Return to Video

ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე

  • 0:00 - 0:04
    როდესაც 7 წლის ვიყავი, ჩემი და კი
    მხოლოდ 5 წლის იყო,
  • 0:04 - 0:06
    ჩვენს ორსართულიან საწოლზე ვთამაშობდით ხოლმე.
  • 0:06 - 0:09
    მაშინ ჩემს დაზე 2 წლით უფროსი ვიყავი
  • 0:09 - 0:11
    ანუ, ახლაც მასზე ორი წლით უფროსი ვარ,
  • 0:11 - 0:12
    მაგრამ მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ
  • 0:12 - 0:15
    მას იმის გაკეთება უწევდა რაც მე მსურდა,
  • 0:15 - 0:16
    და მე ომობანას თამაში მინდოდა.
  • 0:16 - 0:18
    ჰოდა, ჩვენი ორსართულიანი საწოლის თავზე ვართ
  • 0:18 - 0:20
    და საწოლის ერთ მხარეს მომიწია "ჯი აი ჯოს"
    ყველა ჯარისკაცისა და
  • 0:20 - 0:23
    სრული შეიარაღების მობილიზაცია.
  • 0:23 - 0:26
    საწოლის მეორე მხარეს კი ჩემი დის
    ყველა "ჩემი პატარა პონი"
  • 0:26 - 0:27
    მზად იყო იერიშისთვის.
  • 0:27 - 0:31
    რამდენიმე ვერსიაა იმის შესახებ თუ
    რეალურად რა მოხდა იმ შუადღეს,
  • 0:31 - 0:33
    მაგრამ ვინაიდან ჩემი და დღეს აქ არ იმყოფება
  • 0:33 - 0:35
    ნება მიბოძეთ ამ ისტორიის რეალური
    ვერსია გიამბოთ
  • 0:35 - 0:36
    (სიცილი)
  • 0:36 - 0:38
    რომელიც ჩემი დის ცოტა მოუქნელ
    მხარეს წარმოაჩენს.
  • 0:38 - 0:41
    როგორღაც, მისი უფროსი ძმის დახმარებისა
    და ხელის კვრის გარეშე,
  • 0:42 - 0:46
    ემი საწოლის კიდიდან გაუჩინარდა
    და იატაკზე დაენარცხა.
  • 0:46 - 0:48
    აღელვებულმა გადავიხედე საწოლის კიდიდან,
  • 0:48 - 0:50
    რომ დამენახა რა დაემართა ჩემს დაცემულ დას
  • 0:50 - 0:53
    და დავინახე, რომ ხელებსა და მუხლებზე
    მტკივნეულად დაცემულიყო
  • 0:53 - 0:54
    და ოთხივე კიდურით იატაკს ეყრდნობოდა.
  • 0:54 - 0:57
    ძალიან განვიცადე, რადგან მშობლებმა დამავალეს
    ჩემი დისთვის მიმეხედა
  • 0:57 - 1:01
    და მასთან მეთამაშა
    რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მშვიდად.
  • 1:01 - 1:05
    იმწუთას თვალწინ მედგა სრულიად შემთხვევით
    როგორ მოვტეხე ემის ხელი
  • 1:05 - 1:06
    სულ რაღაც ერთი კვირით ადრე
  • 1:06 - 1:08
    (სიცილი)
  • 1:11 - 1:16
    წარმოსახვითი სნაიპერის ტყვიისგან
    მისი გმირულად გადარჩენის მცდელობისას,
  • 1:16 - 1:18
    (სიცილი)
  • 1:18 - 1:22
    რომლისთვისაც ჯერაც არ მიმიღია დამსახურებული
    მადლობა, არადა ყველაფერი გავაკეთე -
  • 1:22 - 1:24
    მას კი არც დაუნახავს მისკენ
    მიმართული საშიშროება -
  • 1:24 - 1:26
    ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმუმს ვაკეთებდი,
    რომ საუკეთესოდ მოვქცეულიყავი.
  • 1:26 - 1:27
    და ამ დროს დავინახე ჩემი დის სახე,
  • 1:27 - 1:30
    რომელსაც ტკივილი, ტანჯვა და
    გაოცება აღბეჭდვოდა
  • 1:30 - 1:32
    და კივილის ამოხეთქვის საშიშროება,
    რომელიც მშობლებს გამოაღვიძებდა
  • 1:32 - 1:35
    მათი გრძელი ზამთრისეული ძილისგან.
  • 1:35 - 1:36
    და მე ის ერთადერთი რამ გავაკეთე, რაც ჩემმა
  • 1:36 - 1:40
    გასაოცარმა 7 წლის ტვინმა იმწუთას მოიფიქრა
    ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.
