Return to Video

რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ

  • 0:01 - 0:06
    ვისურვებდი მსოფლიო თავიდან წარმოგედგინათ.
  • 0:06 - 0:08
    მინდა დედამიწის რამდენიმე რუკა გაჩვენოთ,
  • 0:08 - 0:11
    რომელიც ბენ ჰენიგმა ისე შეადგინა,
  • 0:11 - 0:18
    როგორც ჩვენი პლანეტა
    უმეტეს თქვენგანს არასდროს უნახავს.
  • 0:18 - 0:22
    ეს სურათი თქვენთვის კარგად ნაცნობია.
  • 0:22 - 0:26
    მე იმ ასაკის ვარ,
    რომ ამ სურათის გამოჩენამდე დავიბადე.
  • 0:26 - 0:30
    როგორც ჩანს, ჩემი პირველი სიტყვები იყო:
    "მთვარე, მთვარე."
  • 0:30 - 0:33
    მაგრამ ვფიქრობ, ეს დედაჩემის ფანტაზია
    უფრო იყო იმაზე,
  • 0:33 - 0:35
    თუ რას ხედავდა მისი ჩვილი ბიჭი
  • 0:35 - 0:39
    შავ-თეთრი ტელევიზორის მბჟუტავ ეკრანზე.
  • 0:40 - 0:41
    მხოლოდ რამდენიმე საუკუნეა,
  • 0:41 - 0:46
    რაც უმეტესი ჩვენთაგანი რეალურად
    ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა სფეროსებრია.
  • 0:46 - 0:49
    როდესაც ეს სურათები პირველად ვნახეთ
    1960-იან წლებში,
  • 0:49 - 0:53
    მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა.
  • 0:54 - 0:58
    მოსახლეობის გეოგრაფიის
    ჩემ პატარა დისციპლინაში,
  • 0:59 - 1:01
    კარტოგრაფი ვალდო ტობლერი
  • 1:01 - 1:04
    პლანეტის ახალ რუკებს ადგენდა,
  • 1:04 - 1:06
    ეს რუკები ახლა ფართოდ გავრცელდა.
  • 1:06 - 1:08
    და ახლა ვაპირებ ერთ-ერთი მათგანი გაჩვენოთ.
  • 1:08 - 1:12
    ეს მსოფლიოს რუკაა,
  • 1:12 - 1:16
    მაგრამ ის თქვენთვის
    ცოტა უცნაურად გამოიყურება.
  • 1:16 - 1:20
    ამ რუკაზე ჩვენ ადგილები ისე გავწელეთ,
  • 1:20 - 1:25
    რომ მჭიდროდ დასახლებული რეგიონები,
    უფრო დიდადაა გამოსახული
  • 1:25 - 1:28
    და ისეთი ადგილები,
    როგორიცაა საჰარა და ჰიმალაი,
  • 1:28 - 1:31
    სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, შემცირებულია.
  • 1:31 - 1:35
    ამ პლანეტაზე ყველას
    თანაბარი სივრცე აქვს გამოყოფილი.
  • 1:35 - 1:39
    ქალაქები მოკაშკაშე სინათლით
    არის ნაჩვენები.
  • 1:39 - 1:42
    ხაზები კი წყალქვეშა კაბელებსა
    და სავაჭრო მარშრუტებს გვიჩვენებენ.
  • 1:42 - 1:46
    რუკაზე არის ერთი კონკრეტული ხაზი,
    რომელიც ჩინეთის პორტ დალიანიდან გამოდის
  • 1:46 - 1:48
    სინგაპურს,
  • 1:48 - 1:49
    სუეცის არხს,
  • 1:49 - 1:52
    ხმელთაშუა ზღვას გადის
    და მიდის როტერდამთან.
  • 1:52 - 1:57
    ის გიჩვენებთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,
    მსოფლიოში უდიდესი გემის მარშრუტს.
