-
მოცემული გვაქვს ორი უტოლობა, პირველი:
x-ს პლიუს ორი ნაკლებია ან ტოლი ორი x-ის.
-
მეორე: სამ x-ს პლუს ოთხი მეტია
ხუთ x-ზე.
-
აქ არის მოცემული ოთხი რიცხვი და მინდა,
შევამოწმოთ, x-ის მაგივრად რომელიმეს
-
ჩასმა დააკამყოფილებს თუ არა რომელიმე
უტოლობას, ჯერ თქვენით სცადეთ.
-
დავიწყოთ გაკეთება.
-
ჯერ ვცადოთ ნულის ჩასმა ამ უტოლობაში.
x-ის მაგივრად ჩავსვათ ნული
-
ნულს პლუს ორი უნდა იყოს
ნაკლები ან ტოლი ორჯერ ნულის
-
ჭეშმარიტია ეს?
-
შევკრიბოთ, ორი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი
ნულზე
-
ეს სწორია? ორი ნაკლები ან ტოლია ნულზე?
ცხადია, არასწორია, ორი ნულზე მეტია
-
ეს არ იქნება სწორი, ნული უტოლობას არ
აკმაყოფილებს, მეორე უტოლობა ვცადოთ.
-
სამჯერ ნულს პლუს ოთხი უნდა იყოს
მეტი ხუთჯერ ნულზე
-
სამჯერ ნულიც და ხუთჯერ ნულიც ნულია
ანუ, ოთხი უნდა იყოს ნულზე მეტი
-
ეს კი ჭეშმარიტია, ანუ,
ნული ამ უტოლობას აკმაყოფილებს
-
გადავიდეთ ერთზე.
-
ერთს პლუს ორი უნდა იყოს ტოლი ან ნაკლები
ორზე
-
ერთს პლუს ორი სამია, არის თუ არა სამი
ნაკლები ან ტოლი ორზე?
-
არა, სამი ორზე მეტია, ანუ ერთი ამ უტოლობას
არ აკმაყოფილებს
-
გადავიდეთ მარჯვენაზე, სამჯერ ერთს პლუს
ოთხი უნდა იყოს მეტი ხუთჯერ ერთზე
-
სამჯერ ერთი სამია, ანუ, შვიდი უნდა იყოს
ხუთზე მეტი
-
ეს ჭეშმარიტია, ანუ, ნულიც და ერთიც
აკმაყოფილებენ მარჯვენა უტოლობას
-
თუმცა მარცხენას არა
-
გადავიდეთ ორზე
-
ორს პლუს ორი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი
ორჯერ ორზე
-
ოთხი უნდა იყოს ოთხზე ნაკლები ან ტოლი.
ეს კი ჭეშმარიტია, რადგან ოთხი ოთხს უდრის
-
ანუ, ორი ამ უტოლობას აკმაყოფილებს
-
გადავიდეთ მარჯვენაზე
-
სამჯერ ორს პლუს ოთხი უნდა იყოს მეტი,
ვიდრე ხუთჯერ ორი
-
სამჯერ ორი ექვსია, ანუ, 10 უნდა იყოს
10-ზე მეტი
-
10 უდრის 10-ს, ის მასზე მეტი არ არის,
ამიტომ, ორი არ აკმაყოფილებს ამ უტოლობას
-
მეტობის მაგივრად მეტობა ან ტოლობა რომ
ყოფილიყო, მაშინ დააკმაყოფილებდა,
-
თუმცა ასე არ არის, 10 კი 10-ზე მეტი არ
არის
-
ამიტომ, ორი მარცხენას აკმაყოფილებს, თუმცა
მარჯვენას არა
-
გადავიდეთ ხუთზე, ხუთს პლუს ორი
ნაკლებია ან ტოლი ორჯერ ხუთზე
-
x-ის მაგივრად ვწერთ ხუთს ყველგან
-
შვიდი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს 10-ზე, ეს
კი ჭეშმარიტია
-
შვიდი 10-ზე ნაკლებია, ანუ, ხუთი ამ
უტოლობას აკმაყოფილებს
-
ხედავთ, რომ უტოლობას შეიძლება ბევრი
რიცხვი აკმაყოფილებდეს
-
ისიც შეიძლება, რომ არცერთი არ
აკმაყოფილებდეს
-
ამ რიცხვებზე ვამოწმებთ, მარცხენა პირველმა
ორმა არ დააკმაყოფილა, დანარჩენმა ორმა კი
-
პირიქით, დააკმაყოფილა
-
მარჯვენა ნულმა და ერთმა დააკამყოფილა,
ორმა კი - არა
-
ვცადოთ ხუთი, სამჯერ ხუთს პლუს ოთხი
მეტია ხუთჯერ ხუთზე
-
სამჯერ ხუთი 15-ია, პლუს ოთხი კი - 19
19 უნდა იყოს 25-ზე მეტი
-
ეს კი არ არის ჭეშმარიტი, ანუ, ხუთი არ
აკმაყოფილებს ამ უტოლობას