Return to Video

შეძლო შეუძლებელი, გააპო შიში | დენ მეიერი | TEDxMaastricht

  • 0:08 - 0:10
    მადლობა.
  • 0:16 - 0:21
    ერთ დროს ცხოვრობდა ინდოეთის მეფე, მაჰარაჯა
    და მის დაბადების დღეზე ბრძანება გაიცა,
  • 0:21 - 0:24
    რომ ყველა ბელადს,
    მეფის შესაფერისი საჩუქარი უნდა მოეტანა.
  • 0:24 - 0:28
    ზოგმა სუფთა აბრეშუმი მოიტანა,
    ვიღაცამ მშვენიერი ხმლები,
  • 0:28 - 0:29
    ზოგმა კი - ოქრო.
  • 0:29 - 0:33
    ბოლოს მოვიდა ნაოჭიანი
    პატარა მოხუცი კაცი,
  • 0:33 - 0:37
    რომელმაც სოფლიდან
    მრავალი დღე ზღვით იარა.
  • 0:37 - 0:41
    მოსულს მეფის შვილმა ჰკითხა:
    "რა საჩუქარი მოუტანე მეფეს?"
  • 0:41 - 0:45
    მოხუცმა კაცმა ძალიან ნელა გაშალა ხელი
    და გამოაჩინა
  • 0:45 - 0:50
    ძალიან ლამაზი ნიჟარა, იასამნისფერი,
    ყვითელი, წითელი და ლურჯი ხვეულებით.
  • 0:50 - 0:51
    მეფის შვილმა უთხრა:
  • 0:51 - 0:54
    "ეს მეფის შესაფერისი საჩუქარი არაა!
    ეს რა საჩუქარია?"
  • 0:55 - 0:57
    მოხუცმა ნელა ახედა და უთხრა:
  • 0:58 - 1:01
    "გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი"
  • 1:01 - 1:03
    (სიცილი)
  • 1:03 - 1:06
    ცოტა ხანში
    საჩუქარს გაჩუქებთ.
  • 1:06 - 1:08
    საჩუქარს,
    რომელის გავრცელებაც ვფიქრობ ღირს.
  • 1:08 - 1:10
    თუმცა, მანამდე ნება მომეცით
  • 1:10 - 1:12
    ჩემს გრძელ გზაზე წაგიყვანოთ.
  • 1:12 - 1:14
    როგორც უმეტესობა თქვენგანი,
  • 1:14 - 1:15
    მეც ცხოვრება პატარაობაში დავიწყე.
  • 1:15 - 1:18
    რამდენმა დაიწყეთ თქვენი ცხოვრება
    როგორც პატარამ?
  • 1:18 - 1:19
    ახალგაზრდა დაიბადეთ?
  • 1:19 - 1:20
    დაახლოებით ნახევარმა... კარგი...
  • 1:21 - 1:22
    (სიცილი)
  • 1:22 - 1:25
    დანარჩენები?
    ზრდასრულები დაიბადეთ?
  • 1:25 - 1:28
    უჰ, თქვენს დედას ვნახავდი!
  • 1:28 - 1:29
    დაუჯერებლობას რაც შეეხება!
  • 1:31 - 1:35
    პატარობაში ყოველთვის მქონდა
    შეუძლებელი რამეების კათების ხიბლი.
  • 1:36 - 1:39
    დღეს ის დღეა,
    რომელსაც ბევრი წელი ველოდი
  • 1:39 - 1:41
    რადგან დღეს ის დღეა,
    როცა თქვენ თვალწინ,
  • 1:41 - 1:44
    შეუძლებელი უნდა ვცადო
  • 1:44 - 1:45
    სწორედ აქ TEDxMaastricht-ზე.
  • 1:46 - 1:48
    ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო
  • 1:49 - 1:51
    ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო
  • 1:51 - 1:53
    და ვაპირებ დაგიმტკიცოთ,
  • 1:53 - 1:55
    რომ შეუძლებელი არ არის შეუძლებელი.
  • 1:55 - 1:58
    და ვაპირებ დავასრულო საჩუქრით,
    რომლის გავრცელებაც ღირს.
  • 1:58 - 2:02
    ვაპირებ გაჩვენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ
    შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში.
  • 2:03 - 2:05
    შეუძლებელის შეძლების
    გზაზე აღმოვაჩინე,
  • 2:05 - 2:08
    რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს
    ორი უნივერსალური რამ აქვს.
  • 2:08 - 2:10
    ყველას აქვს შიშები
  • 2:10 - 2:12
    და ყველას აქვს ოცნებები.
  • 2:13 - 2:18
    შეუძლებელის შეძლების
    გზაზე აღმოვაჩინე სამი რამ,
  • 2:18 - 2:20
    რაც ვაკეთე ცხოვრებაში
  • 2:20 - 2:23
    და რამაც შეუძლებელი შემაძლებინა:
  • 2:24 - 2:27
    დოჯბოლი, ან "Trefbal"
    (თამაში ბურთის მორტყმაზე/თავის არიდებაზე)
  • 2:27 - 2:28
    სუპერმენი,
  • 2:28 - 2:29
    და კოღო.
  • 2:29 - 2:31
    ეს არის ჩემი სამი საკვანძო სიტყვა.
  • 2:31 - 2:34
    ახლა იცით
    რატომ შევძელი შეუძლებელი ცხოვრებაში.
  • 2:34 - 2:36
    მაშ, ვაპირებ სამოგზაუროდ წაგიყვანოთ
    ჩემ გრძელ გზაზე
  • 2:36 - 2:39
    შიშებიდან ოცნებებამდე,
  • 2:39 - 2:41
    სიტყვებიდან ხმლებამდე,
  • 2:41 - 2:43
    დოჯბოლებიდან
  • 2:43 - 2:44
    სუპერმენობამდე
  • 2:44 - 2:45
    კოღოებამდე,
  • 2:46 - 2:47
    და ვიმედოვნებ გაჩვენოთ,
  • 2:47 - 2:50
    თუ როგორ შეძლოთ შეუძლებელი
    თქვენ ცხოვრებაში.
  • 2:52 - 2:55
    2007 წლის 4 ოქტომებრი,
  • 2:56 - 2:58
    გული სწრაფად მიცემდა,
    მუხლები მიკანკალებდა
  • 2:58 - 2:59
    როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის
  • 2:59 - 3:01
    სანდერსის თეატრის სცენაზე
  • 3:01 - 3:03
    გავდგი ფეხი
  • 3:03 - 3:06
    2007 წლის იგნობელის (Ig Nobel)
    პრემიის მისაღებად
  • 3:06 - 3:08
    სამედიცინო სამეცნიერო სტატიისთვის,
  • 3:08 - 3:11
    რომლის თანაავტორიც ვიყავი
    სახელად "ხმლის ყლაპვა
  • 3:11 - 3:12
    და მისი გვერდითი მოვლენები"
  • 3:12 - 3:13
    (სიცილი)
  • 3:14 - 3:18
    ის გამოქვეყნდა პატარა ჟურნალში,
    რომელიც იქამდე არასდროს წამეკითხა
  • 3:18 - 3:20
    "British Medical Journal"-ში
  • 3:21 - 3:25
    და ჩემთვის ეს იყო
    შეუძლებელი ოცნების ახდენა.
