Return to Video

ჰომეოპათია, შარლატანობა და თაღლითობა

  • 0:01 - 0:03
    დილა მშვიდობის.
  • 0:03 - 0:06
    მიხარია ამდენი კარგი ადამიანის
  • 0:06 - 0:09
    და ამდენი მომღიმარი სახის აქ ხილვა.
  • 0:09 - 0:11
    მე ძალიან სპეციფიური
  • 0:11 - 0:13
    ისტორია, დამოკიდებულება
    და მიდგომა მაქვს
  • 0:13 - 0:15
    რეალური მსოფლიოსადმი,
  • 0:15 - 0:17
    რადგან ილუზიონისტი ვარ.
  • 0:17 - 0:20
    სიტყვა 'ჯადოქარს' ამ ტერმნის ვამჯობინებ,
  • 0:20 - 0:22
    რადგან ჯადოქარი რომ ვიყო,
  • 0:22 - 0:24
    მაშინ შელოცვებით, მაგიებით
  • 0:24 - 0:27
    და უცნაური ჟესტებით,
  • 0:27 - 0:30
    ნამდვილ ჯადოქრობას მოვახდენდი.
  • 0:30 - 0:32
    არა, ამას არ ვაკეთებ; მე ილუზიონისტი ვარ,
  • 0:32 - 0:35
    ადამიანი, რომელიც ნამდვილ
    ჯადოქარს თამაშობს
  • 0:35 - 0:38
    (სიცილი)
  • 0:38 - 0:41
    მაშ, როგორ ვაკეთებთ ამას?
  • 0:41 - 0:43
    ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტს,
  • 0:43 - 0:45
    რომ თქვენნაირ აუდიტორიას
  • 0:45 - 0:47
    ვარაუდები ახასიათებს.
  • 0:47 - 0:49
    მაგალითად, როცა მე აქ გამოვედი
  • 0:49 - 0:51
    და სადგამიდან მიკროფონი ჩამოვხსენი
  • 0:51 - 0:52
    და ჩავრთე,
  • 0:52 - 0:56
    თქვენ ივარაუდეთ, რომ ეს მიკროფონი იყო,
    სინამდვილეში ასე არ არის.
  • 0:56 - 0:57
    (სიცილი)
  • 0:57 - 0:59
    სინამდვილეში, ეს ისაა,
  • 0:59 - 1:02
    რის შესახებაც ამ აუდიტორიის
    ნახევარზე მეტმა არ იცის.
  • 1:02 - 1:05
    ეს წვერის მჭრელია, ხედავთ?
  • 1:05 - 1:07
    ის მიკროფონად არ იმუშავებს;
  • 1:07 - 1:09
    ბევრჯერ ვცადე. (სიცილი)
  • 1:09 - 1:11
    თქვენი კიდევ ერთი ვარაუდია...
  • 1:11 - 1:13
    და ეს პატარა გაკვეთილია იმისა
  • 1:13 - 1:14
    რომ თქვენ,
  • 1:14 - 1:17
    არა მხოლოდ შეგიძლიათ ივარაუდოთ,
    არამედ ივარაუდებთ კიდეც,
  • 1:17 - 1:19
    თუ სწორად მოგაწვდიან.
  • 1:19 - 1:21
    თქვენ გგონიათ, რომ მე გიყურებთ.
  • 1:21 - 1:24
    ტყუილია. მე თქვენ არ გიყურებთ.
    მე თქვენ ვერც გხედავთ
  • 1:24 - 1:27
    ვიცი რომ აქ ხართ, კულისებში მითხრეს,
    რომ დარბაზი სავსეა.
  • 1:27 - 1:29
    ვიცი რომ აქ ხართ, რადგან მესმის თქვენი,
  • 1:29 - 1:32
    მაგრამ ვერ გხედავთ,
    რადგან მე სათვალეს ვხმარობ.
  • 1:32 - 1:34
    ეს კი სათვალე არაა. ეს ცარიელი ჩარჩოებია.
    (სიცილი)
  • 1:34 - 1:36
    უბრალოდ ცარიელი ჩარჩოები.
  • 1:36 - 1:39
    რატომ უნდა გამოვსულიყავი ზრდასრული კაცი
  • 1:39 - 1:41
    თქვენ წინაშე, თვალებზე ცარიელი ჩარჩოებით?
  • 1:41 - 1:43
    რომ გამებითურებინეთ,
    ქალბატონებო და ბატონებო,
  • 1:43 - 1:46
    რომ შეცდომაში შემეყვანეთ,
    რომ მეჩვენებინა,
  • 1:46 - 1:48
    თქვენ ვარაუდობთ რაღაცეებს.
  • 1:48 - 1:50
    ეს არასდროს დაგავიწყდეთ.
  • 1:50 - 1:52
    პირველ რიგში, ნამდვილი
    სათვალე უნდა გავიკეთო,
  • 1:52 - 1:54
    რომ დაგინახოთ.
  • 1:54 - 1:57
    ასე უფრო კომფორტული იქნება ალბათ, არ ვიცი.
  • 1:57 - 1:59
    კარგად არ შემიხედავს.