  • 1:40 - 1:42
    და თუ თქვენც გყავთ ბავშვები,
    ეს მრავალჯერ გექნებათ ნანახი.
  • 1:42 - 1:45
    ემის ვუთხარი: "მოიცადე, არ იტირო.
    დაინახე როგორ დაეცი?
  • 1:45 - 1:48
    ვერცერთი ადამიანი შეძლებს
    შენსავით დაეცეს ოთხივე კიდურზე.
  • 1:49 - 1:51
    ემი, მე ვფიქრობ ეს ნიშნავს, რომ შენ უნიკორნი ხარ."
  • 1:51 - 1:53
    (სიცილი)
  • 1:54 - 1:56
    რასაკვირველია, ეს ეშმაკობა იყო
  • 1:56 - 1:58
    რადგან მას არაფერი სურდა იმაზე მეტად
  • 1:58 - 2:00
    რომ 5 წლის ტკივილით აღსავსე
    ჩემი უმცოსი და ემი კი არ ყოფილიყო
  • 2:00 - 2:02
    არამედ, ემი - განსაკუთრებული უნიკორნი.
  • 2:02 - 2:04
    რა თქმა უნდა ეს ვერსია მის ტვინში
    ამ მომენტამდე არ არსებობდა.
  • 2:05 - 2:08
    და ნათლად დაინახავდით როგორ უმკლავდებოდა
    ჩემი საწყალი, მანიპულირებული და კონფლიქტს,
  • 2:08 - 2:11
    როდესაც მისი პატარა ტვინი ცდილობდა აერჩია,
    რომ გონებრივი რესურსი დაეთმო
  • 2:11 - 2:14
    ტკივილის, ტანჯვისა და იმ გაოცებისთვის
    რომელიც იმწუთას დაეუფლა,
  • 2:14 - 2:17
    თუ ჩაღრმავებოდა მის ახალ იდენტობას,
    როგორც უნიკორნი.
  • 2:17 - 2:18
    და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.
  • 2:18 - 2:20
    იმის მაგივრად, რომ ეტირა და თამაში შეეწყვიტა,
  • 2:20 - 2:21
    იმის მაგივრად, რომ მშობლები გაეღვიძებინა,
  • 2:21 - 2:23
    და ჩემთვის ყოველმხრივ უარყოფითი
    შედეგები მოეტანა,
  • 2:23 - 2:25
    მის სახეზე ღიმილი გაკრთა
  • 2:25 - 2:27
    და საწოლზე ამოძვრა მთელი მისი
  • 2:27 - 2:29
    ახალდაბადებული უნიკორნის მოხდენილობით -
  • 2:29 - 2:31
    (სიცილი)
  • 2:32 - 2:33
    და ერთი მოტეხილი ფეხით.
  • 2:33 - 2:35
    ის რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ
  • 2:35 - 2:37
    5 და 7 წლის უმანკო ასაკში -
  • 2:37 - 2:38
    და რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდით -
  • 2:38 - 2:42
    იყო მოწინავე მეცნიერული რევოლუცია, რომელიც
  • 2:42 - 2:45
    ორი ათწლეულის შემდეგ მოხდა ადამიანის
    ტვინის აღქმასთან მიმართებაში.
  • 2:45 - 2:48
    ჩვენ მაშინ გადავაწყდით რაღაცას, რომელსაც
    პოზიტიური ფსიქოლოგია ჰქვია
  • 2:48 - 2:50
    და რომელიც დღეს ჩემი აქ ყოფნის
    მთავარი მიზეზია
  • 2:50 - 2:52
    და ყოველი ახალი დღის დაწყების სტიმულიც.
  • 2:52 - 2:54
    როდესაც აკადემიური წრის გარეთ
    ამ კვლევაზე საუბარი დავიწყე,
  • 2:54 - 2:56
    კომპანიებთან და სკოლებან,
  • 2:56 - 2:59
    პირველი რაც მირჩიეს იყო, რომ საუბარი არ დამეწყო
    დიაგრამის ჩვენებით.
  • 2:59 - 3:02
    მაგრამ მაინც მინდა ამ
    დიაგრამით დავიწყო.
  • 3:02 - 3:03
    ეს დიაგრამა მოსაწყენად გამოიყურება,
  • 3:03 - 3:06
    მაგრამ ისაა ჩემი შთაგონების წყარო,
    რომლითაც ყოველ დილით ვიღვიძებ.
  • 3:06 - 3:09
    და ეს დიაგრამა რამესაც კი არ ნიშნავს:
    ის ყალბი მონაცემებისგან შედგება.