  • 3:25 - 3:28
    ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო
    ჩემნაირი ადამიანისთვის.
  • 3:28 - 3:31
    ეს დაუვიწყარი პატივი იყო.
  • 3:31 - 3:35
    მაგრამ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების
    ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი.
  • 3:36 - 3:38
    1967 წლის 4 ოქტომბერს
  • 3:38 - 3:40
    ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
    სუსტი ბავშვი
  • 3:41 - 3:43
    ძლიერი შიშებისგან იტანჯებოდა.
  • 3:43 - 3:46
    როცა სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა,
  • 3:46 - 3:47
    გული სწრაფად უცემდა,
  • 3:48 - 3:49
    მუხლები უკანკალებდა.
  • 3:50 - 3:52
    მან გააღო პირი, რომ რაღაც ეთქვა
  • 3:56 - 3:58
    და სიტყვები არ ამოდიოდა.
  • 3:58 - 4:00
    ის იდგა და ცრემლიანი კანკალებდა.
  • 4:01 - 4:02
    პანიკისგან პარალიზებული იყო,
  • 4:02 - 4:04
    შიშისგან გაშეშებული.
  • 4:04 - 4:06
    ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
    უსუსური ბავშვი
  • 4:06 - 4:08
    ძლიერი შიშებისან იტანჯებოდა.
  • 4:09 - 4:10
    მას სიბნელის შიში ჰქონდა,
  • 4:11 - 4:12
    ჰქონდა სინათლის შიში,
  • 4:12 - 4:13
    ობობების და გველების შიში...
  • 4:13 - 4:15
    რომელიმე თქვენგანს ეშინია
    ობობების და გველების?
  • 4:15 - 4:17
    კი, რამდენიმეს...
  • 4:17 - 4:19
    მას ჰქონდა წყლის და ზვიგენების შიში...
  • 4:19 - 4:22
    ექიმების, ექთნების და დენტისტების შიში
  • 4:22 - 4:25
    და ნემსების და ბურღის და ბასრი საგნების.
  • 4:25 - 4:27
    მაგრამ ყველაზე მეტად
    მას ეშინოდა
  • 4:27 - 4:28
    ხალხის.
  • 4:29 - 4:32
    ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
    უსუსური ბავშვი
  • 4:32 - 4:33
    მე ვიყავი.
  • 4:33 - 4:36
    მე მქონდა წარუმატებლობის
    და უარყოფის შიში,
  • 4:37 - 4:40
    დაბალი თვითშეფასება,
    არასრულფასოვნების კომპექსი
  • 4:40 - 4:43
    და რაღაც, რაც იმ დროს არც იცოდი,
    რომ შეიძლება გქონოდა:
  • 4:43 - 4:45
    სოციალური შფოთვითი აშლილობა.
  • 4:45 - 4:49
    რადგან შიშები მქონდა, მჩაგვრელები
    მაღიზიანებდნენ და მცემდნენ ხოლმე.
  • 4:49 - 4:52
    დამცინოდნენ და მლანძღავდნენ,
    არასდროს მათამაშებდნენ
  • 4:52 - 4:54
    ჯგუფურ თამაშებს.
  • 4:55 - 4:58
    აა, იყო ერთი თამაში
    რომელსაც მათამაშებდნენ...
  • 4:58 - 4:59
    დოჯბოლი...
  • 4:59 - 5:02
    და მე არ ვიყავი კარგი
    ბურთისთვის თავის არიდებაში.
  • 5:02 - 5:04
    მჩაგვრელები ჩემს სახელს
    დაიძახებდნენ ხოლმე
  • 5:04 - 5:06
    და როცა ავხედავდი
    დავინახავდი წითელ ბურთს,
  • 5:06 - 5:08
    რომელიც ჩემი სახისკენ
    საოცარი სისწრაფით მოქროდა
  • 5:08 - 5:10
    ბამ, ბამ, ბამ!
  • 5:11 - 5:13
    და მახსოვს დიდი ხანი
    სკოლიდან სახლში მომავალს
  • 5:13 - 5:18
    სახე მქონდა წითელი და მწველი.
    ყურები მქონდა წითელი და რეკდა.
  • 5:18 - 5:21
    თვალები ტირილისგან მეწვოდა
  • 5:21 - 5:24
    და მათი სიტყვები ყურებს მწვავდა.
  • 5:24 - 5:25
    და ვინც თქვა რომ:
  • 5:25 - 5:29
    "ჯოხმა და ქვამ შეიძლება ძვლები მომტეხოს,
    მაგრამ სიტყვები არასდროს დამაზიანებს..."
  • 5:29 - 5:30
    ტყუილია.
  • 5:30 - 5:32
    სიტყვა დანასავით ჭრის.
  • 5:32 - 5:34
    სიტყვა ხმალივით ხვრეტს.
  • 5:34 - 5:36
    სიტყვა იმდენად ღრმა ჭრილობას ტოვებს,
  • 5:36 - 5:38
    რომ დანახვა შეუძლებელია.
  • 5:38 - 5:41
    მაშ, მე მქონდა შიშები
    და სიტყვა ჩემი ყველაზე უარესი მტერი იყო.
  • 5:41 - 5:42
    დღესაც არის.
  • 5:43 - 5:45
    მაგრამ მე ასევე მქონდა ოცნებები.
  • 5:45 - 5:48
    მივიდოდი სახლში
    და სუპერმენზე კომიქსებში გადავეშვებოდი.
  • 5:48 - 5:50
    ვკითხულობდი სუპერმენზე კომიქსებს
  • 5:50 - 5:53
    და ვოცნებობდი, მინდოდა
    სუპერმენივით სუპერგმირი ვყოფილიყავი.
  • 5:53 - 5:56
    მინდოდა სიმართლისთვის
    და სამართლიანობისთვის მებრძოლა.
  • 5:56 - 5:57
    მინდოდა მებრძოლა არამზადების
  • 5:57 - 6:00
    და კრიპტონიტის წინააღმდეგ
    (სუპერმენისთვის საზიანო სუბსტანცია)
  • 6:00 - 6:04
    მინდოდა მსოფლიო შემომეფრინა გმირობები
    ჩამედინა და სიცოცხლეები გადამერჩინა
  • 6:04 - 6:06
    ასევე რეალური რამეებიც მიტაცებდა.
