0:00:00.000,0:00:02.000 დავიბადე დენ ბოსხში 0:00:02.000,0:00:05.000 ადგილი რომლის სახელსაც ატარებდა მხატვარი ჰიერონიმუს ბოსხი. 0:00:05.000,0:00:07.000 ამიტომ მე ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს მხატვარი 0:00:07.000,0:00:10.000 რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-15 საუკუნეში. 0:00:10.000,0:00:12.000 ყველაზე საინტერესო, რაც მას აკავშირებს მორალთან 0:00:12.000,0:00:15.000 არის ის, რომ ის ცხოვრობდა დროში როდესაც რელიგიის გავლენა თანდათან სუსტდებოდა. 0:00:15.000,0:00:17.000 და მას აინტერსებდა, მე ვფიქრობ, 0:00:17.000,0:00:19.000 რა მოელოდა საზოგადოებას 0:00:19.000,0:00:22.000 რელიგიის გარეშე, ან ნაკლებ რელიგიურობის შემთხვევაში. 0:00:22.000,0:00:25.000 ამიტომ მან დახატა მისი ცნობილი ნახატი "ტკბობის ბაღი," 0:00:25.000,0:00:27.000 რომელიც ზოგმა აღიქვა 0:00:27.000,0:00:29.000 როგორც კაცობრიობა მის მორალურ დაცემამდე, 0:00:29.000,0:00:32.000 ზოგმა კიდევ როგორც კაცობრიობა ყოველგვარი მორალური დაცემის გარეშე. 0:00:32.000,0:00:34.000 ამიტომ ის გაიძულებს იფიქრო იმაზე, 0:00:34.000,0:00:37.000 თუ რა მოხდებოდა რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვეგემა ცოდნის ნაყოფი, 0:00:37.000,0:00:40.000 და როგორი მორალი გვექნებოდა? 0:00:40.000,0:00:42.000 ბევრად უფრო გვიან, როგორც სტუდენტი, 0:00:42.000,0:00:44.000 მე წავედი სულ სხვა ბაღში, 0:00:44.000,0:00:47.000 ზოოლოგიურ ბაღში, არნემში 0:00:47.000,0:00:49.000 სადაც ჩვენ გვყავს შიმპანზეები. 0:00:49.000,0:00:51.000 ეს მე ვარ ახალგაზრდა პატარა შიმპანზესთან ერთად. 0:00:51.000,0:00:54.000 (სიცილი) 0:00:54.000,0:00:56.000 და იქ მე აღმოვაჩინე, 0:00:56.000,0:00:59.000 რომ შიმპანზეები არიან ძალაუფლების მოყვარულნი ძალიან და ამასთან დაკავშირებით დავწერე წიგნი. 0:00:59.000,0:01:02.000 იმ დროისათვის ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აქცენტი კეთდებოდა 0:01:02.000,0:01:04.000 აგრესიაზე და კონკურენციაზე. 0:01:04.000,0:01:06.000 ჩემი წარმოდგენა მთლიანად ცხოველთა სამყაროზე, 0:01:06.000,0:01:08.000 და მასთან ერთად ადამიანებზე, 0:01:08.000,0:01:10.000 იყო ის, რომ სადღაც სიღრმეში ჩვენ ვართ მეტოქეები, 0:01:10.000,0:01:12.000 ჩვენ ვართ აგრესიულები, 0:01:12.000,0:01:15.000 ჩვენ ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ პირადი სარგებლის ნახვის მიზნით. 0:01:15.000,0:01:17.000 ეს არის, როდესაც გამოვიდა ჩემი წიგნი. 0:01:17.000,0:01:19.000 ზუსტად ვერ გეტყვით რამდენად კარგად წაიკითხეს შიმპანზეებმა ის, 0:01:19.000,0:01:22.000 მაგრამ ისინი ნამდვილად ჩანდნენ წიგნით დაინტერესებულნი. 0:01:24.000,0:01:26.000 იმ დროს, 0:01:26.000,0:01:28.000 როდესაც ვმუშაობდი ძალაუფლებასა და გავლენაზე, 0:01:28.000,0:01:30.000 აგრესიაზე და ა.შ., 0:01:30.000,0:01:33.000 აღმოვაჩინე, რომ შიმპანზეები ჩხუბის შემდეგ რიგდებიან. 0:01:33.000,0:01:36.000 თქვენ ახლა ხედავთ ორ მამრ შიმპანზეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იჩხუბეს. 0:01:36.000,0:01:39.000 ბოლოს, ისინი ავიდნენ ხეზე, სადაც ერთ-ერთი მათგანი მეორეს უწვდის ხელს. 0:01:39.000,0:01:42.000 სურათის გადაღებიდან დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს 0:01:42.000,0:01:44.000 და მათ აკოცეს და მოეხვივნენ ერთმანეთს. 0:01:44.000,0:01:46.000 ეს არის ძალიან საინტერესო, 0:01:46.000,0:01:49.000 რადგან იმ დროს აქცენტი კეთდებოდა კონკურენციაზე და აგრესიაზე, 0:01:49.000,0:01:51.000 და ეს ყველაფერი გაუგებარი ჩანდა. 