Return to Video

როგორ გვაფხიზლებს კოფეინი? - ჰანან ქასიმი

  • 0:07 - 0:11
    100,000 ტონაზე მეტი კოფეინი მოიხმარება
  • 0:11 - 0:14
    ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით.
  • 0:14 - 0:18
    ეს 14 ეიფელის კოშკის მასის ტოლია.
  • 0:18 - 0:21
    კოფეინის უმეტესობა ყავის
    ან ჩაის სახით მიიღება,
  • 0:21 - 0:24
    კოფეინი აგრეთვე ზოგიერთ
    გაზიან სასმელშიცაა დამატებული,
  • 0:24 - 0:25
    შოკოლადში,
  • 0:25 - 0:26
    კოფეინის აბებში,
  • 0:26 - 0:29
    და უკოფეონო სასმელებშიც კი.
  • 0:29 - 0:33
    კოფეინი გვეხმარება გამოფხიზლებაში,
    ბედნიერების და ენერგიულობის შეგრძნებაში.
  • 0:33 - 0:36
    მაშინაც კი, თუ საკმარისად არ გვიძინია.
  • 0:36 - 0:40
    მაგრამ კოფეინი ასევე არტერიულ
    წნევას ზრდის და გვძაბავს.
  • 0:40 - 0:43
    ის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ
    მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა.
  • 0:43 - 0:46
    მაშ, როგორ გვაფხიზლებს კოფეინი?
  • 0:47 - 0:51
    კოფეინი მცენარეებში გამოიყოფა,
    სადაც ის რამდენიმე ფუნქციას ასრულებს.
  • 0:51 - 0:55
    კოფეინი დიდი რაოდენობითაა ზოგიერთი
    მცენარის ფოთლებსა და ნაყოფში
  • 0:55 - 0:58
    და ის მწერებისთვის მომწამლავია.
  • 0:58 - 1:02
    მაგრამ, როცა მწერები მცირე რაოდენობით
    იღებენ, როგორც ეს ნექტარშია,
  • 1:02 - 1:06
    ის მწერებს ეხმარება დაიმახსოვრონ
    და კიდევ დაუბრუნდნენ ყვავილებს.
  • 1:06 - 1:08
    ადამიანის ორგანიზმში კოფეინი მოქმედებს,
  • 1:08 - 1:11
    როგორც ცენტრალური ნერვული
    სისტემის სტიმულატორი.
  • 1:11 - 1:16
    ის სიფხიზლეს გვინარჩუნებს ძილის
    გამომწვევი მოლეკულების დაბლოკვით,
  • 1:16 - 1:19
    ნივთიერების სახელად ადენოზინი.
  • 1:19 - 1:22
    ჩვენს ორგანიზმს ენერგიის
    მუდმივი მიწოდება სჭირდება,
  • 1:22 - 1:27
    რომელსაც მაღალი ენერგიის მქონე
    მოლეკულის ატფ-ს დაშლით ახერხებს.
  • 1:27 - 1:28
    ამ პროცესში,
  • 1:28 - 1:33
    ადენოზინი თავისუფლდება -
    რომელიც ატფ-ს კომპონენტია.
  • 1:33 - 1:38
    ტვინის ნეირონებს რეცეპტორები აქვთ,
    რომლებიც ამ მოლეკულას უკავშირდებიან.
  • 1:38 - 1:40
    როცა ადენოზინი ამ რეცეპტორებში ჩაჯდება,
  • 1:40 - 1:44
    ბიოქიმიური რეაქციების
    მთელ ჯაჭვს ააქტიურებს,
  • 1:44 - 1:46
    რაც ნეირონების აქტიურობის
    შენელებას იწვევს
  • 1:46 - 1:50
    და ტვინის მასტიმულირებელი
    მოლეკულების გამოყოფას ანელებს.
  • 1:50 - 1:53
    უფრო მარტივად რომ ვთქვათ -
    თქვენ გეძინებათ.
  • 1:53 - 1:58
    კოფეინი ადენოზინის
    რეცეპტორების ანტაგონისტია,
