საკითხების განსხვავებული ხედვა
-
0:00 - 0:02მე ხელში მაქვს
-
0:02 - 0:05ელექტრონული სიგარეტი.
-
0:05 - 0:09და მას შემდეგ რაც ის შექმნეს დაახლოებით ერთი-ორი წლის წინ,
-
0:09 - 0:11მოაქვს ჩემთვის ენითაუწერელი ბედნიერება.
-
0:11 - 0:12(სიცილი)
-
0:12 - 0:15ნაწილობრივ ნიკოტინის გამო,
-
0:15 - 0:17თუმცა არის უფრო სერიოზული მიზეზიც.
-
0:17 - 0:22მას შემდეგ რაც ბრიტანეთში, საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალეს მოწევა,
-
0:22 - 0:26მე აღარ მომწონდა წვეულებებზე სიარული.
-
0:26 - 0:27(სიცილი)
-
0:27 - 0:31მიზეზი არის იმაში - სულ რაღაც გუშინ მივხვდი ამას -
-
0:31 - 0:32რომ როდესაც წვეულებაზე ხარ, დგახარ
-
0:32 - 0:34და გიჭირავს ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი
-
0:34 - 0:36და გაუჩერებლად საუბრობ ხალხთან,
-
0:36 - 0:39არ გინდება გაუჩერბლად საუბარი.
-
0:39 - 0:40ეს ძალიან, ძალიან დამღლელია.
-
0:40 - 0:44ზოგჯერ გინდება სიჩუმეში ყოფნა, მარტოს საკუთარ ფიქრებთან.
-
0:44 - 0:49ან დადგე კუთხეში და იყურო ფანჯრიდან.
-
0:49 - 0:52მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ არ ეწევი,
-
0:52 - 0:56დგახარ მარტო და იყურები ფანჯარაში,
-
0:56 - 0:59გავხარ მარტოხელა იდიოტს.
-
0:59 - 1:00(სიცილი)
-
1:00 - 1:04მაგრამ თუ დგახარ მარტო, იყურები ფანჯრდან და ეწევი სიგარეტს,
-
1:04 - 1:07გავხარ ფილოსოფოსს.
-
1:07 - 1:08(სიცილი)
-
1:08 - 1:14(აპლოდისმენტები)
-
1:14 - 1:18უნარი შევაფასოთ საგნები განსხვავებული კუთხით
-
1:18 - 1:22დასაფასებელია.
-
1:22 - 1:25ორი მსგავსი, ფაქტობრივად იდენტური ქმედება
-
1:25 - 1:27მაგრამ ერთი ამაღლებს განწყობას
-
1:27 - 1:31ხოლო მეორე, საკმარისია მასში შევიტანოთ პატარა ცვლილება
-
1:31 - 1:33დგები საშინელ ხასიათზე.
-
1:33 - 1:36მე ვფიქრობ კლასიკური ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის
-
1:36 - 1:39გაჭედვა (გაშეშება, ჩაციკვლა) რეალობაზე.
-
1:39 - 1:43რეალობა კი არ არის საუკეთესო გამცილებელი ადამიანების ბედნიერების გზაზე.
-
1:43 - 1:45მაგალითად რატომ,
-
1:45 - 1:48არიან თუ არა პენსიონრები უფრო ბედნიერნი
-
1:48 - 1:51ვიდრე ახალგაზრდა უმუშევრები?
-
1:51 - 1:54ისინი ორივე არიან ცხოვრების ერთ ეტაპზე, ერთი და იგივე საფეხურზე.
-
1:54 - 1:58ორივეს აქვს უამრავი დრო და ცოტა ფული.
-
1:58 - 2:01სტატისტიკაზე დაყრდნობით კი პენსიონრები გაცილებით უფრო ბედნიერნი არიან,
-
2:01 - 2:04იმ დროს როცა ახალგაზრდა უმუშევრები არიან ძალიან უბედურნი და დეპრესიულნი.
-
2:04 - 2:09მიზეზი ვფიქრობ არის იმაში რომ პენსიონრები ფიქრობენ რომ ეს მათი არჩევანია,
-
2:09 - 2:11მაშინ როცა უმუშევრები ფიქრობენ
-
2:11 - 2:14რომ ეს მათი ნების წინააღმდეგ ხდება.
-
2:14 - 2:18ინგლისში საშუალო ფენის წარმომადგენლებმა იპოვეს არაჩვეულებრივი გამოსავალი,
-
2:18 - 2:20მათ გადააფასეს უმუშევრობის გაგება.
-
2:20 - 2:23თუ შენ ხარ ინგლისელი საშუალო კლასის წარმომადგენელი,
-
2:23 - 2:26შენ შეგიძლია უმუშევრობას დაარქვა ერთწლიანი შვებულება.
-
2:26 - 2:27(სიცილი)
-
2:27 - 2:31ამიტომაც თუ გყავს უმუშევარი შვილი მაგალითად მანჩესტერში
-
2:31 - 2:33ეს დიდი სირცხვილია
-
2:33 - 2:36მაგრამ თუ გყავს უმუშევარი შვილი ტაილანდში
-
2:36 - 2:39ეს მიღწევად ეთვლება.
