Return to Video

უფრო მეტი ამოცანების მიხედვით დაწერილი გამოსახულებები

  • 0:00 - 0:04
    კბილის ექიმთან წასვლის საფასურია
    50 დოლარი.
  • 0:04 - 0:06
    თუ ექიმი ღრმულს ამოავსებს
  • 0:06 - 0:10
    პლომბის დამატებითი ღირებულება
    100 დოლარი, დაემატება ანგარიშს.
  • 0:10 - 0:13
    თუ ექიმი n რაოდენობის
    ღრმულს იპოვის,
  • 0:13 - 0:16
    რა დაჯდება კბილის ექიმთან წასვლა?
  • 0:16 - 0:18
    დაწერეთ თქვენი პასუხი
    გამოსახულების სახით.
  • 0:18 - 0:20
    მოდი დავფიქრდეთ.
    ექიმთან მისვლის საფასური.
  • 0:20 - 0:22
    თქვენ აუცილებლად დახარჯავთ
    50 დოლარს.
  • 0:23 - 0:25
    და თქვენ გადაიხდით დამატებით
    100 დოლარს
  • 0:25 - 0:27
    ყოველი ღრმულისათვის.
  • 0:27 - 0:30
    დამატებითი საფასური, 100 დოლარი
    ყოველ ღრმულზე.
  • 0:30 - 0:32
    ესეიგი, თუ თქვენ გაქვთ
    n რაოდენობის ღრმული
  • 0:32 - 0:35
    მაშინ ეს იქნება n-ჯერ
    100 დოლარი.
  • 0:35 - 0:38
    ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს დავწეროთ,
    როგორც 100n.
  • 0:38 - 0:39
    არის ეს მართებული?
  • 0:39 - 0:42
    თუ თქვენ არ გაქვთ ღრმულები,
    მაშინ n არის ნული.
  • 0:42 - 0:44
    მაშინ თქვენ მხოლოდ 50
    დოლარს იხდით.
  • 0:44 - 0:46
    თუ თქვენ ერთი ღრმული გაქვთ
    თქვენ გადაიხდით
  • 0:46 - 0:49
    50 დოლარს მიმატებული 100-ჯერ ერთი.
  • 0:49 - 0:50
    თუ ორი ღრმული გაქვთ,
  • 0:50 - 0:52
    საფასურია 50 დოლარს მიმატებული
    100-ჯერ ორი.
  • 0:52 - 0:54
    მგონი მართებულია.
  • 0:54 - 0:56
    შევამოწმოთ პასუხი.
  • 0:56 - 0:58
    სწორია.
    კიდევ ერთი გავაკეთოთ.
  • 0:58 - 1:02
    სანი შოულობს საათში 12 დოლარს,
    ნამცხვრების მიტანაში.
  • 1:02 - 1:07
    მან ამ კვირაში x საათი იმუშავა.
  • 1:07 - 1:10
    სამწუხაროდ მას მოუწია 15
    დოლარის გადახდა,
  • 1:10 - 1:12
    რადგან მან სამშაბათს შეკვეთა
    გვიან მიიტანა.
  • 1:12 - 1:16
    რამდენი ფული იშოვა სანიმ
    ამ კვირაში?
  • 1:16 - 1:18
    ნახეთ, იგი შოულობს 12 დოლარს საათში
  • 1:18 - 1:21
    და იგი მუშაობს x საათის განმავლობაში.
  • 1:21 - 1:24
    მან იშოვა 12 დოლარი საათში გამრავლებული
    x საათზე.
  • 1:24 - 1:29
    იგი ამდენს იშოვიდა, მაგრამ მას
    ჯარიმა დააკისრეს
  • 1:29 - 1:32
    მისმა დამქირავებელმა დააჯარიმა
    შეკვეთის გვიან მიტანისათვის.
  • 1:32 - 1:35
    ამიტომ მის ხელფასს 15 დოლარი მოაკლდა.
  • 1:35 - 1:37
    ეს იქნებოდა მისი ხელფასი
    იმის მიხედვით
  • 1:37 - 1:38
    თუ რამდენს შოულობს საათში
  • 1:38 - 1:39
    და რამდენი საათი იმუშავა,
  • 1:39 - 1:42
    რომ არ ქონოდა ჯარიმა შეკვეთი
    გვიან მიტანისათვის.
  • 1:42 - 1:44
    ამიტომ ეს იქნება 12x-ს
    გამოკლებული 15.
  • 1:44 - 1:48
    ამდენი იშოვა მან ამ კვირაში.
  • 1:48 - 1:50
    მოდით, კიდევ რამოდენიმე გავაკეთოთ.
  • 1:51 - 1:55
    ჰოკეის გუნდ პუმებში
    c რაოდენობის მოთამაშეა.
  • 1:55 - 2:00
    გუნდმა ამ სეზონში, ჯამში
    36 გოლი გაიტანა.
  • 2:00 - 2:04
    ერთ-ერთმა მოთამაშემ, მეთიუმ
    ორი გოლით მეტი გაიტანა
  • 2:04 - 2:06
    ვიდრე მოთამაშე საშუალოდ იტანს.
  • 2:06 - 2:09
    რამდენი გოლი გაიტანა მეთიუმ?
  • 2:09 - 2:11
    დავფიქრდეთ საშუალო მოთამაშეზე.
  • 2:11 - 2:14
    რადგან ჩვენ ვიცით, რომ
    მან ორით მეტი გაირანა.