  • 1:58 - 2:02
    შესაბამისად, ის იმ პროცესს აფერხებს,
    რაც ნეირონების შენელებას იწვევს,
  • 2:02 - 2:04
    ადენოზინის რეცეპტორების ბლოკირებით.
  • 2:04 - 2:09
    კოფეინს და ადენოზინს მსგავსი
    მოლეკულური სტრუქტურა აქვთ,
  • 2:09 - 2:12
    იმდენად მსგავსი, რომ კოფეინს შეუძლია
    ადენოზინის რეცეპტორებში ჩაჯდომა,
  • 2:12 - 2:15
    მაგრამ არც ისეთი მსაგვსია,
    რომ რეცეპტორების გააქტიურება შეძლოს.
  • 2:15 - 2:19
    რომ შევაჯამოთ,
    ადენოზინი თქვენს ნეირონებს ანელებს.
  • 2:19 - 2:25
    კოფეინი კი ინჰიბიტორ ადენოზინს ანელებს,
    რაც თქვენ სტიმულირებას იწვევს.
  • 2:25 - 2:27
    ასევე, კოფეინს შეუძლია
    დადებითი გრძნობების ამაღლება.
  • 2:27 - 2:30
    ზოგიერთ ნეირონში ადენოზინის რეცეპტორები
  • 2:30 - 2:34
    დოპამინის მოლეკულის რეცეპტორებთან
    არიან დაკავშირებულები.
  • 2:34 - 2:39
    ტვინში, დოპამინის ერთ-ერთი ფუნქცია
    სიამოვნების გრძნობის ამაღლებაა.
  • 2:39 - 2:42
    როდესაც ადენოზინი წყვილ
    რეცეპტორში თავსდება
  • 2:42 - 2:46
    ის დოპამინის საკუთარ ადგილას
    ჩაჯდომას ურთულებს,
  • 2:46 - 2:49
    რაც განწობის ასამაღლებელ
    პროცესს უშლის ხელს.
  • 2:49 - 2:50
    მაგრამ, როდესაც კოფეინი
    ადენოზინის ადგილს იკავებს,
  • 2:50 - 2:53
    მას მსგავსი ეფექტი აღარ აქვს,
  • 2:53 - 2:56
    და დოპამინს თავისუფლად შეუძლია
    საკუთარ ადგილას განთავსება.
  • 2:56 - 3:01
    არსებობს მტიკიცებულება, რომ კოფეინის
    გავლენას ადენოზინზე და დოპამინზე
  • 3:01 - 3:05
    გრძელვადიანი სარგებელიც აქვს,
    დაავადებების წარმოქმნის რისკის შემცირებით,
  • 3:05 - 3:10
    ისეთების როგორებიცაა, პარკინსონი,
    ალცჰაიმერი და ზოგიერთი სახის სიმსივნე.
  • 3:10 - 3:15
    კოფეინს ასევე შეუძლია ორგანიზმის
    მიერ ცხიმის დაწვის უნარის გაზრდა.
  • 3:15 - 3:18
    აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ
    სპორტულ ორგანიზაციას მიაჩნია,
  • 3:18 - 3:21
    რომ კოფეინი ათლეტებს
    არათანაბარ უპირატესობას ანიჭებს,
  • 3:21 - 3:24
    და კოფეინის მიღებაზე შეზღუდვები დააწესეს.
  • 3:24 - 3:27
    1972 წლიდან 2004 წლამდე,
  • 3:27 - 3:32
    ოლიმპიური თამაშების ათლეტები სისხლში
    კოფეინის ზღვარს არ უნდა ასცილებოდნენ,
  • 3:32 - 3:34
    რათა შეჯიბრებაში მონაწილების
    მიღება შეძლებოდათ.
  • 3:34 - 3:38
    რა თქმა უნდა, კოფეინი
    ყოველთვის სასარგებლო არ არის.
  • 3:38 - 3:40
    შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თავს უკეთ
    და უფრო ფხიზლად გრძნობთ,
  • 3:40 - 3:43
    მაგრამ კოფეინს თქვენი პულსის და
    არტერიული წნევის გაზრდა შეუძლია.