-
2:39 - 2:40(სიცილი)
-
2:40 - 2:43უნარი რომ შეხედო მოვლენებს სხავასხვა კუთხიდან --
-
2:43 - 2:48გამოცდილებას, დანახარჯებს, საგნებს
-
2:48 - 2:51არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს მოვლენები რეალობაში,
-
2:51 - 2:53არამედ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მათ --
-
2:53 - 2:55მე გულწრფელად ვფიქრბ რომ ეს თვისება დასაფასებელია.
-
2:55 - 2:58არის ასეთი ექსპერიმენტი რომელიც თუ არ ვცდები დანიელ პინკმა ახსენა,
-
2:58 - 3:00როდესაც ორ ძაღლს სვამენ ყუთში,
-
3:00 - 3:05რომელსაც ელექტრო იატაკი აქვს.
-
3:05 - 3:09დროდადრო ამ იატაკში გადის ელექტროენერგია
-
3:09 - 3:12რომელიც ტკივილს აყენებს ძაღლებს.
-
3:12 - 3:17ერთი განსხვავებაა მხოლოდ, ერთ ძაღლს თავის კუთხეში აქვს პატარა ღილაკი.
-
3:17 - 3:20და როდესაც მიაწვება ღილაკს, დენი ჩერდება
-
3:20 - 3:23მეორე ძაღლს კი ეს ღილაკი არა აქვს.
-
3:23 - 3:28ორივე ძაღლს თანაბარი ტკივილი ადგება
-
3:28 - 3:30მაგრამ მას არ აქვს გავლენა გარემოებაზე.
-
3:30 - 3:35როგორც წესი პირველი ძაღლი შედარებით კმაყოფილია,
-
3:35 - 3:38მეორე კი ვარდება სრულ დეპრესიაში.
-
3:38 - 3:43ჩვენი ცხოვრების გარემოებამ შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ჩვენს ბედნიერებაზე
-
3:43 - 3:48ვიდრე კონტროლის შეგრძნებამ რაც გვაქვს ჩვენს ცხოვრებაზე.
-
3:48 - 3:50ეს საინტერესო შეკითხვაა.
-
3:50 - 3:54ჩვენ ვდაობთ - მთელი დასავლური სამყარო დაობს
-
3:54 - 3:56გადასახადების სიდიდეზე.
-
3:56 - 3:58მაგრამ მე ვფიქორბ ამ საკითხის მეორე მხარეზე უნდა ვიდავოთ,
-
3:58 - 4:01რა დონეზე ვაკონტროლებთ ჩვენ ჩვენი გადასახადებით შეგროვილ თანხას.
-
4:01 - 4:06ერთ კონტექსტში 10 ფუნტი შეიძლება მოგვეჩვენოს საშინელებად (წყევლად).
-
4:06 - 4:12მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში, იგივე 10 ფუნტს დავხარჯავთ სიხარულით.
-
4:12 - 4:16თქვენ იცით, რომ თუ ჩვენ გადავიხდით 20 000 ფუნტს ჯანდაცვისთვის
-
4:16 - 4:18ვგრძნობთ თავს გაძარცვულად,
-
4:18 - 4:22მაგრამ თუ შევწირავთ იგივე თანხას საავადმყოფოს საჭიროებისთვის
-
4:22 - 4:24ვგრძნობთ თავს ფილანტროპად.
-
4:24 - 4:28მგონი არასწორ ქვეყანაში ვარ იმისათვის რომ ვისაუბრო გადასახადებს გადახდაზე.
-
4:28 - 4:30(სიცილი)
-
4:30 - 4:35კიდევ ერთი მაგალითი, როგორი მნიშვნელობა აქვს მიწოდების ფორმას.
-
4:35 - 4:37ამას დაუძახებთ საბერძნეთის გადარჩენას
-
4:37 - 4:41თუ იმ სულელი ბანკების გადარჩენას რომელმაც საბერძნეთს ფული ასესხა,
-
4:41 - 4:44ეს ერთი და იგივეა,
-
4:44 - 4:46მაგრამ რასაც დაარქმევთ ამას პრინციპში განსაზღვრავს ის
-
4:46 - 4:50თუ როგორ მოქმედებთ, როგორ რეაგირებთ ამ ფაქტზე რაციონალურად და მორალურად.
-
4:50 - 4:53მე ვფიქრობ ფსიქოლოგიური ფასეულობა ძალიან მნიშვნელოვანია
-
4:53 - 4:56ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, პროფესორი ნიკ ჩარტერი,
-
4:56 - 4:59რომელიც არის ლონდონში გადაწყვეტილების მიღების თეორიის სპეციალისტი,
-
4:59 - 5:01ფიქრობს რომ ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ
-
5:01 - 5:03ადამიანში დაფარული სიღრმეების ძებნას
-
5:03 - 5:06და მეტი დრო დავუთმოთ, იმას რაც არ არის ღრმად მაგრამ დამალულია.