    არც ისეთი კომფორტულია.
  • 1:59 - 2:01
    (სიცილი)
  • 2:01 - 2:03
    ახლა ისეთი რამის გაკეთებას ვაპირებ,
  • 2:03 - 2:05
    რაც ჯადოქრისთვის ცოტა უცნაური იქნება.
  • 2:05 - 2:07
    ვაპირებ წამალი დავლიო.
  • 2:07 - 2:11
    ეს Calms Forte-ს მთელი ბოთლია.
  • 2:11 - 2:13
    ამას ცოტა ხანში აგიხსნით.
  • 2:13 - 2:15
    ინსტრუქციებს არ მივაქცევ ყურადღებას,
  • 2:15 - 2:18
    მათი დაწერა სახელმწიფოს ვალდებულებაა,
  • 2:18 - 2:20
    რომ დაგაბნიოთ.
  • 2:20 - 2:23
    საკმარის დოზას მივიღებ.
  • 2:26 - 2:29
    მთელს ბოთლს.
  • 2:32 - 2:35
    Calms Forte-ს 32 ტაბლეტს.
  • 2:35 - 2:38
    ახლა, როცა დავლიე,
  • 2:38 - 2:40
    უნდა გითხრათ,
  • 2:40 - 2:42
    რომ მე მსახიობი ვარ.
  • 2:42 - 2:45
    მსახიობი ვარ,
    რომელიც სპეციფიურ როლს თამაშობს
  • 2:45 - 2:47
    ჯადოქრის როლს ვთამაშობ,
  • 2:47 - 2:50
    მაგის თუ გნებავთ, ნამდვილი ჯადოქრის.
  • 2:50 - 2:53
    აქ, ჩემს წინაშე, ამ სცენაზე
    ვინმე რომ გამოსულიყო
  • 2:53 - 2:55
    და სერიოზულად განეცხადებინა,
  • 2:55 - 2:58
    რომ ის დანიის ანტიკური პრინცი ჰამლეტია,
  • 2:58 - 3:00
    თქვენ შეურაცხყოფილი იქნებოდით
  • 3:00 - 3:02
    და სამართლიანადაც.
  • 3:02 - 3:04
    რატომ უნდა იფიქროს ვინმემ,
  • 3:04 - 3:06
    რომ თქვენ ასეთ სისულელეს დაიჯერებთ?
  • 3:06 - 3:08
    მაგრამ არსებობს
  • 3:08 - 3:11
    ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა,
  • 3:11 - 3:13
    რომელიც გეტყვით,
  • 3:13 - 3:15
    რომ ისინი ექსტრასენსულ,
    ჯადოსნურ ძალებს ფლობენ
  • 3:15 - 3:17
    და მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ
  • 3:17 - 3:20
    რომ მათ გარდაცვლილებთან
    კონტქატზე გასვლა შეუძლიათ.
  • 3:20 - 3:21
    ასევე ასტროლოგიას
  • 3:21 - 3:24
    და სხვა მკითხაობის მეთოდებს მოგყიდიან.
  • 3:25 - 3:27
    დიახ, სიამოვნებით მოგყიდიან ამეებს
  • 3:27 - 3:29
    და ასევე გეტყვიან,
  • 3:29 - 3:31
    რომ შეუძლიათ მუდმივმოქმედი ძრავი
  • 3:31 - 3:33
    და თავისუფალი ენერგიის გენერატორი მოგცენ.
  • 3:33 - 3:36
    ისინი განგიცხადებენ,
    რომ ექსტრასენსები არიან,
  • 3:36 - 3:38
    განსაკუთრებული უნარებით,
    ნებისმიერი რამ.
  • 3:38 - 3:40
    ერთი რამ,
  • 3:40 - 3:42
    რაც ბოლო დროს
  • 3:42 - 3:44
    განსაკუთრებით პოპულარული გახდა,
  • 3:44 - 3:46
    მკვდრებთან საუბარია.
  • 3:47 - 3:49
    ჩემი მეამიტური ტვინისთვის,
  • 3:49 - 3:51
    მკვდარი ნიშნავს,
  • 3:51 - 3:53
    რომ მას კომუნიკაცია არ შეუძლია
  • 3:53 - 3:55
    (სიცილი)
  • 3:55 - 3:57
    თქვენ შეიძლება დამეთანხმოთ,
  • 3:57 - 4:00
    მაგრამ ეს ხალხი გეუბნებათ,
  • 4:00 - 4:02
    რომ არა მხოლოდ
    მკვდრებთან კომუნიკაცია შეუძლიათ...
  • 4:02 - 4:04
    "ეი, გამარჯობა!"
  • 4:04 - 4:06
    არამედ მათ მკვდრების ხმაც ესმით
  • 4:06 - 4:09
    და შეუძლიათ ამ ინფორმაციის
    ცოცხლებისთვის გადაცემა.
  • 4:09 - 4:11
    საინტერესოა ეს სიმართლე თუა.
  • 4:11 - 4:13
    არ მგონია,
  • 4:13 - 4:15
    რადგან ეს ხალხი,
  • 4:15 - 4:18
    ზუსტად იმავე ხრიკებს იყენებს,
    რასაც ილუზიონისტები,
  • 4:18 - 4:20
    ზუსტად იგივეს.