  • 3:09 - 3:10
    ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ -
  • 3:10 - 3:12
    (სიცილი)
  • 3:13 - 3:16
    თუ ამ მონაცემებს თქვენს შესასწავლად გამოვიყენებდით,
    აღფრთოვანებული დავრჩებოდი,
  • 3:16 - 3:18
    რადგან ამ მონაცემებში გარკვეული ტენდენციაა,
  • 3:18 - 3:20
    და ეს ნიშნავს, რომ ჩემი კვლევა შეიძლება გამოქვეყნდეს,
  • 3:20 - 3:22
    რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • 3:22 - 3:24
    მრუდის ზემოთ ერთი უცნაური წითელი წერტილია,
  • 3:24 - 3:27
    ოთახში ერთი უცნაური ადამიანია -
  • 3:27 - 3:30
    ვიცი რომელიც ხარ, წეღან დაგინახე -
  • 3:30 - 3:31
    მაგრამ პრობლემა არაა.
  • 3:31 - 3:33
    ეს პრობლემა არაა, რადგან,
  • 3:33 - 3:35
    როგორც უმრავლესობა თქვენგანმა იცის,
    მე უბრალოდ შემიძლია წავშალო ეს წერტილი.
  • 3:35 - 3:38
    მე შემიძლია წავშალო ეს წერტილი, რადგან
    ნათელია, რომ ის კვლევითი შეცდომაა.
  • 3:38 - 3:41
    და ვიცით, რომ ეს კვლევითი შეცდომაა, რადგან
    ჩემს მონაცემებს თავდაყირა აყენებს.
  • 3:42 - 3:43
    (სიცილი)
  • 3:43 - 3:45
    ასე რომ, ერთერთი პირველი რამ რასაც ვასწავლით
  • 3:45 - 3:48
    ეკონომიკაში, სტატისტიკაში, ბიზნესსა
    და ფსიქოლოგიაში,
  • 3:48 - 3:51
    არის სტატისტიკურად გამართლებული გზით,
    უცნაური შემთხვევების აღკვეთა.
  • 3:51 - 3:54
    როგორ მოვიშოროთ ცდომილებები, რომ
    უნაკლო მრუდი მივიღოთ?
  • 3:54 - 3:56
    რაც შესანიშნავად გამომადგებოდა თუ
    ვეცდებოდი გამერკვია
  • 3:56 - 3:59
    საშუალოდ რამდენი აბი "ადვილი"
    უნდა მიიღოს ადამიანმა - ორი.
  • 3:59 - 4:02
    მაგრამ თუ მე თქვენი პოტენციალით,
    ან ბედნიერების
  • 4:02 - 4:05
    ან პროდუქტიულობის, ან ენერგიის, ან
    შემოქმედებითობის დონით ვარ დაინტერესებული,
  • 4:05 - 4:08
    მეცნიერებაში საშუალოს კულტს ვქმნით.
  • 4:08 - 4:09
    თუ მე გკითხავდით:
  • 4:09 - 4:12
    "რამდენად სწრაფად შეუძლია ბავშვს
    კითხვის სწავლა კლასში"
  • 4:12 - 4:13
    მეცნიერები ამ კითხვას შეცვლიდნენ:
  • 4:13 - 4:17
    "რამდენად სწრაფად შეუძლია საშუალო შესაძლებლობის
    ბავშვს ისწავლის კითხვა კლასში?"
  • 4:17 - 4:19
    და ჩვენ კლასს ვქმნით საშუალო
    შესაძლებლობების გარშემო.
  • 4:19 - 4:20
    თუ თქვენ საშუალოზე დაბლა დგახართ,
  • 4:20 - 4:22
    ფსიქოლოგებს აღაფრთოვანებთ,
  • 4:22 - 4:25
    რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ დეპრესია
    ან რაიმე სხვა აშლილობა გაქვთ,
  • 4:25 - 4:26
    ან იმედია ორივე.
  • 4:26 - 4:28
    ორივეს ვიმედოვნებთ, რადგან
    ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით,
  • 4:28 - 4:31
    თუ თერაპიაზე მხოლოდ ერთი
    პრობლემით მოხვალთ,
  • 4:31 - 4:33
    ჩვენ ვუზრუნველყოფთ, წასვლისას გაიაზროთ,
    რომ ათი პრობლემა გაქვთ,
  • 4:34 - 4:35
    რომ განაგრძოთ ჩვენთან ვიზიტები.
  • 4:35 - 4:37
    თუ საჭიროა, თქვენს ბავშვობასაც დავუბრუნდებით,
  • 4:37 - 4:39
    მაგრამ დროთა განმავლობაში გვინდა
    ისევ ნორმალურად გაქციოთ.
  • 4:39 - 4:41
    მაგრამ ნორმალური უბრალოდ საშუალოს ნიშნავს.
  • 4:41 - 4:44
    პოზიტიურ ფსიქოლოგიას მიაჩნია, რომ თუ
    ჩვენ უბრალოდ საშუალოს შევისწავლით,
  • 4:44 - 4:46
    ჩვენც უბრალოდ საშუალო დავრჩებით.