  • 1:57 - 2:03
    გემის, რომელსაც სავაჭრო საქონლის იმდენი
    კონტეინერი გადაჰქონდა,
  • 2:03 - 2:05
    რომ როდესაც დატვირთულ იქნა,
  • 2:05 - 2:11
    სატვირთო ფურგონები ერთ ხაზზე რომ
    დაწყობილიყო,100 კმ სიგრძის იქნებოდა.
  • 2:11 - 2:13
    აი, როგორ არის მსოფლიო დღეს დაკავშირებული.
  • 2:13 - 2:19
    ეს იმ საგნების რაოდენობაა,
    რომლებსაც მსოფლიოს გარშემო გადავაადგილებთ,
  • 2:19 - 2:25
    მხოლოდ ერთ გემზე, ერთ რეისსა
    და ხუთ კვირაში.
  • 2:26 - 2:29
    ქალაქებში დიდი ხნია ვცხოვრობთ,
  • 2:29 - 2:32
    მაგრამ უმეტეს ჩვენგანს
    ადრე ქალქებში არ უცხოვრია.
  • 2:32 - 2:35
    ეს არის ჩატალჰიულიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი
    პირველი ქალაქი,
  • 2:35 - 2:39
    მისი დიდების მწვერვალზე, 9000 წლის წინ,
  • 2:39 - 2:46
    ხალხს თავიანთ სახლებში მოსახვედრად,
    სხვების სახურავებზე გადავლა უწევდა.
  • 2:46 - 2:49
    თუ ქალაქის რუკას კარგად დააკვირდებით,
  • 2:49 - 2:52
    დაინახავთ, რომ მას ქუჩები არ აქვს,
  • 2:52 - 2:56
    რადგან ქუჩები არის რაღაც,
    რაც ჩვენ გამოვიგონეთ.
  • 2:56 - 2:58
    მსოფლიო იცვლება.
  • 2:58 - 3:01
    იცვლება ექსპერიმენტებით.
  • 3:01 - 3:08
    ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხვდებით,
    როგორ ვიცხოვროთ უკეთესად.
  • 3:08 - 3:13
    მსოფლიო უკანასკნელ პერიოდში
    დაუჯერებელი სისწრაფით იცვლება.
  • 3:13 - 3:18
    ჩვენ მხოლოდ ბოლო ექვსი, შვიდი ან რვა
    თაობის მანძილზე გავაცნობიერეთ,
  • 3:18 - 3:21
    რომ სახეობა ვართ.
  • 3:22 - 3:25
    მხოლოდ უკანასკნელი
    ათწლეულების განმავლობაში
  • 3:25 - 3:29
    გახდა შესაძლებელი მსგავსი რუკის შედგენა.
  • 3:30 - 3:35
    ძირითადი რუკა,
    ისევ მსოფლიო მოსახლეობის რუკაა,
  • 3:36 - 3:41
    ზემოდან კი ხედავთ ისრებს, რომლებიც
    გვიჩვენებენ როგორ გავვრცელდით აფრიკიდან.
  • 3:41 - 3:45
    თარიღები სავარაუდო ადგილებში დასახლების
  • 3:45 - 3:48
    კონკრეტულ დროებს გვიჩვენებს.
  • 3:48 - 3:52
    ყოველ რამდენიმე თვეში, ამ რუკის
    ახლიდან შედგენა მიწევს ხოლმე,
  • 3:52 - 3:57
    რადგან ვიღაც აღმოაჩენს, რომ რომელიმე
    კონკრეტული თარიღი მცდარი იყო.
  • 3:57 - 4:03
    საკუთარი თავის შესახებ
    დაუჯერებელი სისწრაფით ვსწავლობთ.
  • 4:04 - 4:06
    და ჩვენ ვიცვლებით.
  • 4:07 - 4:09
    ბევრი ცვლილება ხდება თანდათან.
  • 4:09 - 4:10
    ის გროვდება.
  • 4:10 - 4:13
    ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცვლილებას,
  • 4:13 - 4:15
    რადგან ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა,
  • 4:15 - 4:19
    70, 80 ან თუ იღბლიანი ხართ 90 წელი.
