Return to Video

CSS სპეციფიკურობა

  • 0:00 - 0:04
    ახლა ჩვენ ვილაპარაკებთ სპეციფიკურობაზე
  • 0:04 - 0:07
    ანუ იმაზე, რამდენად სპეციფიკურია
    ჩვენი CSS წესები
  • 0:07 - 0:12
    მრავალ მიზეზთა გამო, რომელთაც ვერ გაიგებთ,
    თუ ინგლისური არ იცით,
  • 0:12 - 0:15
    მე გადავწყვიტე შევქმნა ვებ–გვერდი
    წყნარი ოკეანის შესახებ.
  • 0:15 - 0:17
    თანაც, ძალიან მიყვარს ეს ოკეანე.
  • 0:17 - 0:21
    ამ ვებ–გვერდზე არის სათაური (ჰედერი)
    და რამდენიმე პარაგრაფი
  • 0:21 - 0:24
    პლუს ეს პატარა პარაგრაფი სულ ზემოთ.
  • 0:24 - 0:27
    ამ პარაგრაფების სტილის შესაქმნელად
    გამოყენებულია
  • 0:27 - 0:29
    CSS სელექტორების სამი ტიპი
  • 0:29 - 0:33
    პირველი წესი ირჩევს ყველა პარაგრაფს
  • 0:33 - 0:35
    და ცვლის მათ ფონტს sans-serif–ზე
  • 0:35 - 0:39
    მეორე წესი ირჩევს ყველა პარაგრაფს კლასის
    სახელით "info-paragraph"
  • 0:39 - 0:41
    და ცვლის მათ ფერს ცისფერზე.
  • 0:41 - 0:44
    ეს წესი ვრცელდება ყველა პარაგრაფზე,
    პირველის გარდა.
  • 0:44 - 0:49
    მესამე წესი ირჩევს მხოლოდ ერთ პარაგრაფს,
    რომლის ID არის main-paragraph
  • 0:49 - 0:51
    და ცვლის ფონტს მსხვილზე.
  • 0:51 - 0:55
    ახლა თუ შევხედავთ მთავარ ინფორმაციულ
    პარაგრაფს
  • 0:55 - 0:58
    ვნახავთ, რომ მასზე სამივე წესი მოქმედებს.
  • 0:58 - 1:01
    ფონტიც, ფონტის სისქეც და ფერიც.
  • 1:01 - 1:03
    ბრაუზერმა სამივე წესი მიუსადაგა,
  • 1:03 - 1:07
    იმიტომ რომ სამივე სელექტორმა აირჩია ეს
    პარაგრაფი.
  • 1:07 - 1:12
    და რა მოხდებოდა, თუ სამივე წესი
    პარაგრაფის ფერს განსაზღვრავდა?
  • 1:12 - 1:17
    მაშინ როგორ გადაწყვეტდა ბრაუზერი, რომელი
    ფერის უნდა ყოფილიყო ტექსტი?
  • 1:17 - 1:21
    ვცადოთ და ვნახოთ.
  • 1:21 - 1:24
    დავუმატოთ p წესს color: orange
  • 1:24 - 1:28
    main-paragraph–ს კი color: green
  • 1:28 - 1:32
    პარაგრაფი მწვანე გახდა.
  • 1:32 - 1:33
    რატომ მოხდა ასე?
  • 1:33 - 1:35
    რატომ გადაწყვიტა ბრაუზერმა, რომ მწვანე
    უნდა იყოს?
  • 1:35 - 1:39
    მას მიცემული ჰქონდა სამი წესი,
    სამივე ეხებოდა ამ პარაგრაფს
  • 1:39 - 1:41
    სამივე განსაზღვრავდა ფერს
  • 1:41 - 1:44
    მაგრამ ტექსტი, ცხადია, მხოლოდ ერთი ფერის
    გახდა – კერძოდ, მწვანე.
  • 1:44 - 1:48
    აი, ახლა ხდება მნიშვნელოვანი წესების
    სპეციფიკურობა.
  • 1:48 - 1:53
    CSS–ში ზოგი წესი უფრო სპეციფიკურად
    მიიჩნევა, ვიდრე სხვა.
  • 1:53 - 1:57
    მაგალითად, ID უფრო სპეციფიკურია, ვიდრე
    კლასი
  • 1:57 - 2:01
    კლასი კი უფრო სპეციფიკური, ვიდრე
    ელემენტი.
  • 2:01 - 2:04
    ამიტომაც "მოიგო" main-paragraph
    წესმა.
  • 2:04 - 2:09
    ეს მარტივი წესია, რომელიც უნდა დაიმახსოვრო
    სელექტორების შედარებისას.
  • 2:09 - 2:12
    თუმცა ბრაუზერის ლოგიკა უფრო რთულია
  • 2:12 - 2:16
    ბრაუზერი ითვლის ე.წ. "სპეციფიკურობის
    მნიშნველობას" ყოველი წესისთვის და ისე