  • 4:46 - 4:49
    ამიტომ, იმ პოზიტიური ცდომილებების
    წაშლის მაგივრად
  • 4:49 - 4:52
    მე გამიზნულად ვურღმავდები მსგავს ადამიანებს
  • 4:52 - 4:53
    და ვსვამ კითხვას: რატომ?
  • 4:53 - 4:55
    რატომ დგახართ ზოგიერთი თქვენგანი
    მრუდიდან საკმაოდ მაღლა
  • 4:55 - 4:57
    თქვენი ინტელექტუალური, ათლეტური
    და მუსიკალური შესაძლებლობებით,
  • 4:57 - 4:59
    თქვენი შემოქმედებითობით, ენერგიის დონით,
  • 4:59 - 5:01
    მდგრადობით გამოწვევების წინაშე,
    იუმორის გრძნობით?
  • 5:01 - 5:05
    რომელიც არ უნდა იყოს, იმის მაგივრად რომ
    წაგშალოთ, მინდა შეგისწავლოთ.
  • 5:05 - 5:07
    რადგან იქნებ შევძლოთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია
  • 5:07 - 5:09
    არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ
    ავიყვანოთ ადამიანები საშუალოზე მაღლა,
  • 5:09 - 5:12
    არამედ, როგორ ავწიოთ თავად საშუალო მარჟა,
    ჩვენს კომპანიებსა და სკოლებში, მსოფლიოს მასშტაბით.
  • 5:12 - 5:14
    მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს დიაგრამა
    ჩემთვის მნიშვნელოვანი
  • 5:14 - 5:17
    წარმოდგენილია ახალ ამბებშიც - ინფორმაციის
    უმრავლესობა არ არის პოზიტიური.
  • 5:17 - 5:18
    უფრო მეტიც, ის ნეგატიურია.
  • 5:18 - 5:22
    ინფორმაციის უმრავლესობა ეხება მკვლელობებს,
    კორუფციას, დაავადებებს, ბუნებრივ კატასტროფებს.
  • 5:22 - 5:24
    და უნებლიედ, ჩვენი ტვინი იწყებს ფიქრს, რომ
  • 5:24 - 5:27
    ზუსტად ესაა პოზიტივისა და ნეგატივის
    თანაფარდობა მსოფლიოში.
  • 5:27 - 5:29
    ამას კი "სამედიცინო სკოლის სინდრომთან" მივყავართ.
  • 5:29 - 5:32
    სამედიცინოზე სწავლების პირველ წელს,
  • 5:32 - 5:35
    როდესაც დაავადებების და მათი სიმპტომების
    სიას ეცნობი
  • 5:35 - 5:37
    უეცრად აცნობიერებ რომ ყველა მათგანი გჭირს.
  • 5:37 - 5:38
    (სიცილი)
  • 5:38 - 5:41
    ჩემს სიძეს ჰქვია ბობო, რომელიც
    ცალკე ისტორიაა მოსაყოლად.
  • 5:41 - 5:43
    ბობო დაქორწინებულია უნიკორნ ემიზე.
  • 5:43 - 5:45
    ერთხელაც ბობო მირეკავს ტელეფონზე -
  • 5:45 - 5:47
    (სიცილი)
  • 5:47 - 5:49
    იელის სამედიცინო სკოლიდან,
  • 5:49 - 5:51
    და მეუბნება: "შონ, კეთრი მაქვს."
  • 5:51 - 5:53
    (სიცილი)
  • 5:53 - 5:56
    რომელიც, იელშიც კი საოცრად იშვიათია.
  • 5:56 - 5:58
    წარმოდგენა არ მქონდა როგორ მენუგეშებინა
    საცოდავი ბობო,
  • 5:58 - 6:01
    რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ
    გადაიტანა ერთკვირიანი მენოპაუზა.
  • 6:01 - 6:02
    (სიცილი)
  • 6:02 - 6:05
    აღმოვაჩინეთ, რომ აუცილებლად
    რეალობა კი არ გვქმნის,
  • 6:05 - 6:09
    არამედ თქვენს რეალობას ქმნის ის ლინზები,
    რომლითაც თქვენი ტვინი აღიქვამს სამყაროს.
  • 6:09 - 6:12
    და თუ ჩვენ შევძლებთ ლინზები შევცვალოთ,
    ეს არამხოლოდ ჩვენს ბედნიერებას შეცვლის,
  • 6:12 - 6:15
    არამედ თითოეული საგანმანათლებლო და ბიზნეს
    მიღწევების შეცვლასაც შევძლებთ.
  • 6:15 - 6:17
    ჰარვარდში გაბედულად გავაგზავნე განაცხადი.