  • 4:20 - 4:23
    იგივე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მეთოდებს...
  • 4:23 - 4:26
    მათ ეფექტურად და ღრმად შეჰყავთ
  • 4:26 - 4:28
    მსოფლიოში მილიონობით ადამიანი
  • 4:28 - 4:30
    თავისდა სავალალოდ შეცდომაში.
  • 4:30 - 4:32
    ისინი აცდნენ ამ ადამიანებს,
  • 4:32 - 4:34
    რომლებსაც ეს ძვირი უჯდებათ
  • 4:34 - 4:36
    და ემოციურადაც იტანჯებიან.
  • 4:36 - 4:38
    ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • 4:38 - 4:41
    მილიარდობით დოლარი იხარჯება
  • 4:41 - 4:43
    ამ შარლატანებზე.
  • 4:43 - 4:45
    შესაძლებლობა რომ მომცემოდა,
  • 4:45 - 4:47
    ორ კითხვას დავუსვამდი
  • 4:47 - 4:49
    ამ ხალხს.
  • 4:49 - 4:52
    პირველი: გამოძახების თხოვნა რომ მინდოდეს..
  • 4:52 - 4:54
    მათ ხომ ყურით ესმით.
  • 4:54 - 4:56
    ისინი ამ სულებს ასე უსმენენ...
  • 4:56 - 4:59
    ბებიაჩემის სულის გამოძახებას ვთხოვდი,
  • 4:59 - 5:01
    რადგან როცა ის მოკვდა, მას ანდერძი ჰქონდა
  • 5:01 - 5:03
    რომელიც სადღაც დამალა. ჩვენ არ ვიცით სად.
  • 5:03 - 5:06
    ამიტომ, ბებოს ვკითხავდით:
    "სად არის ანდერძი, ბებო?"
  • 5:06 - 5:09
    რას გვპასუხობს ბებო? გვპასუხობს:
    "მე სამოთხეში ვარ და აქ შესანიშნავია.
  • 5:09 - 5:11
    აქ ყველა ჩემი ძველი გარდაცვლილი
    მეგობარი
  • 5:11 - 5:13
    და ჩემი ოჯახის წევრები მყავს.
  • 5:13 - 5:16
    ასევე ყველა ძაღლი და კატა,
    რომელიც მყოლია ბავშვობაში.
  • 5:16 - 5:19
    მიყვარხარ და ყოველთვის შენთან ვიქნები.
  • 5:19 - 5:21
    მშვიდობით"
  • 5:21 - 5:23
    და მან არ უპასუხა იმ ოხერ შეკითხვას!
  • 5:23 - 5:25
    სადაა ანდერძი?
  • 5:25 - 5:27
    მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა:
  • 5:27 - 5:30
    "უი, ის მეორე თაროზეა ენციკლოპედიის უკან"
  • 5:30 - 5:32
    მაგრამ ის არ ამბობს ამას, არა.
  • 5:32 - 5:35
    არანაირ საჭირო ინფორმაციას არ გვაწვდის.
  • 5:35 - 5:37
    ჩვენ ძვირი გადავიხადეთ ამ ინფორმაციაში,
  • 5:37 - 5:39
    მაგრამ არ მიგვიღია.
  • 5:39 - 5:42
    მეორე კითხვა რასაც დავუსვამდი
    საკმაოდ მარტივია:
  • 5:42 - 5:44
    დავუშვათ მე მათ ვთხოვე
  • 5:44 - 5:47
    ჩემი გარდაცვლილი
    სიმამრის სულის გამოძახება.
  • 5:47 - 5:49
    რატომ ამბობენ ჯიუტად...
  • 5:49 - 5:51
    დაიმახსოვრეთ ისინი ამ ყურში საუბრობენ
  • 5:51 - 5:56
    რატომ ამბობენ: "ჩემი სახელი იწყება
    ჯ-ზე, ან მ-ზე?"
  • 5:56 - 5:58
    ეს რა ნადირობაა?
  • 5:58 - 6:00
    ნადირობა, თუ თევზაობა? რა არის ეს?
  • 6:00 - 6:03
    20 კითხვა აქვთ? არა, უფრო 120-ზე მეტი.
  • 6:03 - 6:07
    ეს სისასტიკეა, უზნეობა
  • 6:07 - 6:10
    და აბსოლუტური უნამუსობა...
  • 6:10 - 6:12
    კარგად ვიქნები, მშვიდად იყავით.
  • 6:12 - 6:13
    (სიცილი)
  • 6:13 - 6:15
    ...თამაში რასაც ისინი თამაშობენ.
  • 6:15 - 6:18
    ისინი სარგებლობენ უმწეო და მეამიტი,
  • 6:18 - 6:21
    დამწუხრებული და გაჭირვებული
    ხალხის მდგომარეობით.
  • 6:21 - 6:23
    ესაა პროცესი,
  • 6:23 - 6:26
    რომელსაც "ცივი კითხვა" ჰქვია
  • 6:27 - 6:29
    ერთი ტიპია,
  • 6:30 - 6:32
    ვან პრააღი ჰქვია, ჯეიმს ვან პრააღი.
