-
ვიფიქროთ განსხვავებულ გზებზე,
-
როგორ
გამოვსახოთ არაწესიერი რწილადი.
-
ვთქვათ, ჩვენი
არაწესიერი წილადია 2 მთელი 1/8.
-
უფრო საინტერესო რომ იყოს
-
ავიღებ 2 მთელ ერთ მეოთხედს.
-
ვიფიქროთ
რიცხვის მთელ ნაწილზე, ორიანზე.
-
2 არის ორი მთელი.
-
შეგიძლიათ, აქ დააკვირდეთ.
-
დახატული
გვაქვს მთელი ნაწილები.
-
თითოეული 8 ტოლ ნაწილად
არის გაყოფილი, ანუ, არის 8/8.
-
2 არის მთელი ეს არე.
-
ეს არის 1 მთელი.
-
ეს არის 2 მთელი.
-
კიდევ მაქვს 1/4.
-
ეს ქვედა მთელი ნაწილი
გაყოფილია 8 ტოლ ნაწილად.
-
თავდაპირველად,
დავყოფ მეოთხედებად.
-
ეს არის 1/4, 2/4 და 3/4.
-
გვინდა, რომ ამ
მეოთხედებიდან ერთ-ერთი
-
გაფერადებული
იყოს ნარინჯისფერად.
-
შეამჩნევდით, მერვედიდან
მხოლოდ 2 ნაწილი გავაფერადე.
-
ეს იმიტომ,
რომ 1/4 და 2/8 ერთი და იგივეა.
-
გამოვსახე
შერეული რიცხვი 2 მთელი და 1/4.
-
ვნახოთ, როგორ დავშლით მას.
-
დავაბრუნოთ ჩვენი ბადე.
-
როგორ
გავაკეთებ ამას სხვაგვარად?
-
ჩამოვწერ ბევრ
წილადს და ვნახავ, რას მივიღებ.
-
პირველი იქნება ერთნახევარი.
-
როგორ გამოვსახო ერთნახევარი?
-
თუ ავიღებ ერთ-ერთ მთელს
-
და გავყოფ მას ორ ტოლ ნაწილად,
-
ნახევარი იქნება ეს ნაწილი.
-
გავაფერადებ ამას.
-
გვაქვს ნახევარი.
-
შევავსებ,
ჯერ ნახევარს, რაც არის იგივე 4/8.
-
ხედავთ, რომ რვა
ნაწილიდან შევავსე ოთხი ნაწილი,
-
რაც
არის ამ მთელის ზუსტად ნახევარი.
-
ახლა, დავუმატოთ 3/8.
-
როგორ გამოიყურება 3/8?
-
თითოეული პატარა
კვადრატი გამოსახავს მერვედს.
-
მათ ისე
გავაფერადებ, როგორც მინდა.
-
ეს არის 1, 2 და 3.
-
გავაფერადოთ დამატებით 8/8.
-
რა არის 8/8?
-
8/8 არის
ერთი მთელი და მას აქ ჩავსვამ.
-
ეს ჯერ არ შემივსია,
მაგრამ მაინც ამას გავაფერადებ.
-
ეს არის 1/8, 2/8, 3/8, 4/8, 5/8, 6/8, 7/8
-
და 8/8, ეს არის მთელი.
-
მოკლედ, მაქვს
ერთი მთელი, ანუ, 8/8.
-
ამას შევავსებ,
რადგან მინდა, მივიღო 2 მთელი,
-
ამიტომ, დავუმატებ კიდევ 1/8.
-
ეს იქნება 1/8.
-
დავამატოთ კიდევ 2/8.
-
ეს ყველა
მერვედია, ამიტომ, 2/8 იქნება
-
მერვედი
ნაწილებიდან ორი ნაწილი.
-
ყურადღება
მიაქციეთ, რომ 2/8 იგივეა, რაც 1/4.
-
1/4-ს თუ
აიღებთ და ორად გაყოფთ,
-
მიიღებთ ორჯერ
მეტ ნაწილს, ანუ, ის გახდება 2/8.
-
ხედავთ, რომ ერთჯერ
2 არის 2, ოთხჯერ 2 არის 8.
-
ამიტომ, 1/4 არის იგივე, რაც 2/8.
-
ხედავთ,
რომ 8/8 იგივეა, რაც ერთი მთელი.
-
შეგიძლიათ, მიიღოთ კიდევ
ერთი მთელი, თუ ერთნახევარს
-
დაუმატებთ 3/8-ს და დაუმატებთ
1/8-ს. მათი ჯამია ერთი მთელი.
-
გასაგები
რომ იყოს, რატომ მუშაობს ეს,
-
ერთ ნახევარი არის იგივე, რაც 4/8
-
ხედავთ, რომ გავაფერადეთ
4/8, კიდევ გაქვთ 3/8 და გაქვთ 1/8.
-
ყველა მათგანს
თუ შეკრებთ, 4/8 დამატებული 3/8
-
დამატებული 1/8-ს
მიიღებთ, მეათედების ფარგლებში,
-
4/8 დამატებული
3/8 დამატებული 1/8 იქნება 8/8.
-
ოთხს დამატებული
3 დამატებული 1 არის 8 ანუ
-
მიიღეთ 8/8, რაც არის ეს მთელი.
-
იმედია, ეს დაგეხმარებათ
ვიზუალურად გაიგოთ
-
რას ვაკეთებთ, როცა
ვაჯამებთ ან ვშლით ამ წილადებს.