  • 4:19 - 4:21
    ეს გრაფიკი
  • 4:21 - 4:24
    მსოფლიო მოსახლეობის ზრდის
    წლიურ ტემპებს გიჩვენებთ.
  • 4:24 - 4:28
    სადღაც 1850 წლამდე, ის ძალიან დაბალი იყო
  • 4:28 - 4:32
    და შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპმა
    მატება იწყო.
  • 4:33 - 4:35
    ისე რომ, დაახლოებით იმ დროს,
    როდესაც დავიბადე,
  • 4:35 - 4:40
    როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ჩვენი
    პლანეტის ფოტოები მთვარიდან,
  • 4:41 - 4:45
    მაშინ მსოფლიო მოსახლეობა
    წელიწადში 2%-ით იზრდებოდა.
  • 4:45 - 4:49
    წელიწადში 2%-იანი ზრდა,
  • 4:49 - 4:54
    კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში
    რომ შენარჩუნებულიყო,
  • 4:55 - 4:57
    მთელი პლანეტა დაფარული იქნებოდა,
  • 4:57 - 5:00
    ადამიანის სხეულების მოთუხთუხე მასით,
  • 5:00 - 5:03
    სადაც ყველა ერთმანეთთან
    ფიზიკურ შეხებაში იქნებოდა.
  • 5:03 - 5:05
    ხალხი შეშინებული იყო.
  • 5:05 - 5:07
    მათ მოსახლეობის ზრდის ეშინოდათ,
  • 5:07 - 5:10
    რასაც 1968 წელს
    "მოსახეობის აფეთქებას" ეძახდნენ.
  • 5:10 - 5:13
    შემდეგ კი,
    თუ გრაფიკის ბოლოს შეხედავთ,
  • 5:13 - 5:17
    ზრდამ შენელება იწყო.
  • 5:17 - 5:18
    ათწლეულებში...
  • 5:18 - 5:21
    70-იან, 80-იან 90-იან
    და 2000-იან წლებში
  • 5:21 - 5:23
    და ამ ათწლეულში
    მოსახლეობის ზრდის ტემპი
  • 5:23 - 5:26
    კიდევ უფრო სწრაფად მცირდება.
  • 5:26 - 5:28
    ჩვენი პლანეტა სტაბილურდება.
  • 5:28 - 5:32
    საუკუნის დასასრულს
    9,10 ან 11 მილიარდი ადამიანი ვიქნებით.
  • 5:32 - 5:36
    ამ ცვლილებებში ხედავთ შფოთვებს.
  • 5:36 - 5:38
    ხედავთ მეორე მსოფლიო ომს,
  • 5:38 - 5:42
    ხედავთ 1918 წლის გრიპის ეპიდემიას,
  • 5:42 - 5:44
    ხედავთ ჩინეთის დიდ შიმშილობას.
  • 5:44 - 5:47
    ეს ის მოვლენება,
    რომლებზე კონცენტრირებაც გვჩვევია.
  • 5:47 - 5:51
    ახალ ამბებში საშინელ სიახლეებზე
    გვჩვევია კონცენტრირება
  • 5:51 - 5:54
    და ყურადღებას არ ვაქცევთ
    თანდათანობით ცვლილებებს
  • 5:54 - 5:57
    და კარგ ახალ ამბებს.
  • 5:57 - 5:59
    ჩვენ ვღელავთ ადამიანებზე,
  • 5:59 - 6:01
    ვღელავთ მათი სიმრავლის გამო,
  • 6:01 - 6:04
    ვღელავთ იმაზე, თუ როგორ მოვწყდეთ ყველას
  • 6:04 - 6:07
    და ეს არის მსოფლიო რუკა,
    რომელიც ისეა შეცვლილი,
  • 6:07 - 6:10
    რომ რაც უფრო დაშორებულია ხალხი,
  • 6:10 - 6:14
    მით უფრო გაზრდილია შესაბამისი ტერიტორია.