  • 6:32 - 6:34
    ის მსგავსი ამბების
    ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია
  • 6:34 - 6:37
    კიდევ ჯონ ედუარდი, სილვია ბრაუნი
  • 6:37 - 6:40
    და როზმერი ალტეა.
  • 6:40 - 6:43
    ასეთები ასობით არიან მსოფლიოში,
    მაგრამ ამ ქვეყანაში
  • 6:43 - 6:45
    ჯეიმს ვან პრააღია ძლიერი.
  • 6:45 - 6:47
    მაშ, რას აკეთებს ის? ის გეუბნებათ
  • 6:47 - 6:49
    თუ როგორ გარდაიცვალა გარდაცვლილი.
  • 6:49 - 6:52
    ადამიანი რომელსაც ის
    საკუთარი ყურით ელაპარაკება.
  • 6:52 - 6:55
    რასაც ხშირად ამბობს დაახლოებით ასე ჟღერს:
  • 6:55 - 6:59
    "ის მეუბნება, მეუბნება,
    რომ სანამ გარდაიცვლებოდა
  • 6:59 - 7:01
    სუნთქვა უჭირდა"
  • 7:01 - 7:04
    მეგობრებო, სიკვდილი სხვა კი არაფერია!
  • 7:04 - 7:05
    (სიცილი)
  • 7:05 - 7:07
    წყვეტ სუნთქვას და მკვდარი ხარ.
  • 7:07 - 7:09
    ასე მარტივადაა.
  • 7:09 - 7:12
    და ესაა ინფორმაცია,
    რომელსაც თქვენ გაწვდიან?
  • 7:12 - 7:13
    არ მგონია.
  • 7:13 - 7:16
    ეს ადამიანები ეცდებიან გამოიცნონ,
    ისინი ამბობენ:
  • 7:16 - 7:18
    "რატომ მოდის ელექტრობა?
  • 7:18 - 7:21
    ის მეუბნება: 'ელექტრობა'
  • 7:21 - 7:23
    ელექტრიკოსი იყო?"
    "არა"
  • 7:23 - 7:25
    "ელექტრო სამართებელი ჰქონია როდესმე?"
    "არა"
  • 7:25 - 7:27
    მსგავსი კითხვა-პასუხის თამაშია.
  • 7:27 - 7:29
    ამას აკეთებენ.
  • 7:29 - 7:31
    ჯეიმს რანდის საგანმანათლებო ფონდში
  • 7:31 - 7:33
    ხალხი ხშირად გვეკითხება
  • 7:33 - 7:37
    ისინი მირეკავენ და ამბობენ: "რატომ ხართ
    ასე შეწუხებული ამით მისტერ რანდი?
  • 7:37 - 7:38
    ეს ხომ სახალისოა?"
  • 7:38 - 7:41
    არა, ეს არაა სახალისო. ეს სასტიკი ფარსია.
  • 7:41 - 7:44
    შეიძლება ის ხალხს
    გარკვეულ კომფორტს სთავაზობს,
  • 7:44 - 7:46
    მაგრამ ეს კომფორტი მხოლოდ
  • 7:46 - 7:48
    სულ რაღაც 20 წუთი გასტანს.
  • 7:48 - 7:50
    შემდეგ კი ხალხი სარკეში ჩაიხედავს
    და იტყვის
  • 7:50 - 7:52
    ამდენი გადავიხადე და ამ პროცესში
  • 7:52 - 7:55
    და მან კი რა მითხრა? "მე შენ მიყვარხარ!"
  • 7:55 - 7:57
    ისინი ყოველთვის ამას ამბობენ.
  • 7:57 - 7:59
    ეს ხალხი არანაირ ინფორმაციას არ იღებს.
  • 7:59 - 8:02
    ისინი არ ღებულობენ არანაირ სარგებელს
    იმაში, რასაც იხდიან.
  • 8:02 - 8:04
    სილვია ბრაუნი დიდი მანიპულატორია
  • 8:04 - 8:05
    ჩვენ მას "ბრჭყალებს" ვეძახით.
  • 8:05 - 8:07
    სილვია ბრაუნი... მადლობა...
  • 8:07 - 8:10
    სილვია ბრაუნი ამ სფეროს
  • 8:10 - 8:12
    დიდი სპეციალისტია ამჟამად.
  • 8:12 - 8:15
    სილვია ბრაუნი, რომ გაჩვენოთ...
  • 8:15 - 8:18
    ის 700 დოლარს იღებს
  • 8:18 - 8:21
    ტელეფონით 20 წუთიანი სეანსისთვის.
  • 8:21 - 8:23
    ის პირადად არც კი მიდის
  • 8:23 - 8:25
    და მას 2 წლამდე უნდა ელოდოთ,
  • 8:25 - 8:28
    რადგან მისი მომსახურება
    ამდენი ხნით ადრეა დაჯავშნული.