  • 2:14 - 2:17
    საშუალო იქნება გოლების სრული
    რაოდენობა
  • 2:17 - 2:20
    გაყოფილი მოთამაშეების რაოდენობაზე.
  • 2:20 - 2:21
    და ჩვენ ვიცით, რომ სულ
    c მოთამაშეა.
  • 2:21 - 2:23
    აი ეს გამოსახულება
  • 2:23 - 2:25
    გვიჩვენებს საშუალოს.
  • 2:25 - 2:29
    გოლების საშუალო რაოდენობას მოთამაშეზე.
  • 2:29 - 2:31
    ჩვენ ვიცით, რომ მეთიუმ ორით
    მეტი გაიტანა.
  • 2:31 - 2:32
    ვიდრე აი ეს.
  • 2:32 - 2:35
    ამიტომ ამას ვუმატებთ.
  • 2:35 - 2:38
    ამდენი გოლი გაიტანა მეთიუმ.
  • 2:38 - 2:40
    შევამოწმოთ პასუხი.
  • 2:40 - 2:42
    აქ მთავარია იცოდეთ--
    ამან შეიძლება დაგაბნიოთ
  • 2:42 - 2:44
    დაიმახსოვრეთ, მეთიუმ გაიტანა
    ორი გოლით მეტი.
  • 2:44 - 2:48
    ორი გოლით მეტი ვიდრე საშუალო მოთამაშემ.
  • 2:48 - 2:51
    გოლების საშუალო რაოდენობა მოთამაშეზე
  • 2:51 - 2:55
    არის 36 გაყოფილი c-ზე.
  • 2:55 - 2:58
    კიდევ ერთი გავაკეთოთ.
  • 2:59 - 3:02
    ჰანას კოლექციაში 127 წიგნია.
  • 3:02 - 3:05
    მის სკოლაში ატარებენ წიგნების გაჩუქებას.
  • 3:05 - 3:07
    სულ სკოლაში z მოსწავლეა
  • 3:07 - 3:09
    და ისინი გეგმავენ გააჩუქონ წიგნების
    ერთნაირი რაოდენობა
  • 3:09 - 3:14
    ჯამში 300 წიგნი.
  • 3:14 - 3:20
    რამდენი წიგნი ექნება ჰანას
    გაჩუქების მერე?
  • 3:20 - 3:21
    დავფიქრდეთ.
  • 3:21 - 3:24
    ჰანას კოლექციაში 127 წიგნია.
  • 3:24 - 3:26
    ამდენი წიგნია მის კოლექციაში.
  • 3:26 - 3:28
    მისი სკოლა წიგნებს არიგებს.
  • 3:28 - 3:30
    სულ სკოლაში z რაოდენობის
    მოსწავლეა.
  • 3:30 - 3:33
    ყველა მათგანი წიგნების ერთნაირ
    რაოდენობას გააჩუქებს,
  • 3:33 - 3:36
    ჯამში 300 წიგნს.
  • 3:36 - 3:39
    რამდენი წიგნი იქნება
    ჰანას კოლექციაში
  • 3:39 - 3:40
    გაჩუქების მერე?
  • 3:40 - 3:42
    ესეიგი 127
    -- და მე ეს წავიკითხე,
  • 3:42 - 3:43
    რადგან თავიდან გავიფიქრე,
  • 3:43 - 3:47
    ეს 127 წიგნი ჰანასია თუ სკოლის?
  • 3:47 - 3:49
    ეს ზუსტად უნდა ვიცოდეთ.
  • 3:49 - 3:52
    127 არის ჰანას წიგნების რაოდენობა.
  • 3:52 - 3:54
    შემდგომ იგი ამ წიგნების ნაწილს
    გააჩუქებს.
  • 3:54 - 3:56
    ანუ იგი წიგნების ნაწილს სკოლას მისცემს.
  • 3:56 - 3:58
    და ჩვენ უნდა გავარკვიოთ
  • 3:58 - 3:59
    რამდენ წიგნს ჩუქნის იგი სკოლას.
  • 3:59 - 4:03
    და ჩვენ ვიცით, რომ მოსწავლეები--
    z რაოდენობის მოსწავლე
  • 4:03 - 4:06
    გააჩუქებს წიგნების ერთნაირ რაოდენობას.
  • 4:06 - 4:09
    და ერთად ისინი გააჩუქებენ 300 წიგნს.
  • 4:09 - 4:12
    რამდენ წიგნს გააჩუქებს თითო მოსწავლე?
  • 4:12 - 4:16
    თუ z მოსწავლე ერთად 300
    წიგნს გააჩუქებს,
  • 4:16 - 4:20
    მაშინ თითო მოსწავლე გააჩუქებს
    300 გაყოფილი z-ზე წიგნს.
  • 4:20 - 4:23
    300 გაყოფილი z-ზე.
  • 4:23 - 4:26
    ჰანამ დაიწყო 127 წიგნით.
  • 4:26 - 4:29
    იგი გააჩუქებს წიგნების
    შესაბამის რაოდენობას.
  • 4:30 - 4:33
    ყოველი მოსწავლის მიერ გაჩუქებული
    წიგნების რაოდენობაა 300 გაყოფილი z-ზე.
  • 4:33 - 4:38
    ჰანას დარჩება 127 წიგნს
    გამოკლებული 300 გაყოფილი z-ზე
  • 4:38 - 4:40
    გაჩუქების მერე.
Title:
უფრო მეტი ამოცანების მიხედვით დაწერილი გამოსახულებები
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
04:42

Georgian subtitles

Revisions