-
5:06 - 5:08მე ვფიქრობ რომ ეს მართალია.
-
5:08 - 5:11მე ვფიქრობ რომ სუბიექტურ შეხედულებას აქვს უზარმაზარი ეფექტი
-
5:11 - 5:13იმაზე, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და რასაც ვაკეთებთ.
-
5:13 - 5:17მაგრამ რაც ჩვენ არ გვაქვს არის ადამიანის ფსიქიკის რეალურად კარგი მოდელი.
-
5:17 - 5:19ყოველ შემთხვევაში კანემანამდე,
-
5:19 - 5:22ჩვენ არ გვქონდა ადამიანის ფსიქოლოგიის კარგი მოდელი
-
5:22 - 5:27რომ შეგვედარებინა ინჟინერიის ან ნეოკლასიკური ეკონომიკის მოდელისთვის.
-
5:27 - 5:31ასე რომ, ადამიანებს რომელთაც სჯეროდათ ფსიქოლოგიურ გადაწყვეტილების არ ჰქონდათ მოდელი
-
5:31 - 5:33ჩვენ არ გვქონდა სამოქმედო ჩარჩო.
-
5:33 - 5:36ეს არის ის, რასაც უორენ ბაფეტის ბიზნეს პარტნიორი, ჩარლი მანგერი ეძახის
-
5:36 - 5:38"რკინის ბადე, სადაც უნდა ჩამოკიდოთ თქვენი იდეები."
-
5:38 - 5:42ინჟინრებს, ეკონომისტებს, კლასიკურ ეკონომისტებს
-
5:42 - 5:45ჰქონდა ძალიან მყარი რკინის ბადე
-
5:45 - 5:48სადაც შეიძლებოდა პრაქტიკულად ყველა იდეის დაკიდება.
-
5:48 - 5:51ჩვენ უბრალოდ გვაქვს სხვადასხვა ინდივიდების იდეები
-
5:51 - 5:54საერთო მოდელის გარეშე.
-
5:54 - 5:58და ეს ნიშნავს რომ გამოსავლის ძიებაში,
-
5:58 - 6:00შეფასებისას გადავაჭარბეთ
-
6:00 - 6:05რასაც ვეძახით ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ნიუტონურ გადაწყვეტილებებს
-
6:05 - 6:07და არ დავაფასეთ ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებები.
-
6:07 - 6:09თქვენ ალბათ გახსოვთ მაგალითი რომელიც მე მოვყევი - ევროსტართან დაკავშირებით.
-
6:09 - 6:126 მილიონი ფუნტი დაიხარჯა მგზავრობის დროის შესამცირებლად
-
6:12 - 6:16პარიზსა და ლონდონს შორის, რომელიც 40 წუთია.
-
6:16 - 6:20ამ თანხის მხოლოდ 0.01 პროცენტით შეიძლებოდა უკაბელო ინტერნეტის დაყენება მატარებელში,
-
6:20 - 6:23რომელიც მართალია არ შეამცირებდა მგზავრობის ხანგრძლივობას,
-
6:23 - 6:27მაგრამ უფრო გასართობი და სასარგებლო იქნებოდა მგზავრობაში გატარებული დრო.
-
6:27 - 6:29ალბათ ამ თანხის 10 პროცენტი,
-
6:29 - 6:32ეყოფოდა რომ აგვენაზღაურებინა მსოფლიოს საუკეთესო ტოპ მოდელი გოგოები და ბიჭები
-
6:32 - 6:38რომ ევლოთ ვაგონებს შორის და მგზავრებისთვის უფასოდ დაერიგებინათ შატო პეტრუსი.
-
6:38 - 6:41და დაგრჩებოდათ 5 მილიონი ფუნტი ხურდაში,
-
6:41 - 6:44და მგზავრები მოითხოვდნენ რომ უფრო ნელა ევლო მატარებელს.
-
6:44 - 6:46(სიცილი)
-
6:46 - 6:49რატომ არ მოგვეცა საშუალება
-
6:49 - 6:51რომ გადაგვეჭრა ეს პრობლემა ფსიქოლოგიურად?
-
6:51 - 6:54მე ვფიქრობ იმიტომ რომ დისბალანსი და ასიმეტრიაა,
-
6:54 - 6:59იმაში თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ შემოქმედებით, კრეატიულ, ემოციით ნაკარნახევ ფსიქოლოგიურ იდეებს
-
6:59 - 7:04და რაციონალურ, ციფრებით განმტკიცებულ, ცხრილების მსგავს იდეებ შორის.
-
7:04 - 7:07თუ შენ ხარ კრეატიული ადამიანი, ვფიქრობ ხშირად გიწევს
-
7:07 - 7:09შენი იდეების გაზიარება და დამტკიცება
-
7:09 - 7:11ადამიანებთან რომლებიც გაცილებით რაციონალურნი არიან ვიდრე შენ.