0:01:51.000,0:01:53.000 მთავარი არის მოგება ან წაგება. 0:01:53.000,0:01:55.000 მაშინ რატომ რიგდებით ჩხუბის შემდეგ? 0:01:55.000,0:01:57.000 გაუგებარია. 0:01:57.000,0:02:00.000 ეს არის ის რასაც ჯუჯა შიმპანზეები აკეთებენ. ჯუჯა შიმპანზეები ყველაფერს აკეთებენ სექსის დახმარებით. 0:02:00.000,0:02:02.000 და შესაბამისად შერიგებითაც სექსის დახმარებით რიგდებიან. 0:02:02.000,0:02:04.000 მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე. 0:02:04.000,0:02:06.000 პრინციპი არის ის, რომ თქვენ გაქვთ 0:02:06.000,0:02:08.000 მნიშვნელოვანი ურთიერთობა 0:02:08.000,0:02:10.000 რომელიც დაზარალდა კონფლიქტის შედეგად, 0:02:10.000,0:02:12.000 ხოლო თქვენ ამისთვის რაღაც უნდა გააკეთოთ. 0:02:12.000,0:02:14.000 შედეგად, მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოველთა სამყაროზე 0:02:14.000,0:02:16.000 და მასთან ერთად ადამიანებზე, 0:02:16.000,0:02:18.000 თანდათან შეიცვალა. 0:02:18.000,0:02:20.000 ჩვენ გვაქვს ეს სურათი 0:02:20.000,0:02:22.000 პოლიტიკურ მეცნიერებაში, ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 0:02:22.000,0:02:24.000 ფილოსოფიაშიც, 0:02:24.000,0:02:26.000 რომ კაცი კაცისთვის მგელია. 0:02:26.000,0:02:29.000 და რომ სადღაც სიღრმეში ჩვენი ბუნება სინამდვილეში ბილწია. 0:02:29.000,0:02:32.000 მე ვფიქრობ ეს არის ძალიან უსამართლო წარმოდგენა მგელზე 0:02:32.000,0:02:34.000 მგელი, ბოლოს და ბოლოს არის 0:02:34.000,0:02:36.000 ცხოველი რომელიც სხვებთან თანამშრომლობს. 0:02:36.000,0:02:38.000 ამიტომაც არის, რომ ბევრ თქვენგანს სახლში ჰყავს ძაღლი 0:02:38.000,0:02:40.000 რომელსაც იგივე თვისებები აქვს. 0:02:40.000,0:02:42.000 და ეს არის უსამართლო ადამიანებთან მიმართებაში, 0:02:42.000,0:02:46.000 იმიტომ, რომ ადამიანები გაცილებით უფრო თანამგრძნობნი არიან 0:02:46.000,0:02:48.000 ვიდრე მათზე წარმოუდგენიათ. 0:02:48.000,0:02:50.000 მე უფრო და უფრო დავინტერესდი ამ საკითხებით 0:02:50.000,0:02:52.000 და დავიწყე მათი შესწავლა სხვა ცხოველებშიც. 0:02:52.000,0:02:54.000 ესენი არის მორალის საყრდენები. 0:02:54.000,0:02:58.000 თუ ვინმეს ჰკითხავთ, "რას ემყარება მორალი?" 0:02:58.000,0:03:00.000 ეს არის ორი ძირითადი რამ რაც ყოველთვის გამოიკვეთება. 0:03:00.000,0:03:02.000 ერთი არის ურთიერთმოქმედება, 0:03:02.000,0:03:05.000 რომელიც ასოცირდება სამართლიანობისა და თანასწორობის გრძნობასთან. 0:03:05.000,0:03:07.000 და მეორე არის თანაგრძნობა და სიბრალული. 0:03:07.000,0:03:10.000 ადამიანთა მორალი გაცილებით უფრო მეტია, 0:03:10.000,0:03:12.000 მაგრამ თუკი მას გამოაცლით ამ საყრდენებს, 0:03:12.000,0:03:14.000 ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი დარჩება. 0:03:14.000,0:03:16.000 აქედან გამომდინარე, ისინი არიან არსებითად მნიშვნელოვანი. 0:03:16.000,0:03:18.000 ნება მომეცით, მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი ამასთან დაკავშირებით. 0:03:18.000,0:03:20.000 ეს არის იერკის პრიმატების ცენტრის ძველი ვიდეო ჩანაწერი 0:03:20.000,0:03:23.000 სადაც შიმპანზეებს ასწავლიან თანამშრომლობას. 0:03:23.000,0:03:26.000 უკვე დაახლოებით ასე წელი გავიდა მას შემდეგ 0:03:26.000,0:03:29.000 რაც ჩვენ დავიწყეთ ექსპერიმენტების ჩატარება თანამშრომლობაზე. 0:03:29.000,0:03:32.000 აქ არის ორი ახალგაზრდა შიმპანზე რომელთაც აქვთ ყუთი, 0:03:32.000,0:03:35.000 და ეს ყუთი არის საკმაოდ მძიმე იმისთვის, რომ ერთმა შიმპანზემ შესძლოს მისი გადაადგილება. 