Return to Video

ელენ დანჰემ-ჯონსი: გარეუბნების განახლება

  • 0:01 - 0:03
    უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში
  • 0:03 - 0:05
    ვაშენებთ გარეუბნებს, რომელთაც
  • 0:05 - 0:07
    თან ახლავს მრავალი გაუთვალისწინებელი შედეგი.
  • 0:07 - 0:10
    მე გესაუბრებით რამდენიმე მათგანზე
  • 0:10 - 0:13
    და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პროექტთა კრებულს,
  • 0:13 - 0:16
    რომელიც ვფიქრობ, გვაძლევს
  • 0:16 - 0:18
    ოპტიმიზმის საფუძველს
  • 0:18 - 0:21
    იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი 50 წლის დიდი დიზაინერული და ევოლუციური პროექტები
  • 0:21 - 0:24
    იქნება გარეუბნების განახლება.
  • 0:24 - 0:27
    იქნება ეს გაუქმების პირას მყოფი სავაჭრო ცენტრების
  • 0:27 - 0:30
    თუ მიტოვებული უნივერმაღების გარდაქმნა და გამოცოცხლება,
  • 0:30 - 0:32
    ან ხელოვნური ჭაობების შექმნა
  • 0:32 - 0:34
    ავტოსადგომების ადგილას.
  • 0:34 - 0:36
    ვფიქრობ, რომ
  • 0:36 - 0:38
    მზარდი რიცხვი
  • 0:38 - 0:40
    მიტოვებული და ნაკლებად გამოყენებადი სივრცეებისა,
  • 0:40 - 0:42
    განსაკუთრებით კი საცალო ვაჭრობის ობიექტები,
  • 0:42 - 0:44
    მთელი გარეუბნების მასშტაბით
  • 0:44 - 0:47
    რეალურად, გვაძლევს უდიდეს შესაძლებლობას
  • 0:47 - 0:49
    გამოვიყენოთ ამჟამად არსებული,
  • 0:49 - 0:51
    ყველაზე ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ლანდშაფტები
  • 0:51 - 0:53
    და გადავაქციოთ ისინი
  • 0:53 - 0:55
    უფრო მეტად მდგრად სივრცეებად.
  • 0:55 - 0:58
    ამ პროცესის განმავლობაში საშუალება მოგვეცემა
  • 0:58 - 1:00
    ზრდის ეს ტენდენციები
  • 1:00 - 1:02
    დავაბრუნოთ უკვე არსებულ სათემო გაერთიანებებში,
  • 1:02 - 1:04
    რომლებიც გამოიყენებენ მას
  • 1:04 - 1:06
    და სადაც არსებობს აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
  • 1:06 - 1:08
    ამ გზით კი თავიდან ავიცილებთ
  • 1:08 - 1:10
    ხეების ჩეხვას
  • 1:10 - 1:12
    და მწვანე ზოლის შემცირებას.
  • 1:12 - 1:15
    და, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
  • 1:15 - 1:18
    ვფიქრობ, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს,
  • 1:18 - 1:21
    და არ დავიწყებ მათ დეტალურად ჩამოთვლას, მხოლოდ რამდენიმეს ვახსენებ.
  • 1:21 - 1:24
    კლიმატის ცვლილების კუთხიდან რომ შევხედოთ,
  • 1:24 - 1:26
    საშუალოდ, ურბანულ არეალში (ქალაქის ცენტრში) მცხოვრებ ამერიკელს
  • 1:26 - 1:29
    ფეხის ნაკვალევის 1/3 ნახშირბადიანი აქვს
  • 1:29 - 1:32
    გარეუბნის მაცხოვრებლის საშუალო მაჩვენებელზე,
  • 1:32 - 1:35
    განსაკუთრებით იმიტომ, რომ გარეუბნების მაცხოვრებებლები უფრო ხშირად გადაადგილდებიან ავტომობილით,
  • 1:35 - 1:38
    ცხოვრობენ განცალკევებულ შენობებში
  • 1:38 - 1:40
    და არსებობს გაცილებით უფრო მეტი გარე ზედაპირი,
  • 1:40 - 1:42
    საიდანაც ხდება ენერგიის გაჟონვა.
  • 1:43 - 1:45
    შესაბამისად, კონკრეტულად
  • 1:45 - 1:48
    კლიმატის ცვლილების გადმოსახედიდან,
  • 1:48 - 1:50
    ქალაქები უკვე არის
  • 1:50 - 1:52
    შედარებით მწვანე.
  • 1:52 - 1:54
    სითბური აირების
  • 1:54 - 1:56
    გამოყოფის შემცირების შესაძლებლობა
  • 1:56 - 1:58
    მდგომარეობს
  • 1:58 - 2:00
    გარეუბნების ურბანიზაციაში.
  • 2:00 - 2:03
    გარეუბნებში ავტომობილებით გადაადგილებით
  • 2:03 - 2:06
    ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენ მიერ დაფარული მანძილი.
  • 2:06 - 2:08
    ენერგოეფექტურობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად
  • 2:08 - 2:10
    ამან გაზარდა ჩვენი დამოკიდებულება
  • 2:10 - 2:12
    უცხოურ ნავთობზე.
  • 2:12 - 2:14
    ჩვენ ბევრად მეტს ვმოძრაობთ ავტომობილით;
  • 2:14 - 2:16
    ვერ შევძელით ფეხი აგვეწყო ტექნოლოგიებზე.
  • 2:16 - 2:18
    საზოგადოებრივი ჯანდაცვა კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს იმისა,
  • 2:18 - 2:20
    თუ რატომ უნდა ვიფიქროთ გარდაქმნაზე.
  • 2:20 - 2:23
    CDC-ის (ა.შ.შ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) და სხვა მკვლევარები
  • 2:23 - 2:25
    კიდევ უფრო მეტად აკავშირებენ
  • 2:25 - 2:27
    საგარეუბნო განვითარებას
  • 2:27 - 2:29
    მჯდომიარე ცხოვრების წესთან.