  • 6:06 - 6:10
    გინესს და "Ripley's Believe It or Not"
    (წიგნი უჩვეულო მიღწევებზე) ვკითხულობდი.
  • 6:10 - 6:13
    წაგიკითხავთ ვინმეს
    გინესის ან "Ripley's" წიგნები?
  • 6:13 - 6:14
    მიყვარს ეს წიგნები!
  • 6:14 - 6:16
    იქ ვნახე ნამდვილი ადამიანების
    ნამდვილ მიღწევები
  • 6:16 - 6:18
    და ვთქვი: ამის გაკეთება მინდა.
  • 6:18 - 6:19
    თუ მჩაგვრელები
  • 6:19 - 6:21
    არცერთ მათ სპორტულ თამაშში
    არ მათამაშებენ,
  • 6:21 - 6:23
    ნამდვილი საოცრების,
    ნამდვილი გმირობის ჩადენა მინდა.
  • 6:23 - 6:27
    მინდა რამე ძალიან უჩვეულოს გაკეთება,
    რასაც ის მჩაგვრელები ვერ აკეთებენ.
  • 6:27 - 6:29
    ჩემი მიზნის და მოწოდების პოვნა მინდა.
  • 6:29 - 6:31
    მინდა ვიცოდე,
    რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს.
  • 6:31 - 6:33
    მინდა რაღაც გავაკეთო და შევცვალო მსოფლიო.
  • 6:33 - 6:37
    მინდა დავამტკიცო,
    რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი.
  • 6:38 - 6:40
    10 წლით წინ გადავხტეთ...
  • 6:40 - 6:43
    ჩემი 21-ე დამადების დღის წინა კვირა იყო,
  • 6:43 - 6:47
    ამ ერთ დღეს ორი რაღაც მოხდა,
    რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
  • 6:47 - 6:49
    ტამილ ნადუში,
    სამხრეთ ინდოეთში ვცხოვრობდი
  • 6:50 - 6:51
    იქ მისიონერად ვიყავი
  • 6:51 - 6:53
    და ჩემმა დამრიგებელმა და მეგობარმა მკითხა:
  • 6:53 - 6:55
    "გაქვს 'თრომები', დანიელ?"
  • 6:55 - 6:57
    მე ვუთხარი: "თრომები?
    რა არის თრომები?"
  • 6:57 - 7:00
    მან თქვა:
    "თრომები ცხოვრების მთავარი მიზნებია.
  • 7:00 - 7:05
    ეს ოცნებების და მიზნების კომბინაციაა.
  • 7:05 - 7:07
    რომ შეგეძლოს აკეთო რაც გინდა,
    წახვიდე სადაც გინდა
  • 7:07 - 7:08
    და იყო ვინც გინდა.
  • 7:08 - 7:10
    სად წახვიდოდი?
    რას გააკეთებდი?
  • 7:10 - 7:11
    ვინ იქნებოდი?"
  • 7:11 - 7:14
    მე ვთქვი: "არ შემიძლია!
    ზემდეტად მეშინია! ბევრი შიში მაქვს!"
  • 7:14 - 7:18
    იმ ღამეს ჩემი ჩალის მატრასი
    სახლის სახურავზე ავიტანე
  • 7:18 - 7:19
    ვარსკვლავებს ქვემოთ დავუწექი,
  • 7:19 - 7:22
    ღამურების
    კოღოებზე ნადირობას ვუყურებდი
  • 7:22 - 7:26
    და მხოლოდ თრომებზე,
    ოცნებებზე და მიზნებზე ფიქრი შემეძლო
  • 7:26 - 7:28
    და მჩაგვრელებზე დოჯბოლებით.
  • 7:29 - 7:31
    რამდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა.
  • 7:31 - 7:34
    გული სწრაფად მიცემდა,
    მუხლები მიკანკალებდა.
  • 7:34 - 7:36
    ამჯერად ეს შიში არ იყო.
  • 7:36 - 7:38
    მთელი ჩემი სხეული იკრუნჩხებოდა
  • 7:38 - 7:40
    და შემდეგი 5 დღე
  • 7:40 - 7:44
    ხან გონზე და ხან უგონოდ,
    მომაკვდავი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი.
  • 7:44 - 7:48
    ტვინი მიხრუდა
    40 გრადუსიანი მალარიის ცხლებით.
  • 7:48 - 7:52
    და როცა გონზე ვიყავი,
    მხოლოდ თრომებზე ფიქრი შემეძლო.
  • 7:52 - 7:54
    ვფიქრობდი: "რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან"
  • 7:54 - 7:56
    ბოლოს, ჩემი
    21-ე დაბადების დღის წინა ღამეს,
  • 7:56 - 7:58
    გონების სიცხადის მომენტში
  • 7:58 - 8:00
    მივხვდი:
  • 8:00 - 8:02
    მივხვდი, რომ ეს პატარა კოღო,
  • 8:03 - 8:05
    ანოფელეს სტეფენსი,
  • 8:05 - 8:07
    ეს პატარა კოღო,
  • 8:07 - 8:08
    რომელიც 5 მიკროგრამზე ნაკლებს იწონის,
  • 8:08 - 8:10
    მარილის მარცვალზე ნაკლებს,
  • 8:10 - 8:13
    თუ ამ კოღოს შეეძლო
    80 კილოიანი კაცის გათიშვა,
  • 8:13 - 8:15
    მივხვდი ეს ჩემი კრიპტონიტი იყო.
  • 8:15 - 8:17
    შემდეგ მივხვდი,
    არა, არა, ეს კოღო არაა,
  • 8:17 - 8:19
    ეს პატარა პარაზიტია კოღოში,
  • 8:19 - 8:23
    პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, რომელიც
    მილიონზე მეტ ადამიანს კლავს წელიწადში.
  • 8:24 - 8:26
    შემდეგ მივხვდი,
    არა, არა, ეს იმაზე კიდევ უფრო პატარაა,
  • 8:26 - 8:29
    მაგრამ მე ის იმხელად მეჩვენებოდა.
  • 8:29 - 8:30
    მე მივხვდი,
  • 8:30 - 8:31
    შიში იყო ჩემი კრიპტონიტი,
  • 8:31 - 8:32
    ჩემი პარაზიტი,
  • 8:32 - 8:35
    რომელმაც დაასხიჩრა
    და დააპარალიზა მთელი ჩემი ცხოვრება.
  • 8:35 - 8:38
    იცით,
    საფრთხესა და შიშს შორის განსხვავებაა.
  • 8:38 - 8:40
    საფრთხე რეალურია,
  • 8:40 - 8:42
    შიში კი - არჩევანი.