0:03:35.000,0:03:37.000 და რა თქმა უნდა, ყუთზე არის საკვები. 0:03:37.000,0:03:39.000 სხვა შემთხვევაში ისინი არ ეცდებოდნენ მის გადაადგილებას. 0:03:39.000,0:03:41.000 ისინი ეწევიან ყუთს თავიანთკენ. 0:03:41.000,0:03:43.000 და თქვენ ხედავთ, რომ ისინი მოქმედებენ სინქრონულად. 0:03:43.000,0:03:46.000 ხედავთ, რომ ისინი მუშაობენ ერთად, ეწევიან ყუთს ერთდროულად. 0:03:46.000,0:03:49.000 ეს უკვე დიდი წინსვლაა ბევრ ცხოველში 0:03:49.000,0:03:51.000 რომელი ვერ შესძლებდა ამის გაკეთებას. 0:03:51.000,0:03:53.000 ახლა თქვენ ნახავთ გაცილებით უფრო საინტერესო სურათს, 0:03:53.000,0:03:56.000 იმიტომ, რომ ამჯერად ერთ-ერთი შიმპანზე უკვე გამოკვებეს. 0:03:56.000,0:03:58.000 ამდენად, ორიდან ერთ-ერთი აღარ არის დაინტერსებული 0:03:58.000,0:04:01.000 დავალების შესრულებით. 0:04:01.000,0:04:04.000 (სიცილი) 0:04:08.000,0:04:13.000 (სიცილი) 0:04:19.000,0:04:22.000 (სიცილი) 0:04:35.000,0:04:38.000 დააკვირდით რა მოხდება ბოლოს. 0:04:41.000,0:04:43.000 (სიცილი) 0:04:52.000,0:04:54.000 მას მიაქვს თითქმის ყველაფერი. 0:04:54.000,0:04:57.000 (სიცილი) 0:04:57.000,0:04:59.000 აქ არის ორი საინტერესო რამ. 0:04:59.000,0:05:01.000 ერთი ის, რომ შიმპანზე რომელიც არის მარჯვნივ 0:05:01.000,0:05:03.000 სრულად ხვდება, რომ მას სჭირდება პარტნიორი-- 0:05:03.000,0:05:05.000 ის გრძნობს თანამშრომლობის საჭიროებას. 0:05:05.000,0:05:08.000 მეორე არის ის, რომ მის პარტნიორს სურს იმუშაოს 0:05:08.000,0:05:10.000 მიუხედავად იმისა, რომ მას საკვები არ აინტერესებს. 0:05:10.000,0:05:13.000 რატომ ხდება ასე? შესაძლოა ეს დაკავშირებულია ურთიერთმოქმედებასთან. 0:05:13.000,0:05:15.000 უამრავი ფაქტი არსებობს პრიმატებში და სხვა ცხოველებში 0:05:15.000,0:05:17.000 იმისა, რომ ისინი სანაცვლოდ ეხმარებიან ერთმანეთს. 0:05:17.000,0:05:19.000 ასე, რომ სანაცვლოდ მასაც დაეხმარებიან 0:05:19.000,0:05:21.000 როდესმე, მომავალში. 0:05:21.000,0:05:23.000 აი, ასე ხდება ეს ყველაფერი. 0:05:23.000,0:05:25.000 იგივე გავაკეთეთ სპილოებთან დაკავშირებით. 0:05:25.000,0:05:28.000 სპილოებთან მუშაობა ძალიან საშიშია. 0:05:28.000,0:05:30.000 კიდევ ერთი პრობლემა სპილოებთან დაკავშირებით 0:05:30.000,0:05:32.000 არის ის, რომ ვერ შექმნით ისეთ ხელსაწყოს 0:05:32.000,0:05:34.000 რომელიც ერთი სპილოსათვის ძალიან მძიმე იქნება. 0:05:34.000,0:05:36.000 შესაძლოა გააკეთოთ კიდეც, 0:05:36.000,0:05:38.000 მაგრამ მგონია, რომ ის არ იქნება საკმარისად გამძლე. 0:05:38.000,0:05:40.000 და რაც ამ შემთხვევაში გავაკეთეთ-- 0:05:40.000,0:05:43.000 ჩვენ ამ კვლევებს ვატარებთ ტაილანდში ჯოშ პლოტნიკისათვის-- 0:05:43.000,0:05:46.000 არის ის, რომ ავიღეთ ხელსაწყო რომელსაც გარშემო აქვს თოკი, მხოლოდ ერთი თოკი. 0:05:46.000,0:05:48.000 და თუ ამ გვერდიდან გასწევთ თოკს, 0:05:48.000,0:05:50.000 მაშინ მეორე გვერდზე თოკი გაქრება. 0:05:50.000,0:05:53.000 ასე რომ, ორმა სპილომ ის უნდა აიღოს და გასწიოს ერთდროულად. 0:05:53.000,0:05:55.000 წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ მოხდება 0:05:55.000,0:05:57.000 და თოკი გაქრება. 0:05:57.000,0:05:59.000 პირველი ჩანაწერი რომელსაც თქვენ ნახავთ, 0:05:59.000,0:06:01.000 არის ის, რომ ორი სპილო რომლებიც გამოუშვეს ერთდროულად 0:06:01.000,0:06:03.000 მიდიან ხელსაწყოსთან. 0:06:03.000,0:06:06.000 ხელსაწყო დევს მარცხნივ რომელზეც დევს საკვები. 0:06:06.000,0:06:09.000 ისინი მოდიან ერთდროულად, 0:06:09.000,0:06:11.000 იღებენ მას და წევენ ერთდროულად. 