  • 6:14 - 6:17
    ამიტომ, თუ გინდათ იცოდეთ სად წახვიდეთ,
  • 6:17 - 6:18
    რომ მოსწყდეთ ყველას,
  • 6:18 - 6:21
    აქ საუკეთესო ადგილებია მოცემული.
  • 6:21 - 6:24
    ყოველწლიურად ეს ტერიტორიები იზრდება,
  • 6:24 - 6:27
    რადგან ყოველწლიურად, გლობალურად
    მიწებს ვტოვებთ,
  • 6:27 - 6:28
    ქალაქებში გადმოვდივართ საცხოვრებლად
  • 6:28 - 6:30
    და უფრო მჭირდოდ ვიკვრებით.
  • 6:31 - 6:33
    მგლები ისევ გაჩდნენ ევროპაში
  • 6:33 - 6:37
    და ისინი გადადგილდებიან დასავლეთით,
    კონტინენტის მასშტაბით.
  • 6:37 - 6:40
    მსოფლიო იცვლება
  • 6:41 - 6:43
    და თქვენ შფოთავთ.
  • 6:44 - 6:49
    ეს რუკა გიჩვენებთ სად მიედინება წყალი
    ჩვენ პლანეტაზე.
  • 6:49 - 6:50
    ახლა ეს ჩვენთვის ცნობილია
  • 6:50 - 6:53
    და თქვენ ხედავთ სად იყო ჩატალჰიულიკი,
  • 6:53 - 6:57
    სამი კონტინენტის: აფრიკის, აზიისა
    და ევროპის შესაყარზე.
  • 6:57 - 6:59
    თქვენ ხედავთ, რომ ბევრი ხალხი ცხოვრობს იქ,
  • 6:59 - 7:02
    იმ ადგილებში,
    სადაც წყალი მცირე რაოდენობითაა.
  • 7:02 - 7:03
    თქვენ ასევე ხედავთ ტერიტორიებს,
  • 7:03 - 7:06
    სადაც დიდი რაოდენობით ტროპიკული წვიმებია.
  • 7:06 - 7:08
    ჩვენ შეგვიძლია უფრო დავიხვეწოთ
  • 7:08 - 7:12
    და იმის ნაცვლად, რომ რუკა
    ადამიანების მიხედვით შევადგინოთ
  • 7:12 - 7:14
    შეგვიძლია ეს წყლით მიხედვით გავაკეთოთ
  • 7:14 - 7:16
    და შემდეგ ყოველთვიურად შეცვლავოთ,
  • 7:16 - 7:18
    რათა იმ წყლის რაოდენობა ვაჩვენოთ,
  • 7:18 - 7:22
    რომელიც დედამიწის
    ყოველ მცირე ნაწილში მიედინება.
  • 7:22 - 7:25
    თქვენ ხედავთ მუსონების მოძრაობას
    პლანეტის გარშემო,
  • 7:25 - 7:29
    თითქოს პლანეტას გული უცემს.
  • 7:30 - 7:32
    და ეს ყველაფერი
  • 7:32 - 7:37
    მხოლოდ ჩემს სიცოცხლეში გახდა შესაძლებელი,
  • 7:37 - 7:41
    რომ გვენახა, სადაც ვცხოვრობთ.
  • 7:41 - 7:43
    ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს.
  • 7:44 - 7:49
    ეს იმის რუკაა,
    თუ სად მოგვყავს მსოფლიოში საკვები
  • 7:49 - 7:55
    ეს ის ადგილებია, რომელზეც ბრინჯისა
    და სიმიდის მოსაყვანად ვართ დამოკიდებული.
  • 7:55 - 7:59
    ადამიანები ღელავენ, რომ არ იქნება
    საკმარისი საკვები, მაგრამ ჩვენ ვიცით
  • 7:59 - 8:03
    ნაკლები ხორცი, რომ ვჭამოთ
    და ნაკლები მოსავლით ვკვებოთ ცხოველები,
  • 8:03 - 8:06
    საკმარისი საკვები ყველასთვის იქნება,
  • 8:06 - 8:12
    თუ ჩვენ საკუთარ თავს,
    როგორც ადამიანთა ერთიან ჯგუფს აღვიქვამთ.
