ჩვენს შექმნილ ნივთებს
ერთი მთავარი თვისება აქვთ...
ისინი ჩვენზე ხანგრძლივად ცხოვრობენ.
ჩვენ ვკვდებით, ისინი კი რჩებიან;
ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, მათ კი უამრავი
და თითოეულ სიცოცხლეში
შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ.
რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას
ერთი ბიოგრაფია გვაქვს,
მათ კი - ბევრი.
ამ დილით, მინდა ერთი კონკრეტული საგნის,
ერთი განსაკუთრებული ნივთის,
ერთ ისტორიაზე, ბიოგრაფიაზე...
უფრო სწორად ბიოგრაფიებზე ვისაუბრო.
გეთანხმებით,
რომ მაინცდამაინც განსაკუთრებულად
არ გამოიყურება.
იგი დაახლოებით რაგბის ბურთის ზომისაა.
თიხისგანაა დამზადებული
და გარეგნულად
ცილინდრის ფორმა აქვს,
დაფარულია მჭიდრო წარწერებით
და შემდეგ გამომშრალია მზეზე.
როგორც თქვენ ხედავთ,
მცირე ნაწილი მომტვრეულია,
რაც დიდად გასაკვირი არცაა,
რადგან იგი 2500 წლის წინ დაამზადეს
და 1879 წელს
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.
მაგრამ დღეს,
ჩემი აზრით, ეს ნივთი
ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში
მთავარ როლს თამაშობს.
ეს არის ნივთი
მომაჯადოვებელი ისტორიებით,
და ეს ისტორიები დღემდე გრძელდება.
ეს ისტორია
ირან-ერაყის ომის დროს დაიწყო
როცა განვითარებულმა მოვლენებმა
საბოლოოდ
უცხო ძალების მიერ
ერაყში შეჭრა,
დესპოტი მმართველის ჩამოგდება
და რეჟიმის მყისიერი ცვლა გამოიწვია.
და მე სწორედ
ამ მოვლენათა თანმიმდევრობის
ერთი ეპიზოდით მინდა დავიწყო,
რომელიც ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის.
ესაა ბალთაზარის ნადიმი,
რადგანაც ჩვენ ირან-ერაყის
ძვ.წ. 530 წელს მომხდარ ომზე ვსაუბრობთ.
პარალელები
ძვ.წ. 539 და ახ.წ. 2003 წელს
მომხდარ მოვლენებს შორის
გასაოცარია.
ეკრანზე ხედავთ რემბრანტის ნახატს,
რომელიც ამჟამად ლონდონის
ეროვნულ გალერეაშია.
მასზე დანიელ წინასწარმეტყველის
ტექსტის ილუსტრაციაა
ებრაული ბიბლიიდან.
ეს ისტორია მეტ-ნაკლებად ალბათ ყველამ იცით.
ბალთაზარი, ნაბუქოდონოსორის ვაჟია.
ნაბუქოდონოროსმა ისრაელი დაიპყრო,
იერუსალიმი გაძარცვა,
ხალხი შეიპყრო
და ებრაელები ბაბილონში დააბუნა.
მან არა მხოლოდ ებრაელები წაიყვანა,
არამედ ტაძრის ჭურჭელიც წაიღო.
მან გაძარცვა და შებღალა ტაძარი
და იერუსალიმის ტაძრის ოქროს
დიდებული ჭურჭელი
ბაბილონში წაიღო.
ერთხელაც, მისმა ვაჟმა, ბალთაზარმა
ნადიმის გამართვა გადაწყვიტა.
ნადიმი რომ უფრო დიდებული გამოსულიყო,
მან დანარჩენ გასართობს
ცოტა მკრეხელობაც დაამტა
და ტაძრის ჭურჭელი გამოიტანა.
ამ დროს იგი უკვე ომობდა ირანელებთან,
სპარსეთის მეფესთან.
და იმ ღამით, როგორც დანიელი გვიყვება,
შუა ნადიმის დროს
ხელი გამოჩნდა და კედელზე დაწერა,
"სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი,
გაიყო შენი სამეფო
და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი"
და იმავე ღამეს,
სპარსეთის მეფე კიროსი, ბაბილონში შეიჭრა
და ბალთაზარის მმართველობა დასრულდა.
რა თქმა უნდა
ეს უდიდესი მოვლენაა
ებრაელი ხალხის ისტორიაში.
ეს დიდებული ისტორიაა.
ისტორია, რომელიც ყველამ ვიცით.
