    მას სცემდნენ.
  • 10:56 - 11:00
    მათ თქვეს: "ჩვენ გვინდა ჩვენი გოგოები იყვნენ დაცულ ადგილას."
  • 11:00 - 11:02
    როდესაც გადავინაცვლე მამებთან,
  • 11:02 - 11:05
    იცით რა მითხრეს მამებმა?
  • 11:05 - 11:07
    "ჩვენ გვინდა სკოლა ბიჭებისათვის"
  • 11:07 - 11:10
    და მე ვუპასუხე : "კარგი, აქ არის რამოდენიმე კაცი ამ სოფელში,
  • 11:10 - 11:13
    რომლებმაც საზღვარგარეთ მიიღეს განათლება.
  • 11:13 - 11:15
    რატომ მათ არ თხოვთ სკოლის აშენებას ბიჭებისათვის?
  • 11:15 - 11:17
    და მე ავაშენებ სკოლას გოგონებისთვის?"
  • 11:17 - 11:21
    ეს გონივრულად ჟღერდა და ისინიც დამთანხმდნენ.
  • 11:21 - 11:25
    და მე ვუთხარი მათ, მე მინდოდა რომ დამენახა მათი თავდადება
  • 11:25 - 11:30
    და დავინახე კიდევაც. მათ გვაჩუქეს მიწა, სადაც ავაშენეთ სკოლა გოგოებისთვის.
  • 11:30 - 11:32
    ჩვენ გვაქვს ის.
  • 11:32 - 11:35
    მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა.
  • 11:35 - 11:37
    ანჯელინს სურდა ჩვენთან ესწავლა,
  • 11:37 - 11:41
    თუმცა ის არ ერგებოდა ჩვენს კრიტერიუმებს.
  • 11:41 - 11:44
    იგი არის უპატრონი და ამ მიზეზით შეგვეძლო მიგვეღო,
  • 11:44 - 11:46
    მაგრამ ასაკობრივად ვერ ემთხვეოდა, 12 წლის იყო
  • 11:46 - 11:50
    და ჩვენ აგვყავს ბავშვები რომლებიც მეოთხე კლასში არიან.
  • 11:50 - 11:51
    ანჯელინს ხშირად უწევდა საცხოვრებელი გარემოს შეცვლა,
  • 11:51 - 11:54
    გამომდინარე იქედან რომ ის უპატრონოა, არ ყავს არც დედა და არც მამა
  • 11:54 - 11:56
    ხშირად უწევდა ერთი ბებიიდან მეორესთან გადასვლა,
  • 11:56 - 12:00
    ერთი დეიდიდან მეორესთან და ასე შემდეგ. მას არ გააჩნდა არანაირი სტაბილურობა ცხოვრებაში.
  • 12:00 - 12:02
    მე შევხედე მას და კარგად მახსოვს ის დღე,
  • 12:02 - 12:07
    რადგან მე დავინახე რაღაც გაცილებით მეტი მასში.
  • 12:07 - 12:10
    და მიუხედავად იმისა რომ ის უფროსი იყო,
  • 12:10 - 12:13
    ჩვენ მივეცით მას შესაძლებლობა დასწრებოდა გაკვეთილებს.
  • 12:13 - 12:16
    ხუთი თვის შემდეგ, ანჯელინი ასე გამოიყურება .
  • 12:16 - 12:19
    აღსანიშნავი ტრანსფორმაცია დაიწყო მის ცხოვრებაში.
  • 12:19 - 12:21
    ანჯელინს უნდა გამოვიდეს მფრინავი, შემოუფრინოს დედამიწას გარშემო
  • 12:21 - 12:23
    და შეცვალოს რაღაც.
  • 12:23 - 12:25
    ის არ იყო მოწინავე სტუდნეტი როდესაც ავიყვანეთ,
  • 12:25 - 12:27
    ეხლა კი ის არის საუკეთესო მოსწავლე არამარტო ჩვენს სკოლაში,
  • 12:27 - 12:31
    არამედ მთელს განყოფილებაში სადაც კი ვმუშაობთ.
  • 12:31 - 12:35
    ეს შარონია, ეს კი ხუთი წლის შემდეგ.
  • 12:35 - 12:42
    ეს ეველინია,ხუთი წლის შემდეგ, ეს არის ის ცვლილებები რომელსაც ჩვენ ვახდენთ.
  • 12:42 - 12:45
    ყოველი განთიადის დადგომა ჩვენს სკოლაში,
  • 12:45 - 12:48
    ახალი დასაწყისის ტოლფასია.
  • 12:48 - 12:53
    აი, ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ, 125 გოგონა გადაურჩება დასახიჩრებას,
  • 12:53 - 12:58
    ასოცდახუთი გოგონა არ გათხოვდება 12 წლის ასაკში.
  • 12:58 - 13:04
    ასოცდახუთი გოგონა იბრძვის თავიანთი მიზნების მისაღწევად.
  • 13:04 - 13:06
    ეს არის სწორედ ის რასაც ვაკეთებთ,
  • 13:06 - 13:09
    ვაძლევთ მათ შესაძლებლობეს, რომლებსაც ისინი იყენებენ.
  • 13:09 - 13:13
    როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, ქალები აღარ არიან ნაცემნი
  • 13:13 - 13:16
    იმ რევოლუციური გამოსვლების გამო რომელიც დავიწყეთ ჩვენს თემში.
  • 13:16 - 13:24
    (აპლოდისმენტები)
  • 13:24 - 13:27
    მე მინდა გამოგიწვიოთ თქვენ დღეს.
  • 13:27 - 13:30
    თქვენ მისმენთ მე იმიტომ რომ აქ ხართ,
  • 13:30 - 13:32
    ოპტიმისტურად განწყობილები.
  • 13:32 - 13:36
    თქვენ ხართ ის, ვინც ასე მგრძნობიარეა,
  • 13:36 - 13:40
    თქვენ ხართ ის ვისაც უნდა დაინახოს უკეთესი მსოფლიო.
  • 13:40 - 13:44
    თქვენ ხართ ის, ვისაც უნდა ომის დამთავრება, სიღარიბის დაძლევა.
  • 13:44 - 13:47
    თქვენ ხართ ის ვისაც უნდა შეცვალოს რაღაც,
  • 13:47 - 13:50
    თქვენ ხართ ის ვისაც უნდა ჩვენი მომავალი დღე უკეთესი იყო.
  • 13:50 - 13:54
    მე მინდა რომ გამოგიწვიოთ დღეს, რათა იყოთ პირველები,
  • 13:54 - 13:57
    რადგანაც ხალხი აუცილებლად გამოგყვებათ.
  • 13:57 - 13:59
    იყავით პიონერები და ხალხი გამოგყვებათ.
  • 13:59 - 14:04
    იყავით გაბედულები, აღიმართეთ, იყავით უშიშარნი, იყავით თავდაჯერებულნი,
  • 14:04 - 14:08
    იმოქმედეთ, რადგან შეცვლით რა თქვენს სამყაროს,
  • 14:08 - 14:10
    შეცვლით რა თქვენს თემს,
  • 14:10 - 14:15
    როგორც ჩვენ გვჯერა, ერთ გოგონაზე გავლენის ქონია უდრის ერთ ოჯახზე,
  • 14:15 - 14:18
    ერთ სოფელზე, ერთ ქვეყანაზე გავლენის ქონას ერთდროულად.
  • 14:18 - 14:21
    ჩვენ ვახდენთ ცვლილებებს, შესაბამისად თუკი თქვენსავე სამყაროს,
  • 14:21 - 14:23
    თქვენ შეცვლით თქვენსავე თემს,
  • 14:23 - 14:25
    ეს გამოიწვევს ქვეყნის ცვლილებას
  • 14:25 - 14:28
    და იფიქრეთ ამაზე. თუ თქვენ გააკეთებთ ამას და მეც გავაკეთებ ამას
  • 14:28 - 14:31
    ნუთუ ვერ შევძლებთ შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის,
  • 14:31 - 14:34
    თქვენი შვილებისათვის, ჩვენი შვილიშილებისათვის?
  • 14:34 - 14:38
    და ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ მშიდობიან სამყაროში. ძალიან დიდი მადლობა.
  • 14:38 - 14:55
    (აპლოდისმენტები)
Title:
კაკენია ნტაია : გოგონა რომელმაც მოითხოვა სკოლა
Speaker:
Kakenya Ntaiya
Description:

კაკენია ნტაიამ გარიგება დადო მამამისთან : ის გაივლიდა მასაის ტრადიციულ რიტუალს-ქალის სასქესო ორგანოს დაცვეთას, თუ მამამისი ნებას დართავდა სწავლა გაეგრძელებინა საშუალო სკოლაში.ნტაია გვიყვება უშიშარ ისტორიას სწავლის გაგრძელებაზე, ასევე მის მუშაობაზე სოფლის უფროსობასთან ,რათა აეშენებინა სკოლა გოგონებისთვის თავიანთ თემში. ეს არის ერთი ადამიანის საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომელმაც შეცვალა 125 ახალგაზრდა ქალის ბედი. (გადაღებულია TEDxMidAtlantic დროს.)

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:16
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for A girl who demanded school
George Tsaava accepted Georgian subtitles for A girl who demanded school
George Tsaava edited Georgian subtitles for A girl who demanded school
George Tsaava edited Georgian subtitles for A girl who demanded school
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for A girl who demanded school
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for A girl who demanded school
Nini Popkhadze added a translation

Georgian subtitles

Revisions