  • 8:28 - 8:30
    თქვენ იხდით საკრედიტო ბარათით,
    ან სხვა ფორმით
  • 8:30 - 8:31
    და შემდეგ ის დაგირეკავთ
  • 8:31 - 8:33
    როდისმე შემდეგი 2 წლის განმავლობაში.
  • 8:33 - 8:35
    თქვენ მას იცნობთ:
    "გამარჯობა, ეს სილვია ბრაუნია"
  • 8:35 - 8:38
    ეგრევე იცნობთ, რომ ისაა.
  • 8:39 - 8:42
    მონტელ უილიამსი გონიერი კაცია.
  • 8:42 - 8:45
    ყველა ვიცნობთ ვინცაა ტელევიზიაში.
  • 8:45 - 8:47
    ის განათლებული და ჭკვიანია.
  • 8:47 - 8:49
    მან იცის რას აკეთებს სილვია ბრაუნი,
  • 8:49 - 8:51
    მაგრამ ეს არ ადარდებს.
  • 8:51 - 8:54
    ფეხებზე ჰკიდია.
  • 8:55 - 8:58
    რადგან საბოლოო ჯამში სპონსორებს უყვართ ის
  • 8:58 - 9:00
    და უილიამსი ყოველთვის გამოაჩენს მას
  • 9:00 - 9:02
    ტელევიზიით, ყველას დასანახად.
  • 9:02 - 9:05
    მაშ, რას გთავაზობთ სილვია ბრაუნი
    იმ 700 დოლარის სანაცვლოდ?
  • 9:05 - 9:08
    პირველ რიგში, ის გეტყვით თქვენი
    მფარევლი ანგელოზების სახელებს.
  • 9:08 - 9:10
    ამის გარეშე
    როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ?
  • 9:10 - 9:11
    (სიცილი)
  • 9:11 - 9:14
    ის გეტყვით თქვენ სახელებს,
  • 9:14 - 9:16
    თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებებში.
  • 9:16 - 9:18
    აჰა..
  • 9:18 - 9:20
    როგორც აღმოჩნდა ყველა ქალი,
  • 9:20 - 9:22
    რომელსაც ის სესიებს უტარებს
  • 9:22 - 9:25
    ბაბილონის პრინცესა,
    ან რამე მსგავსი იყო.
  • 9:25 - 9:28
    კაცი კი ყველა აგამემნონთან მებრძოლი
  • 9:28 - 9:30
    ბერძენი მეომარი.
  • 9:30 - 9:32
    არაფერი არ თქმულა
  • 9:32 - 9:34
    14 წლის ფეხსაცმლის მწმენდავზე
    ლონდონის ქუჩებში,
  • 9:34 - 9:36
    რომელიც ტუბერკულოზით მოკვდა.
  • 9:36 - 9:39
    მისი ხსენება არ ღირს, ცხადია.
  • 9:39 - 9:42
    ყველაზე უცნაური რამ,
    რაც შეიძლება თქვენც შეამჩნიეთ,
  • 9:42 - 9:44
    როცა მათ ეკრანზე ხედავთ.
  • 9:44 - 9:48
    ისინი არასდროს იძახებენ
    ვინმეს ჯოჯოხეთიდან.
  • 9:48 - 9:49
    (სიცილი)
  • 9:49 - 9:52
    ყველას სამოთხიდან იძახებენ.
  • 9:52 - 9:54
    თუ ისინი რომელიმე
    ჩემს მეგობარს გამოიძახებენ,
  • 9:54 - 9:56
    მაშინ... მოკლედ თქვენ ხვდებით
  • 9:56 - 9:59
    (სიცილი)
  • 9:59 - 10:02
    სილვია ბრაუნი გამონაკლისია.
  • 10:02 - 10:04
    გარკვეული კუთხით გამონაკლისი,
  • 10:04 - 10:07
    რადგან ჯაიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდი
  • 10:07 - 10:10
    1 მილიონ დოლარის პრიზს სთავაზობს
    ბრუნვად აქციებად,
  • 10:10 - 10:11
    რომელიც ძალიან ადვილი მოსაგებია.
  • 10:11 - 10:14
    ერთადერთი რაც გესაჭიროებათ,
    ნებისმიერი პარანორმალური
  • 10:14 - 10:17
    ან ზებუნებრივი მოვლენის,
    ან ძალის არსებობის დამტკიცებაა
  • 10:17 - 10:18
    შესაბამისი დაკვირვებების პირობებში.
  • 10:18 - 10:20
    1 მილიონი დოლარის მოგება ძალიან მარტივია.
  • 10:20 - 10:23
    სილვია ბრაუნი ერთადერთი გამონაკლისია,
  • 10:23 - 10:26
    პროფესიონალი ექსტრასენსებიდან
  • 10:26 - 10:28
    მთელ მსოფლიოში,
  • 10:28 - 10:30
    რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა.
  • 10:30 - 10:33
    მან ეს "ლარი კინგის ლაივ" შოუზე
    გააკეთა CNN-ზე
  • 10:33 - 10:36
    ექვს ნახევარი წლის წინ.
  • 10:36 - 10:39
    მას მერე მისგან არაფერი გვსმენია.
    უცნაურია.