  • 2:29 - 2:31
    ეს კი თავის მხრივ, კავშირშია
  • 2:31 - 2:33
    კიდევ უფრო სახიფათო,
  • 2:33 - 2:35
    სიმსუქნის შემთხვევების ზრდასთან,
  • 2:35 - 2:38
    რომელიც ნაჩვენებია აქ მოცემულ რუკებზე
  • 2:38 - 2:40
    და რომელიც, ხელს უწყობს
  • 2:40 - 2:42
    გულის დაავადებებისა
  • 2:42 - 2:44
    და დიაბეტის გაზრდას
  • 2:44 - 2:46
    იმ დონემდე, რომ დღევანდელი ალბათობით,
  • 2:46 - 2:48
    3-დან 1 ახალშობილი
  • 2:48 - 2:50
    დიაბეტით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება.
  • 2:50 - 2:53
    და კვლავაც, განვითარების ჩვენი თავისებურებებიდან გამომდინარე,
  • 2:53 - 2:55
    ეს მაჩვენებლი იმავე სისწრაფით იზრდება,
  • 2:55 - 2:57
    რაც იმ ბავშვების რაოდენობა,
  • 2:57 - 2:59
    რომლებიც სკოლაში ფეხით აღარ დადიან.
  • 2:59 - 3:02
    დაბოლოს, არსებობს ხელმისაწვდომობის საკითხიც.
  • 3:03 - 3:06
    ვგულისხმოვ იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია
  • 3:06 - 3:09
    გარეუბნად ცხოვრების გაგრძელება
  • 3:09 - 3:11
    საწვავის მზარდი ფასების პირობებში?
  • 3:11 - 3:14
    საგარეუბნო ექსპანსია იაფფასიან მიწებზე
  • 3:14 - 3:16
    უკანასკნელი 50 წლის მანძილზე -
  • 3:16 - 3:18
    მოგეხსენებათ, რომ მოშორებულ ადგილებში მიწა უფრო იაფია -
  • 3:18 - 3:20
    დაეხმარა ოჯახთა მრავალ თაობას
  • 3:20 - 3:22
    აეხდინათ ამერიკული ოცნება.
  • 3:22 - 3:24
    თუმცა,
  • 3:24 - 3:26
    ის მოსალოდნელი დანაზოგები, რომელსაც
  • 3:26 - 3:28
    გვთავაზობდა ჩვენივე საბაზისო პრინციპი
  • 3:28 - 3:30
    "იმოძრავე მანამდე, სანამ არ მიაგნებ ხელმისაწვდომობას"
  • 3:30 - 3:32
    სულ უფრო მეტად ქრება
  • 3:32 - 3:35
    თუკი გავითვალისწინებთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
  • 3:35 - 3:37
    მაგალითად, აქ ატლანტაში,
  • 3:37 - 3:39
    ოჯახების ნახევარის
  • 3:39 - 3:42
    ყოველწლიური შემოსავალი მერყეობს 20 000 - 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში,
  • 3:42 - 3:45
    რომელთა 29%
  • 3:45 - 3:47
    საცხოვრებელზე,
  • 3:47 - 3:49
    ხოლო 32%
  • 3:49 - 3:51
    ტრანსპორტზე იხარჯება.
  • 3:51 - 3:53
    ეს 2005 წლის მონაცემებია,
  • 3:53 - 3:56
    ჯერ კიდევ მაშინდელი, სანამ ერთი გალონი (3.78 ლიტრი) 4 აშშ დოლარი ეღირებოდა.
  • 3:56 - 3:58
    როგორც იცით, რეალურად არცერთი ჩვენგანი
  • 3:58 - 4:01
    არ აკეთებს ტრანპორტის ხარჯების მათემატიკურ გამოთვლებს
  • 4:01 - 4:03
    და ეს ხარჯები უახლოეს მომავალში
  • 4:03 - 4:05
    ნამდვილად არ შემცირდება.
  • 4:05 - 4:08
    მიუხედავად იმისა, მოგწონთ გარეუბნების სართულოვანი ინტიმურობის პრინციპი
  • 4:08 - 4:10
    თუ ვერ იტანთ უსიცოცხლო სავაჭრო ზონებს,
  • 4:10 - 4:13
    არსებობს რიგი მიზეზებისა, რის გამოც მნიშვნელოვანია გარდაქმნების განხორციელება.
  • 4:13 - 4:15
    თუმცა, არის კი პრაქტიკული?
  • 4:15 - 4:17
    მე ვფიქრობ, რომ არის.
  • 4:17 - 4:19
    ჯუნ უილიამსონი და მე ათწლეულის მანძილზე
  • 4:19 - 4:21
    ვიკლვევთ ამ საკითხს
  • 4:21 - 4:23
    და აღმოვაჩინეთ 80-ზე მეტი
  • 4:23 - 4:26
    სხვადასხვა პროექტი.
  • 4:26 - 4:28
    მაგრამ, რეალურად ეს პროექტები ბაზრის მოთხოვნებს ეფუძნება
  • 4:28 - 4:31
    და ბაზრის მამოძრავებელი - პირველ რიგში -
  • 4:31 - 4:34
    არის დიდი დემოგრაფიული ცვლილებები.
  • 4:34 - 4:37
    ჩვენ გარეუბანს ზოგადად აღვიქვამთ,
  • 4:37 - 4:40
    როგორც ოჯახზე ორიენტირებულ ადგილს,
  • 4:40 - 4:43
    თუმცა სინამდვილეში ეს ასე აღარაა.
  • 4:43 - 4:45
    2000 წლიდან მოყოლებული,
  • 4:45 - 4:48
    გარეუბნებში მცხოვრები ოჯახების 2/3-ს
  • 4:48 - 4:51
    შვილი არ ჰყოლია.