  • 8:12 - 8:21
    ჩვენ ასევე ვიცით, რას ვაკეთებთ,
    საშინლად ცუდად დღესდღეობით.
  • 8:21 - 8:27
    ეს მსოფლიო რუკა ადრეც გექნებათ ნანახი.
  • 8:27 - 8:33
    ეს რუკა სატელიტური სურათებით
    არის შექმნილი,
  • 8:33 - 8:36
    გავიხსენოთ სატელიტები პლანეტის გარშემო,
  • 8:36 - 8:39
    რომელიც პირველ სლაიდში გაჩვენეთ,
  • 8:39 - 8:41
    რომლებიც ქმნიან სურათს,
  • 8:41 - 8:44
    თუ როგორ გამოიყურება დედამიწა ღამით.
  • 8:44 - 8:46
    ჩვეულებრივ, როცა ამ რუკას ხედავთ,
  • 8:46 - 8:50
    ნორმალურ რუკას, ისეთს,
    რომელსაც უმეტესი ჩვენგანი იცნობს,
  • 8:50 - 8:51
    ფიქრობთ, რომ ხედავთ რუკას,
  • 8:51 - 8:54
    რომელიც ასახავს,
    თუ სად ცხოვრობენ ადამიანები.
  • 8:54 - 8:58
    რომ სადაც შუქი ანათებს
    ადამიანები იქ ცხოვრობენ,
  • 8:58 - 9:02
    მაგრამ აქ, მსოფლიოს ამ სურათზე
  • 9:02 - 9:05
    გაიხსენეთ, რომ ჩვენ რუკა კვლავ გავწელეთ.
  • 9:05 - 9:10
    ამ რუკაზე, ყველგან,
    დასახლების ერთნაირი სიმჭიდროვეა.
  • 9:10 - 9:13
    თუ ტერიტორია ადამიანებით
    არ არის დასახლებული,
  • 9:13 - 9:16
    ის ნაწილი მთლიანადაა გამქრალი.
  • 9:16 - 9:21
    ასე რომ, ყველას
    თანაბარი მნიშვნელობით ვაჩვენებთ.
  • 9:21 - 9:23
    ახლა კი, სინათლეები აღარ გიჩვენებენ,
  • 9:23 - 9:25
    თუ სად ცხოვრობენ ადამიანები,
  • 9:25 - 9:27
    რადგან ადამიანები ყველგან არიან.
  • 9:27 - 9:29
    შუქი ამ რუკაზე,
  • 9:29 - 9:32
    ლონდონის, კაიროსა და ტოკიოს,
  • 9:32 - 9:35
    შეერთებული შტატების აღმოსავლეთ
    სანაპიროს შუქი
  • 9:35 - 9:38
    გაჩვენებთ, სად ცხოვრობენ
    ადამიანები,
  • 9:38 - 9:41
    რომლებიც ისეთი მფლანგველები არიან
    ენერგიის მიმართ,
  • 9:41 - 9:45
    რომ საშუალება აქვთ ფული დახარჯონ
  • 9:45 - 9:48
    ისეთი განათებისთვის,
  • 9:48 - 9:53
    რომლიდანაც სატელიტები შეძლებენ
    მსგავსი სურათები შექმნან.
  • 9:53 - 9:56
    ტერიტორიები კი, რომლებიც რუკაზე მუქადაა,
  • 9:56 - 9:57
    არის ტერიტორიები, სადაც ადამიანებს
  • 9:57 - 10:00
    ან წვდომა არ აქვთ ამდენ ენერგორესურსთან,
  • 10:00 - 10:02
    ან სადაც ადამიანებს აქვთ წვდომა,
  • 10:03 - 10:07
    მაგრამ ისინი მიხვდნენ,
    რომ შეწყვიტონ ცაში შუქის ნათება.
