დღეს, თქვენ და მე, ბევრ საიდუმლოს გავუზიარებთ ერთმანეთს. ვიმედოვნებ, ეს ნაწილობრივ მოგვიხსნის სირცხვილის იმ შეგრძნებას, რომელიც ბევრ ჩვენგანს აქვს სექსთან დაკავშირებით. რამდენი თქვენგანისთვის მიუმართავს სტვენით, ან შეძახილებით ოდესმე უცნობს? უამრავი ქალისთვის. მე პირადად, ყველაზე კარგად ის შემთხვევა მახსოვს, როდესაც ეს უცნობი ჩემი სტუდენტი იყო. ის ჩემთან იმავე საღამოს ლექციის შემდეგ მოვიდა, და მისმა ნათქვამმა დაადასტურა ის, რაც უკვე ვიცოდი: "ძალიან ვწუხვარ, პროფესორო, რომ მცოდნოდა ეს თქვენ იყავით, არასოდეს ვიტყოდი ასეთ რამეებს". (სიცილი) მე მისთვის პიროვნება არ ვიყავი, სანამ მისი პროფესორი არ გავხდი. ეს ცნება, რომელსაც ობიექტივაცია ეწოდება, სექსიზმის ფუნდამენტია და მის გაძლიერებას, ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში ვხედავთ. ამას ვხედავთ მთავრობაში, რომელიც უარს ამბობს კაცები დასაჯოს ქალის გაუპატიურებისათვის. ვხედავთ რეკლამებში. რამდენს გაქვთ ნანახი რეკლამა, რომელიც ქალის მკერდს იყენებს სრულიად შეუსაბამო პროდუქტის გასაყიდად? ან ფილმი-ფილმზე, რომელიც ქალებს, როგორც მხოლოდ სასიყვარულო ინტერესის საგანს ასახავს. ეს მაგალითები შეიძლება უშედეგოდ და უვნებლად ჩანდეს, მაგრამ ისინი მზაკვრულია, და ნელ-ნელა ისეთ კულტურად ყალიბდება, რომელიც ქალს არ აღიქვამს ადამიანად. ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში, რომელიც 10 წლის გოგონას სახლში აბრუნებს, რადგან მისი სამოსი ყურადღებას უფანტავს ბიჭებს, რომლებიც სწავლას ცდილობენ. ან მთავრობაში, რომელიც ისევ და ისევ არ სჯის კაცებს, ქალების გაუპატიურებისათვის. ან როცა კლავენ ქალს, რადგან მან საცეკვაო მოედანზე კაცს სთხოვა შეეწყვიტა მისი შეწუხება. მედიას დიდი როლი აკისრია ქალის ობიექტივაციის უკვდავყოფაში. განვიხილოთ კლასიკური რომანტიკული კომედიები. ამ ფილმებში, ჩვენ როგორც წესი ორი სახის ქალს წარმოგვიდგენენ, ორი სახის, მინიმუმ სასურველ ქალს. პირველი მათგანი სექსბომბაა. ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი სრულყოფილი სხეულით. ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი, მას უპრობლემოდ ამჩნევს და კიდევ ნაკლები პრობლემა აქვს სექსი ჰქონდეს მასთან. მეორე მათგანი, მთავარი გმირი ქალია. ლამაზი, მაგრამ მოკრძალებული ქალი, რომელიც მთავარ გმირ მამაკაცს უყვარდება მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას ვერ ამჩნევს, ან თუ შეამჩნია, არ მოსწონს. პირველი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა. იმისათვისაა, რომ მოიხმარო და დაივიწყო. ის მეტისმეტად ხელმისაწვდომია. მეორე მათგანი სასურველი, მაგრამ მოკრძალებულია, ამიტომაც ღირსია მთავარი გმირის მომავალი შვილების დედა გახდეს. ცოლად მოსაყვანი ქალია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქალს ორი როლი აქვს, მაგრამ ამ ორი როლის ერთ ქალში შეთავსება ჭირს. ზოგჯერ, როცა ახალ ნაცნობს ვუზიარებ, რომ მე სექსს შევისწავლი, ან საუბარს დაუყოვნებლივ ასრულებენ, ან საკმაოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე. "ოჰ, უფრო მეტი მომიყევი". და ასეც ვაკეთებ. "ჩემი ინტერესის საგანია შვილის