  • 4:51 - 4:54
    უბრალოდ, ჩვენ არ გაგვიაზრებია ამ საკითხის რეალური ხასიათი.
  • 4:54 - 4:57
    ამის (შვილის არ ყოლის) მთავარი მიზეზები უნდა ვეძებოთ
  • 4:57 - 4:59
    ამჟამინდელი ორი დიდი
  • 4:59 - 5:01
    დემოგრაფიული ჯგუფის დომინანტობაში:
  • 5:01 - 5:04
    დემოგრაფიული აფეთქების (1946-1964) თაობა, რომელიც პენსიაზე გადის,
  • 5:04 - 5:06
    შემდეგ მოდის რღვევა,
  • 5:06 - 5:08
    საკმაოდ პატარა, თაობა X.
  • 5:08 - 5:10
    ისინი ჯერ კიდევ აჩენენ შვილებს -
  • 5:10 - 5:13
    თუმცა თაობა Y-ის წარმომადგენლები ჯერ არ არიან
  • 5:13 - 5:15
    შვილის ყოლის ასაკში
  • 5:15 - 5:18
    და მეორე დიდ თაობას განეკუთვნებიან.
  • 5:18 - 5:20
    ამის შედეგად,
  • 5:20 - 5:22
    დემოგრაფები წინასწარმეტყველებენ,
  • 5:22 - 5:24
    რომ 2025 წლისთვის,
  • 5:24 - 5:27
    ახალი ოჯახების 75-80 პროცენტს
  • 5:27 - 5:30
    შვილი არ ეყოლება.
  • 5:30 - 5:33
    ხოლო, საბაზრო და სამომხმარებლო კვლევები,
  • 5:33 - 5:35
    რომელთაც შეისწავლეს მრავალშვილიანებისა და თაობა Y-ის
  • 5:35 - 5:37
    სურვილი თუ რა მოეწონებოდათ,
  • 5:37 - 5:39
    სად არჩევდნენ ცხოვრებას,
  • 5:39 - 5:42
    მიუთითებს იმაზე, რომ გარეუბნებში
  • 5:42 - 5:45
    უდიდესი მოთხოვნა იქნება
  • 5:45 - 5:48
    ურბანული ცხოვრების სტილზე
  • 5:48 - 5:51
    და ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია.
  • 5:51 - 5:54
    ეს ძირითადად, ნიშნავს იმას, რომ დემოგრაფიული აფეთქების თაობის წარმომადგენლებს
  • 5:54 - 5:56
    სახლში ურჩევნიათ დაბერება, ხოლო თაობა Y არჩევს
  • 5:56 - 5:58
    ურბანული ცხოვრების სტილს,
  • 5:58 - 6:01
    თუმცა მათი სამუშაო ადგილები კვლავაც ქალაქგარეთ იქნება.
  • 6:01 - 6:04
    ცვლილების კიდევ ერთი დინამიკა ვლინდება
  • 6:04 - 6:06
    ნაკლებად გამოყენებადი ასფალტის
  • 6:06 - 6:08
    სრული ექსპლუატაცია.
  • 6:08 - 6:10
    კვლავაც ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი სახელი იქნებოდა
  • 6:10 - 6:12
    ინდი როკ ბენდისთვის,
  • 6:12 - 6:15
    თუმცა დეველოპერები, ზოგადად ამ ტერმინით იხსენიებენ
  • 6:15 - 6:18
    არასათანადო გამოყენების მქონე ავტოსადგომებს -
  • 6:18 - 6:21
    გარეუბნებში კი ისინი მრავლადაა.
  • 6:21 - 6:24
    როდესაც, ომის შემდგომ პერიოდში პირველად გაშენდა გარეუბნები
  • 6:24 - 6:26
    ქალაქის ცენტრიდან მოშორებულ
  • 6:26 - 6:28
    იაფფასიან მიწაზე,
  • 6:28 - 6:30
    მიწისზედა პარკირების შექმნაც
  • 6:30 - 6:32
    მნიშვნელოვანი იყო.
  • 6:32 - 6:34
    მაგრამ ეს ადგილები, სულ უფრო მეტად
  • 6:34 - 6:36
    მივიწყებული ხდება,
  • 6:36 - 6:38
    ხოლო ტერიტორიული გაფართოების შედეგად,
  • 6:38 - 6:41
    ამჟამად მათ
  • 6:41 - 6:43
    შედარებით ცენტრალური ადგილმდებარეობა უკავიათ.
  • 6:43 - 6:46
    უკვე აღარ აქვს აზრი ამ ადგილებში მიწისზედა პარკინგების მშენებლობას.
  • 6:46 - 6:49
    ეს მიწები უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე მხოლოდ მიწისზედა ავტოსადგომები.
  • 6:49 - 6:51
    დღეისთვის, მნიშვნელოვანია დავბრუნდეთ უკან,
  • 6:51 - 6:54
    გადავფაროთ ეს ადგილები
  • 6:54 - 6:56
    და ავაგოთ შენობები.
  • 6:56 - 6:58
    მაშ, რა უნდა ვუყოთ
  • 6:58 - 7:00
    გაუქმებულ სავაჭრო ცენტრსა
  • 7:00 - 7:02
    და ცარიელ ოფისებს?
  • 7:02 - 7:05
    ნებისმიერი რამ.
  • 7:05 - 7:07
    ისეთი ნელა განვითარებადი ეკონომიკისათვის, როგორიც ჩვენია (აშშ),
  • 7:07 - 7:09
    ასეთი ადგილების რეაბილიტაცია
  • 7:09 - 7:11
    ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა.
  • 7:11 - 7:13
    ეს არის ერთი მიტოვებული
  • 7:13 - 7:15
    სავაჭრო ცენტრი სენტ ლუისში,
  • 7:15 - 7:18
    რომელიც ხელოვნების ცენტრად გადააკეთეს.