  • 2:16 - 2:22
    წყვეტს, რომელი წესი უნდა გამოიყენოს.
  • 2:22 - 2:28
    ხანდახან ორივე წესი შეიძლება თანაბრად
    სპეციფიკური იყოს.
  • 2:28 - 2:32
    მაგალითად, თუ ორივე წესში კლასის სახელებია
  • 2:32 - 2:34
    ვნახოთ, რა მოხდება
  • 2:34 - 2:38
    დავამატებ ახალ წესს, რომელიც
    important კლასით აირჩევს
  • 2:38 - 2:42
    ეს კლასი უკავშირდება მთავარ პარაგრაფსა და
    თეგს
  • 2:42 - 2:47
    დავიწყოთ იმით, რომ განცსაზღვროთ
    ამ წესით ფონი
  • 2:47 - 2:51
    იყოს ყვითელი
  • 2:51 - 2:53
    როგორც ხედავთ, ფონი ყვითელი გახდა
  • 2:53 - 2:57
    იმიტომ რომ სხვა თანაბრად სპეციფიკური წესი
    ფონის ასარჩევად არ არსებობს
  • 2:57 - 2:58
    ამიტომ, ამან მოიგო.
  • 2:58 - 3:02
    მაგრამ რა მოხდება, თუ ფონის თვისებას
  • 3:02 - 3:07
    ასევე ჩავურთავ info-paragraph წესში
    და დავუშვათ, ნარინჯისფერს ჩავწერ?
  • 3:07 - 3:08
    ვნახოთ
  • 3:10 - 3:13
    აი! თეგი ისევ ყვითელია
  • 3:13 - 3:17
    მაგრამ მთავარ პარაგრაფს ნარინჯისფერი
    ფონი აქვს
  • 3:17 - 3:23
    როგორ გადაწყვიტა ბრაუზერმა, ორი თანაბრად
    სპეციფიკური წესიდან რომელი აერჩია?
  • 3:23 - 3:25
    აი, როგორ:
  • 3:25 - 3:30
    თუ ორივე სელექტორი თანაბრად სპეციფიკურია,
    იგებს ბოლო
  • 3:30 - 3:36
    ამიტომ, თუ მინდა რომ მოიგოს სელექტორმა
    important, იგი ქვემოთ უნდა ჩავსვა
  • 3:36 - 3:38
    აი, ახლა ყვითელია.
  • 3:38 - 3:42
    შეიძლება ცოტა მოუხერხებელი ჩანდეს.
  • 3:42 - 3:46
    თუ სტილი ამის გამო არ მოქმედებს ისე,
    როგორც გინდათ
  • 3:46 - 3:50
    გადაჯგუფების მაგივრად შეგიძლიათ
    გახადოთ წესი უფრო სპეციფიკური
  • 3:50 - 3:53
    უფრო ზუსტი განსაზღვრება დაუმატოთ.
  • 3:53 - 3:57
    თუ მინდა ზუსტად ვიცოდე, რომ
    info-paragraph ყოველთვის მოიგებს
  • 3:57 - 4:03
    შემიძლია დავამატო ამ წესის წინ p
    და ასე იგი უფრო ზუსტი გავხადო
  • 4:03 - 4:07
    სულ ოდნავ, მაგრამ ეს ოდნავ საკმარისია
    სპეციფიკაციის თამაშის მოსაგებად
  • 4:07 - 4:09
    და important სელექტორის უგულებელსაყოფად
  • 4:09 - 4:13
    რაც უფრო რთულ CSS-ს დაწერ, მით უფრო
  • 4:13 - 4:15
    მნიშვნელოვანი იქნება სპეციფიკურობა.
  • 4:15 - 4:18
    ამიტომ, ყოველთვის მიაქციე მას ყურადღება
  • 4:18 - 4:21
    ცოტა რთულია, მაგრამ აუცილებელია.
  • 4:21 - 4:25
    ყოველთვის იფიქრეთ მასზე, თუ ბრაუზერი
    არ მოქმედებს ისე, როგორც თქვენ გინდათ
  • 4:25 - 4:30
    გაანალიზეთ წესების სპეციფიკაცია და
    განლაგება
  • 4:30 - 4:32
    და დიდი ალბათობით იპოვით გადაწყვეტას.
Title:
CSS სპეციფიკურობა
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
04:33
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for CSS specificity
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for CSS specificity
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for CSS specificity

Georgian subtitles

Revisions