Return to Video

კოდის საათი - შესავალი

  • 0:04 - 0:06
    მერვე კლასში ვიყავი,
    როცა პროგრამირება ვისწავლე.
  • 0:06 - 0:07
    პირველად ვისწავლე,
  • 0:07 - 0:11
    როგორ გამომეჩინა ეკრანზე
    მწვანე წრე და წითელი კვადრატი.
  • 0:11 - 0:13
    უბრალოდ, სწავლობ ამ გაკვეთილებს,
    ისინი არც ისე ბევრია,
  • 0:13 - 0:15
    და დროთა განმავლობაში მიდიხარ იქამდე,
  • 0:15 - 0:18
    რომ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გსურს.
  • 0:18 - 0:20
    კომპიუტერული მეცნიერება
    არის იმის შესწავლა,
  • 0:20 - 0:22
    თუ როგორ მუშაობს და ფიქრობს კომპიუტერი,
  • 0:22 - 0:25
    ისე, რომ შეგიძლია
    ასწავლო მას ახალი რაღაცების გაკეთება.
  • 0:25 - 0:28
    გასაოცარია, რისი გაკეთება შეგიძლია
    კომპიუტერული მეცნიერებების დახმარებით!
  • 0:28 - 0:31
    ალბათ პროგრამირება ყველაზე ახლოსაა
    სუპერ შესაძლებლობებთან.
  • 0:31 - 0:34
    (ტანია: კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი)
    მომდევნო საათის განმავლობაში ვითამაშებთ თამაშს,
  • 0:34 - 0:36
    რომელიც პროგრამირების
    ძირითად პრინციპებს გასწავლით.
  • 0:36 - 0:39
    საერთოდ პროგრამირება მთლიანად ტექსტია,
    მაგრამ ამჯერად გამოვიყენებთ Blockly-ს
  • 0:39 - 0:43
    და პროგრამას დავწერთ
    ვიზუალური ბლოკებით.
  • 0:43 - 0:46
    ამ "ქუდის" ქვეშ სინამდვილეში წერთ პროგრამას.
  • 0:46 - 0:49
    დასაწყისისთვის დავწერთ კოდს,
    რომლის დახმარებითაც
  • 0:49 - 0:51
    გაბრაზებული ჩიტი იმოძრავებს
    ლაბირინთში,
  • 0:51 - 0:54
    ბოტორი ღორის დასაჭერად,
    რომელმაც კვერცხი მოპარა.
  • 0:54 - 0:57
    Blockly დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად.
  • 0:57 - 1:00
    მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია,
    სადაც პროგრამას გავუშვებთ.
  • 1:00 - 1:04
    თითოეული საფეხურის
    ინსტრუქცია ლაბირინთის ქვემოთ წერია.
  • 1:04 - 1:06
    შუაში არის ხელსაწყოთა ყუთი,
  • 1:06 - 1:10
    და თთოეული ბლოკი არის
    ბრძანება, რომელსაც ჩიტი გაიგებს.
  • 1:10 - 1:13
    მარჯვნივ თეთრ ადგილს ჰქვია სამუშაო სივრცე
  • 1:13 - 1:15
    და სწორედ აქ ავაწყობთ ჩვენს პროგრამას.
  • 1:15 - 1:21
    თუ სამუშაო სივრცეში ჩავაგდებ "იმოძრავე"
    ბლოკს და დავაწვები "გაშვებას", რა მოხდება?
  • 1:21 - 1:24
    ჩიტი ერთი უჯრით წინ გადაადგილდება.
  • 1:24 - 1:28
    და თუ მინდა, ჩიტმა წინ წასვლის შემდეგ
    კიდევ რამე გააკეთოს?
  • 1:28 - 1:30
    შემიძლია, ჩვენს პროგრამას
    კიდევ ერთი ბლოკი დავამატო.
  • 1:30 - 1:33
    ავირჩევ "შებრუნდი მარჯვნივ" ბლოკს და
  • 1:33 - 1:37
    მას "იმორავე" ბლოკის ქვემოთ მივიტან,
    სანამ ყვითელი ისარი არ გამოჩნდება,
  • 1:37 - 1:41
    შემდეგ ჩავაგდებ მას აქ და
    ეს ორი ბლოკი გაერთიანდება.
  • 1:41 - 1:45
    შემდეგ ისევ დავაწვები "გაშვებას" და ჩიტი"
    შეასრულებს იმ ბრძანებებს, რომლებიც მივეცით
  • 1:45 - 1:48
    სამუშაო სივრცეში, ზემოდან ქვემოთ.
  • 1:48 - 1:49
    თუ ბლოკის წაშლა გინდათ,
  • 1:49 - 1:52
    უბრალოდ, მოაცილეთ
    და სანაგვე ყუთში ჩააგდეთ.
  • 1:52 - 1:56
    "გაშვების" დაჭერის შემდეგ, ყოველთვის
    შეგიძლიათ, დააჭიროთ "დაბრუნებას"
  • 1:56 - 1:58
    და ჩიტი დასაწყისს დაუბრუნდება.
  • 1:58 - 2:02
    ახლა კი, მოდით, დავიჭიროთ ეს ღორები!
Title:
კოდის საათი - შესავალი
Video Language:
English
Team:
Code.org
Project:
Hour of Code
Duration:
02:02
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Hour of Code - Introduction
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Hour of Code - Introduction
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Hour of Code - Introduction
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Hour of Code - Introduction

Georgian subtitles

Revisions Compare revisions