  • 8:42 - 8:44
    და მე მივხვდი, რომ არჩევანი მქონდა:
  • 8:44 - 8:48
    შემეძლო შიშში მეცხოვრა
    და ხელმოცარული მოვმკვდარიყავი იმ ღამეს,
  • 8:49 - 8:52
    ან ჩემი შიშები მომეკლა
  • 8:52 - 8:56
    და ოცნებებს შევწვდენოდი,
    შემეძლო ცხოვრება გამებედა.
  • 8:57 - 9:00
    იცით, არის რაღაც
    მომაკვდავად ყოფნაში
  • 9:00 - 9:04
    და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვისას
    განსაკუთრებით გინდა იცხოვრო.
  • 9:04 - 9:07
    მე მივხვდი, რომ ყველა კვდება,
    მაგრამ სინამდვილეში ყველა არ ცხოვრობს.
  • 9:08 - 9:10
    სიკვდილის დროს ვცხოვრობთ.
  • 9:10 - 9:12
    იცით, როცა სიკვდილს ისწავლით,
  • 9:12 - 9:13
    სინამდვილეში ცხოვრებას სწავლობთ.
  • 9:13 - 9:15
    ამიტომ გადავწყვიტე,
  • 9:15 - 9:17
    ჩემი ისტორია იმ ღამეს შემეცვალა.
  • 9:17 - 9:18
    სიკვდილი არ მინდოდა,
  • 9:18 - 9:20
    პატარა ლოცვა წარმოვთქვი:
  • 9:20 - 9:22
    "ღმერთო,
    თუ 21-ე დაბადების დღემდე მაცოცხლებ,
  • 9:22 - 9:25
    შიშს ჩემი ცხოვრების მართვის
    საშუალებას აღარ მივცემ.
  • 9:25 - 9:27
    შიშების მოკვლას ვაპირებ.
  • 9:27 - 9:30
    ვაპირებ ჩემს ოცნებებს შევწვდე.
  • 9:30 - 9:31
    ჩემი დამოკიდებულებების შეცვლა მინდა.
  • 9:31 - 9:34
    მინდა რაღაც საოცრება გავუკეთო
    ჩემს ცხოვრებას.
  • 9:34 - 9:36
    მინდა ჩემი მიზანი და მოწოდება ვიპოვო.
  • 9:36 - 9:39
    მინდა ვიცოდე,
    რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი."
  • 9:39 - 9:43
    გადავრჩი თუ არა იმ ღამეს, არ გეტყვით.
    ამას გამოსაცნობად დაგიტოვებთ.
  • 9:43 - 9:44
    (სიცილი)
  • 9:44 - 9:47
    მაგრამ იმ ღამეს მე შევადგინე
    ჩემი თრომების პირველი 10-ეული:
  • 9:47 - 9:50
    გადავწყვიტე, რომ მინდოდა
    7 ძირითადი კონტინენტი მომენახულებინა;
  • 9:50 - 9:52
    მსოფლიოს 7 საოცრება მენახა;
  • 9:52 - 9:53
    მესწავლა ბევრი ენა;
  • 9:53 - 9:55
    მეცხოვრა უკაცრიელ კუნძილზე;
  • 9:55 - 9:56
    მეცხოვრა გემზე ოკეანეში;
  • 9:56 - 9:59
    მეცხოვრა ინდიელების ტომთან
    ამაზონის ჯუნგლებში;
  • 9:59 - 10:01
    ავსულიყავი შვედეთის უმაღლეს მთაზე;
  • 10:01 - 10:03
    მინდოდა მენახა ევერესტი მზის ამოსვლისას;
  • 10:03 - 10:05
    მემუშავა მუსიკალურ ბიზნესში ნეშვილში;
  • 10:05 - 10:07
    მემუშავა ცირკში
  • 10:07 - 10:09
    და მინდოდა
    გადმოვმხტარიყავი თვითმფრინავიდან;
  • 10:09 - 10:12
    შემდეგი 20 წლის მანძილზე,
    ამ თრომების უმეტესობა შევასრულე.
  • 10:12 - 10:15
    ყოველ ჯერზე,
    როცა სიიდან შესრულებულ თრომს ვშლიდი,
  • 10:15 - 10:18
    ახალ ხუთს, ან ათს ვამატებდი
    და ჩემი სია იზრდებოდა.
  • 10:19 - 10:23
    შემდეგი 7 წლის მანძილზე,
    ბაჰამის პატარა კუნძულზე ვიცხოვრე
  • 10:23 - 10:25
    დაახლოებით 7 წელი
  • 10:25 - 10:27
    ჩალის ქოხში,
  • 10:29 - 10:34
    საჭმელად ზვიგენებზე და თევზებზე
    შუბით ვნადირობდი, მარტოდმარტო კუნძულზე,
  • 10:34 - 10:36
    წელზე ნაჭრით.
  • 10:37 - 10:39
    ზვიგენებთან ერთად ცურვა ვისწავლე.
  • 10:39 - 10:41
    იქიდან მექსიკაში წავედი
  • 10:41 - 10:45
    და შემდეგ ამაზონის მდინარის აუზში,
    ეკვადორში,
  • 10:45 - 10:48
    პუჯო პონგოში, ეკვადორში,
    იქ ტომთან ერთად ვცხოვრობდი
  • 10:48 - 10:52
    და ნელ-ნელა თრომების საშუალებით
    თავდაჯერებულობა მემატებოდა.
  • 10:52 - 10:55
    წავედი მუსიკალურ ბიზნესში, ნეშვილში
    და შემდეგ შვედეთში,
  • 10:55 - 10:58
    სტოქჰოლმში.
    იქ მუსიკალურ ბიზნესში მუშაობდი,
  • 10:58 - 11:02
    სადაც მთა კებნეკაისეაზე ავედი
    პოლარული წრეზე მაღლა.
  • 11:03 - 11:05
    ვისწავლე ჯამბაზობა,
  • 11:05 - 11:06
    ჟონგლიორობა
  • 11:06 - 11:07
    და ოჩოფეხებით სიარული,
  • 11:07 - 11:10
    ერთბორბლიანზე სიარული,
    ცეცხლის ჭამა, შუშის ჭამა.
  • 11:10 - 11:14
    1997-ში გავიგე, რომ ათზე ნაკლები
    ხმლის მყლაპავი იყო დარჩენილი
  • 11:14 - 11:15
    და ვთქვი: "ეს უნდა გავაკეთო!"
  • 11:15 - 11:18
    შევხვდი ხმლის მყლაპავს
    და რჩევები ვკითხე.
  • 11:18 - 11:20
    მან თქვა: "კი, ორ რჩევას მოგცემ:
  • 11:20 - 11:22
    პირველი: ძალიან სახიფათოა,
  • 11:22 - 11:24
    ამის კეთებისას ხალხი მომკვდარა.