  • 7:18 - 7:20
    ამჟამად აქ თავს იყრის არტისტთა სახელოსნოები,
  • 7:20 - 7:22
    თეატრალური ჯგუფები, საცეკვაო ანსამბლები.
  • 7:22 - 7:24
    იმდენად შემოსავლიანი აღარ არის,
  • 7:24 - 7:26
    როგორც ეს ადრე იყო,
  • 7:26 - 7:28
    თუმცა საზოგადოებრივი გამოყენებისაა,
  • 7:28 - 7:30
    სიცოცხლეს ინარჩუნებს და
  • 7:30 - 7:33
    ჩემი აზრით, ნამდვილად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ხდება.
  • 7:33 - 7:35
    სხვა მიტოვებული ცენტრები გადაკეთდა
  • 7:35 - 7:37
    მოხუცთა თავშესაფრებად,
  • 7:37 - 7:39
    უნივერსიტეტებად
  • 7:39 - 7:41
    და მრავალი სახეობის საოფისე სივრცეებად.
  • 7:41 - 7:43
    ასევე აღმოვაჩინეთ მრავალი
  • 7:43 - 7:45
    სავაჭრო ცენტრი,
  • 7:45 - 7:47
    რომლებიც გადაკეთებული იყო
  • 7:47 - 7:50
    საზოგადოებრივი გამოყენების ყველანაირი სახეობის სივრცეებად -
  • 7:50 - 7:53
    მრავალი სკოლა, ეკლესია და
  • 7:53 - 7:55
    ამის მსგავსი ბიბლიოთეკები.
  • 7:55 - 7:58
    ეს იყო პატარა სასურსათო მაღაზია FOOD LION,
  • 7:58 - 8:01
    რომელიც ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკაა.
  • 8:02 - 8:05
    ამასთანავე, ვფიქრობ, შესანიშნავად შეძლეს
  • 8:05 - 8:07
    ავტოსადგომის ნაწილის გაუქმების შედეგად,
  • 8:07 - 8:10
    წყლის ჭარბი ჩამონადენის შემკრები და გამწმენდი ბიოფილტრების მონტაჟი
  • 8:10 - 8:13
    და საცხოვრებელ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი
  • 8:13 - 8:15
    ტროტუარების შექმნა.
  • 8:15 - 8:17
    სავაჭრო ზონის
  • 8:17 - 8:20
    ერთი პატარა მაღაზიისგან შექმნეს
  • 8:20 - 8:23
    საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.
  • 8:23 - 8:26
    ეს არის L ფორმის მცირე ზომის სავაჭრო ცენტრი
  • 8:26 - 8:28
    ფენიქსში, არიზონას შტატი.
  • 8:28 - 8:31
    რეალურად კი, კარგად გადაღებეს,
  • 8:31 - 8:33
    დაამატეს გასტრონომია
  • 8:33 - 8:36
    და ძველი ფოსტის ოფისში გახსნეს რესტორანი.
  • 8:36 - 8:39
    ყოველთვის სათანადოდ დააფასეთ საკვების ძალა
  • 8:39 - 8:41
    კონკრეტული ადგილის,
  • 8:41 - 8:43
    დანიშნულების ადგილად ქცევაში.
  • 8:43 - 8:46
    ეს იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ქუჩის მეორე მხარეც აითვისეს.
  • 8:46 - 8:49
    უბნის უძრავი ქონების სარეკლამო აბრები
  • 8:49 - 8:51
    კი ამაყად გვაუწყებენ:
  • 8:51 - 8:54
    „Le Grande Orange-დან რამდენიმე ნაბიჯში“,
  • 8:54 - 8:57
    რადგანაც, სწორედ ეს სთავაზობს მის მაცხოვრებელებს იმას,
  • 8:57 - 8:59
    რასაც სოციოლოგები უწოდებენ
  • 8:59 - 9:01
    „მესამე ადგილს“.
  • 9:01 - 9:03
    თუკი სახლი არის პირველი
  • 9:03 - 9:05
    და სამსახური მეორე,
  • 9:05 - 9:07
    მესამე ადგილი იქნება ის სადაც მიდიხარ გასართობად
  • 9:07 - 9:09
    იძენ მეგობრებს.
  • 9:09 - 9:11
    განსაკუთრებით კი ამ პირობებში, როდესაც გარეუბნები
  • 9:11 - 9:13
    სულ უფრო ნაკლებად ორიენტირებული ხდება
  • 9:13 - 9:15
    საოჯახო ცხოვრებაზე,
  • 9:15 - 9:17
    მესამე ადგილებზე მოთხოვნა
  • 9:17 - 9:20
    სულ უფრო მეტია.
  • 9:20 - 9:23
    ყველაზე შთამბეჭდავი გარდაქმნები
  • 9:23 - 9:25
    რეალურად მიეწერება შემდეგ კატეგორიას,
  • 9:25 - 9:27
    შემდეგ სტრატეგიას: რეკონსტრუქცია.
  • 9:27 - 9:29
    ბუმის პერიოდში არსებობდა რეკონსტრუქციის
  • 9:29 - 9:31
    რამდენიმე ძალზედ რადიკალური პროექტი,
  • 9:31 - 9:33
    რომლის მიხედვით, ხდებოდა შენობის
  • 9:33 - 9:36
    მიწასთან გასწორება და იმავე ადგილას ახლის აშენება
  • 9:36 - 9:38
    მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმჭიდროვით,
  • 9:38 - 9:41
    გარკვეული ტიპის კომპაქტური, ფეხით სასიარულო უბნები.
  • 9:41 - 9:43
    მაგრამ რამდენიმე მათგანი ეტაპობრივ ხასიათს ატარებდა.
  • 9:43 - 9:45
    ეს არის Mashpee Commons,
  • 9:45 - 9:47
    გარდაქმნის ყველაზე ძველი ნიმუში რაც კი აღმოვაჩინეთ.