მომლოდინე და მშობიარობის შემდგომი წყვილების სექსუალური ქცევის შესწავლა". რაზეც სულ სხვა პასუხს ვიღებ. (სიცილი) "ოჰ, ჰმ, ორსულ ქალებს სექსი აქვთ საერთოდ? სექსუალური სურვილების, ან ორგაზმის შესწავლაზე არ გიფიქრია? ეს საინტერესო და სექსუალური იქნებოდა". მითხარით, პირველი რა სიტყვა მოგდით თავში, როდესაც ორსულ ქალს წარმოიდგენთ? ეს კითხვა გამოკითხვისას 500-ზე მეტ ზრდასრულს დავუსვი და უმეტესმა მიპასუხა "ღიპი" ან "მრგვალი" და "საყვარელი". ეს ძალიანაც არ გამკვირვებია. კიდევ რას ვეძახით საყვარელს? ბავშვებს, ლეკვებს, კნუტებს, მოხუცებს, არა? (სიცილი) როდესაც ზრდასრულ ადამიანს საყვარელს ვეძახით, ჩვენ ვართმევთ მას ინტელექტის და პიროვნული სირთულის დიდ ნაწილს. ჩვენ ისინი ბავშვის დონემდე დაგვყავს. ასევე ჰეტეროსექსუალ კაცებს ვკითხე, წარმოედგინათ რომ მათი პარტნიორი ქალი ორსულადაა. შემდეგ ქალებს ვთხოვეთ წარმოედგინათ, რომ ორსულად არიან. შემდეგ კი, ეთქვათ პირველი სიტყვები, რაც თავში მოუვიდოდათ, როდესაც სქესობრივ აქტს წარმოიდგენენ. უმეტესი პასუხი ნეგატიური იყო. "საზიზღრობა" "უხერხული" "არა სექსუალური"; " უცნაური" "არაკომფორტული" "როგორ?" (სიცილი) "პრობლემად არ ღირს"; "გარისკვად არ ღირს" ბოლომ განსაკუთრებით დამაფიქრა. შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ორსულ ქალებსა და დედებს სექსუალურობას ვაშორებთ, მათ სექსუალურ ობიექივაციასაც ვაცილებთ და ისინი ნაკლებ სექსიზმს განიცდიან, არა? მთლად ასე არაა. ამის ნაცვლად სხვა ტიპის ობიექივაციას აქვს ადგილი. ერთხელ, როცა სხვებისთვის ამის ახსნას ვცდილობდი, ვილენდორფის ვენერამდე მივედი, პალეოლითის ფიგურამდე, რომელსაც მეცნიერები სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთად მიიჩნევდნენ, რის გამოც ვენერა დაერქვა. თუმცა, თეორია მოგვიანებით გადაიხედა, როდესაც მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მოქანდაკე აშკარად რეპროდუქციულ თვისბებეზე ამახვილებდა ყურადღებას: დიდი მკერდი, იდეალურად მიიჩნეოდა მეძუძურებისთვის; მრგვალი მუცელი, სავარაოდოდ ორსულობის გამო; წითელი საღებავის ნარჩენები მენსტრუაციაზე, ან მშობიარობაზე მიუთითებდა. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ის ხელში ასაყვანად ან დასაწოლად იყო შექმნილი, რადგან მომცრო ტერფების გამო, ის ფეხზე ვერ დადგებოდა. მას ასევე არ ჰქონდა სახე. ამ მიზეზის გამო მიიჩნიეს, რომ ნაყოფიერების სიმბოლო იყო და არა პიროვნების გამოხატულება. ის იყო ობიექტი. მისი ინტერპრეტაციის ისტორიაში, ის იდეალური სილამაზისა და სიყვარულის ობიექტიდან, რეპროდუქციის ობიექტად გადაიქცა. ვფიქრობ, ეს გადაქცევა, იმ მეცნიერებზე უფრო მეტს ამბობს, რომლებმაც მის დანიშნულებას ინტერპრეტაცია გაუკეთეს, ვიდრე თავად ფიგურის ნამდვილ დანიშნულებაზე. როდესაც ქალი ორსულდება, ის კაცის სექსუალური სურვილის სამეფოს ტოვებს და გადაინაცვლებს რეპროდუქციულ და ბავშვის აღმზრდელის როლში. ამ დროს, ის საზოგადოების საკუთრება ხდება და მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად, მხოლოდ იმიტომ რომ ის ორსულადაა. ამას ვილენდორფის ეფექტს ვეძახი და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამის გაძლიერებას მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ვხედავთ. ვინმე თქვენგანი შესამჩნევად ორსული ყოფილა? (სიცილი) კარგი, ბევრი თქვენგანი, არა? რამდენ თქვენგანს შეგხებიათ უცნობი მუცელზე ორსულობისას, შეიძლება კითხვის გარეშეც კი? ან რამდენს მოგისმენიათ რჩევები იმაზე, თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი არა, ვიღაცისგან, ვინც თქვენი არც ექიმია და არც სამდიცინო კონსულტანტი? ან პირადული კითხვები დაუსვამს თქვენი მშობიარობის გეგმების შესახებ? და შემდეგ აუხსნია რატომაა ყველა ეს არჩევანი არასწორი? დიახ, ჩემთვისაც. ან რამდენისთვის უთქვამთ ღვინით მომსახურებაზე უარი? ამან შეიძლება შეგაფიქრიანოთ, მაგრამ მომისმინეთ. ეს უდიდესი საიდუმლოა. სინამდვილეში ორსულობისას ზომიერად დალევა უსაფრთხოა. ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის, რადგან ექიმები არ ანდობენ ორსულ ქალებს ამ საიდუმლოს. (სიცილი) განსაკუთრებით კი, თუ ის ნაკლებად განათლებული, ან ფერადკანიანია. ეს გვაჩვენებს, რომ ვილენდორფის ეფექტი, ასევე კლასისტური და რასისტულია. ეს ხდება, როდესაც მთავრობა ქალებს ყოველ ახალი აბროტის საწინააღმდეგო კანონპროექტით შეახსენებს, რომ მისი საშვილოსნო, მისი საკუთრება არ არის; ან როდესაც მეან-გინეკოლოგი ეუბნება, "მართალია, ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, მაგრამ ზოგჯერ არავინ იცის, უკეთესია უსაფრთხოდ იყოთ, ვიდრე ინანოთ, არა?" მას ურღვევენ მისი საკუთარი სხეულის ავტონომიას "კარგი დედობის" არგუმენტით. ჩვენ მას გადაწყვეტილების მიღებას არ ვანდობთ. გაიხსენეთ, ის საყვარელია. როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ სექსუალური სიამოვნება... უკაცრავად. როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. ანუ ფაქტიურად ვეუბნებით, რომ ის თავად უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაყოფის საჭიროებები არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნილებებს. ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს, როგორიცაა ამერიკული მეან-გინეკოლოგების კოლეჯი, აქვთ შესაძლებლობა გაანათლონ ხალხი უსაფრთხო სექსის შესახებ ორსლობისას. მაშ, რას ამბობენ ექსპერტები? ამ კოლეჯს ოფიციალური განცხადება უსაფრთხო სექსის შესახებ ურსულობისას არ გაუკეთებია. მეიოს კლინიკის რჩევა ზოგადად დადებითია, მაგრამ თან ახლავს გაფრთხილება: "თუმცა, ქალთა უმეტესობისთვის ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, ზოგჯერ უკეთესია ფრთხილად იყოთ". ზოგ ქალს ორსულობისას სექსი არ უნდა და ეს ნორმალურია. ზოგ ქალს უნდა სექსი ორსულობისას და ესეც ნორმალურია. ის რაც უნდა შეწყდეს, არის საზოგადოების რჩევები იმაზე, თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან მათ საკუთარ სხეულს. (აპლოდისმენტები) ორსული ქალი უსახო, იდენტობას მოკლებული რეპროდუქციული სისხლძარღვები არ არის, რომელსაც საკუთარ, ორ ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუმცა, სინამდვილეში, ყველა ქალს ვეუბნებით, რომ მათი სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. ჩვენ არც კი ვაღიარებთ ისეთი ქალების არსებობას, რომლებსაც სექსი ქალებთან აქვთ, ან რომლებსაც არ უნდათ ბავშვების ყოლა. "ოჰ, ეს უბრალოდ ეტაპია... მას უბრალოდ შესაფერისი კაცი სჭირდება". ყოველ ჯერზე, როდესაც ქალს სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის აქვს, ეს რევოლუციაა. ეს ქალი რევოლუციონერია. ის საზოგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ კაცების სიამოვნებისთვის, ან რეპროდუქციისთვის არსებობს. ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს ანიჭებს უპირატესობას, საშიშია, რადგან ის ამით საკუთარ თავს ანიჭებს უპირატესობას. (აპლოდისმენტები) ეს ქალი მოითხოვს, რომ მას მოექცნენ, როგორც თანასწორს. ეს ქალი მოითხოვს, რომ ძალაუფლების მაგიდასთან ადგილი მისცენ და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს, რადგან მისთვის ადგილის მიცემა, ჩვენი ზედმეტი ადგილის დათმობას ნიშნავს. (აპლოდისმენტები) თქვენთვის უკანასკნელი საიდუმლო მაქვს. ორი ბიჭის დედა ვარ. და თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბიჭებს ჩემგან სულ ესმით, რომ მნიშვნელოვანია კაცებმა ქალები თანასწორად აღიქვან და ისინი მამის ქცევაშიც ამის მაგალითს ხედავენ, საჭიროა გარემომაც გააძლიეროს ის, რაც ჩვენ სახლში ხდება. ეს ქალის, ან კაცის პრობლემა არ არის, ეს ყველას პრობლემაა. და ყველა ჩვენს როლს ვასრულებთ უთანასწორო სისტემის დანგრევაში. დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ქალისთვის იმის თქმა, თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან საკუთარ სხეულს. (აპლოდისმენტები) ამაში შედის ის, რომ არ მოვექცეთ ორსულ ქალს, როგორც საზოგადოების საკუთრებას. თუ მას არ იცნობთ, არც კი სთხოვოთ მუცელზე შეხება. თუ თქვენ არ იზამთ, არც სხვა იზამს. არ უთხრათ რისი ჭამა შეუძლია, ან არ შეუძლია. არ ჰკითხოთ მისი პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე თუნდაც თქვენ პირადად აბროტის მოწინააღმდეგე იყოთ, მაინც შეგიძლიათ იბრძოლოთ ქალების არჩევანის უფლებისთვის. როდესაც საქმე ქალების თანასწორობას ეხება, ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. თუ თქვენ სექსი გაქვთ ქალთან, უპირატებობა მიანიჭეთ მის სიამოვნებას. თუ არ იცით როგორ, ჰკითხეთ. თუ გყავთ შვილები... (სიცილი) რაც შეიძლება ადრე ესაუბრეთ სექსის შესახებ, რადგან ბავშვები უკვე ლექსიკონებში აღარ ეძებენ სიტყვა "სექსს", არამედ ინტერნეტში. და როდესაც სექსის შესახებ ესაუბრებით, მხოლოდ რეპროდუქციაზე არ გაამახვილოთ ყურადღება. ადამიანებს სექსი ბევრი სხვადასხვა მიზნით აქვთ. ზოგს იმიტომ რომ შვილი უნდა, მაგრამ უმეტეს ჩვენგანს სექსი სიამოვნების გამო აქვს. აღიარეთ. და მიუხედავად იმისა ბავშვები გყავთ თუ არა, მხარი დაუჭირეთ ღრმა სექსუალურ განათლებას, რომელიც არ არცხვენს ჩვენს მოზარდებს. (აპლოდისმენტები) არაფერი პოზიტიური არ მოაქვს მოზარდების შერცხვენას, მათი სექსუალური სურვილების და ქცევების გამო, გარდა ორსულობისა და სექსუალური გზით გადამდები დაავდებების. ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა, რომ უთანასწორო სტრუქტურა შევცვალოთ. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. მადლობა. (აპლოდისმენტები)