  • 11:24 - 11:25
    მეორე:
  • 11:25 - 11:26
    არ სცადო!"
  • 11:26 - 11:28
    (სიცილი)
  • 11:28 - 11:30
    და მე ის ჩემი თრომების სიას მივამატე.
  • 11:30 - 11:33
    მე ვვარჯიშობდი 10 - 12-ჯერ დღეში
    ყოველდღე,
  • 11:34 - 11:35
    4 წლის მანძილზე.
  • 11:35 - 11:37
    გამოვთვალე...
  • 11:37 - 11:40
    4 x 365 [x 12]
  • 11:40 - 11:43
    დაახლოებით 13 000
    წარუმატებელი ცდა დამჭირდა,
  • 11:43 - 11:45
    სანამ პირველი ხმალი ჩავუშვი ყელში 2001-ში.
  • 11:46 - 11:48
    ამ დროს დავისახე თრომი,
  • 11:48 - 11:51
    რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი გავხდებოდი
    ხმლის ყლაპვაში.
  • 11:51 - 11:54
    მოვძებნე ყველა წიგნი, ჟურნალი,
    გაზეთი და სტატია.
  • 11:54 - 11:58
    ყველა სამედიცინო ანგარიში.
    შევისწავლე ფსიქოლოგია, ანატომია,
  • 11:58 - 12:00
    ვესაუბრე ექიმებს და ექთნებს,
  • 12:00 - 12:02
    დავაკავშირე ყველა ხმლის მყლაპავი,
  • 12:02 - 12:04
    ხმლის მყლაპავთა საერთაშორისო ასოციაციაში
  • 12:04 - 12:07
    და 2 წელში დავამუშავე
    სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომი
  • 12:07 - 12:09
    თემაზე:
    "ხმლის ყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები"
  • 12:09 - 12:11
    რომელიც "British Medical Journal"-ში
    გამოქვეყნდა.
  • 12:11 - 12:12
    (სიცილი)
  • 12:12 - 12:13
    მადლობა.
  • 12:13 - 12:18
    (აპლოდისმენტები)
  • 12:18 - 12:22
    არაჩვეულებრივი რაღაცეები გავიგე
    ხმლის ყლაპვაზე,
  • 12:22 - 12:25
    რაზეც დარწმუნებული ვარ არასდროს გიფიქრიათ,
    მაგრამ დღეის შემდეგ იფიქრებთ.
  • 12:25 - 12:29
    შემდეგზე, როცა სახლში მიხვალთ
    და ხორცს გაჭრით დანით,
  • 12:29 - 12:32
    ან ხმლითმ ან "bestek"-ით
    ეს გაგახსენდებათ...
  • 12:34 - 12:37
    გავიგე რომ ხმლის ყლაპვა ინდოეთში დაიწყო..
  • 12:37 - 12:40
    სწორედ იქ სადაც ის
    20 წლისამ პირველად ვნახე...
  • 12:40 - 12:42
    დაახლოებით 4000 წლის წინ,
    დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს.
  • 12:42 - 12:46
    ბოლო 150 წლის მანძილზე
    ხმლის მყლაპავებს იხმარენ
  • 12:46 - 12:47
    მედიცინის და მეცნიერების სფეროში,
  • 12:47 - 12:51
    მკვრივი ენდოსკოპის შექმნისთვის
  • 12:51 - 12:54
    1868 წელს ადოლფ კუსმაულის მიერ,
    ფრაიბურგში, გერმანიაში;
  • 12:54 - 12:57
    1906 წელს ელექტროკარდგიორამისთვის, უელსში,
  • 12:57 - 13:00
    ყლაპვის მოშლილობების და მონელების
    შესასწავლად
  • 13:00 - 13:02
    ბრონქოსკოპებისთვის,
    ამ ტიპის რაღაცაში.
  • 13:02 - 13:04
    მაგრამ ბოლო 150 წლის მანძილზე
  • 13:04 - 13:08
    ცნობილია ასობით ტრავმა
    და ათობით სიკვდილი...
  • 13:08 - 13:15
    აი, მკვრივი ენდოსკოპი,
    რომელიც ადოლფ კუსმაულმა შექმნა,
  • 13:15 - 13:19
    მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ,
    რომ ბოლო 150 წლის მანძილზე 29 მოკვდა
  • 13:19 - 13:23
    ლონდონში, ამ ხმლის მყლაპავის ჩათვლით,
    რომელსმაც საკუთარი გული ხმლით გახვრიტა.
  • 13:23 - 13:25
    ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ 3-დან 8-მდე
  • 13:25 - 13:28
    სერიოზული ხმლის ტრავმა
    ფიქსირდება ყოველ წელს.
  • 13:28 - 13:30
    მე ეს ვიცი, რადგან მირეკავენ.
  • 13:30 - 13:31
    ახლახანს ორმა დამირეკა,
  • 13:31 - 13:34
    ერთმა შვედეთიდან და მეორემ ორლანდოდან
    მხოლოდ ბოლო ორ კვირაში,
  • 13:34 - 13:37
    ხმლის მყლაპავებმა, რომლებიც
    საავადმყოფოებში არიან ტრავმირებულები.
  • 13:37 - 13:39
    ასე რომ, ეს ძალიან სახიფათოა.
  • 13:39 - 13:42
    ასევე გავიგე, რომ ბევრს
  • 13:42 - 13:44
    2-დან 10 წლამდე საჭირდება იმისთვის,
  • 13:44 - 13:46
    რომ ხმლის ყლაპვა ისწავლოს.
  • 13:46 - 13:48
    მაგრამ ყველაზე საოცარი აღმოჩენა ის იყო,
  • 13:48 - 13:51
    თუ როგორ სწავლობენ ხმლის მყლაპავები,
    რომ შეძლონ შეუძლებელი
  • 13:51 - 13:53
    და ვაპირებ ერთი საიდუმლო გითხრათ:
  • 13:54 - 13:58
    ნუ კონცენტრირდებით იმ 99.9%-ზე,
    რომელიც შეუძლებელია.
  • 13:58 - 14:02
    კონცენტრირდით 0.1%-ზე რომელიც შესაძლებელია
    და გაარკვიეთ როგორაა შესაძლებელი.
  • 14:03 - 14:06
    ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ,
    ხმლის მყლაპავის გონებაში წაგიყვანოთ.