  • 9:47 - 9:50
    ბოლო 20 წლის მანძილზე იქაურ ავტოსადგომებზე მშენებლობებით
  • 9:50 - 9:52
    ეტაპობრივად ხდებოდა
  • 9:52 - 9:54
    ამ ადგილის ურბანიზება.
  • 9:54 - 9:56
    შავ-თეთრ ფოტოზე აღბეჭდილია
  • 9:56 - 9:58
    60-იანი წლების სავაჭრო ცენტრი.
  • 9:58 - 10:00
    ზედა რუკებზე ნაჩვენებია
  • 10:00 - 10:02
    თუ როგორ გარდაიქმნა იგი ეტაპობრივად
  • 10:02 - 10:04
    ახალი ინგლისის
  • 10:04 - 10:07
    ერთ პატარა, კომპაქტურ, მრავალფუნქციურ სოფლად
  • 10:07 - 10:10
    და უკვე არსებობს დამტკიცებული გეგმა, რომლის მიხედვით
  • 10:10 - 10:13
    იგი დაუკავშირდება
  • 10:13 - 10:15
    ახალ საცხოვრებელ უბნებს
  • 10:15 - 10:17
    და მეორე მხარეს
  • 10:17 - 10:19
    სატრანსპორტო არტერიების მეშვეობით.
  • 10:19 - 10:21
    და რამდენადაც მოგეხსენებათ, ხოგჯერ ასე ეტაპობრივად ხდება ყველაფერი,
  • 10:21 - 10:24
    ზოგჯერ კი ერთბაშად.
  • 10:24 - 10:27
    ეს არის ავტოსადგომების ადგილას მშენებლობის კიდევ ერთი პროექტი,
  • 10:27 - 10:30
    ოფისები ვაშინგტონის გარეუბანში.
  • 10:30 - 10:33
    როდესაც მეტროს ქსელი გაფართოვდა გარეუბნებში
  • 10:33 - 10:36
    და ამ ადგილის მახლობლად გაიხსნა ახალი სადგური,
  • 10:36 - 10:38
    მეპატრონეებმა მიიღეს გადაწყვეტილება
  • 10:38 - 10:41
    აეშენებინათ ახალი პარკინგის შენობა
  • 10:41 - 10:44
    და შემდეგ მის სახურავზე,
  • 10:44 - 10:47
    ახალი მთავარი ქუჩა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი,
  • 10:47 - 10:49
    და კონდომინიუმი
  • 10:49 - 10:51
    იმავე დროს დაეტოვებინათ არსებული საოფისე შენობები.
  • 10:51 - 10:54
    ეს არის ადგილი 1940 წელს:
  • 10:54 - 10:56
    იგი წარმოადგენდა
  • 10:56 - 10:58
    სოფელ ჰაიატსვილის ერთ პატარა ფერმას.
  • 10:58 - 11:00
    1980 წლისთვის ის გაიყო რამდენიმე ქვეზონად
  • 11:00 - 11:02
    ერთ მხარეს დიდი სავაჭრო ცენტრი, ხოლო
  • 11:02 - 11:04
    მეორე მხარეს ოფისები განთავსდა;
  • 11:04 - 11:06
    ასევე იყო რამდენიმე ბუფერული ზონა, რომელიც ერთის მხრივ ეკავა ბიბლიოთეკას,
  • 11:06 - 11:08
    და შორეულ მარჯვენა კუთხეში ეკლესიას.
  • 11:08 - 11:10
    დღეისთვის აქ უკვე სატრანზიტო,
  • 11:10 - 11:12
    მთავარი ქუჩა და ახალი საცხოვრებლები
  • 11:12 - 11:14
    არის აშენებული.
  • 11:14 - 11:16
    საბოლოო ჯამში, მოველი, რომ სავაჭრო ცენტრის რეკონსტრუქციის შედეგად
  • 11:16 - 11:19
    მოხდება ქუჩების გაფართოება.
  • 11:19 - 11:21
    უკვე ცნობილი გახდა
  • 11:21 - 11:23
    განახლებულ სავაჭრო ცენტრებზე
  • 11:23 - 11:26
    ბაღიანი საცხოვრებლების დაშენების გეგმების შესახებ.
  • 11:26 - 11:29
    ტრანზიტი დიდ როლს თამაშობს გარდაქმნებში.
  • 11:29 - 11:31
    აი, სწორედ ასეთი იქნება.
  • 11:31 - 11:33
    გარკვეულწილად შეგიძლიათ ნახოთ
  • 11:33 - 11:35
    ოფისებს შორის მოთავსებული ახალი კონდომინიუმები,
  • 11:35 - 11:38
    საზოგადოებრივი სივრცე და მთავარი ქუჩა.
  • 11:38 - 11:40
    ბელმარი, ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია.
  • 11:40 - 11:43
    ვფიქრობ, მართლაც მიმზიდველი ადგილი შექმნეს აქ
  • 11:43 - 11:46
    და მხოლოდ მწვანე კონსტრუქციები გამოიყენეს.
  • 11:46 - 11:49
    სახურავზე მზის პანელები
  • 11:49 - 11:51
    და ქარის ტურბინებია დამონტაჟებული.
  • 11:51 - 11:53
    ეს იყო ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი
  • 11:53 - 11:55
    100 აკრის ფართობის მქონე (1/2 კვ.კმ.) სუპერბლოკზე.
  • 11:55 - 11:57
    ამჟამად აქ მდებარეობს 22
  • 11:57 - 11:59
    საქვეითო ურბანული ბლოკი
  • 11:59 - 12:01
    საზოგადოებრივი გამოყენების ქუჩებით,
  • 12:01 - 12:03
    ორი პარკით, 8 საავტობუსო ხაზით
  • 12:03 - 12:05
    და საცხოვვრებელი სახლების მრავალი ნაირსახეობით
  • 12:05 - 12:08
    და ამ ყველაფერმა, ლეიქვუდს (კოლორადოს შტატი)
  • 12:08 - 12:10
    მისცა ისეთი საქალაქო ცენტრი,
  • 12:10 - 12:13
    როგორიც ამ გარეუბანს არასოდეს ჰქონია.