-
7:11 - 7:15უნდა გქონდეს მოგება-ზარალის ანალიზი
-
7:15 - 7:18ინვესტიციის უკან ამოღების გეგმა და ა.შ.
-
7:18 - 7:20და ვფიქრობ რომ ეს მართალიც არის.
-
7:20 - 7:22მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ მუშაობს.
-
7:22 - 7:25ადამიანები რომელთაც აქვთ სამოქმედო ჩარჩო,
-
7:25 - 7:28ეკონომიკური ჩარჩო, ინჟინერული ჩარჩო,
-
7:28 - 7:31ფიქრობენ რომ მხოლოდ ლოგიკაა ერთადერთი სწორი პასუხი.
-
7:31 - 7:34მაგრამ ისინი არ ამბობენ "ნუ... ციფრებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა,
-
7:34 - 7:37მაგრამ მოდი მანამდე მე წავიღებ ამ იდეას და ვაჩვენებ მართლა გადარეულ ხალხს
-
7:37 - 7:40რომ შეხედონ, იქნებ მათ უკეთესად შეუძლიათ ამის გაკეთება."
-
7:40 - 7:43და ჩვენ, მე ვფიქრობ ხელოვნურად პრიორიტეტს ვანიჭებთ
-
7:43 - 7:47როგორც მე ამას ვეძახი მექანიკურ იდეებს, ფსიქოლოგიური იდეების ნაცვლად.
-
7:47 - 7:49აი, მაგალითი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური იდეის:
-
7:49 - 7:54ლონდონის მეტროში, მგზავრთა კმაყოფილების გაუმჯობესებისთვის
-
7:54 - 7:59არ დაუმატებიათ მატარებლები, არც არსებული გააუმჯობესეს,
-
7:59 - 8:03არამედ დააყენეს ციფრული დისპლეი პლატფორმებზე.
-
8:03 - 8:05იმიტომ რომ ლოდინის ბუნება ამგვარია
-
8:05 - 8:09რომ ის დამოკიდებულია არა ხანგრძლივობაზე და ციფრებზე,
-
8:09 - 8:11არამედ გაურკვევლობაზე ამ ლოდინის განმავლობაში.
-
8:11 - 8:157 წუთი ლოდინი უკანადათვლით საათზე
-
8:15 - 8:17უფრო მარტივია
-
8:17 - 8:19ვიდრე 4 წუთი ლოდინი და ფრჩხილების კვნეტა
-
8:19 - 8:22და ფიქრი იმაზე: "როდის მოვა ეს ჯანდაბა მატარებელი?"
-
8:22 - 8:26აი, კიდევ ერთი კარგი მაგალითი ფსიქოლოგიური გადაწყვეილების, კორეიდან.
-
8:26 - 8:29შუქნიშნის წითელი ფერი აღჭურვეს უკუთვლის მოწყობილობით
-
8:29 - 8:32და დამტკიცდა რომ საგზაო საავარიო შემთხვევები შემცირდა.
-
8:32 - 8:35რატომ? იმიტომ რომ სიბრაზე, მოუთმენლობა და გაღიზიანება
-
8:35 - 8:40მნიშვნელოვნად იკლებს, როდესაც იცი რამდენი დაგრჩა კიდევ მოსაცდელი.
-
8:40 - 8:43ჩინეთში, სადაც ბოლომდე ვერ გაიგეს ამ მოდელის პრინციპი
-
8:43 - 8:46იგივე უკუთვლის მოწყობილობა დაუყენეს მწვანე ფერსაც.
-
8:46 - 8:49(სიცილი)
-
8:49 - 8:52რომელიც ნამდვილად არ იყო კარგი იდეა.
-
8:52 - 8:56თუ დაგრჩა 200 იარდი შუქნიშნამდე და ხედავ რომ გაქვს დარჩენილი 5 წამი, აჭერ გაზს ბოლომდე.
-
8:56 - 8:58(სიცილი)
-
8:58 - 9:01კორეელებმა სცადეს ორივე ვარიანტი.
-
9:01 - 9:04ავტოავარიის შემთხვევები იკლებს თუ მხოლოდ წითელ ფერს დაუყენებ უკუთვლის მოწყობილობას
-
9:04 - 9:07და იმატებს თუ უყენებ მწვანე ფერს.
-
9:07 - 9:10გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
-
9:10 - 9:12ყურადსაღებია ეს სამი ფაქტორი.
-
9:12 - 9:15მე არ ვამბობ რომ ერთს უნდა მიენიჭოს უპირატესობა მეორესთან შედარებით.
-
9:15 - 9:18მე უბრალოდ ვამბობ, რომ როდესაც თქვენ ჭრით რაიმე პრობლემას
-
9:18 - 9:20თანაბარი ყურადღება უნდა დაეთმოს სამივეს
-
9:20 - 9:22და რამდენადაც შესაძლებელია გამოსავალი
-
9:22 - 9:25უნდა ეძიოთ ამ სამი ფაქტორის გადაკვეთის წერტილთან ახლოს.