0:06:11.000,0:06:14.000 ეს საკმაოდ იოლიო მათთვის. 0:06:15.000,0:06:17.000 აი ისინიც. 0:06:24.000,0:06:26.000 ისინი წევენ თოკს. 0:06:26.000,0:06:28.000 მაგრამ ამჯერად ჩვენ ვაპირებთ ის უფრო გავართულოთ. 0:06:28.000,0:06:30.000 იმიტომ, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანი 0:06:30.000,0:06:32.000 არის დავინახოთ რამდენად კარგად ესმით მათ თანამშრომლობა. 0:06:32.000,0:06:35.000 მაგალითად, ესმით თუ არა მათ ეს ისევე კარგად როგორც შიმპანზეებს? 0:06:35.000,0:06:37.000 და ამ მიზნით 0:06:37.000,0:06:39.000 ერთი სპილო გამოვუშვით მეორეზე ადრე, 0:06:39.000,0:06:41.000 საჭიროა სპილო იყოს საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, 0:06:41.000,0:06:43.000 რომ იქ დადგეს, დაელოდოს და არ გასწიოს თოკი-- 0:06:43.000,0:06:46.000 იმიტომ, რომ თუ გასწევს თოკს, ის გაქრება და ექსპერიმენტიც დასრულდება. 0:06:46.000,0:06:48.000 ამ სპილომ გააკეთე რაღაც არაკანონიერი, 0:06:48.000,0:06:50.000 რომელიც ჩვენ მისთვის არ გვისწავლებია. 0:06:50.000,0:06:52.000 მაგრამ ეს მიგვანიშნებს მის მიხვედრილობაზე, 0:06:52.000,0:06:55.000 იმიტომ, რომ ის დგამს მის დიდ ფეხს თოკზე, 0:06:55.000,0:06:57.000 დგება თოკზე და ელოდება მეორეს, 0:06:57.000,0:07:00.000 ამის მერე მეორემ უნდა შეასრულოს მთელი სამუშაო. 0:07:00.000,0:07:03.000 აი, ამას ეძახიან სამადლოდ რჩენას. 0:07:03.000,0:07:05.000 (სიცილი) 0:07:05.000,0:07:08.000 მაგრამ ეს მიგვანიშნებს სპილოების გონიერებაზე. 0:07:08.000,0:07:11.000 მათ შეიმუშავეს რამდენიმე შესაძლო ხერხი 0:07:11.000,0:07:14.000 რომელიც ჩვენთვის აუცილებლად მისაღები არ ყოფილა. 0:07:14.000,0:07:19.000 ამჯერად მოდის მეორე სპილო 0:07:19.000,0:07:22.000 რომელიც გასწევს მას. 0:07:38.000,0:07:41.000 დააკვირდით მეორეს. რა თქმა უნდა, მას ჭამა არ დაავიწყდა. 0:07:41.000,0:07:45.000 (სიცილი) 0:07:45.000,0:07:47.000 ეს იყო თანამშრომლობა, ურთიეთმოქმედების ნაწილი. 0:07:47.000,0:07:49.000 ახლა ცოტა რამ თანაგრძნობის შესახებ. 0:07:49.000,0:07:51.000 ამჟამად, თანაგრძნობა არის ჩემი კვლევის მთავარი თემა. 0:07:51.000,0:07:53.000 თანაგრძნობას აქვს, ასე ვთქვათ, ორი თვისება. 0:07:53.000,0:07:56.000 მისი ერთ-ერთი ნაწილი არის გაგების უნარი. ეს არის მისი ჩვეულებრივი განმარტება: 0:07:56.000,0:07:58.000 უნარი გაიგო და გაიზიარო სხვების გრძნობები. 0:07:58.000,0:08:00.000 და მისი ემოციური ნაწილი. 0:08:00.000,0:08:02.000 თანაგრძნობის გამოხატვის ორი საშუალება არსებობს. 0:08:02.000,0:08:04.000 ერთი არის სხეულის საშუალებით მისი გამოხატვა. 0:08:04.000,0:08:06.000 თუ თქვენ ესაუბრებით სევდიან ადამიანს, 0:08:06.000,0:08:09.000 თქვენ თვითონაც მიიღებთ სევდიან გამომეტყველებას და სევდიან პოზას, 0:08:09.000,0:08:11.000 და სანამ ამას მიხვდებით თქვენ გრძნობთ სევდას. 0:08:11.000,0:08:14.000 ეს არის ემოციური თანაგრძნობის სხეულის საშუალებით გამოხატვა. 0:08:14.000,0:08:16.000 რაც ბევრ ცხოველს ახასიათებს. 0:08:16.000,0:08:18.000 თქვენს უბრალო ძაღლსაც კი. 0:08:18.000,0:08:20.000 ამიტომაც ჰყავთ ადამიანებს ძუძუმწოვრები სახლში 0:08:20.000,0:08:22.000 და არა კუები ან გველები და რაღაც მსგავსი 0:08:22.000,0:08:24.000 რომელთაც არ ახასიათებთ მსგავსი თანაგრძნობა. 0:08:24.000,0:08:26.000 და არსებობს გონებრივი გამოხატვის საშუალება, 0:08:26.000,0:08:28.000 რომელიც გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე სხვისი დამოკიდებულების გათავისება. 