გამოთქმა:"წარწერა კედელზე"
(The writing on the wall)
როგორც ცუდის მომასწავებელი,
ყოველდღიური ენი ნაწილი გახდა
რაც შემდეგ მოხდა
აღსანიშნავია
და ჩვენი ცილინდრიც
სწორედ ამ დროს შემოდის ისტორიაში.
სპარსეთის მეფე კიროსი
ბაბილონში უომრად შევიდა
და ბაბილონის დიდებული იმპერია,
რომელიც ცენტრალური სამხრეთ ირანიდან
ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული
ხელში ჩაიგდო.
ამ დროს კიროსმა გამოსცა ბრძანება.
და სწორედ ესაა ცილინდრი,
ბრძანება, ღვთის კურთხევით შერჩეული
მმართველისა,
რომელმაც ჩამოაგდო ერაყელი დესპოტი
და ხალხისთვის
თავისუფლების დაბრუნება სურდა.
ჟღერადი ბაბილონურით...
იქ ბაბილონურ ენაზე ეწერა...
ის ამბობს: "მე ვარ კიროსი, სამყაროს მეფე,
დიდებული და ძლევამოსილი მეფე,
მეფე ბაბილონისა და მეფე
მსოფლიოს ოთხივე მხარისა".
როგორც ხედავთ, გაზვიადებას არ ერიდებიან.
ეს ალბათ,
გამარჯვებული ჯარის
პირველი პრეს-რელიზია
რაც კი არსებობს
და როგორც ვნახავთ,
ძალიან გამოცდილი
პიარ კონსულტანტების მიერაა დაწერილი.
ამიტომ, გაზვიადება დიდად გასაკვირი არცაა.
მაშ, დიდებული მეფე, ძლევამოსილი მეფე,
მსოფლიოს ოთხივე მხარის მეფე რის
გაკეთებას აპირებს?
ის შემდეგ ამბობს,
რომ ბაბილონის დაპყრობისთანავე,
ყველა ხალხებს ვინც ბაბილონელებმა...
ნაბუქოდონოროსმა და ბალთაზარმა
დაიპრეს და დაიმონეს
გაათავისფლებს.
ის მათ თავიანთ ქვეყნებში
დაბრუნების უფლებას მისცემს.
და ყველაზე მთავარი,
იგი მისცემს მათ უფლებას,
რომ აღადგინონ
ღმერთები, ქანდაკებები,
ტაძრის ჭურჭელი,
რომლებიც ჩამოართვეს.
და ხალხებს, ვინც კი ბაბილონელებმა
შეავიწროვეს და გადაასახლეს
სახლში დააბრუნებს
და თავიანთ ღმერთებსაც თან წაიღებენ.
ისინი ისევ შეძლებენ საკუთარი
საკურთხევლების აღდგენას
და თავიანთი ღმერთების თაყვანისცემას,
საკუთარი წესებითა და საკუთარ ტერიტორიაზე.
ეს არის ბრძანებულება,
ეს ნივთი არის იმის მტკიცებულება,
რომ ბაბილონში გაძევების შემდეგ,
ებრაელებს,
რომლებმაც წლები გაატარეს ბაბილონის
მდინარეებთან
და იერუსალიმის გახსენებისას
ცრემლებად იღვრებოდნენ,
სახლში დაბუნების უფლება მიეცათ.
მათ იერუსალიმში დაბრუნებისა
და ტაძრის თავიდან აშენების უფლება მიეცათ.
ამ დოკუმენტს ებრაელების ისტორიაში
ცენტრალური ადგილი უჭირავს.
"ნეშტთა" და "ეზრას" წიგნები
ებრაული ბიბლიიდან
მკაფიოდ მოგვითხრობს ამაზე.
ეს არის იგივე ისტორიის
ებრაული ვერსია.
"ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე:
'ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა,
ცათა ღმერთმა,
და დამავალა
მისთვის სახლის აგება იერუსალიმში
ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის,
უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან,
და წავიდეს!?
'წავიდეს' — aaleh
მთავარი ელემენტი,
მაინც დაბრუნებაა.
იუდაიზმში ცხოვრების
ცენტრალური ნაწილია.
როგორც ყველამ ვიცით,
გადასახლებიდან დაბრუნებამ,
მეორე ტაძარმა,
იუდაიზმს ახალი ფორმა შესძინა.
და ეს ცვლილება,
ეს დიდებული ისტორიული მომენტი,
რომელიც სპარსეთის მეფის
კიროსის მეოხებით მოხდა,
ბიბლიაში ივრითითაა მოთხრობილი
და თიხაზე კი - ბაბილონურად.
ორი დიდებული ტექსტი,
მაგრამ რა ხდება პოლიტიკაში?