-
9:25 - 9:27თუ შევხედავთ წარმატებულ ბიზნესებს,
-
9:27 - 9:31თითქმის ყოველთვის დავინახავთ ამ სამ ელემენტს.
-
9:31 - 9:33მართლა ძალიან წარმატებული ბიზნესები:
-
9:33 - 9:36გუგლი, რომელიც არის ძალიან, ძალიან დიდი ტექნოლოგიური წარმატება,
-
9:36 - 9:39ასევე არის დამყარებული ძალიან კარგ ფსიქოლოგიურ მოდელზე:
-
9:39 - 9:43ადამიანებს სწამთ რომ თუ რაღაც სპეციალიზდება მხოლოდ ერთ პროდუქტზე/სერვისზე
-
9:43 - 9:47ის უკეთესად აკეთებს მას, ვიდრე ის რომელიც აკეთებს იგივეს და კიდევ პლიუს რაღაც სხვასაც.
-
9:47 - 9:50ეს არის რასაც უწოდებენ მიზნის დანაწევრებას.
-
9:50 - 9:52აილეტ ფიშბახმა ამაზე შრომა დაწერა.
-
9:52 - 9:54გუგლის პერიოდში, ასე თუ ისე სხვა პორტალებიც,
-
9:54 - 9:56ცდილობდნენ იგივეს.
-
9:56 - 9:57ეს არის ძებნის ფუნქცია,
-
9:57 - 10:01ასევე არის ამინდი, სპორტული სიახლეები, ცოტა ახალი ამბები,
-
10:01 - 10:03გუგლი მიხვდა, რომ თუ ხარ მხოლოდ კარგი საძიებო სისტემა
-
10:03 - 10:07ადამიანები ფიქრობენ რომ ხარ საუკეთესო.
-
10:07 - 10:08თქვენ ეს ყველაფერი იცით
-
10:08 - 10:10როდესაც თქვენ მიდიხართ ტელევიზორის საყიდლად
-
10:10 - 10:14და იქვე კუთხეში, პლაზმური ტელევიზორების გაყოლებაზე
-
10:14 - 10:19ხედავთ კომბინირებულ ტელევიზორს DVD პლეიერთან ერთად,
-
10:19 - 10:22თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ამ პროდუქტის ხარისხის შესახებ,
-
10:22 - 10:26მაგრამ შევხედავთ და ვამბობთ: "ააჰ, არა
-
10:26 - 10:30ალბათ არც ტელევიზორი ვარგა და პლეიერიც ვერ ქაჩავს."
-
10:30 - 10:33და გამოდიხართ მაღაზიიდან ერთ-ერთით.
-
10:33 - 10:38გუგლი არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ტექნოლოგიური წარმატების მაგალითი
-
10:38 - 10:41მე ვამტკიცებ რომ ფსიქოლოგიას შეუძლია ისეთი პრობლემების გადაჭრა,
-
10:41 - 10:44რომელსაც ზოგჯერ არც აღვიქვამთ პრობლემად.
-
10:44 - 10:47ჩემი რჩევა რომ აიძულო ადამიანებს გაიარონ გამოწერილი ანტიბიოტიკის სრული კურსი
-
10:47 - 10:49არის რომ არ მივცეთ მათ 24 ცალი თეთრი აბი,
-
10:49 - 10:52არამედ მივცეთ 18 თეთრი და 6 ლურჯი აბი
-
10:52 - 10:56და ვუთხრათ რომ ჯერ დალიონ თეთრები, ხოლო მხოლოდ შემდეგ ლურჯები.
-
10:56 - 10:58ამას ქვია "ნაწილებად დაყოფა".
-
10:58 - 11:01ალბათობა იმისა რომ ადამიანები ბოლოში გავლენ გაცილებით მაღალია
-
11:01 - 11:03თუ შუაში არის კრიტიკული წერტილები.
-
11:03 - 11:06ჩემი აზრით ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის ის
-
11:06 - 11:09რომ არ ესმის რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო,
-
11:09 - 11:13ეს იქნება პენსიაზე გასვლა, უმუშევრობა, დანახარჯები,
-
11:13 - 11:17არის ფუნქცია რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ რაოდენობაზე არამედ თავად არსზე.
-
11:17 - 11:20ბრიტანეთში არის ფასიანი გადასასვლელი ხიდი
-
11:20 - 11:24და საკმაოდ ხშირად მასზე არის რიგები.
-
11:24 - 11:26ხანდახან უზარმაზარი რიგებია.
-
11:26 - 11:28აქ შეიძლება იგივე პრინციპის გამოყენება,
-
11:28 - 11:30როგორც დაცვის ხაზი აეროპორტში,
-
11:30 - 11:33რა მოხდება რომ გადაიხადო ორჯერ მეტი რომ ურიგოდ გადახვიდე ხიდზე
-
11:33 - 11:36და გაიარო ცალკე გამოყოფილ ექსპრეს გასასვლელში?
-
11:36 - 11:40ეს იქნებოდა ჭკვიანური და ასევე ეკონომიკურად მომგებიანი.