0:08:28.000,0:08:30.000 და ეს უფრო შეზღუდულია. 0:08:30.000,0:08:32.000 ცოტა ცხოველია--მე ვფიქრობ სპილოებს და მაიმუნებს შეუძლიათ მსგავსი რაღაცეების გაკეთება-- 0:08:32.000,0:08:35.000 მაგრამ ძალიან ცოტა ცხოველი არის ისეთი, რომელთაც შეუძლიათ ამის გაკეთება. 0:08:35.000,0:08:37.000 სინქრონიზაცია, 0:08:37.000,0:08:39.000 რომელიც არის მთლიანად თანაგრძნობის შემადგენელი ნაწილი 0:08:39.000,0:08:41.000 ძალიან დიდი ხანია არსებობს ცხოველთა სამყაროში. 0:08:41.000,0:08:43.000 და ადამიანებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ის 0:08:43.000,0:08:45.000 იმაზე დაკვირვებით თუ როგორ გადაედება მთქნარება. 0:08:45.000,0:08:47.000 ადამიანები ამთქნარებენ როდესაც ამთქნარებენ სხვები. 0:08:47.000,0:08:49.000 და ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან. 0:08:49.000,0:08:51.000 მას მოქმედებაში მოჰყავს ტვინის ერთი და იგივე ზონები. 0:08:51.000,0:08:53.000 ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ადამიანები რომელთათვისაც მთქნარება იოლად გადამდებია 0:08:53.000,0:08:55.000 არიან ძალიან თანამგრძნობნი. 0:08:55.000,0:08:57.000 ადამიანებსთვის რომელთაც თანაგრძნობა ნაკლებად ახასიათებთ, როგორებიც არიან აუტისტი ბავშვები, 0:08:57.000,0:08:59.000 მთქნარება არ არის გადამდები. 0:08:59.000,0:09:01.000 ეს არის ერთმანეთთან კავშირში. 0:09:01.000,0:09:04.000 ჩვენ ამას ვსწავლობთ იმ შიმპანზეებზე დაკვირვებით, რომელთაც ვაჩვენეთ ანიმაციური თავი. 0:09:04.000,0:09:06.000 სწორედ ის რასაც თქვენ ხედავთ მარცხენა მაღალ კუთხეში, 0:09:06.000,0:09:08.000 ანიმაციური თავი რომელიც ამთქნარებს. 0:09:08.000,0:09:10.000 და ესეც შიმპანზე რომელიც მას უყურებს. 0:09:10.000,0:09:13.000 ნამდვილი შიმპანზე რომელიც უყურებს კომპიუტერის ეკრანს 0:09:13.000,0:09:16.000 რომელზეც გადის ანიმაციები. 0:09:20.000,0:09:22.000 (სიცილი) 0:09:22.000,0:09:24.000 მთქნარების გადადება 0:09:24.000,0:09:26.000 რომელიც ალბათ თქვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია-- 0:09:26.000,0:09:29.000 და შესაძლოა თქვენც დაიწყოთ მთქნარება მალე-- 0:09:29.000,0:09:32.000 არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს სხვა ცხოველებთან. 0:09:32.000,0:09:35.000 ეს არის დაკავშირებული სინქრონიზაციის სხეულის საშუალებით გამოხატვასთან 0:09:35.000,0:09:37.000 რომელიც საფუძვლად უდევს თანაგრძნობას. 0:09:37.000,0:09:40.000 და რომელიც უნივერსალურია ძუძუმწოვრებში. 0:09:40.000,0:09:43.000 ჩვენ ასევე ვსწავლობთ უფრო რთული გამოხატვის ფორმებს. ეს არის ნუგეშის ცემა. 0:09:43.000,0:09:46.000 ეს არის მამრი შიმპანზე რომელმაც წააგო ჩხუბი და ახლა ყვირის, 0:09:46.000,0:09:48.000 და მოზარდი შიმპანზე მიდის მასთან და ხვევს ხელს 0:09:48.000,0:09:50.000 და ამშვიდებს მას. 0:09:50.000,0:09:53.000 ეს არის ნუგეში. ის ძალიან გავს ადამიანურ ნუგეშის ცემას. 0:09:53.000,0:09:56.000 ნუგეშის ცემა 0:09:56.000,0:09:58.000 არის თანაგრძნობით გამოწვეული. 0:09:58.000,0:10:01.000 ბავშვებში თანაგრძნობის შესწავლის საშუალება 0:10:01.000,0:10:03.000 არის ის, რომ ოჯახის წევრმა თავი მოაჩვენოს მათ სევდიანად 0:10:03.000,0:10:05.000 და შემდეგ ის დაინახავს რას გააკეთებენ ბავშვები. 0:10:05.000,0:10:07.000 ეს დაკავშირებულია თანაგრძნობასთან, 0:10:07.000,0:10:10.000 და რასაც ვხედავთ არის მისი გამოხატვის ფორმა. 0:10:10.000,0:10:13.000 ასევე, ჩვენ ახლახანს გამოვაქვეყნეთ ექსპერიმენტი რომელზეც შესაძლოა უკვე გსმენიათ. 