  • 6:17 - 6:20
    არ ველოდი, რომ ჩავირიცხებოდი და არც ჩემს ოჯახს
    ჰქონდა ფული სწავლის გადასახადისთვის.
  • 6:20 - 6:22
    ორი კვირის შემდეგ, როდესაც სამხედრო
    სტიპენდია მივიღე, მათ გამიშვეს.
  • 6:22 - 6:25
    ის რაც შესაძლებელიც კი არ იყო, რეალობა გახდა.
  • 6:25 - 6:28
    ვვარაუდობდი, რომ ამას ყველა ჩემსავით
    პრივილეგიად აღიქვამდა
  • 6:28 - 6:30
    და ყველას უხაროდა რომ იქ მოხვდა.
  • 6:30 - 6:32
    აუდიტორიაშიც კი, რომელიც თქვენზე
    ჭკვიანი ადამიანებით იყო სავსე,
  • 6:32 - 6:34
    ვფიქრობდი, რომ იქ ყოფნაც კი
    ბედნიერებას მოგგვრიდათ.
  • 6:34 - 6:38
    მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგი ადამიანი ნამდვილად
    განიცდიდა ამას, თუმცა
  • 6:38 - 6:40
    4 წლიანი სწავლის შემდეგ და მას მერე რაც
  • 6:40 - 6:42
    8 წელი ვიცხოვრე სტუდენტთა საცხოვრებელში -
  • 6:42 - 6:45
    ეს ჰარვარდმა მთხოვა - ეგ ტიპი არ ვიყავი.
  • 6:45 - 6:47
    (სიცილი)
  • 6:49 - 6:51
    სტუდენტთა მრჩეველი ვიყავი მათი
    რთული 4 წლის განმავლობაში
  • 6:51 - 6:53
    და ჩემი კვლევისა და სწავლების პერიოდში
  • 6:53 - 6:56
    აღმოვაჩინე, რომ ეს სტუდენტები, მნიშვნელობა
    არ აქვს რამდენად ბედნიერი იყვნენ,
  • 6:56 - 6:59
    მათი პირვანდელი წარმატებით,
    რომ ჰარვადში ჩაირიცხნენ,
  • 6:59 - 7:02
    ორი კვირის შემდეგ მათი ტვინი აქცენტს აკეთებდა
    არა იმ პრივილეგიაზე რომ ისინი აქ სწავლობდნენ,
  • 7:02 - 7:04
    არც ფილოსოფიაზე და ფიზიკაზე,
  • 7:04 - 7:06
    არამედ კონკურენციაზე, დატვირთვაზე,
  • 7:06 - 7:08
    სურთულეებზე, სტრესზე, ჩივილებზე.
  • 7:08 - 7:10
    როდესაც პირველად პირველკურსელთა
    სასადილო დარბაზში შევაბიჯე
  • 7:10 - 7:13
    სადაც ჩემი მეგობრები ვაკოდან, ტეხასის შტატიდან -
    ეს ის ადგილია სადაც გავიზარდე -
  • 7:13 - 7:15
    ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს
    გაუგია სად არის -
  • 7:15 - 7:17
    მეწვეოდნენ ხოლმე, მიმოიხედავდნენ და
  • 7:17 - 7:20
    იტყოდნენ "ეს სასადილო დარბაზი ჰოგვარტსს
    გავს ჰარი პოტერიდან"
  • 7:20 - 7:23
    ნამდვილად გავს, რადგან ჰოგვარტსი
    ჰარი პოტერში ჰარვარდია.
  • 7:23 - 7:24
    შემდეგ ამას დაინახავდნენ და მკითხავდნენ:
  • 7:24 - 7:27
    "შონ, რატომ ფლანგავ შენ დროს ჰარვარდში
    ბედნიერების შესასწავლად?
  • 7:27 - 7:31
    სერიოზულად, რამ შეიძლება გახადოს ჰარვარდის
    სტუდენტი უბედური?"
  • 7:31 - 7:33
    ზუსტად ამ კითხვას უკავშირდება
  • 7:33 - 7:34
    ბედნიერების შესახებ მეცნიერების გასაღებიც.
  • 7:34 - 7:37
    რადგან კითხვა მოიცავს ვარაუდს,
  • 7:37 - 7:39
    რომ გარემო განსაზღვრავს ჩვენი
    ბედნიერების დონეს
  • 7:39 - 7:43
    მაშინ როცა რეალურად, მე რომც ყველაფერი
    ვიცოდე თქვენი გარემოს შესახებ
  • 7:43 - 7:45
    მხოლოდ 10%-ით შევძლებ გამოვიცნო
    თქვენი სამომავლო ბედნიერების დონე.