-
11:40 - 11:42ზოგიერთისთვის დრო უფრო ძვირად ფასობს ვიდრე სხვისთვის.
-
11:42 - 11:44თუ მიდიხარ მაგალითად სამსახურის გასაუბრებაზე,
-
11:44 - 11:48სიამოვნებით გადაიხდი დამატებით ორ ფუნტს რომ ჩქარ გასასვლელში გაიარო.
-
11:48 - 11:51მაგრამ თუ მიდიხარ მაგალითად სიდედრთან
-
11:51 - 11:55ალბათ არჩევ რომ რიგში ჩადგე.
-
11:55 - 12:00პრობლემა იმაშია რომ როდესაც შენ შემოიტან ამ ეკონომიკურად მომგებიან გამოსავალს
-
12:00 - 12:01ხალხს ძალიან არ მოეწონება.
-
12:01 - 12:04რადგან იფიქრებს რომ გამიზნულად იქმნება ხიდზე საცობები
-
12:04 - 12:06მოგების მაქსიმიზაციისთვის.
-
12:06 - 12:10"რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი თქვენს არაკომპეტენტურობაში?"
-
12:10 - 12:12მეორეს მხრივ, თუ ოდნავ შევცვლით კუთხეს
-
12:12 - 12:14და დავამატებთ ქველმოქმედების ელემენტს
-
12:14 - 12:20და დამატებითი შემოსავალი მოხმარდება არა ხიდის კომპანიას არამედ ქველმოქმედებას,
-
12:20 - 12:23ფსიქოლოგიური მზაობა ზედმეტის გადახდის სრულიად შეიცვლება.
-
12:23 - 12:26გამოიძებნა შედარებით ეფექტური გამოსავალი,
-
12:26 - 12:29რომელიც პასუხობს საზოგადოებრივ სტანდარტებს,
-
12:29 - 12:31რომელიც მცირე ზეგავლენასაც კი ახდენს
-
12:31 - 12:34და არ გრძნობენ თავს გაძარცვულად.
-
12:34 - 12:37ეკონომისტები უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომას,
-
12:37 - 12:39როდესაც ფქრობენ რომ ფული მხოლოდ ფულია.
-
12:39 - 12:44სინამდვილეში ჩემი 5 ფუნტის დანახარჯი
-
12:44 - 12:47არ არის პროპორციული ამ თანხის
-
12:47 - 12:49არამედ იმაზე ფიქრით თუ სად მიდის ეს თანხა რეალურად
-
12:49 - 12:52და ვფიქრობ ამის გაცნობიერება რევოლუციას მოახდენს როგორც საგადასახადო პოლიტიკაში
-
12:52 - 12:54ასევე საჯარო მომსახურების სფეროში.
-
12:54 - 12:57ამან შეიძლება მართლაც მნიშვნელოვნად შეცვალოს ყველაფერი.
-
12:57 - 12:59არის ადამიანი, რომელიც უნდა წაიკითხოთ.
-
12:59 - 13:01ის არის ავსტრიის სკოლის ეკონომისტი,
-
13:01 - 13:06რომელიც პირველად გამოჩნდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ვენაში.
-
13:06 - 13:08ავსტრიული სკოლა საინტერესოა იმით
-
13:08 - 13:11რომ ის ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ფროიდის მოღვაწეობის პერიოდში
-
13:11 - 13:14და ამიტომ ფაქტობრივად სრულიად გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური ფაქტორი.
-
13:14 - 13:19მათ ჯეროდათ რომ არსებობდა ასეთი მიმდინარეობა "პრაქსიოლოგია",
-
13:19 - 13:21რომელიც არის ეკონომიკის შესავალი საგანი (პრერეკვიზიტი საგანი).
-
13:21 - 13:26პრაქსიოლოგია არის მიმდინარეობა, რომელიც შეისწავლის ადამიანის არჩევანს, ქმედებას და გადაწყვეტილების მიღებას
-
13:26 - 13:27მე ვფიქრობ რომ ისინი მართალი იყვნენ.
-
13:27 - 13:29ვფიქრობ საშიშროება, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ემუქრება
-
13:29 - 13:31გვაქვს სწავლება - ეკონომიკა,
-
13:31 - 13:36რომელსაც მიიჩნევენ გაცილებით მნიშვნელოვან დისციპლინად ვიდრე ადამიანის ფსიქოლოგიას სწავლებას.
-
13:36 - 13:39როგორც ჩარლი მანგერი ამბობდა "თუ ეკონომიკა არ არის ქცევით განპირობებული
-
13:39 - 13:41მაშინ მე არ ვიცი რა ჯანდაბაა ეს."
-
13:41 - 13:47საინტერესოა, რომ ფონ მიზესი მიიჩნევდა ეკონომიკას ფსიქოლოგიის ნაწილად.
-
13:47 - 13:49მე ვფიქრობ ის ეკონომიკას მიაკუთვნებდა
-
13:49 - 13:53ადამიანის პრაქსეოლოგიას შეზღუდულ პირობებში.