0:10:13.000,0:10:16.000 ის ეხება ალტრუიზმსა და შიმპანზეებს 0:10:16.000,0:10:18.000 რომლის მთავარი კითხვაც არის, ზრუნავენ თუ არა შიმპანზეები 0:10:18.000,0:10:20.000 სხვების კეთილდღეობაზე? 0:10:20.000,0:10:22.000 ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ 0:10:22.000,0:10:24.000 რომ ეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ, 0:10:24.000,0:10:27.000 რომ მხოლოდ ადამიანები ღელავენ სხვების კეთილდღეობაზე. 0:10:27.000,0:10:29.000 ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მარტივი ექსპერიმენტი. 0:10:29.000,0:10:32.000 ამას ვაკეთებთ შიმპანზეებზე რომლებიც ცხოვრობენ ლორენსვილში, 0:10:32.000,0:10:34.000 იერკის საველე სადგურში. 0:10:34.000,0:10:36.000 ასე ცხოვრობენ ისინი. 0:10:36.000,0:10:39.000 შევიყვანეთ ისინი ოთახში და ჩავატარეთ ექსპერიმენტი. 0:10:39.000,0:10:41.000 ამისათვის ორი შიმპანზე მოვათავსეთ ერთმანეთის გვერდით. 0:10:41.000,0:10:44.000 ერთ-ერთს აქვს ცილინდრებით სავსე ვედრო და მათ აქვთ სხვადასხვა მნიშვნელობა. 0:10:44.000,0:10:47.000 ცილინდრის ერთ სახეობას შეუძლია მხოლოდ იმ პარტნიორის გამოკვება რომელიც მას ირჩევს, 0:10:47.000,0:10:49.000 ხოლო მეორეს--ორივე მათგანის. 0:10:49.000,0:10:52.000 ეს კვლევა ჩავატარეთ ვიკი ჰორნერთან ერთად. 0:10:53.000,0:10:55.000 აქ არის ორი ფერის ცილინდრი. 0:10:55.000,0:10:57.000 მათ აქვთ ცილინდრებით სავსე მთელი ვედრო. 0:10:57.000,0:11:00.000 და მათ უნდა ამოირჩიონ ორი ფერიდან ერთი. 0:11:00.000,0:11:03.000 ახლა ნახავთ ეს როგორ ხდება. 0:11:03.000,0:11:06.000 თუკი ეს შიმპანზე გააკეთებს ეგოისტურ არჩევანს, 0:11:06.000,0:11:09.000 რომელსაც ამ შემთხვევაში აღნიშნავს წითელი ცილინდრი 0:11:09.000,0:11:11.000 მან უნდა მოგვცეს ცილინდრი ჩვენ. 0:11:11.000,0:11:14.000 ჩვენ ვიღებთ მას, ვდებთ მაგიდაზე სადაც ორივესათვის არის ჯიდლო საკვების სახით. 0:11:14.000,0:11:17.000 მაგრამ ამჯერად მხოლოდ მარჯვნივ მყოფი შიმპანზე იღებს საკვებს. 0:11:17.000,0:11:19.000 მარცხნივ მყოფი მიდის იმიტომ, რომ მან უკვე იცის 0:11:19.000,0:11:22.000 რომ ეს ტესტი მისთვის კარგი არ არის. 0:11:22.000,0:11:24.000 შემდეგი არის პროსოციალური ცილინდრი 0:11:24.000,0:11:27.000 ის, რომელიც აკეთებს არჩევანს--ეს არის საინტერესო მომენტი-- 0:11:27.000,0:11:29.000 იმისთვის, რომელიც აკეთებს არჩევანს, 0:11:29.000,0:11:31.000 ამას მნიშვნელობა არ აქვს. 0:11:31.000,0:11:34.000 ის გვაძლევს ჩვენ პროსოციალური ცილინდრს და ორივე შიმპანზე იღებს საკვებს. 0:11:34.000,0:11:37.000 ამდენად, ის რომელიც აკეთებს არჩევანს ყოველთვის იღებს ჯილდოს. 0:11:37.000,0:11:39.000 მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 0:11:39.000,0:11:41.000 ის ამას უნდა აკეთებდეს დაუფიქრებლად. 0:11:41.000,0:11:43.000 მაგრამ რაც აღმოვაჩინეთ 0:11:43.000,0:11:45.000 არის, ის რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ პროსოციალური ცილინდრს. 0:11:45.000,0:11:48.000 ეს არის 50 პროცენტიანი ზღვარი მოსალოდნელი ქცევისა. 0:11:48.000,0:11:51.000 განსაკუთრებით თუ პარტნიორი იქცევს ყურადღებას, არჩევანის რაოდენობა მეტია. 0:11:51.000,0:11:54.000 და თუ პარტნიორი ახდენს ზეწოლას-- 0:11:54.000,0:11:57.000 თუ პარტნიორი დაიწყებს წყლის შესხამს ან მათ დაშინებას-- 0:11:57.000,0:12:00.000 მაშინ არჩევანი იკლებს. 0:12:00.000,0:12:02.000 თითქოს ამით ამბობენ 0:12:02.000,0:12:04.000 "თუკი შენ არ მოიქცევი კარგად, მე არ ვიქნები დღეს მეგობრული." 