  • 12:13 - 12:15
    თავის დროზე აქ სავაჭრო ცენტრი იყო.
  • 12:15 - 12:18
    საბანკეტო საღამოებიც იმართებოდა და ეს ადგილი ყველას ძალიან მოსწონდა.
  • 12:18 - 12:21
    ეს არის
  • 12:21 - 12:23
    სავაჭრო ცენტრი 1975 წელს.
  • 12:23 - 12:25
    1995 წლისათვის კი იგი უკვე აღარ ფუნქციონირებდა.
  • 12:25 - 12:27
    შემორჩა უნივერმაღი და მსგავს
  • 12:27 - 12:29
    შემთხვევებს საკმაოდ მრავლად წავაწყდით.
  • 12:29 - 12:31
    უნივერმაღები მრავალსართულიანები და უკეთ აშენებულებია.
  • 12:31 - 12:33
    მათი გარდაქმნა უფრო მარტივია,
  • 12:33 - 12:35
    ერთსართულიანი ცენტრები კი...
  • 12:35 - 12:38
    ნამდვილი ისტორიაა.
  • 12:38 - 12:41
    ეს არის სამშენებლო პროექტი.
  • 12:41 - 12:43
    ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად არის დაკავშირებული
  • 12:43 - 12:45
    არსებულ უბნებთან.
  • 12:45 - 12:47
    სულ 1500 ოჯახზეა გათვლილი
  • 12:47 - 12:49
    ურბანული ცხოვრების სტილის შესაძელბლობით.
  • 12:49 - 12:52
    ამჟამად მისი 2/3 უკვე აშენებულია.
  • 12:52 - 12:54
    აი, ასე გამოიყურება მთავარი ქუჩა.
  • 12:54 - 12:56
    პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა
  • 12:56 - 12:58
    და ხელი შეუწყო იმას, რომ
  • 12:58 - 13:00
    დღეისათვის დენვერის
  • 13:00 - 13:02
    13 რეგიონალური სავაჭრო ცენტრიდან
  • 13:02 - 13:04
    8 მათგანს გამოეცხადებინა
  • 13:04 - 13:06
    გარდაქმნის გეგმა.
  • 13:06 - 13:09
    თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ეს სრული გარდაქმნა
  • 13:09 - 13:11
    არ ხდება
  • 13:11 - 13:14
    მხოლოდ ბულდოზერების მოყვანით და მთლიანი ქალაქის გასწორებით.
  • 13:14 - 13:17
    არანაირად. არის ადგილები ქვეითებისთვის იქ,
  • 13:17 - 13:19
    სადაც მდებარეობს
  • 13:19 - 13:21
    ნაკლებად გამოყენებადი ობიექტები.
  • 13:21 - 13:24
    ამგვარად, მოქალაქეებს არჩევანის მეტი შესაძლებლობები აქვთ
  • 13:24 - 13:27
    და ალტერნატივებიც არ იკარგება.
  • 13:27 - 13:29
    თუმცა რეალურად, მხოლოდ საფეხმავლოდ
  • 13:29 - 13:32
    ზონების შექმნა არ არის საკმარისი.
  • 13:32 - 13:35
    ეს ასევე მოითხოვს სისტემურ ტრანსფორმაციას.
  • 13:35 - 13:38
    თავად გამზირების გარდაქმნა გვესაჭიროება.
  • 13:38 - 13:40
    აი ეს არის ერთ-ერთი
  • 13:40 - 13:42
    მათგანი კალიფორნიაში.
  • 13:42 - 13:44
    ქვემოთ მოცემულ შავ-თეთრ ფოტოებზე
  • 13:44 - 13:46
    აღბეჭდილი სავაჭრო ზონის ადგილას,
  • 13:46 - 13:48
    გააკეთეს ბულვარი, რომელიც
  • 13:48 - 13:51
    შემდგომში ამ ქალაქის მთავარ ქუჩად იქცა.
  • 13:51 - 13:53
    შედეგად, იგი გადაიქცა
  • 13:53 - 13:55
    უშნო, სახიფათო
  • 13:55 - 13:57
    და არასასურველი ადგილიდან,
  • 13:57 - 14:00
    მშვენიერ,
  • 14:00 - 14:03
    მიმზიდველ და პრესტიჟულ ადგილად.
  • 14:03 - 14:05
    ვიმედოვნებთ, დავინახავთ ამას;
  • 14:05 - 14:08
    უკვე აშენდა მერიის შენობა, მოიზიდეს ორი სასტუმრო.
  • 14:08 - 14:11
    უკვე წარმოვიდგენ ამ ზონაში აგებულ ლამაზ საცხოვრებლებს
  • 14:11 - 14:14
    კიდევ ერთი ხის მოჭრის გარეშე.
  • 14:14 - 14:16
    არსებობს მრავალი გენიალური რამ,
  • 14:16 - 14:19
    მაგრამ გამიხარდებოდა უფრო მეტი გარდაქმნილი გამზირების ხილვა.
  • 14:19 - 14:21
    თუმცაღა სიმჭიდროვის გაზრდა
  • 14:21 - 14:23
    ყველგან კარგ შედეგს ვერ მოგვცემს.
  • 14:23 - 14:25
    ზოგ შემთხვევაში, ხელახალი გამწვანება
  • 14:25 - 14:28
    უკეთესი გამოსავალია.
  • 14:28 - 14:30
    მრავალი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ
  • 14:30 - 14:32
    აგრიკულტურის დაფინანსების საკითხში ისეთი წარმატებული
  • 14:32 - 14:34
    ქალაქის მაგალითზე, როგორიცაა ფლინტი, მიჩიგანის შტატში.