  • 10:39 - 10:42
    მან თქვა, რომ პირველ რიგში,
    არ იცის როგორ დამეკონტაქტოს.
  • 10:42 - 10:44
    აჰა...
  • 10:44 - 10:47
    პროფესიონალ ექსტრასენსს,
    რომელიც მკვდრებს ესაუბრება,
  • 10:47 - 10:49
    მე ვერ მეკონტაქტება?
  • 10:49 - 10:51
    (სიცილი)
  • 10:51 - 10:53
    თუ შეამჩნიეთ ცოცხალი ვარ.
  • 10:53 - 10:56
    კარგად მაინც ვარ.
  • 10:56 - 10:59
    ის ვერ დამეკონტაქტა.
    ახლა ამბობს, რომ არ უნდა დაკონტაქტება,
  • 10:59 - 11:02
    რადგან მე უღმერთო ადამიანი ვარ.
  • 11:02 - 11:04
    მითუმეტეს უნდა გამომართვა მილიონი დოლარი,
  • 11:04 - 11:06
    ასე არაა, სილვია?
  • 11:06 - 11:09
    ეს ხალხი სერიოზულად უნდა შევაჩეროთ ახლავე.
  • 11:09 - 11:11
    უნდა შევაჩეროთ, რადგან ეს სასტიკი ფარსია.
  • 11:11 - 11:14
    ჩვენ ფონდში ხალხი მუდმივად მოდის.
  • 11:14 - 11:17
    ისინი ფინანსურად
    და ემოცირად განადგურებულები არიან,
  • 11:17 - 11:19
    რადგან მათ საკუთარი ფული და რწმენა მისცემს
  • 11:19 - 11:21
    იმ ხალხს.
  • 11:21 - 11:23
    მე რაღაც ტაბლეტები დავლიე დასაწყისში.
  • 11:23 - 11:25
    უნდა აგიხსნათ რა იყო ეს.
  • 11:25 - 11:28
    ჰომეოპათია, მოდით გავარკვიოთ რა არის ეს.
  • 11:28 - 11:30
    გსმენიათ მის შესახებ.
  • 11:30 - 11:33
    ეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია, არა?
  • 11:33 - 11:36
    ჰომეოპათია სინამდვილეში შედგება...
    და ეს სწორედ ის არის.
  • 11:36 - 11:39
    ეს Calms Forte-ა.
  • 11:39 - 11:42
    32 საძილე ტაბლეტები! დამავიწყდა მეთქვა.
  • 11:42 - 11:44
    ახლახანს მივიღე
  • 11:44 - 11:47
    ექვსნახევარი დღის
    შესაბამისი საძილე ტაბლეტები.
  • 11:47 - 11:49
    (სიცილი)
  • 11:49 - 11:52
    ექვსნახევარი დღე,
    ეს ნამდვილად ფატალური დოზაა.
  • 11:52 - 11:53
    აქვე უწერია:

  • 11:53 - 11:55
    "დოზის გადაჭარბების შემთვევაში,
  • 11:55 - 11:58
    სასწრაფოდ მიმართეთ
    მოწამვლის კონტროლის ცენტრს"
  • 11:58 - 11:59
    და წერია ნომერი.
  • 11:59 - 12:01
    დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება.
  • 12:01 - 12:03
    ეს ნამდვილად არ მჭირდება,
  • 12:03 - 12:05
    რადგან უკვე ბოლო 8-10 წელია
  • 12:05 - 12:08
    ამას ვაკეთებ მაყურებლისთვის
  • 12:08 - 12:10
    მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • 12:10 - 12:13
    ანუ ვიღებ ჰომეოპათიური საძილე საშუალების
    ფატალურ დოზას.
  • 12:13 - 12:15
    რატომ არ მოქმედებს ის ჩემზე?
  • 12:15 - 12:17
    (სიცილი)
  • 12:17 - 12:20
    (აპლოდისმენტები)
  • 12:20 - 12:22
    პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.
  • 12:22 - 12:24
    რა არის ჰომეოპათია?
  • 12:24 - 12:27
    ეს არის მუშა წამლის გაზავება
  • 12:27 - 12:30

    ავოგადროს მუდმივაზე ბევრად დაბალ დონემდე.
  • 12:30 - 12:34
    იმ დონემდე გაზავება,
    რომ პრეპარატი აღარ რჩება.
  • 12:34 - 12:35
    (სიცილი)
  • 12:35 - 12:38
    მეგობრებო, ეს მხოლოდ მეტაფორა არაა
  • 12:38 - 12:40
    ეს მართლაც ასეა.
  • 12:40 - 12:42
    ეს ზუსტად იმის ტოლფასია,
  • 12:42 - 12:46
    ერთი 325 მგ ასპირინის ტაბლეტი რომ ავიღოთ,
  • 12:46 - 12:49
    ტაჰოს ტბაში ჩავაგდოთ,
  • 12:49 - 12:52
    შემდეგ დიდი ჯოხით მოვურიოთ,
  • 12:52 - 12:54
    დაველოდოთ დაახლოებით 2 წელი,
  • 12:54 - 12:57
    სანამ ხსნარი ერთგვაროვანი არ გახდება
  • 12:57 - 12:59
    და შემდეგ როცა თავი აგტკივათ,
  • 12:59 - 13:02
    მოსვამთ ამ ტბიდან
    და უცებ თავის ტკივილი გაგივლით!