  • 3:43 - 3:46
    ასევე, იწვევს შარდდენას და დიარეას,
  • 3:46 - 3:50
    უძილობას და დაძაბულობას.
  • 3:50 - 3:53
    აგრეთვე, საკვები და სასმელები,
    სადაც კოფეინია
  • 3:53 - 3:57
    ორგანიზმზე ზემოქმედებენ,
    რაც ასევე გასათვალისწინებელია.
  • 3:59 - 4:02
    ტვინს შეუძლია რეგულარულად
    კოფეინის მიღებას მიეჩვიოს.
  • 4:02 - 4:05
    თუ ადენოზინის რეცეპტორები
    მუდმივად დაკავებულები არიან,
  • 4:05 - 4:08
    ორგანიზმი დამატებით
    რეცეპტორებს გამოიმუშავებს.
  • 4:08 - 4:10
    ეს კოფეინის მიღების შემთხვევაშიც კი,
  • 4:10 - 4:15
    ადენოზინს საშუალებას მისცემს გააქტიურდეს
    და ტვინის აქტიურობა შეანელოს.
  • 4:15 - 4:19
    სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც
    უფრო მეტი კოფეინის მიღება გვჭირდება,
  • 4:19 - 4:21
    რომ გამოვფხიზლდეთ.
  • 4:21 - 4:24
    კოფეინს უწევს უფრო მეტი
    ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვა.
  • 4:24 - 4:27
    როდესაც უცებ წყვეტთ კოფეინის მიღებას,
  • 4:27 - 4:30
    შეიძლება ენერგიის
    არასასიამოვნო დაცემა განიცადოთ.
  • 4:30 - 4:32
    ბევრი რეცეპტორებით
    და კოფეინის არ არსებობით,
  • 4:32 - 4:35
    ადენოზინს თავისი მოქმედების
    განმავლობაში შეუძლია,
  • 4:35 - 4:36
    ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს,
    როგორიც თავის ტკივილია,
  • 4:36 - 4:38
    დაღლილობა
  • 4:38 - 4:40
    და დეპრესიულობა.
  • 4:40 - 4:45
    მაგრამ რამდენიმე დღეში, დამატებითი
    ადენოზინის რეცეპტორები გაქრება,
  • 4:45 - 4:47
    და ორგანიზმი თავის ჩვეულ
    მდგომარეობას დაუბრუნდება
  • 4:47 - 4:50
    და თავს ისევ ფხიზლად იგრძნობთ,
  • 4:50 - 4:53
    მსოფლიოში ყველაზე პოპულარული
    სტიმულანტის მიღების გარეშეც.
Title:
როგორ გვაფხიზლებს კოფეინი? - ჰანან ქასიმი
Description:

გაკვეთილის სრული ვერსია: http://ed.ted.com/lessons/how-does-caffeine-keep-us-awake-hanan-qasim

ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით 100,000 ტონაზე მეტი კოფეინი მოიხმარება.
ეს 14 ეიფელის კოშკის მასის ტოლია! კოფეინი გვეხმარება თავი ფხიზლად, კონცენტრირებულად და ენერგიულად ვიგრძნოთ, მაშინაც კი თუ საკმარისად ვერ გამოვიძინეთ. თუმცა, მას ჩვენი არტერიული წნევის გაზრდაც შეუძლია. მაშ ასე, როგორ გვაფხიზლებს კოფეინი? ჰანან ქასიმი მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკის შესახებ მეცნიერულ ინფორმაციას გვიზიარებს.

გაკვეთილის ავტორი: ჰანან ქასიმი. ანიმაცია: Adriatic Animation.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TED-Ed
Duration:
05:15

Georgian subtitles

Revisions