  • 14:34 - 14:36
    ამასთანავე, არსებობს საგარეუბნო აგრიკულტურის მზარდი,
  • 14:36 - 14:39
    "გამარჯვების ბაღებისა" და ინტერნეტის შეხვედრის, მსგავსი მოძრაობა.
  • 14:39 - 14:42
    თუმცა შესაძლებელია ხელახალი გამწვანების
  • 14:42 - 14:44
    ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყოს
  • 14:44 - 14:46
    ადგილობრივი ეკოლოგიის აღდგენის შესაძლებლობა,
  • 14:46 - 14:48
    როგორც ამ შემთხვევაში, მინეაპოლისის გარეუბანში.
  • 14:48 - 14:50
    როდესაც სავაჭრო ცენტრი დაიხურა,
  • 14:50 - 14:52
    ქალაქმა აღადგინა ამ ადგილზე
  • 14:52 - 14:54
    ადრე არსებული გუბურები,
  • 14:54 - 14:56
    შეიქმნა რა საკუთრების ობიექტები ხედით ტბაზე,
  • 14:56 - 14:59
    რომლებმაც შემდგომში მოიზიდა კერძო ინვესტიციები,
  • 14:59 - 15:02
    პირველი კერძო ინვესტიცია ამ დაბალშემოსავლიან უბანში
  • 15:02 - 15:04
    ბოლო 40 წლის განმავლობაში.
  • 15:04 - 15:07
    შედეგად, ერთდროულად მოხერხდა
  • 15:07 - 15:10
    ადგილობრივი ეკოლოგიისა და ეკონომიკის აღდგენა.
  • 15:10 - 15:12
    ეს არის ხელახალი გამწვანების კიდევ ერთი მაგალითი.
  • 15:12 - 15:14
    მართებულია მისი შექმნა ძლიერი ბაზრების პირობებშიც.
  • 15:14 - 15:16
    აი ეს არის სიეტლში,
  • 15:16 - 15:18
    ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგის ადგილას,
  • 15:18 - 15:20
    ახალი სატრანზიტო გაჩერების მახლობლად.
  • 15:20 - 15:22
    ტალღოვანი ხაზი
  • 15:22 - 15:25
    მიუყვება გუბურას, რომელიც უკვე ღია ცის ქვეშაა.
  • 15:25 - 15:28
    ეს გუბურა დაფარული იყო ავტოსადგომით.
  • 15:28 - 15:30
    მსგავსი გუბურების ღია ცის ქვეშ გამოტანა
  • 15:30 - 15:32
    რეალურად უწყობს ხელს მათში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას
  • 15:32 - 15:34
    და დადებითი ეფექტი აქვს სასიცოცხლო არეალზე.
  • 15:34 - 15:36
    მე გიჩვენეთ გარდაქმნების
  • 15:36 - 15:38
    პირველი თაობის რამდენიმე მაგალითი.
  • 15:38 - 15:40
    რა იქნება შემდეგში?
  • 15:40 - 15:43
    ვფიქრობ, სამომავლოდ გვაქვს სამი გამოწვევა.
  • 15:43 - 15:46
    პირველი მათგანი არის უფრო მეტი
  • 15:46 - 15:48
    სისტემური გარდაქმნების დაგეგმვა
  • 15:48 - 15:50
    მეტროპოლისის მასშტაბებით.
  • 15:50 - 15:52
    უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილები,
  • 15:52 - 15:54
    რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ ხელახალი გამწვანება.
  • 15:54 - 15:56
    სად უნდა ავაშენოთ ხელახლა?
  • 15:56 - 15:59
    და რის გამოცოცხლებას უნდა შევუწყოთ ხელი?
  • 15:59 - 16:01
    ამ ორ სლაიდზე ნაჩვენებია ორი სურათი
  • 16:01 - 16:03
    იმ ფართომასშტაბიანი პროექტიდან,
  • 16:03 - 16:05
    რომლის განხორციელებასაც ვცდილობთ ატლანტაში.
  • 16:05 - 16:07
    მე ვხელმძღვანელობდი ჯგუფს, რომელსაც დაავალეს
  • 16:07 - 16:10
    წარმოედგინა ატლანტა 100 წლის შემდეგ.
  • 16:10 - 16:13
    ჩვენ შევარჩიეთ გაფართოების უკან დახევა
  • 16:13 - 16:16
    ძვირი, თუმცა სამი მარტივი ქმედებით.
  • 16:16 - 16:18
    პირველი, 100 წელიწადში,
  • 16:18 - 16:20
    ტრანზიტი მთავარ
  • 16:20 - 16:22
    რკინიგზებსა და მაგისტრალებზე.
  • 16:22 - 16:24
    მეორე, 100 წელიწადში,
  • 16:24 - 16:26
    300 მეტრიანი გამყოფი
  • 16:26 - 16:28
    ყველა მაგისტრალზე.
  • 16:28 - 16:31
    ეს ცოტათი რადიკალურია, თუმცა წყლის პრობლემა ნაკლებად გვექნება.
  • 16:31 - 16:33
    მომდევნო ასწლეულში
  • 16:33 - 16:35
    ქვედანაყოფები, რომლებიც წყალთან ძალიან ახლოსაა
  • 16:35 - 16:38
    ანდა სატრანზიტო ხაზიდან ძალზედ მოშორებული, არ იქნება გამოსადეგი.
  • 16:38 - 16:41
    ამიტომ, განვითარების უფლებების გადასატანად
  • 16:41 - 16:43
    სატრანზიტო გზებზე და ამგვარად,
  • 16:43 - 16:45
    ძველი ქვედანაყოფების ხელახალი
  • 16:45 - 16:47
    გამწვანების ხელშესაწყობად
  • 16:47 - 16:49
    საკვებისა და ენერგიის საწარმოებლად,
  • 16:49 - 16:52
    შევქმენით "ეკო-აკრის გადატანა".
