-
რომელი გამოსახულებებია იგივე, რაც
-
x-ს პლუს ორი y-ს პლუს x პლუს ორი?
-
მონიშნეთ ყველა სწორი პასუხი.
-
ვნახოთ, ამის გარდაქმნას თუ შევძლებთ.
-
მოდით, ისე გადავწერ, რომ მივიღო x-ს პლუს..
-
x-ს პლუს ორი y პლუს ორი.
-
პირველი რამ, რაც თვალში მხვდება,
-
სანამ ვარიანტებს შევხედავ,
-
არის ის, რომ აქ
გვაქვს x და აქაც გვაქვს x.
-
თუ x გვაქვს და
მას კიდევ ერთ x-ს ვუმატებთ,
-
ორი x გვექნება,
ანუ, ეს გადავწეროთ, როგორც...
-
სხვა ფერით ვიზამ.
-
ეს შეგვიძლია
გადავწეროთ, ეს x და ეს x.
-
ამათ თუ შევკრებთ, მივიღებთ ორ x-ს.
-
ეს არის... არ
მინდა, რომ რამე ნაბიჯი გამომრჩეს.
-
x-ს პლუს x პლუს ორი y...
-
ახლა უბრალოდ
თანმიმდევრობას ვცვლი... პლუს ორი.
-
და კიდევ ეს ორი x აი აქ.
-
ეს შემიძლია
გადავწერო, როგორც ორი x.
-
მივიღეთ ორ x-ს პლუს ორი y...
-
პლუს ორი y პლუს ორი.
-
ახლა კი ვარიანტები ვნახოთ...
-
ეს ვარიანტი
-
ორ x-ს პლუს ოთხი y პლუს ოთხი.
-
ანუ, ეს პასუხი არასწორია.
ორ x-ს პლუს ორი y პლუს ორი გვაქვს,
-
ანუ, ეს შეგვიძლია გადავშალოთ.
-
ეს კი საინტერესოა.
ორი ფრჩხილებს
-
გარეთაა გატანილი.
-
ვნახოთ, აქედან რომ
გავიტანოთ ორი, რა მოხდება.
-
ვხედავთ, რომ ორი
ამ წევრის მამრავლიცაა,
-
ამ წევრისაც და ამ წევრისაც.
-
აბა ვნახოთ, ფრჩხილებიდან თუ გავიტანთ.
-
ეს იქნება ორჯერ x,
-
x-ს იმავე ჟოლოსფერით
დავწერ, ორჯერ x-ს პლუს,
-
ორს რომ გავიტანთ, დაგვრჩება y.
-
აქედან რომ გავიტანთ ორს,
-
დაგვრჩება ერთი.
-
ანუ, ორჯერ x-ს პლუს y პლუს ერთი.
-
ეს კი ზუსტად იგივეა, რაც ეს.
-
ვიპოვეთ სწორი პასუხი, ამიტომ
-
"არცერთი არაა სწორი"-ს არ შემოვხაზავთ.