  • 14:06 - 14:09
    იმისთვის რომ ხმალი გადაყლაპოთ,
    საჭიროა მედიტაცია,
  • 14:09 - 14:13
    სამართებელივით მახვილი კონცენტრაცია,
    ქინძისთავის სიზუსტე იმისთვის,
  • 14:13 - 14:17
    რომ შინაგანი ორგანოების იზოლაცია მოახდინოთ
    და სხეულის ინსტიქტური რეფლექსები დაძლიოთ
  • 14:17 - 14:20
    გაძლიერებული ტვინის სინაფსებით
    განმეორებითი მოტორული მეხსიერებით
  • 14:20 - 14:24
    10 000-ზე მეტჯერ
    მიზანმიმართული ვარჯიშით.
  • 14:24 - 14:28
    ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ
    ხმლის მყლაპავის სხეულში წაგიყვანოთ.
  • 14:28 - 14:30
    იმისთვის რომ ხმალი გადავყლაპო,
  • 14:30 - 14:32
    იგი ჩემ ენაზე უნდა გავაცურო,
  • 14:32 - 14:35
    საყლაპავის კისრის ნაწილში
    პირღებინების რეფლექსი შევიკავო,
  • 14:35 - 14:38
    ჩავაბრუნო 90 გრადუსით
    ხორხსარქველში,
  • 14:38 - 14:41
    გავიარო ბეჭდხახა,
    საყლაპავის ზედა სპინქტერი,
  • 14:41 - 14:43
    შევიკავო პერისტალტიკის რეფლექსი,
  • 14:43 - 14:44
    ჩავაცურო ხმალი გულმკერდის ღრუში
  • 14:44 - 14:46
    ფილტვებს შორის,
  • 14:46 - 14:48
    ამ დროს,
  • 14:48 - 14:50
    გული გევრდით უნდა მივწიო.
  • 14:50 - 14:52
    თუ კარგად დააკვირდებით,
  • 14:52 - 14:54
    დაინახავთ რომ გული
    ხმალთან ერთად ფეთქავს,
  • 14:54 - 14:55
    რადგან ის გულზეა მიბჯენილი,
  • 14:55 - 14:59
    რომლისგან სანტიმეტრის მესამედი სისქის
    საყლაპავი მილის ქსოვილი აცალკევებს.
  • 14:59 - 15:00
    ამის გაყალბება შეუძლებელია.
  • 15:00 - 15:02
    შემდეგ ხმალმა მკერდის ძვალი უნდა გაიაროს,
  • 15:02 - 15:05
    საყლაპავის ქვედა სპინქტერს გაცდეს კუჭამდე,
  • 15:05 - 15:09
    კუჭში ღებინების რეფლექსი უნდა შევიკავო
    და ბოლოს თორმეტგოჯა ნაწლავამდე.
  • 15:09 - 15:10
    უადვილესია.
  • 15:10 - 15:11
    (სიცილი)
  • 15:11 - 15:13
    ამის იქით რომ წავსულიყავი,
  • 15:13 - 15:18
    ბოლომდე ფალოპის მილებამდე.
  • 15:18 - 15:21
    ბიჭებო, ამაზე შეგიძლიათ
    თქვენს ცოლებს ჰკითხოთ მოგვიანებით...
  • 15:22 - 15:24
    ხალხი მეკითხება:
  • 15:24 - 15:27
    "დიდი სიმამაცე სჭირდება
    სიცოცხლის გარისკვას,
  • 15:27 - 15:29
    გულის მიწევას და ხმლის გადაყლაპვას..."
  • 15:29 - 15:31
    არა, რაც ნამდვილად მოითხოვს სიმამაცეს
  • 15:31 - 15:33
    არის შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
    უსუსური ბავშვისთვის
  • 15:33 - 15:36
    წარუმატებლობის და უარყოფის გარისკვა,
  • 15:36 - 15:37
    გულის გადაშლა
  • 15:37 - 15:38
    და სიამაყის გადაყლაპვა
  • 15:38 - 15:41
    და აქ,
    სრულიად უცხო ადამიანების წინაშე გამოსვლა
  • 15:41 - 15:44
    და მისი ამბის მოყოლა,
    საკუთარ შიშებზე და ოცნებებზე,
  • 15:44 - 15:48
    პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით
    შიგნეულობის გამოფენის გარისკვა,
  • 15:48 - 15:49
    იცით... მადლობა.
  • 15:49 - 15:54
    (აპლოდისმენტები)
  • 15:54 - 15:56
    იცით, მართლაც საოცარი რამაა,
  • 15:56 - 15:59
    რომ ყოველთვის მინდოდა რაღაც
    არაჩვეულებრივის გაკეთება ჩემ ცხოვრებაში
  • 15:59 - 16:00
    და ახლა ვაკეთებ.
  • 16:00 - 16:03
    მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი რამ
    ის კი არაა,
  • 16:03 - 16:06
    რომ 21 ხმლის გადაყლაპვა
    შემიძლია ერთდროულად,
  • 16:08 - 16:10
    ან 6 მეტრზე წყლის ქვეშ ავზში
    88 ზვიგენით და თევზით
  • 16:10 - 16:12
    "Ripley's Believe It or Not"-თვის
  • 16:14 - 16:18
    ან 815°-მდე ცხელის"Stan Lee's Superhumans"
    -თვის (არაჩვეულებრივი უნარების შოუ)
  • 16:18 - 16:19
    როგორც "ფოლადის კაცს: სუპერმენს!"
  • 16:20 - 16:22
    და ეს ოხერი მართლაც ცხელი იყო!
  • 16:22 - 16:25
    ან მანქანის ხმლით გათრევა "Ripley's"-თვის
  • 16:25 - 16:26
    ან გინესისთვის,
  • 16:26 - 16:29
    ან ამერიკული ნიჭიერის ფინალში გასვლა,
  • 16:29 - 16:32
    ან 2007 წლის
    იგნობელის პრიზის მიღება მედიცინაში.
  • 16:32 - 16:34
    არა, ეს არ არის ნამდვილი საოცრება.
  • 16:34 - 16:36
    ხალხი ასე ფიქრობს.
    არა, არა, არა. ეს არაა.
  • 16:36 - 16:38
    ნამდვილი საოცრება ისაა,
  • 16:38 - 16:41
    რომ ღმერთმა ამ შეშინებულ, მორცხვ,
    გამხდარ, უსუსურ ბავშვს
  • 16:41 - 16:42
    ვისაც სიმაღლის ეშინოდა,
  • 16:42 - 16:44
    წყლის და ზვიგენების,
  • 16:44 - 16:46
    ექიმების და ექთნების,
    ნემსების და ბასრი საგნების
  • 16:46 - 16:48
    და ადამიანებთან საუბრის ეშინოდა,
  • 16:48 - 16:50
    შემაძლებინა, რომ ახლა მე მსოფლიოს გარშემო
  • 16:50 - 16:51
    9 000 მ. სიმაღლეზე დავფრინავ
  • 16:51 - 16:54
    ვყლაპავ ბასრ საგნებს
    წყალქვეშ ზვიგენიან ავზებში
  • 16:54 - 16:57
    და მსოფლიოს გარშემო ვესაუბრები ექიმებს
    და ექთნებს და თქვენნაირ პუბლიკას.