  • 7:45 - 7:48
    თქვენი სამომავლო ბედნიერების 90%
    არა არსებული გარემოთი
  • 7:48 - 7:51
    არამედ იმით განისაზღვრება თუ როგორ
    აღიქვამს თქვენი ტვინი ამ გარემოს.
  • 7:51 - 7:53
    და თუ ჩვენ ამას შევცვლით,
  • 7:53 - 7:55
    თუ ბედნიერებისა და წარმატების
    ფორმულას შევცვლით,
  • 7:55 - 7:59
    რეალობის ჩვენეულ აღქმასაც შევცვლით.
  • 7:59 - 8:02
    ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პროფესიული წარმატების
    მხოლოდ 25%-ს განაპირობებს IQ,
  • 8:02 - 8:04
    პროფესიული წარმატების 75% კი
  • 8:04 - 8:08
    განპირობებულია თქვენი ოპტიმიზმის დონით,
    სოციალური მხარდაჭერით და
  • 8:08 - 8:11
    თქვენი უნარით, შეხედოთ სტრესს როგორც
    გამოწვევას და არა საფრთხეს.
  • 8:11 - 8:15
    როდესაც "ნიუ ინგლენდის" პანსიონს ვესაუბრე,
    რომელიც ერთერთი პრესტიჟული სკოლაა,
  • 8:15 - 8:16
    მათ მითხრეს: "ჩვენ ეს კარგად ვიცით.
    სწორედ ამიტომ
  • 8:16 - 8:19
    ყოველწლიურად ჩვეულებრივ სასწავლო პროცესთან
    ერთად, ჩვენ გვაქვს კეთილდღეობის კვირა.
  • 8:19 - 8:22
    და ამაღელვებელია, რომ ორშაბათ საღამოს
    გვესტუმრება მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი
  • 8:22 - 8:24
    და ისაუბრებს ზრდასრულთა დეპრესიაზე.
  • 8:24 - 8:26
    სამშაბათ საღამოს თემაა ძალადობა
    სკოლაში და ბულინგი.
  • 8:26 - 8:28
    ოთხშაბათ საღამოს კვებით დარღვევებს შევეხებით.
  • 8:28 - 8:30
    ხუთშაბათს საღამოს - ნარკოტიკების მოხმარებას.
  • 8:30 - 8:33
    აი პარასკევისთვის კი, ვცდილობთ არჩევანი გავაკეთოთ
    რისკიან სექსსა და ბედნიერებას შორის.
  • 8:33 - 8:34
    (სიცილი)
  • 8:36 - 8:38
    მე ვუპასუხე: "ეგ ხომ ისეც ყველა ჩვენგანის
    პარასკევი საღამოს თემაა."
  • 8:38 - 8:39
    (სიცილი)
  • 8:40 - 8:42
    (აპლოდისმენტები)
  • 8:44 - 8:47
    მიხარია, რომ ჩემი კომენტარი მოგეწონათ,
    მაგრამ მათ სულაც არ ჰქონიათ იგივე რეაქცია.
  • 8:47 - 8:48
    სატელეფონო საუბრისას დუმილი ჩამოვარდა.
  • 8:48 - 8:51
    ეს დუმილი გამოვიყენე და დავამატე: "მოხარული
    ვიქნები თქვენს სკოლაში სიტყვით გამოვიდე,
  • 8:51 - 8:53
    მაგრამ კეთილდღეობის კვირა კი არა,
    ავადმყოფობის კვირა გამოდის.
  • 8:53 - 8:55
    თქვენ ყველა შესაძლო ნეგატიურ
    მოვლენას მოუყარეთ თავი
  • 8:55 - 8:57
    და პოზიტიურზე სიტყვაც არ დაგიძრავთ."
  • 8:57 - 8:59
    ავადმყოფობის არ არსებობა ჯანმრთელობას არ ნიშნავს.
  • 8:59 - 9:00
    ჯანმრთელობას კი აი ასე მივაღწევთ:
  • 9:00 - 9:03
    ბედნიერებისა და წარმატების ფორმულა
    უნდა გადავანაცვლოთ.
  • 9:03 - 9:06
    ბოლო სამი წლის განმავლობაში
    45 ქვეყანაში ვიმოგზაურე,
  • 9:06 - 9:09
    ვმუშაობდი სკოლებთან და კომპანიებთან,
    ეკონომიკური კრიზისის შუაგულში.
  • 9:09 - 9:11
    და მე აღმოვაჩინე, რომ კომპანიებისა
    და სკოლების უმრავლესობა
  • 9:11 - 9:13
    წარმატების შემდეგ ფორმულას იყენებს:
  • 9:13 - 9:15
    თუ უფრო მეტს ვიმუშავებ,
    უფრო წარმატებული ვიქნები.