  • 16:53 - 16:56
    მეორე გამოწვევა მდგომარეობს
  • 16:56 - 16:59
    გარდაქმნილი ადგილების
  • 16:59 - 17:01
    არქიტექტურული დიზაინის გაუმჯობესებაში
  • 17:01 - 17:03
    და ამ სურათით დავასრულებ
  • 17:03 - 17:06
    "დემოკრატიას მოქმედებაში":
  • 17:06 - 17:08
    ეს არის საპროტესტო აქცია, რომელიც
  • 17:08 - 17:11
    მიმდინარეობს ერთ-ერთ სახეშეცვლილ ადგილას სილვერ სფრინგში, მერილენდის შტატში,
  • 17:11 - 17:14
    ხელოვნურ გაზონზე.
  • 17:15 - 17:17
    დღეისთვის, მოდერნიზებულ ადგილებს ხშირად აკრიტიკებენ
  • 17:17 - 17:20
    იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენენ ქალაქის ყალბი ცენტრისა
  • 17:20 - 17:23
    და მყისიერი ურბანიზმის მაგალითებს,
  • 17:23 - 17:25
    და არცთუ უმიზეზოდ; არაფერია იმაზე ყალბი, ვიდრე
  • 17:25 - 17:28
    ხელოვნური გაზონით გამწვანებული ქალაქი.
  • 17:28 - 17:31
    უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილები ძალზედ ჰიბრიდულია.
  • 17:31 - 17:34
    ახალი შექმნილებია, თუმცა ცდილობენ ძველს დაემსგავსონ.
  • 17:34 - 17:36
    აქვთ ურბანული ლანდშაფტი,
  • 17:36 - 17:38
    თუმცა გარეუბნებისათვის დამახასიათებელი ავტოსადგომები.
  • 17:38 - 17:40
    მათი მოსახლეობა,
  • 17:40 - 17:43
    გარეუბნის მოსახლეობისგან განსხვავებით მრავალფეროვანია,
  • 17:43 - 17:45
    თუმცა თავად ქალაქებზე ნაკლებ მრავალფეროვანნი არიან.
  • 17:45 - 17:47
    არის საზოგადოებრივი სივრცეები,
  • 17:47 - 17:49
    თუმცა მათ
  • 17:49 - 17:52
    კერძო კომპანიები მართავენ.
  • 17:52 - 17:55
    მაკრთობს ის ფაქტი, რომ მათი
  • 17:55 - 17:58
    ზედაპირი ხშირად გამოიყურება როგორც
  • 17:58 - 18:01
    ეს ხელოვნური გაზონი.
  • 18:01 - 18:03
    იცით, მახარებს ის, რომ
  • 18:03 - 18:05
    ურბანიზმი აკეთებს თავის საქმეს.
  • 18:05 - 18:08
    ის, რომ პროტესტი არსებობს,
  • 18:08 - 18:10
    გულისხმობს იმას, რომ
  • 18:10 - 18:13
    ბლოკების, ქუჩების და საზოგადოებრივი ადგილების დაგეგმარება,
  • 18:13 - 18:15
    რამდენადაც წინააღმდეგობრივი არ უნდა იყოს,
  • 18:15 - 18:17
    მაინც მნიშვნელოვანი საკითხია.
  • 18:17 - 18:19
    თუმცა გვმართებს გაუმჯობესება არქიტექტურული თვალსაზრისით.
  • 18:19 - 18:22
    საბოლოო გამოწვევა ყველა თქვენგანს ეხება.
  • 18:22 - 18:24
    მსურს, შეუერთდეთ პროტესტს
  • 18:24 - 18:26
    და მოითხოვოთ
  • 18:26 - 18:28
    მეტი მდგრადი საგარეუბნო სივრცეები --
  • 18:28 - 18:31
    მეტი მდგრადი ადგილები, პერიოდი.
  • 18:31 - 18:33
    თუმცა, კულტურული თვალსაზრისით,
  • 18:33 - 18:35
    მივიჩნევთ, რომ ქალაქის ცენტრები
  • 18:35 - 18:37
    უნდა იყოს დინამიური, რასაც მოველით კიდეც.
  • 18:37 - 18:39
    მაგრამ, ამასთანავე, გვახასიათებს იმის მოლოდინები,
  • 18:39 - 18:41
    რომ გარეუბნები მუდამ უნდა დარჩნენ ისეთი ფორმისანი,
  • 18:41 - 18:43
    როგორი მოზრდილი ფორმითაც
  • 18:43 - 18:45
    ისინი შექმნეს.
  • 18:45 - 18:48
    დროა, მათაც მივცეთ გაზრდის შესაძლებლობა,
  • 18:48 - 18:50
    ამიტომ, მინდა
  • 18:50 - 18:52
    თქვენ, ყველამ მხარი დაუჭიროთ ზონალურ ცვლილებებს,
  • 18:52 - 18:55
    გზების შეთხელებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას
  • 18:55 - 18:58
    და იმ გარდაქმნებს, რომლებიც მალე მოაღწევს თქვენს საცხოვრებელ უბნებამდე.
  • 18:58 - 19:00
    გმადლობთ.
Title:
ელენ დანჰემ-ჯონსი: გარეუბნების განახლება
Speaker:
Ellen Dunham-Jones
Description:

ელენ დანჰემ-ჯონსი იწყებს მომავალი 50 წლის მდგრად დიზაინერულ პროექტს: გარეუბნების განახლება. დაგეგმილია გაუქმების პირას მყოფი სავაჭრო ცენტრების რეაბილიტაცია და დაკეტილი უნივერმაღების აღდგენა, ავტოსადგომების გადაკეთება ტბებად.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
19:03
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Tsaava accepted Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Tsaava edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Kankia edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Kankia edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Kankia edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Kankia edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
George Kankia edited Georgian subtitles for Retrofitting suburbia
Show all

Georgian subtitles

Revisions