  • 16:57 - 16:59
    ეს არის ნამდვილად საოცარი რამ ჩემთვის.
  • 16:59 - 17:02
    მე ყოველთვის მინდოდა
    შეუძლებელი შემძლებოდა...
  • 17:02 - 17:02
    მადლობა.
  • 17:02 - 17:04
    (აპლოდისმენტები)
  • 17:04 - 17:05
    მადლობა.
  • 17:06 - 17:09
    (აპლოდისმენტები)
  • 17:10 - 17:13
    ყოველთვის მინდოდა შეუძლებელი შემძლებოდა
    და ახლა შემიძლია.
  • 17:13 - 17:16
    მინდოდა რაღაც მექნა ჩემი ცხოვრებისთვის
    და მსოფლიო შემეცვალა
  • 17:16 - 17:17
    და ახლა ვაკეთებ ამას.
  • 17:17 - 17:20
    სულ მინდოდა მსოფლიოს გარშემო მეფრინა
    სუპერადამიანური გმირობებისთვის
  • 17:20 - 17:22
    და ადამიანები გადამერჩინა და ახლა ვაკეთებ.
  • 17:22 - 17:23
    და იცით რა?
  • 17:23 - 17:26
    ჯერ კიდევ არსებობს პატარა ბიჭის
    დიდი ოცნების რაღაც ნაწილი
  • 17:26 - 17:27
    ღრმად გულში.
  • 17:30 - 17:36
    (სიცილი) (აპლოდისმენტები)
  • 17:37 - 17:40
    და იცით, ყოველთვის მინდოდა მეპოვა
    ჩემი მიზანი და მოწოდება
  • 17:40 - 17:42
    და ახლა ვიპოვე ის.
  • 17:42 - 17:43
    მაგრამ იცით რა?
  • 17:43 - 17:46
    ეს არაა ხმლებზე, ის არაა რაზეც ფიქრობთ
    ჩემ ძლიერ მხარეებზე.
  • 17:46 - 17:49
    ის ჩემს სისუსტეს შეეხება, ჩემს სიტყვებს.
  • 17:49 - 17:51
    ჩემი მიზანი და მოწოდება
    მსოფლიოს შეცვლაა
  • 17:51 - 17:52
    შიშის გაპობით,
  • 17:52 - 17:55
    თითო ხმლით, თითო სიტყვით,
  • 17:55 - 17:57
    თითო დანით, თითო ცხოვრებით,
  • 17:58 - 18:00
    შთავაგონო ადამიანებს იყვნენ სუპერგმირები
  • 18:00 - 18:02
    და შეძლონ შეუძლებელი მათ ცხოვრებაში.
  • 18:02 - 18:05
    ჩემი მიზანია დავეხმარო სხვებს
    იპოვონ საკუთარი.
  • 18:05 - 18:06
    რა არის თქვენი?
  • 18:06 - 18:07
    რა არის თქვენი მიზანი?
  • 18:07 - 18:09
    რისთვის ხართ მოვლენილები?
  • 18:09 - 18:12
    მე ვფიქრობ
    ყველანი სუპერგმირობისთვის ვართ აქ.
  • 18:12 - 18:14
    რა არის თქვენი განსკუთრებულობა?
  • 18:15 - 18:18
    მსოფლიო მოსახლეობის
    7 მილიარდი ადამიანიდან,
  • 18:18 - 18:20
    რამდენიმე ათეულზე ნაკლები ხმლის მყლაპავია
  • 18:20 - 18:22
    დარჩენილი მსოფლიოში დღესდღეობით.
  • 18:22 - 18:24
    მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთი თქვენ ხართ.
  • 18:24 - 18:25
    თქვენ უნიკალური ხართ.
  • 18:25 - 18:26
    რა არის თქვენი ამბავი?
  • 18:26 - 18:28
    რა განგასხვავებთ სხვისგან?
  • 18:28 - 18:29
    მოყევით თქვენი ამბავი.
  • 18:29 - 18:31
    მაშინაც თუ თქვენი ხმა წვრილი და მერყევია.
  • 18:31 - 18:33
    რა არის თქვენი თრომები?
  • 18:33 - 18:36
    ნებისმიერი რამის გაკეთება რომ შეგეძლოთ,
    იყოთ ვინც გინდათ, წახვიდეთ სადაც გინდათ
  • 18:36 - 18:38
    რას გააკეთებდით?
    სად წახვიდოდით?
  • 18:38 - 18:39
    რას გააკეთებდით?
  • 18:39 - 18:40
    რა გინდათ უქნათ თქვენს ცხოვრებას?
  • 18:40 - 18:42
    რა არის თქვენი დიდი ოცნებები?
  • 18:42 - 18:44
    რა იყო თქვენი დიდი ოცნებები პატარაობაში?
    გაიხსენეთ.
  • 18:44 - 18:46
    დარწმუნებული ვარ ეს არ იყო, არა?
  • 18:46 - 18:48
    რა იყო თქვენი ყველაზე გიჟური ოცნებები,
  • 18:48 - 18:50
    რომელიც ძალიან უცნაური
    და გაუგებარი გეგონათ?
  • 18:50 - 18:54
    დარმწუნებული ვარ ეს თქვენს ოცნებებს
    ისე უცნაურად აღარ აჩენს, არა?
  • 18:55 - 18:57
    რა არის თქვენი ხმალი?
  • 18:57 - 18:59
    ყოველ თქვენგანს აქვს ხმალი.
  • 18:59 - 19:01
    ორლესული შიშების და ოცნებების ხმალი.
  • 19:01 - 19:04
    გადაყლაპეთ თქვენი ხმალი
    რაც არ უნდა იყოს ის.
  • 19:04 - 19:06
    გაყევით თქვენს ოცნებებს,
    ბატონებო და ქალბატონებო,
  • 19:06 - 19:09
    არასდროსაა გვიანი,
    იყოთ ის რაც გინდოდათ რომ ყოფილიყავით.
  • 19:10 - 19:13
    იმ დოჯბოლებიან მჩაგვრელებს რაც შეეხება,
    იმ ბავშვებს ვისაც ეგონათ,
  • 19:13 - 19:15
    რომ მე ვერასდროს შევძლებდი შეუძლებელს,
  • 19:15 - 19:18
    მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუთხრა:
  • 19:18 - 19:19
    მადლობა.
  • 19:19 - 19:22
    რადგან ის არამზადები რომ არა,
    სუპერგმირები არ გვეყოლებოდა.
  • 19:23 - 19:27
    აქ იმისთვის ვარ რომ დაგიმტკიცოთ,
    შეუძლებელი არაა შეუძლებელი.