რაც ამ მხრივ ხდებოდა,
ეს იყო ფუნდამენტური ძვრა
ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში.
ირანის იმპერია, მიდია და სპარსეთი
კიროსის გავლენის ქვეშ გაერთიანდა
და მსოფლიოს პირველი დიდებული
იმპერია გახდა.
ეს პროცესი კიროსმა
ძვ.წ. 530-იან წლებში დაიწყო
და მისი ვაჟის დარიუსის დროს კი,
მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ტერიტორია
სპარსეთის კონტოლის ქვეშ მოექცა.
რეალურად, ეს იმპერია
არის ახლანდელი ახლო აღმოსავლეთი
და სწორედ მან მისცა ახლო აღმოსავლეთს
ის ფორმა რაც დღეს აქვს.
ეს იყო, იმ დროისთვის მსოფლიოს ისტორიაში
ყველაზე დიდი იმპერია.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა,
რომ ეს იყო პირველი
მულტიკულტურული, მულტირელიგიური
დიდი მასშტაბის სახელმწიფო.
ის სრულიად ახლებურად უნდა ემართათ
და სხვადასხვა ენაზე უნდა ემართათ.
ის ფაქტი, რომ ეს ბრძანებულება
ბაბილონურ ენაზეა, სწორედ ამაზე მეტველებს.
მას უნდა ეღიარებინა მათი
განსხვავებული წეს-ჩვეულებები.
განსხვავებული ხალხები, განსხვავებული
რელიგიები და სარწმუნოებები.
კიროსი ყველა ამ ფაქტორს სცემდა პატივს.
კიროსმა შექმნა მოდელი,
თუ როგორ უნდა მართო დიდი,
მულტინაციონალური, მულტირელიგიური
და მულტიკულტურული საზოგადოება.
და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნა იმპერია,
რომელიც ეკრანზე ნაჩვენებ
ტერიტორიებს მოიცავდა
და რომელმაც 200 წელი
სტაბილურობაში იარსება,
სანამ ალქსანდრე მაკედონელმა არ დაარღვია.
რამაც ახლო აღმოსავლეთის
ერთობის ოცნება დაასამარა
ისეთი ერთობის, სადაც განსხვავებული
რწმენის ადამიანები
ერთად იცხოვრებდნენ.
ამ ყველაფერს ბერძნულმა შემოსევებმა
დაუსვეს წერტილი.
და ცხადია, ალექსანდრემ ვერ შეძლო
მმართველობის შენარჩუნება
და იგი დაქუცმაცდა.
თუმცა, ის რასაც კიროსი წარმოადგენდა
კვლავ მთავარ ფაქტორად რჩება.
ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე
თავის წიგნში "კიროპედია"
კიროსს, როგორც დიდებულ
მმართველს ახასიათებს.
და მას შემდეგ ევეროპის ისტორიაში,
კიროსი ნიმუშად დარჩა.
ეს მე-16 საუკუნის სურათია,
რომელიც გვაჩვენებს,
თუ რამდენად დიდი იყო
მისდამი პატივისცემა.
ქსენეფონტეს წიგნი კიროსის შესახებ,
თუ როგორ უნდა მართო
მრავალნაირი საზოგადოება,
ერთ-ერთი დიდებული სახელმძღვანელოა,
რომელიც ამერიკული რევოლუციის
დამფუძვნებელი მამებისთვის
შთაგონების წყარო გახდა.
ჯეფერსონი, კიროსის იდეალების
დიდი ტაყვანისმცემელი იყო,
რაზეც მეტყველებს მე-18 საუკუნის იდეალები,
თუ როგორ იქმნება რელიგიური ტოლერანტობა
ახალ სახელმწიფოში.
ამ დროს კი, ბაბილონში,
საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა.
ალექსანდრეს შემდეგ, სხვა იმპერიები,
ბაბილონი დასუსტდა, ნანგრევებად იქცა
და დიდებული ბაბილონის იმპერიის კვალი
1879 წლამდე იკარგება,
სანამ ბრიტანეთის მუზეუმის მიერ
ბაბილონში ჩატერებული გათხრების
შედეგად ცილინდრს აღმოაჩენდნენ.
ახლა კი ის, ახალ ისტორიაში შედის.
ის შედის მე-19 საუკუნის შუაში არსებულ
დიდ კამათში, იმის შესახებ,
არის თუ არა სანდო ბიბლია?
უნდა ვენდოთ თუ არა ამ წყაროს?
მხოლოდ ებრაული ბიბლიიდან ვიცით,
რომ კიროსის ბრძანებულებით
ებრაელები დაბრუნდნენ.