  • 13:02 - 13:04
    (სიცილი)
  • 13:04 - 13:07
    ეს მართლაც ასეა. ასე მუშაობს ჰომეოპათია.
  • 13:07 - 13:10
    კიდევ ერთი რასაც ამბობენ...
    თქვენ მოგეწონებათ...
  • 13:10 - 13:13
    არის ის, რომ წამლის
    რაც უფრო ნაკლები კონცეტრაციაა,
  • 13:13 - 13:15
    მით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ხსნარს.
  • 13:15 - 13:18
    თქვენ გსმენიათ იმ ტიპზე ფლორიდიდან.
  • 13:18 - 13:20
    საწყალი კაცი,
    ჰომეპათიურ მკურნალობაზე იყო
  • 13:20 - 13:22
    და დოზის გადამეტებისგან მოკვდა.
  • 13:22 - 13:24
    მას ტაბლეტის მიღება დაავიწყდა.
  • 13:24 - 13:26
    (სიცილი)
  • 13:26 - 13:29
    იფიქრეთ ამაზე, იფიქრეთ.
  • 13:30 - 13:33
    სასაცილო რამეა, აბსოლუტური სისულელეა.
  • 13:33 - 13:35
    არ ვიცი რას ვფიქრობთ,
  • 13:35 - 13:38
    როცა ყველა ამ უაზრობის გვჯერა
    ამდენი წლის მანძილზე.
  • 13:38 - 13:40
    ნება მომეცით გითხრათ,
  • 13:40 - 13:42
    რომ ჯეიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდმა
  • 13:42 - 13:44
    საკმაოდ მსუყე ნადავლი გამოჰკიდა,
  • 13:44 - 13:46
    მაგრამ ის ფაქტი,
  • 13:46 - 13:49
    რომ არავის მიუღია ეს გამოწვევა
  • 13:49 - 13:52
    არ ნიშნავს,
    რომ მსგავსი ძალები არ არსებობს.
  • 13:52 - 13:54
    შეიძლება სადმე არიან.
  • 13:54 - 13:56
    შეიძლება ეს ხალხი უბრალოდ ძალიან მდიდარია.
  • 13:56 - 13:59
    პრინციპში სილვია ბრაუნის შემთხვევაში
    ვფიქრობ ასეც არის.
  • 13:59 - 14:03
    700 დოლარი 20 წუთიანი სეანსისთვის
    ტელეფონით
  • 14:03 - 14:06
    ეს იურისტზე დიდი შემოსავალია.
  • 14:06 - 14:08
    ეს საოცრად დიდი ფულია.
  • 14:08 - 14:11
    ალბათ ამ ხალხს არც სჭირდება მილიონი,
  • 14:11 - 14:14
    მაგრამ არ ფიქრობთ,
    რომ მაინც უნდა მიიღონ გამოწვევა,
  • 14:14 - 14:16
    მხოლოდ იმიტომ, რომ სულელად გამომიყვანონ?
  • 14:16 - 14:18
    ეს უღმერთო კაცი რომ გააჩერონ,
  • 14:18 - 14:21
    რომელზეც სილვია ბრაუნი სულ ლაპარაკობს.
  • 14:21 - 14:23
    ვფიქრობ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ.
  • 14:23 - 14:26
    თქვენი რჩევა ნამდვილად გვჭირდება იმაზე,
  • 14:26 - 14:29
    თუ როგორ მივმართოთ ფედერალურ, საშტატო
  • 14:29 - 14:31
    და ლოკალურ ხელისუფლებებს,
  • 14:31 - 14:33
    რომ რაღაც იღონონ.
  • 14:33 - 14:36
    თუ აღმოაჩენთ...
    რა თქმა უნდა მე მესმის,
  • 14:36 - 14:38
    რომ დღესაც გვესაუბრება ხალხი
  • 14:38 - 14:40
    შიდსის ეპიდემიაზე,
  • 14:40 - 14:42
    მოშიმშილე ბავშვებზე მსოფლიოში
  • 14:42 - 14:45
    და წყლის დაბინძურებაზე,
    რომლისგანაც ხალხი იტანჯება.
  • 14:45 - 14:47
    ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,
  • 14:47 - 14:49
    კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის
  • 14:49 - 14:52
    და რაღაც უნდა ვიღონოთ მათ მოსაგვარებლად,
  • 14:52 - 14:54
    მაგრამ ამავე დროს,
  • 14:54 - 14:56
    როგორც ართურ კლარკმა თქვა:
  • 14:56 - 14:58
    "ადამიანის ტვინის გადაგვარება"
  • 14:58 - 15:00
    პარანორმალურის და იდუმალის,
  • 15:00 - 15:02
    ზებუნებრივის რწმენის ამბები...
  • 15:02 - 15:04
    მთელი ეს უაზრობები...
  • 15:04 - 15:06
    ეს შუასაუკონეობრივი აზროვნება...