0:12:04.000,0:12:06.000 ეს ხდება პარტნიორის არყოფნის შემთხვევაში, 0:12:06.000,0:12:08.000 როდესაც იქ არ ზის პარტნიორი. 0:12:08.000,0:12:10.000 ამდენად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შიმპანზეები ზრუნავენ-- 0:12:10.000,0:12:12.000 სხვების კეთილდღეობაზე-- 0:12:12.000,0:12:15.000 განსაკუთრებით, თავიანთი ჯგუფის წევრებზე. 0:12:15.000,0:12:18.000 ბოლო ექსპერიმენტი რომელზეც მინდა მოგიყვეთ 0:12:18.000,0:12:20.000 შეეხება სამართლიანობას. 0:12:20.000,0:12:23.000 ის გახდა ძალიან ცნობილი კვლევა. 0:12:23.000,0:12:25.000 მის გარდა არსებობს კიდევ ბევრი, 0:12:25.000,0:12:27.000 იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ის ჩავატარეთ 10 წლის წინ, 0:12:27.000,0:12:29.000 ის გახდა ძალიან ცნობილი. 0:12:29.000,0:12:31.000 ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე. 0:12:31.000,0:12:34.000 ახლა გაჩვენებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ ექსპერიმენტს. 0:12:34.000,0:12:37.000 ის ასავე ჩაატარეს ძაღლებზე და ჩიტებზე 0:12:37.000,0:12:39.000 და შიმპანზეებზე. 0:12:39.000,0:12:43.000 მაგრამ სარა ბროსნანთან ერთად ჩვენ ის ჩავატარეთ კაპუცინის ოჯახის მაიმუნებზე. 0:12:43.000,0:12:45.000 გავაკეთეთ ის, 0:12:45.000,0:12:47.000 რომ მოვათავსეთ ორი მაიმუნი ერთმანეთის გვერდით. 0:12:47.000,0:12:49.000 ეს ცხოველები ცხოვრობენ ჯგუფებად და კარგად იცნობენ ერთმანეთს. 0:12:49.000,0:12:52.000 ჩვენ გამოვიყვანეთ ისინი ჯგუფიდან და მოვათავსეთ ტესტისათვის განკუთვნილ კამერაში. 0:12:52.000,0:12:54.000 აქ არის ძალიან მარტივი დავალება 0:12:54.000,0:12:56.000 რომელიც მათ უნდა შეასრულონ. 0:12:56.000,0:12:59.000 თუკი ორივე მათგანს მიაწოდებ კიტრს დავალების შესასრულებლად, 0:12:59.000,0:13:01.000 მაიმუნები, რომლებიც არიან ერთმანეთის გვერდით, 0:13:01.000,0:13:03.000 მას შეასრულებენ 25-ჯერ ზედიზედ. 0:13:03.000,0:13:07.000 ამდენად, კიტრი, რომელიც ჩემი აზრით მხოლოდ წყალია, 0:13:07.000,0:13:10.000 აბსოლუტურად მისაღებია მათთვის. 0:13:10.000,0:13:13.000 მაგრამ თუკი პარტნიორს მისცემთ ყურძენს-- 0:13:13.000,0:13:15.000 ჩემი კაპუცინის ოჯახის მაიმუნების არჩევანი 0:13:15.000,0:13:18.000 ზუსტად შეესაბამება სუპერმარკეტის ფასებს-- 0:13:18.000,0:13:21.000 და თუკი მისცემთ მათ ყურძენს--რომელიც გაცილებით უკეთესია-- 0:13:21.000,0:13:24.000 მაშინ თქვენ დაარღვევთ მათ შორის თანასწორობას. 0:13:24.000,0:13:26.000 ეს არის ის ექსპერიმენტი რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. 0:13:26.000,0:13:29.000 ახლახანს ჩვენ ეს ჩავწერეთ ახალ მაიმუნებთან მუშაობისას რომელთაც არასდროს შეუსრულებიათ რაიმე დავალება, 0:13:29.000,0:13:31.000 ვიფიქრეთ, რომ მათი რეაქცია უფრო ძლიერი იქნებოდა, 0:13:31.000,0:13:33.000 და ეს ასეც აღმოჩნდა. 0:13:33.000,0:13:35.000 მარცხნივ მყოფი მაიმუნი იღებს კიტრს. 0:13:35.000,0:13:38.000 მარჯვნივ მყოფი იღებს ყურძენს. 0:13:38.000,0:13:40.000 ის რომელიც იღებს კიტრს, 0:13:40.000,0:13:42.000 გვანიშნებს, რომ მისთვის კიტრი შესანიშნავია. 0:13:42.000,0:13:45.000 პირველ ნაჭერს ჭამს. 0:13:45.000,0:13:48.000 შემდეგ ის ხედავს, რომ მეორე იღებს ყურძენს და ახლა ნახავთ რა მოხდება. 0:13:48.000,0:13:51.000 ის გვაძლევს ქვას. ეს არის დავალება. 0:13:51.000,0:13:54.000 ჩვენ მას ვაძლევთ კიტრის ნაჭერს და ის ჭამს. 0:13:54.000,0:13:57.000 მეორემაც ჩვენ უნდა მოგვცეს ქვა. 0:13:57.000,0:14:00.000 და ასეც იქცევა. 0:14:00.000,0:14:03.000 ის იღებს ყურძენს და ჭამს მას. 0:14:03.000,0:14:05.000 მეორე ამას ხედავს. 