-
13:53 - 13:56მაგრამ მიზესი, ბევრ სხვასთან ერთად
-
13:56 - 14:02იყენებდა ანალოგს, რომელიც ვფიქრობ ყველაზე კარგი დასაბუთება და ახსნაა
-
14:02 - 14:05მარკეტინგის და აღქმის ღირებულების, როგორც ფასეულობის.
-
14:05 - 14:09ჩვენ ისინი საჭიროა მივიღოთ, როგორც თანაბარი
-
14:09 - 14:11სხვა ფასეულობებთან შედარებით.
-
14:11 - 14:13ჩვენ მიდრეკილები ვართ -- ისინიც კი, ვინც მარკეტინგში მუშაობენ --
-
14:13 - 14:15ღირებულება ორ განზომილებაში წარმოვიდგინოთ.
-
14:15 - 14:16ერთი არის რეალური ღირებულება,
-
14:16 - 14:18აკეთებ რამეს ქარხანაში ან სერვის აწვდი,
-
14:18 - 14:20და მეორე ოდნავ უცნაური ან საეჭვო ღირებულება,
-
14:20 - 14:22როცა ქმნი ღირებულებას ხალხის შეხედულების შეცვლით.
-
14:22 - 14:25ვონ მიზესი უარყოფდა ამ შეხედულებას.
-
14:25 - 14:27ის შემდეგ ანალოგიას იყენებდა,
-
14:27 - 14:32აღებულს ფრანგი ფსიქიოკრატებისაგან,
-
14:32 - 14:36რომელთაც სჯეროდათ, რომ რეალური ღირებულება მხოლოდ მიწიდან მიიღება.
-
14:36 - 14:39თუ მწყემსი ხარ, ან ფერმერი, ან მაღაროში მუშაობ,
-
14:39 - 14:41მხოლოდ მაშინ ქმნი რეალურ ღირებულებას.
-
14:41 - 14:43თუ მატყლი იყიდე მწყემსისაგან
-
14:43 - 14:46გარდაქმენი ქუდად და ამიტომ უფრო ძვირად ყიდი საქონელს,
-
14:46 - 14:49შენ არ შეგიქმნია ღირებულება,
-
14:49 - 14:51უბრალოდ, მწყემს ექსპლუატაცია გაუკეთე.
-
14:51 - 14:55ახლა ვონ მიზესი ფიქრობს რომ თანამედროვე ეკონომისტები უშვებენ იგივე შეცდომას
-
14:55 - 14:57რეკლამასთან და მარკეტინგთან მიმართებაში.
-
14:57 - 14:59ის ამბობს, რომ თუ შენ გაქვს რესტორანი
-
14:59 - 15:01არ განსხვავდება ფასეულობა რასაც ქმნი
-
15:01 - 15:04ქმნი საკვების მომზადების დროს
-
15:04 - 15:06და იატაკის მოწმენდის დროს.
-
15:06 - 15:09პირველი ქმნის პირდაპირ პროდუქტს,
-
15:09 - 15:11რაშიც ჩვენ ვიხდით ფულს
-
15:11 - 15:12ხოლო მეორე ქმნის კონტექსტს, გარემოს
-
15:12 - 15:16ჩვენს ვიღებთ სიამოვნებას ნაყიდი პროდუქტით
-
15:16 - 15:19და ის რომ ერთ მათგანს უნდა ქონდეს უპირატესობა მეორესთან შედარებით
-
15:19 - 15:21საფუძველშივე მცდარია.
-
15:21 - 15:22ვცადოთ პატარა ექსპერიმენტი.
-
15:22 - 15:25წარმოიდგინეთ რომ რესტორანს აქვს მიშლენის ვარსკვლავიანი მენიუ, (მიშლენის მეგზური ყოველწლიური რესტორნების გიდების სერია)
-
15:25 - 15:27მაგრამ ამავე დროს რესტორანში არის კანალიზაციის სუნი
-
15:27 - 15:31და იატაკზე ფეკალიებია.
-
15:31 - 15:34საუკეთესო რამ რაც შეგიძლია გააკეთო
-
15:34 - 15:37არის არა ის რომ საკვები გააუმჯობესო კიდევ უფრო მეტად
-
15:37 - 15:41არამედ მოწმინდო იატაკი და მოსპო სუნი.
-
15:41 - 15:44ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს.
-
15:44 - 15:46თუ გეჩვენებათ რომ ეს ძალიან უცნაური და გაუგებარია,
-
15:46 - 15:51მაგალითად ბრიტანეთში საფოსტო მომსახურების
-
15:51 - 15:53მეორე დღესვე ადგილზე მიტანის სერვისს აქვს 98%.
-
15:53 - 15:55მათ გადაწყვიტეს რომ ეს არ იყო საკმარისი
-
15:55 - 15:57და მოინდომეს რომ მაჩვენებელი აეწიათ 99%მდე.
-
15:57 - 16:02ამის მცდელობამ ფაქტობრივად გაანადგურა ორგანიზაცია.