  • 19:28 - 19:32
    ეს ძალიან სახიფათოა.
    ამან შეიძლება მომკლას.
  • 19:32 - 19:34
    იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
  • 19:34 - 19:35
    (სიცილი)
  • 19:36 - 19:39
    თქვენი დახმარება დამჭირდება ამაში.
  • 19:47 - 19:48
    აუდიტორია: ორი, სამი.
  • 19:48 - 19:52
    დენ მეიერი: არა, არა, არა. თქვენი
    დახმარება თვლისას მჭირდება. ყველასი კარგი?
  • 19:52 - 19:53
    (სიცილი)
  • 19:53 - 19:56
    სიტყვები თუ იცით? კარგი?
    დაითვალეთ ჩემთან ერთად. მზად ხართ?
  • 19:56 - 19:57
    ერთი.
  • 19:57 - 19:58
    ორი.
  • 19:58 - 19:59
    სამი.
  • 19:59 - 20:01
    არა, ეს ორია, მაგრამ თქვენ მიხვდით.
  • 20:07 - 20:08
    აუდიტორია: ერთი.
  • 20:08 - 20:09
    ორი.
  • 20:09 - 20:10
    სამი.
  • 20:11 - 20:13
    (სუნთქვა)
  • 20:14 - 20:16
    (აპლოდისმენტები)
  • 20:16 - 20:17
    დ.მ.: აჰა!
  • 20:17 - 20:23
    (აპლოდისმენტები)(ოვაციები)
  • 20:23 - 20:25
    დიდი მადლობა.
  • 20:25 - 20:29
    მადლობა, მადლობა, მადლობა.
    მადლობა ჩემი გულის ფსკერიდან.
  • 20:29 - 20:31
    პრინციპში მადლობა ჩემი კუჭის ფსკერიდან.
  • 20:32 - 20:35
    გითხარით რომ აქ შეუძლებელის შეძლებისთვის
    მოვედი და ახლა ეს გავაკეთე.
  • 20:35 - 20:38
    მაგრამ ეს არ იყო შეუძლებელი.
    ამას ყოველდღე ვაკეთებ.
  • 20:38 - 20:42
    შეუძლებელი იყო იმ შეშინებული, მორცხვი,
    გამხდარი, უსუსური ბავშვისთვის
  • 20:42 - 20:45
    საკუთარი შიშებისთვის თვალში ჩახედვა
    TEDx სცენაზე გამსოვლა.
  • 20:45 - 20:47
    და მსოფლიოს შეცვლა, თითო სიტყვით,
  • 20:47 - 20:49
    თითო ხმლით, თითო ცხოვრებით.
  • 20:49 - 20:52
    თუ ახლებურად დაგაფიქრეთ,
    თუ დაგაჯერეთ,
  • 20:52 - 20:54
    რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი,
  • 20:54 - 20:58
    თუ დაგარწმუნეთ, რომ შეგიძლიათ
    შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში,
  • 20:58 - 21:01
    მაშინ ჩემი საქმე შესრულებულია
    და თქვენი კი ახლა იწყება.
  • 21:01 - 21:04
    არასდროს შეწყვიტოთ ოცნება.
    არასდროს შეწყვიტოთ რწმენა.
  • 21:05 - 21:06
    მადლობა რომ დამიჯერეთ
  • 21:06 - 21:08
    და მადლობა რომ იყავით ჩემი ოცნების ნაწილი.
  • 21:08 - 21:10
    და აი ჩემი საჩუქარი თქვენ:
  • 21:10 - 21:11
    შეუძლებელი არ არის...
  • 21:11 - 21:13
    აუდიტორია: შეუძლებელი.
  • 21:13 - 21:15
    გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი.
  • 21:15 - 21:20
    (აპლოდისმენტები)
  • 21:20 - 21:21
    მადლობა.
  • 21:21 - 21:25
    (აპლოდისმენტები)
  • 21:26 - 21:28
    (ოვაციები)
  • 21:28 - 21:30
    წამყვანი: მადლობა, დენ მეიერ, ვაუ!
Title:
შეძლო შეუძლებელი, გააპო შიში | დენ მეიერი | TEDxMaastricht
Description:

გინდათ იყოთ სუპერგმირი და შეძლოთ შეუძლებელი? დენ მეიერს სჯერა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ჩვენი შიშები და რამდენად გიჟური ჩვენი ოცნებები, ყოველ ჩვენგანს აქვს პოტენციალი იყოს სუპერგმირი, შეძლოს შეუძლებელი და შეცვალოს მსოფლიო. დენი ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოს დირექტორია, რომელიც ობლებს ეხმარება ყაზახეთში. ის გვიზიარებს, თუ როგორ დაძლია ბავშვობის ძლიერი შიშები, სოციალური შფოთვითი აშლილობა და ჩაგვრა, იმისთვის რომ სუპერადამიანობისთვის მიეღწია, გამხდარიყო ამერიკული ნიჭიერის ფინალისტი, მოეგო 2007 იგნობელის პრემია (Ig Nobel Prize) მედიცინის დარგში ჰარვარდში და გამხდარიყო 39-ე მსოფლიო რეკორდსმენი და წამყვანი ექსპერტი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დარგში, ხმლის ყლაპვაში. ის მოწოდებულია შთააგონოს ადამიანებს, რომ მათ საკუთარ ცხოვრებაშიც შეძლონ შეუძლებელი.

მის პირველ TED გამოსვლაში, დენი მაყურებლებს უყვება საკუთარ გრძელ გზაზე ძლიერი შიშებიდან დიდ მიღწევებამდე, თავდაუჯერებლობიდან მსოფლიო რეკორდამდე, ხელმოცარულობიდან იგნობელის გამარჯვებულობამდე და უნებისყოფობიდან ამრიკული ნიჭიერის ფინალისტობამდე. დენი გვიზიარებს ხმლის ყლაპვის უძველესი ხელოვნების მეცნიერულ ახსნას და აღგვიწერს მის ძიების პროცესს სუპერადამიანური მიღწევებისკენ, წარუმატებლობების დაძლევისკენ და ადამიანის სხეულის შესაძლევბლობების ფარგლებისკენ იმისთვის, რომ შეძლოთ შეუძლებელი და შეცვალოთ მსოფლიო. ის გვიზიარებს თუ როგორ უნდა გააპოთ შიში იმისთვის, რომ შეუძლებელს მიაღწიოთ თქვენ ცხოვრებაში!

ეს TEDx გამოსვლა ადგილბრივად, TED კონფერენციებისგან დამოუკიდებლად იქნა ორგანიზებული.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDxTalks
Duration:
21:38

Georgian subtitles

Revisions