როგორ შეიძლება შეზღუდოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა ინტერნეტი დახურულ კარს მიღმა
-
0:00 - 0:04ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას დავუკავშირდეთ მეგობრებს,
-
0:04 - 0:09დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გამოვთქვათ აზრი ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის შესახებ, გლობალური მასშტაბით.
-
0:09 - 0:11ეს შემთხვევითობა არ არის.
-
0:11 - 0:13ინტერნეტის არქიტექტურა სწორედ ღია, შეუზღუდავი კომუნიკაციის შედეგად წარმოიქმნა
-
0:13 - 0:16მეცნიერებისა და ინჟინრების საერთაშორისო საზოგადოებაში,
-
0:16 - 0:20მთავრობის ზეწოლის გარეშე.
-
0:20 - 0:23მაგრამ ახლა, მთავრობების მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ორგანიზაცია თამაშის წესებს ცვლის,
-
0:23 - 0:28რათა გახდეს ცენტრი, სადაც ინტერნეტის მომავალი განისაზღვრება.
-
0:28 - 0:32ამ ორგანიზაციის სახელია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU).
-
0:32 - 0:35დეკემბერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან
-
0:35 - 0:39რათა ამ კავშირს მანდატი განუვრცონ და მისცენ უფრო მეტი ძალაუფლება.
-
0:39 - 0:42ამ კავშირს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში.
-
0:42 - 0:45რატომ? იმიტომ რომ:
-
0:45 - 0:48არავის მფლობელობაში ინტერნეტს.
-
0:48 - 0:52ეს არის დამოუკიდებელი ქსელების საერთაშორისო კავშირი.
-
0:52 - 0:56ძირეული სტანდარტი, რამაც ინტერნეტის შექმნა გახადა შესაძლებელი იყო ღია, შეუზღუდავი ონლაინ კომუნიკაცია,
-
0:56 - 1:00და არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის ან კომპანიის ინტერესები.
-
1:00 - 1:03რა ხდება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შემთხვევაში?
-
1:03 - 1:08პირველი, ეს კავშირი თავისი სტრუქტურით მოძველებული ორგანიზაციაა. ის უფრო დიდი ხნის წინ შეიქმნა, ვიდრე კომპაქტ-დისკები ან ტელეფონი,
-
1:08 - 1:12ტელეგრაფისა და მორზეს ანბანის პერიოდში.
-
1:12 - 1:161865 წელს როდესაც კავშირი შეიქმნა, მას საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირი ერქვა.
-
1:16 - 1:21ინტერნეტისაგან განსხვავებით, ეს ორგანიზაცია ღია და გახსნილი კომუნიკაციის შედეგად არ იმართება,
-
1:21 - 1:23არამედ მთავრობების მიერ, რომელთაც ხმის უფლება აქვთ.
-
1:23 - 1:27მაგრამ ხმის მიცემა დახურულ კარს მიღმა ხდება!
-
1:27 - 1:31თუ მთვარობები ამ ორგანიზაციას უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემენ გადაწყვიტოს ინტერნეტის მომავალი,
-
1:31 - 1:35მივიღებთ, მოძველებულ, მთავრობებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას,
-
1:35 - 1:37რომელიც ჩაანაცვლებს ინტერნეტის ეგალიტარულ სტრუქტურას,
-
1:37 - 1:40სტრუქტურას, რომელმაც გახადა ასეთი (ღია) ინტერნეტი შესაძლებელი.
-
1:40 - 1:42და ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემების.
-
1:42 - 1:45საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი არ არის გამჭვირვალე ორგანიზაცია.
-
1:45 - 1:53დოკუმენტები ახალი გეგმებისა და რეგულაციების შესახებ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ "ერთი ხმა - ერთ წევრზე" პრინციპით ხდება გადაწვეტილების მიღება.
-
1:53 - 1:58რეალურად, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჩვენი ინტერნეტის შესახებ, ყოველგვარი განხილვის გარეშე
-
1:58 - 2:01და მხოლოდ მაშინ გვაცნობენ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
-
2:01 - 2:04რას განიხილავს ეს ორგანიზაცია დეკემბერში?