0:14:05.000,0:14:07.000 ის გვაძლევს ქვას, 0:14:07.000,0:14:10.000 და იღებს ისევ კიტრს. 0:14:12.000,0:14:27.000 (სიცილი) 0:14:27.000,0:14:30.000 ახლა ის სინჯავს ქვას კედელზე. 0:14:30.000,0:14:32.000 მან ის ჩვენ უნდა მოგვცეს. 0:14:32.000,0:14:35.000 ის ისევ იღებს კიტრს. 0:14:37.000,0:14:41.000 (სიცილი) 0:14:43.000,0:14:47.000 თქვენ ახლა ხედავთ ნამდვილ უოლ სტრიტის პროტესტს. 0:14:47.000,0:14:50.000 (სიცილი) 0:14:50.000,0:14:53.000 (აპლოდისმენტები) 0:14:53.000,0:14:55.000 ნება მომეცით გითხრათ-- 0:14:55.000,0:14:57.000 ჯერ კიდევ მაქვს ორი წუთი, ნება მომეცით მოგიყვეთ ერთი სასაცილო ამბავი ამასთან დაკავშირებით. 0:14:57.000,0:14:59.000 ეს კვლევა გახდა ძალიან ცნობილი 0:14:59.000,0:15:01.000 და ჩვენ მივიღეთ უამრავი კომენტარი, 0:15:01.000,0:15:03.000 განსაკუთრებით ანთროპოლოგებს, ეკონომისტებს, 0:15:03.000,0:15:05.000 ფილოსოფოსებს, 0:15:05.000,0:15:07.000 საერთოდ არ მოეწონათ ის. 0:15:07.000,0:15:10.000 რადგან, თავიანთ გონებაში მათ გადაწყვიტეს, მე მჯერა, 0:15:10.000,0:15:12.000 რომ სამართლიანობა არის ძალიან კომპლექსური 0:15:12.000,0:15:14.000 და ის არ შეიძლება ჰქონდეთ ცხოველებს. 0:15:14.000,0:15:16.000 ერთმა ფილოსოფოსმა მოგვწერა კიდეც 0:15:16.000,0:15:19.000 რომ შეუძლებელია მაიმუნებს ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა 0:15:19.000,0:15:22.000 იმიტომ, რომ სამართლიანობა გამოიგონეს საფრანგეთის რევოლუციის დროს. 0:15:22.000,0:15:24.000 (სიცილი) 0:15:24.000,0:15:27.000 ერთმა კიდევ დაწერა მთელი თავი 0:15:27.000,0:15:31.000 რომ ის დაიჯერებდა მაიმუნების სამართლიანობის გრძნობას იმ შემთხვევაში 0:15:31.000,0:15:33.000 თუ ის რომელიც იღებდა ყურძენს უარს იტყოდა ყურძენზე. 0:15:33.000,0:15:35.000 სასაცილო ის არის, რომ სარა ბროსნანს, 0:15:35.000,0:15:37.000 რომელიც ამას აკეთებდა შიმპანზეებზე, 0:15:37.000,0:15:39.000 ჰყავდა შიმპანზეების რამდენიმე წყვილი 0:15:39.000,0:15:42.000 რომელთა შორისაც, ერთი უარს ამბობდა ყურძენზე მანამ 0:15:42.000,0:15:44.000 სანამ მეორეც არ მიიღებდა ყურძენს. 0:15:44.000,0:15:47.000 ამდენად, ჩვენ ვუახლოვდებით ადამიანურ სამართლიანობის გრძნობას. 0:15:47.000,0:15:51.000 და მე მგონია, რომ ფილოსოფოსებმა უნდა გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას ცოტა ხნით. 0:15:51.000,0:15:53.000 ნება მომეცით შევაჯამო. 0:15:53.000,0:15:55.000 მჯერა, რომ არსებობს მაღალ-განვითარებული მორალი. 0:15:55.000,0:15:57.000 მგონია, რომ მორალი გაცილებით იმაზე მეტია ვიდრე ის რაზეც მე ვსაუბრობდი, 0:15:57.000,0:16:00.000 მაგრამ ის ასევე ვერ იარსებებდა იმ ძირითადი კომპონენტების გარეშე 0:16:00.000,0:16:02.000 რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვა პრიმატებში, 0:16:02.000,0:16:04.000 რომელიც არის თანაგრძნობა და ნუგეში, 0:16:04.000,0:16:07.000 პროსოციალური მიდრეკილებები და ურთიერთმოქმედება და სამართლიანობის გრძნობა. 0:16:07.000,0:16:10.000 ჩვენ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ საკითხებზე 0:16:10.000,0:16:13.000 რათა დავინახოთ არის თუ არა შესაძლებელი შეიქმნას მორალი, ასე ვთქვათ, 0:16:13.000,0:16:15.000 ღმერთისა და რელიგიის ჩარევის გარეშე, 0:16:15.000,0:16:18.000 და დავინახოთ როგორ შეიძლება მივიდეთ უფრო განვითარებულ მორალამდე. 0:16:18.000,0:16:21.000 მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. 0:16:21.000,0:16:30.000 (აპლოდისმენტები)