  • 9:15 - 9:18
    და თუ მეტ წარმატებას მივაღწევ,
    უფრო ბედნიერიც ვიქნები.
  • 9:18 - 9:21
    ძალიან ხშირად ეს იდეა ჩვენი აღზრდისა
    და მართვის სტილშიც იკვეთება
  • 9:21 - 9:23
    და ჩვენი ქცევის მოტივაციაშიც.
  • 9:23 - 9:26
    მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს მეცნიერულად
    გაუმართავი და არასწორი მიდგომაა ორი მიზეზის გამო:
  • 9:26 - 9:28
    ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი
    ტვინი წარმატებას მიაღწევს,
  • 9:28 - 9:31
    ის ცვლის წარმატების სამიზნეს.
  • 9:31 - 9:32
    თუ კარგი ნიშნები უკვე მიიღეთ,
    ახლა უკეთესი ნიშნების მიღების დროა.
  • 9:32 - 9:34
    კარგ უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ,
    შემდეგ უკეთესში ჩაირიცხებით.
  • 9:34 - 9:35
    კარგი სამსახური იშოვნეთ,
    ახლა დროა უკეთესი ნახოთ.
  • 9:35 - 9:37
    გაყიდვებში თქვენს მიზანს მიაღწიეთ,
    ახლა კი ახალი მიზნის დასახვის დროა.
  • 9:37 - 9:41
    და თუ ბედნიერება წარმატების შემდეგ მდებარეობს,
    თქვენი ტვინი იქამდე ვერასდროს მიაღწევს.
  • 9:41 - 9:46
    როგორც საზოგადოება, ჩვენ მუდმივად გადავაჩოჩებთ
    ხოლმე ბედნიერებას წარმოსახვით ჰორიზონტზე.
  • 9:46 - 9:49
    და ამიტომაა, რომ გვგონია თუ წარმატებული ვიქნებით,
  • 9:49 - 9:51
    ეს ბედნიერებასაც მოგვიტანს.
  • 9:51 - 9:53
    მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ
    ჩვენი ტვინი საპირისპირო ფორმულით მუშაობს.
  • 9:53 - 9:56
    თუ შეძლებთ გაზარდოთ ადამიანის
    პოზიტიურობის დონე აწმყოში,
  • 9:56 - 9:59
    მისი ტვინი იმის განცდას იწყებს, რასაც
    ჩვენ ბედნიერების უპირატესობას ვუწოდებთ,
  • 9:59 - 10:02
    რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოზიტიურ განწყობაზე
    თქვენი ტვინი მნიშვნელოვნად უკეთ მუშაობს
  • 10:02 - 10:04
    ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე.
  • 10:04 - 10:08
    თქვენი ინტელექტი, შემოქმედებითი უნარები
    და ენერგიის დონე იზრდება.
  • 10:08 - 10:11
    რეალურად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ
    საქმიანობის ყველა შედეგი უმჯობესდება.
  • 10:11 - 10:14
    თქვენი ტვინი პოზიტიურ განწყობაზე
    31%-ით უფრო პროდუქტიულია,
  • 10:14 - 10:17
    ვიდრე ნეგატიურზე, ნეიტრალურზე ან სტრესულზე.
  • 10:17 - 10:19
    თქვენი უნარები გაყიდვებში 37%-ით უმჯობესდება.
  • 10:19 - 10:21
    ექიმები 19%-ით უფრო სწრაფები
    და ზუსტები არიან სწორი დიაგნოზის დასმაში
  • 10:21 - 10:24
    როდესაც პოზიტიურ განწყობაზე არიან,
  • 10:24 - 10:25
    ნაცვლად ნეგატიურისა,
    ნეიტრალურისა ან სტრესულისა.
  • 10:25 - 10:27
    რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ
    შეგვიძლია ფორმულა გადავანაცვლოთ.
  • 10:27 - 10:29
    თუ შევძლებთ, რომ პოზიტიურ
    განწყობაზე დავდგეთ,
  • 10:29 - 10:32
    ჩვენი ტვინი კი უფრო წარმატებით დაიწყებს მუშაობას
  • 10:32 - 10:35
    და შევძლებთ უკეთ, უფრო სწრაფად და
    უფრო გონივრულად ვიმუშაოთ.
  • 10:35 - 10:37
    ჩვენ გვჭირდება შევძლოთ
    ფორმულის გადანაცვლება
  • 10:37 - 10:40
    იმისთვის, რომ დავინახოთ რეალურად
    რა შეუძლია ჩვენს ტვინს.
  • 10:40 - 10:43
    რადგანაც დოპამინს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი
    პოზიტიური განწყობის დროს გამოყოფს
  • 10:43 - 10:44
    ორი ფუნქცია აქვს.