-
16:02 - 16:05ამ დროს რომ გეკითხა ადამიანებისთვის
-
16:05 - 16:08თუ რამდენი პროცენტით სრულდება ადგილზე მიტანა,
-
16:08 - 16:13პასუხი საშუალოდ იყო "50-60 პროცენტი."
-
16:13 - 16:15ასე რომ თუ თქვენი აღქმა გაცილებით უარესია ვიდრე რეალობა,
-
16:15 - 16:19მაშინ რას აკეთებ ამ დედამიწაზე, რეალობის შეცვლას ცდილობ?
-
16:19 - 16:23ეს იგივეა რომ გააუმჯობესო რესტორანში საკვები, იმ დროს როცა ის უბრალოდ ყარს.
-
16:23 - 16:25პირველი რაც უნდა გააკეთო არის
-
16:25 - 16:27არის ის რომ უთხრა ადამიანებს
-
16:27 - 16:31რომ ფოსტის პირველი კლასის გზავნილების ადგილზე მიტანა სრულდება 98 პროცენით.
-
16:31 - 16:33ეს საკმაოდ კარგია.
-
16:33 - 16:35მე ვიტყოდი რომ ბრიტანეთში უკეთესი საზომი იქნებოდა
-
16:35 - 16:37ეთქვათ ადამიანებისთვის
-
16:37 - 16:39რომ ჩვენთან ადგილზე მიტანის სერვისის პროცენტი
-
16:39 - 16:41გაცილებით მაღალია ვიდრე გერმანიაში.
-
16:41 - 16:43რადგან როგორც წესი თუ გინდა ასიამოვნო ბრიტანელებს,
-
16:43 - 16:46უნდა გვითხრა რომ რაღაცას გერმანელებზე უკეთ ვაკეთებთ.
-
16:46 - 16:47(სიცილი)
-
16:47 - 16:50(აპლოდისმენტები)
-
16:50 - 16:54აირჩიეთ თქვენი ხედვის კუთხე
-
16:54 - 16:57და რეალური ღირებულება შეიცვლება
-
16:57 - 16:59უნდა უთხრათ გერმანელებს
-
16:59 - 17:01რომ ისინი და ფრანგები ასრულებენ ფასდაუდებელ საქმეს
-
17:01 - 17:03ევროპის გაერთიანებისთვის.
-
17:03 - 17:06ერთადერთი რაც არ იციან რომ
-
17:06 - 17:08ამას საერთო მცირე სიძულვილით აკეთებენ.
-
17:08 - 17:11მაგრამ მე ბრიტანელი ვარ და ეს მოგვწონს.
-
17:11 - 17:17ასევე უნდა აღინიშნოს რომ ყველა შემთხვევაში ჩვენი პერსეფციები (აღქმა) ამოწურვადია.
-
17:17 - 17:19ჩვენ ვერ ვასახელებთ განსხვავებას საკვების ხარისხს
-
17:19 - 17:22და იმ გარემოს შორის სადაც მას მოვიხმართ
-
17:22 - 17:23ყველას გეცნობათ ფენომენი,
-
17:23 - 17:26როდესაც გარეცხილი მანქანა
-
17:26 - 17:29თითქოს უკეთ დადის.
-
17:29 - 17:32ამის მიზეზი
-
17:32 - 17:34თუ მრეცხავს სასწაულებრივად არ გამოუცვლია ზეთი მანქანაში,
-
17:34 - 17:38და გაუკეთა მანქანას ის რაშიც არ გადაგიხდია,
-
17:38 - 17:40იმიტომ რომ ჩვენი პერსეფციები ამოწურვადია;
-
17:40 - 17:44ცნობილი ბრენდის ანალგეტიკები უფრო ეფექტურად ამცირებენ ტკივილს,
-
17:44 - 17:46ვიდრე უცნობი ბრენდების.
-
17:46 - 17:49მე მხოლოდ სტატისკიტას არ ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ ტკივილის შემცირების მაჩვენებელზე,
-
17:49 - 17:51არამედ, რეალურად გაზომვად, ციფრებზე.
-
17:51 - 17:55ასე რომ პერსეფციები ნებისმიერ შემთხვევაში ამოწურვადია.
-
17:55 - 17:59თუ გააკეთებთ რაიმეს რაც ცუდია ერთის მხრივ
-
17:59 - 18:00შეიძლება დააზიანო მეორე.
-
18:00 - 18:02დიდი მადლობა.
-
18:02 - 18:04(აპლოდისმენტები)
- Title:
- საკითხების განსხვავებული ხედვა
- Speaker:
- რორი საზერლენდი
- Description:
-
გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას თუ როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ ამ გარემოს - ამბობს რორი საზერლენდი. TEDxAthens - ზე ის ამტკიცებს რამდენად მნიშვნელოვანია, საკითხების განსხვავებული კუთხით დანახვა ბედნიერებისთვის.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:24
Dimitra Papageorgiou edited Georgian subtitles for Perspective is everything | ||
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava accepted Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Perspective is everything | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Perspective is everything |