  • 10:08 - 10:11
    რომ შემეძლოს ამ რუკის,
    დროში ცვლილების ანიმაცია გაჩვენოთ,
  • 10:12 - 10:15
    დაინახავდით, რომ ტოკიო
    ნამდვილად უფრო მუქი გახდა,
  • 10:15 - 10:18
    რადგან იაპონიაში ცუნამის შემდეგ,
  • 10:19 - 10:21
    მას მეოთხედით ნაკლებ
    ელექტროენერგიით უწევს დაკმაყოფილება,
  • 10:21 - 10:25
    რადგან ცუნამმა,
    ატომური ელექტროსადგურები გათიშა
  • 10:25 - 10:27
    და მსოფლიოს აღსასრული არ დამდგარა,
  • 10:27 - 10:33
    უბრალოდ ნაკლებ შუქს ანათებთ ცაში.
  • 10:33 - 10:39
    დიდი რაოდენობით
    კარგი ახალი ამბებია მსოფლიოში.
  • 10:40 - 10:44
    ბავშვების სიკვდილიანობა კლებულობს
  • 10:44 - 10:48
    და კლებილობს დაუჯერებელი სისწრაფით.
  • 10:48 - 10:50
    რამდენიმე წლის წინ
  • 10:50 - 10:54
    ერთ წლამდე ჩვილების სიკვდილიანობის
    რაოდენობა მსოფლიოში,
  • 10:54 - 10:58
    მხოლოდ ერთ წელიწადში
    ხუთი პროცენტით შემცირდა.
  • 11:00 - 11:02
    მეტი ბავშვი დადის სკოლაში
  • 11:02 - 11:05
    და სწავლობს წერა-კითხვას,
  • 11:05 - 11:08
    იღებს ინტერნეტზე წვდომას
  • 11:08 - 11:11
    და აგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას,
  • 11:11 - 11:15
    ვიდრე ოდესმე, დაუჯერებელი სისწრაფით.
  • 11:15 - 11:17
    და ყველაზე დიდი რაოდენობა
    იმ ახალგაზრდებისა,
  • 11:17 - 11:20
    რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ
    მსოფლიოში,
  • 11:20 - 11:23
    არიან ქალები და არა კაცები.
  • 11:23 - 11:27
    მე შემიძლია გთხრათ
    ერთი მეორეზე კარგი ამბავი,
  • 11:27 - 11:30
    თუ რა უმჯობესდება პლანეტაზე,
  • 11:30 - 11:33
    მაგრამ ჩვენ ვკონცენტრირდებით
  • 11:34 - 11:37
    ცუდ ამბავზე, რომელიც იმ წუთას ხდება.
  • 11:37 - 11:41
    რებეკა სოლნიტმა ვფიქრობ,
    შესანიშნავად ჩამოაყალიბა,
  • 11:41 - 11:46
    როდესაც მან ახსნა "უმნიშვნელო
    ცვლილებათა ბიჯების ერთობლიობა,
  • 11:47 - 11:49
    რომელსაც შეუძლია პროგრესამდე მივიდეს
  • 11:49 - 11:52
    და რომელიც ჩვენს ეპოქას, წარსულისგან
    მკვეთრად განსხვავებულს ხდის"
  • 11:52 - 11:55
    წარსული უფრო მეტად სტაბილური იყო.
  • 11:56 - 12:01
    "კონტრასტი გამქრალია თანდათანობითი
    გარდაქმნის არადრამატული ბუნებით,
  • 12:01 - 12:04
    რომელიც შემთხვევითი შფოთვითაა
    შეწყვეტილი"
  • 12:04 - 12:07
    ზოგჯერ საშინელი მოვლენები მართლაც ხდება.
  • 12:07 - 12:10
    თქვენ გიჩვენებენ ამ საშინელ ამბებს
  • 12:10 - 12:14
    ახალ ამბებში, ყოველ ღამით,
    მთელი კვირის განმავლობაში.