  • 10:44 - 10:45
    ის არა მარტო უფრო ბედნიერს გხდით,
  • 10:45 - 10:48
    არამედ თქვენს ტვინში ასტიმულირებს
    სასწავლო ცენტრებს,
  • 10:48 - 10:50
    რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვაგვარად
    შეძლოთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია.
  • 10:50 - 10:53
    ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს გზები
    თქვენი ტვინის გასავარჯიშებლად,
  • 10:53 - 10:55
    რომ ის უფრო პოზიტიური გახადოთ.
  • 10:55 - 10:58
    მხოლოდ 2 წუთით დღეში, 21 დღის განმავლობაში,
  • 10:58 - 10:59
    შეგიძლიათ გადატვირთოთ
    თქვენი ტვინის პროგრამა
  • 10:59 - 11:03
    ისე, რომ რეალურად შეძლოთ უფრო
    ოპტიმისტურად და წარმატებულად მუშაობა.
  • 11:03 - 11:06
    ჩვენს კვლევებში ვცადეთ ეს მიდგომა
  • 11:06 - 11:08
    ყველა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობდით
  • 11:08 - 11:10
    და ვთხოვეთ ჩამოეწერათ სამი რამ
    რაზეც მადლიერი იყვნენ
  • 11:10 - 11:13
    21 დღის განმავლობაში, 3 ახალი
    რამ, ყოველ დღე.
  • 11:13 - 11:14
    და ამ პროცესის დასასრულს,
  • 11:14 - 11:16
    მათი ტვინი იწყებს სქემის ათვისებას,
  • 11:16 - 11:18
    რომელიც გარე სამყაროს პირველ რიგში
    პოზიტივით აღიქვამს და არა ნეგატივით.
  • 11:18 - 11:21
    ბოლო 24 საათში მომხდარი ერთი პოზიტიური
    გამოცდილების შესახებ ჩანაწერის გაკეთებით
  • 11:21 - 11:23
    თქვენი ტვინი გაითავისებს მას.
  • 11:23 - 11:26
    ეს სავარჯიშო თქვენს ტვინს ასწავლის, რომ
    თქვენი ქცევა მნიშვნელოვანია.
  • 11:26 - 11:28
    ჩვენი აღმოჩენით, ეს მედიტაცია ტვინს
    საშუალებას აძლევს
  • 11:28 - 11:31
    ჩვენი კულტურის მიერ თავმსოხვეულ
    ყურადღების დეფიციტს გაუმკლავდეს,
  • 11:31 - 11:33
    რომელიც რამდენიმე ამოცანის ერთდროულად
    შესრულების მცდელობით შევიძინეთ.
  • 11:33 - 11:35
    ის საშუალებას აძლევს ტვინს ფოკუსი გააკეთოს
    ჩვენს წინაშე არსებულ ერთ ამოცანაზე.
  • 11:35 - 11:38
    და ბოლოს, ყოველდღიური მარტივი კეთილი
    საქმეებიც გაცნობიერებული სიკეთეა.
  • 11:38 - 11:41
    ჩვენ შეგვხედრია ადამიანები, რომლებიც
    ხსნიან ელ-ფოსტას,
  • 11:41 - 11:42
    რომ ერთი პოზიტიური წერილი მიწერონ
  • 11:42 - 11:44
    ვინმეს მათი სოციალური წრიდან,
    რომელშიც შეაქებენ ან მადლობას გადაუხდიან მათ.
  • 11:44 - 11:46
    და ამ ქმედებით
  • 11:46 - 11:48
    და მათი ტვინის გავარჯიშებით ისე, როგორც
    ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენს სხეულს,
  • 11:48 - 11:51
    ჩვენ აღმოჩენით, ისინი ახდენენ ბედნიერებისა
    და წარმატების ფორმულის გადანაცვლებას.
  • 11:51 - 11:54
    ამ ცვლილებით არამარტო პოზიტიურ
    ტალღებს ქმნიან,
  • 11:54 - 11:56
    არამედ რეალურ რევოლუციასაც!
  • 11:56 - 11:58
    დიდი მადლობა!
  • 11:58 - 11:59
    (აპლოდისმენტები)
Title:
ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე
Speaker:
შონ აქორი
Description:

როგორც წესი, ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას მოაქვს ბედნიერება, მაგრამ იქნებ პირიქითაა? ფსიქოლოგი შონ აქორი სხარტი საუბრითა და სახასიათო იუმორით გვიმტკიცებს, რომ ბედნიერებას მოაქვს მეტი წარმატება.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:00
Aviva Nassimi approved Georgian subtitles for The happy secret to better work
ana khorguashvili accepted Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Kakhaber Gordadze edited Georgian subtitles for The happy secret to better work
Show all

Georgian subtitles

Revisions