  • 15:06 - 15:08
    ვფიქრობ რაღაც უნდა ვიღონოთ ამაზეც
  • 15:08 - 15:10
    და ეს განათლების ამბავია.
  • 15:10 - 15:13
    ეს დიდწილად მედიის დამსახურებაა.
  • 15:13 - 15:18
    მათ მიერ ყველა სახის უაზრობის
    სამარცხვინო პოპულარიზაცია,
  • 15:18 - 15:22
    რადგან ეს სპონსორებს სიამოვნებთ.
  • 15:22 - 15:24
    საბოლოოდ ესაა დოლარების ამბავი.
  • 15:24 - 15:26
    ამას უყურებენ მხოლოდ.
  • 15:26 - 15:28
    ჩვენ მართლაც უნდა ვუშველოთ ამას რაღაც.
  • 15:28 - 15:30
    მზად ვარ მივიღო თქვენი რჩევები
  • 15:30 - 15:32
    და მინდა,
  • 15:32 - 15:35
    რომ ეწვიოთ ჩვენს საიტს.
  • 15:35 - 15:38
    მისამართია www.randi.org.
  • 15:38 - 15:40
    შედით და ნახეთ არქივი
  • 15:40 - 15:42
    და თქვენ ბევრად უფრო კარგად გაიგებთ,
  • 15:42 - 15:44
    თუ რაზე ვისაუბრე დღეს აქ.
  • 15:44 - 15:46
    თქვენ ნახავთ ჩანაწერებს
  • 15:46 - 15:49
    არაფერი არაა იმაზე უარესი,
    როცა ბიბლიოთეკაში ზიხართ
  • 15:49 - 15:50
    და მოდის ოჯახი
  • 15:50 - 15:53
    და ამბობს, რომ დედამ
    მთელი თავისი ქონება გასცა.
  • 15:53 - 15:55
    გაყიდა CD-ები
  • 15:55 - 15:58
    გასცა აქციები და სერტიფიკატები,
  • 15:58 - 16:00
    ეს მართლაც სამწუხარო მოსასმენია...
  • 16:00 - 16:03
    და ეს მათ ოდნავაც არ დაეხმარათ,
  • 16:03 - 16:05
    ამან არცერთი პრობლემა არ მოუგვარათ.
  • 16:05 - 16:08
    დიახ, ამერიკული ტვინი შეიძლება გადაგვარდეს
  • 16:08 - 16:10
    და ასევე ყველა ტვინი მსოფლიოში,
  • 16:10 - 16:14
    თუ ჩვენ სერიოზულად არ დავიწყებთ
    ამაზე ფიქრს.
  • 16:14 - 16:16
    ჩვენ ამ ნადავლის შეთავაზება გავაკეთეთ,
  • 16:16 - 16:18
    როგორც ვამბობ, ჩამოვუკიდეთ ეს ნადავლი.
  • 16:18 - 16:21
    ჩვენ ველოდებით როდის ეცემიან მას
    ექსტრასენსები.
  • 16:21 - 16:22
    პრინციპში, ბევრი ეცემა კიდეც ხოლმე,
  • 16:22 - 16:24
    ასობით ყოველ წელს.
  • 16:24 - 16:26
    ეს დაუზერები არიან და ხალხი,
  • 16:26 - 16:29
    რომელიც ფიქრობს,
    რომ მათაც შეუძლიათ მკვდრებთან საუბარი.
  • 16:29 - 16:32
    მაგრამ ეს გამოუცდელი ხალხია.
    მათ არ იციან როგორ უნდა გაზომონ
  • 16:32 - 16:33
    საკუთარი ე.წ. ძალები
  • 16:33 - 16:35
    პროფესიონალები ახლოსაც კი არ გვეკარებიან,
  • 16:35 - 16:37
    სილვია ბრაუნის შემთხვევის გარდა,
  • 16:37 - 16:40
    რომელზეც ცოტა ხნის წინ გიამბეთ.
  • 16:40 - 16:43
    მან მიიღო გამოწვევა და შემდეგ უკან დაიხია.
  • 16:43 - 16:46
    ქალბატონებო და ბატონებო,
  • 16:46 - 16:49
    მე ჯეიმს რანდი ვარ
  • 16:49 - 16:52
    და მე გელოდებით.
  • 16:52 - 16:54
    მადლობა.
  • 16:54 - 16:57
    (აპლოდისმენტები)
Title:
ჰომეოპათია, შარლატანობა და თაღლითობა
Speaker:
ჯეიმს რანდი
Description:

ლეგენდარული სკეპტიკოსი ჯეიმს რანდი ჰომეოპათიური საძილე აბების ფატალურ დოზას იღებს სცენაზე და იწყებს მხურვალე, 18 წუთიან ბრალდებების წარდგენას ირაციონალური წარმოდგენების მიმართ. ის მსოფლიოს ექსტრასენსებს გამოწვევას სთავაზობს: დაამტკიცეთ, რომ ის რასაც აკეთებთ ნამდვილია და მილიონ დოლარს მოგცემთ.(მსურველი ჯერ არავინაა)

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
16:59

Georgian subtitles

Revisions