  • 12:14 - 12:18
    თქვენ არ გეუბნებიან,
    რომ მოსახლეობის ზრდა ნელდება,
  • 12:18 - 12:21
    თქვენ არ გეუბნებიან, რომ მსოფლიო ხდება
    უფრო მჭირდოდ დაკავშირებული,
  • 12:21 - 12:25
    თქვენ არ გიყვებიან ჩვენ აღქმაში
    დაუჯერებელ წინსვლაზე
  • 12:25 - 12:28
    თქვენ არ გაუბნებიან, როგორ ვისწვალეთ
  • 12:28 - 12:30
    ნაკლების ფლანგვა და ნაკლების მოხმარება.
  • 12:30 - 12:32
    ეს ჩემი უკანასკნელი რუკაა.
  • 12:32 - 12:37
    ამ რუკაზე ჩვენ ზღვები
    და ოკენეები ამოვიღეთ.
  • 12:37 - 12:43
    ახლა თქვენ მხოლოდ უყურებთ
    დაახლოებით 7.4 მილიარდ ადამიანს.
  • 12:43 - 12:47
    რუკა, რომელიც ადამიანების რაოდენობების
    პროპორციებითაა შედგენილი.
  • 12:47 - 12:50
    თქვენ უყურებთ მილიარდზე მეტ
    ადამიანს ჩინეთში
  • 12:50 - 12:53
    და თქვენ ხედავთ მსოფლიოს
    ყველაზე დიდი ქალაქს ჩინეთში,
  • 12:53 - 12:55
    მაგრამ თქვენ მისი სახელი არ იცით.
  • 12:55 - 13:00
    თქვენ ხედავთ რომ ინდოეთი
    ამ მსოფლიოს ცენტრშია.
  • 13:00 - 13:03
    ხედავთ, რომ ევროპა ნაპირზეა
  • 13:03 - 13:06
    და ჩვენ დღეს, ექსეტერში
  • 13:06 - 13:09
    პლანეტის შორეულ ნაპირზე ვართ.
  • 13:09 - 13:13
    ჩვენ ევროპის ქვის მცირე ნაწილი ვართ,
  • 13:13 - 13:16
    რომელიც მსოფლიოს ერთ პროცენტზე ნაკლებ
  • 13:16 - 13:18
    ზრდასრულ ადამიანს შეიცავს
  • 13:18 - 13:24
    და მსოფლიოს ბავშვების რაოდენობის
    ნახევარ პროცენტზე ნაკლებს.
  • 13:24 - 13:28
    ჩვენ სტაბილიზებად
    და ურბანიზებად მსოფლიოში ვცხოვრობთ,
  • 13:28 - 13:30
    დაბერებად მსოფლიოში,
  • 13:30 - 13:32
    დაკავშირებად მსოფლიოში.
  • 13:32 - 13:36
    არსებობს ძალიან, ძალიან ბევრი რამ,
    რისიც შეიძლება შეგეშინდეთ,
  • 13:37 - 13:42
    მაგრამ ერთმანეთის ისე არ უნდა გვშინოდეს,
    როგორც ახლა გვეშინია.
  • 13:42 - 13:47
    ჩვენ უნდა დავინახოთ,
    რომ ახლა ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ.
  • 13:47 - 13:48
    დიდი მადლობა.
  • 13:48 - 13:54
    (აპლოდისმენტები)
Title:
რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ
Speaker:
დანი დორლინგი
Description:

როგორ გამოიყურება მსოფლიო, როდესაც მას მონაცემების გამოყენებით წარმოვადგენთ? სოციალური გეოგრაფი დანი დორლინგი გვიწვევს, რათა მსოფლიო ახლიდან დავინახოთ. მისი თვალწარმტაცი და სიღრმისეული რუკები გვიჩვენებენ დედამიწას, როგორიც არის ის სინამდვილეში: დაკავშირებული, მუდმივად ცვალებადი და განსაცვიფრებელი ადგილი, რომელზეც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. თქვენ აღარასოდეს შეხედავთ რუკას იმავე თვალით.

more » « less
Video Language:
English
Team:
TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:07

Georgian subtitles

Revisions