-
2:04 - 2:07იმ განაცხადების მიხედვით, რომლებიც ფარულად გახდა ცნობილი
-
2:07 - 2:11იგეგმება ვრცლად განისაზღვროს რა შემთხვევებშია მართებული ინტერნეტის კავშირის შეწყვეტა,
-
2:11 - 2:14მაგალითად, ზოგადად საერთაშორისო ადამიანის უფლებების ნორმების დარღვევის გამო;
-
2:14 - 2:20ეს მთავრობებს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს, აკონტროლონ ინტერნეტ კავშირი;
-
2:20 - 2:23იგეგმება, განისაზღვროს რა არის სპამი (არასაჭირო ინფორმაცია), მაგრამ იმდენად ზოგადად, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის დაბლოკვა,
-
2:23 - 2:27იქნება ეს კნუტების ფოტოები თუ ადამიანის უფლებებათა დამცველთა დემონსტრაციის კადრები.
-
2:27 - 2:31ასევე, იგეგმება ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შესახებ ახალი წესის ამოქმედდება
-
2:31 - 2:36რის შედეგადაც, შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების ინტერნეტ მომხმარებლებისათვის გაკრვეული ინფორმაცია დაიბლოკოს, თუ ისინი საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ.
-
2:36 - 2:40ყველაზე საშიში ამ პროცესში, სწორედ იმ ქვეყნების აქტიურობაა
-
2:40 - 2:44რომლებსაც არაერთხელ განუხორციელებიათ ინტერნეტზე აგრესიული ცენზურა.
-
2:44 - 2:49მაგალითად, რუსეთი, სადაც ანტისამთავრობო ვიდეოს გავრცელებას YouTube-ზე, შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოყვეს.
-
2:49 - 2:52ჩინეთი, სადაც სოციალური მედიის ძირითადი საიტები ხელმიუწვდომელია.
-
2:52 - 2:59ირანი, სადაც მცდელობაა შეიქმნას ნაციონალური ინტერნეტი და ელექტროული ფოსტის კავშირი.
-
2:59 - 3:02საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს დადებითი გავლენაც ჰქონია ინტერნეტის განვითარებაზე, მაგალითად
-
3:02 - 3:07ხელი შეუწყო მსოფლიო სატელეკომუნკაციო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირის გაყვანას.
-
3:07 - 3:10ინტერნეტის არსებული მმართველობის ფორმა სრულყოფილი არ არის,
-
3:10 - 3:13მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვს.
-
3:13 - 3:16ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, მაგრამ
-
3:16 - 3:19მანამდე უნდა შევინარჩუნოთ ინტერნეტის ძირეული, ღია და გახსნილი არქიტეტურა,
-
3:19 - 3:22რომელმაც შექმნა სწორედ ასეთი ინტერნეტი.
-
3:22 - 3:27დეკემბერში ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან რათა გადაწყვიტონ ინტერნეტის მომავალი.
-
3:27 - 3:30ახლა, ჩვენზე, ყველა ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელზეა დამოკიდებული
-
3:30 - 3:34რომ დავიცვათ ღია და თავისუფალი ინტერნეტი.
-
3:34 - 3:39თუ ყველა ის ადამიანი ვინც ამ ვიდეოს ნახავს, დაუკავშირდება საკუთარი ქვეყნის წამომადგენელს, ჯერ კიდევ შეგვეძლება გავლენა ვიქონიოთ.
-
3:39 - 3:40გააზიარე ეს ვიდეო,
-
3:40 - 3:43იხილე ოფიციალური გვერდი
-
3:43 - 3:45ან დაუკავშირდი პირდაპირ შენი ქვეყნის წამომადგენელს!
-
3:45 - 3:48გამოვიყენოთ ინტერნეტის გლობალური სისტემა, მისივე გადასარჩენად.
-
3:48 - 3:56გახადე შენი ხელისუფლება ანგარიშვალდებული ინტერნეტის მომავალზე.
- Title:
- როგორ შეიძლება შეზღუდოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა ინტერნეტი დახურულ კარს მიღმა
- Description:
-
იმოქმედე: http://www.whatistheITU.org
იბრძოლე ინტერნეტის მომავლისა და კავშირისათვის, დაუკავშირდი შენი ქვეყნის წარმომადგენელს და გაავრცელე ეს ინფორმაციული ვიდეო.
(თარგმანში არსებული შეცდომები გთხოვთ მიუთითოთ ან შეასწოროთ, მადლობა).
- Video Language:
- English
- Team:
- Volunteer
- Duration:
- 04:08