სხვა მტკიცებულება არ გაგვაჩნია.
და უცებ, გამოჩნდა ეს ცილინდრი.
რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია,
იმ ხალხში, ვისაც ბიბლიის სჯეროდა
და ევოლუციისა და გეოლოგიის გამო
რწმენა შეერყა.
ეს კი იყო მკიცებულება იმასა,
რომ ბიბლიაში ისტორული სიმართლე ეწერა.
ეს მე-19 საუკუნის მნიშვნელოვანი მომენტია.
თუმცა... და ცხადია აქ ვითარება რთულდება...
ფაქტები სწორი იყო
არქეოლოგიის წყალობით,
მაგრამ ინტერპრეტაცია ბევრად რთული იყო,
რადგან ცილინდრზე და
ებრაულ ბიბლიაში არსებული განმარტება,
ერთ მთავარ საკითხში განსხვავდებოდა.
ბაბილონური ცილინდრი,
ბაბილონის დიდი ღმერთის,
მარდუკის მღვდლების მიერ იქნა დაწერილი,
და გასაკვირი არცაა,
როცა ისინი წერენ,
რომ ეს ყველაფერი მარდუკმა მოახდინა.
"ვთვლით, რომ მარდუკმა
სახელით მიმართა კიროსს"
მარდუკი ხელს ჰკიდებს კიროსს
და მოუწოდებს მას მწყემსოს მისი ხალხი
და ბაბილონს აძლევს მართვაში.
მარდუკმა უთხრა კიროსს,
რომ ის გააკეთებდა დიდებულ
და კეთილ საქმეს,
როგორც ხალხის გათავისუფლებაა.
სწორედ ესაა, რის გამოც უნდა ვუმადლოდეთ
და თაყვანს ვცემდეთ მარდუკს.
ებრაელი მწერლები,
ძველ აღთქმაში,
ალბათ არ გაგიკვირდებათ,
ამ მომენტს სხვაგვარად უყურებენ.
მათთვის, ცხადია, ამ ყველაფრის გამკეთებელი
მარდუკი ვერ იქნებოდა.
ეს მხოლოდ იეჰოვა შეიძლება ყოფილიყო.
ასე რომ ესაიას წიგნში,
დიდებული ტექსტებია,
რომელშიც ეს ყველაფერი
არა მარდუკს,
არამედ ისრაელის მაღალ ღმერთს მიეწერება.
ისრაელის მაღალმა ღმერთმაც
სახელით იხმო კიროსი,
მანაც ჩაკიდა ხელი
და მანაც მოუწოდა
თავისი ხალხის მწყემსობისკენ.
ეს ერთი მოვლენის, ორი განსხვავებული
სამღვდელოების მიერ მითვისების,
შესანიშნავი მაგალითია.
პოლიტიკური ფაქტის ორი განსხვავებული
რელიგიის მიერ ხელში ჩაგდება.
ღმერთი, ვიცით,
რომ ჩვეულებრივ დიდი ბატალიონების მხარესაა,
მაგრამ ისმის კითხვა, რომელი ღმერთი იყო ეს?
და ამ დავამ ყველა ააღელვა
მე-19 საუკუნეში,
როცა მიახვედრა, რომ ებრაული ბიბლია
უფრო ფართე რელიგიური სამყაროს ნაწილია.
ასევე ცხადია,
რომ ცილინდრი ესაიას წიგნზე ძველია,
მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიტყვები
ძალიან ჰგავს
მარდუკის მიერ გამოყენებულ სიტყვებს.
და არსებობს მცირე შეგრძნება,
რომ ესაიამ ეს იცის,
რადგან ის ამბობს,
ამას ღმერთი ამბობს, რა თქმა უნდა:
"ჩემი რჩეულის, გულისათვის
გიწოდებ სახელს და გნათლავ
თუმცა არ მიცნობ".
ვფიქრობ აღიარებულია,
რომ კიროსმა არც კი იცოდა,
რომ იეჰოვას ბრძანებას ასრულებდა.
და ასევე გაუკვირდებოდა, რომ გაეგო
თურმე მარდუკის ბრძანებებს ასრულებდა,
რადგანაც საინტარესოა,
რომ კიროსი კარგი ირანელია,
რომელიც სრულიად სხვა
ღმერთებს ეთაყვანება,
რომლებიც არცერთ ამ ტექსტში არაა ნახსენები.
(სიცილი)
ეს 1879 წელია.
40 წლის შემდეგ
1917 წელია
და ცილინდრი ახალ სამყაროში შედის.
ამჯერად, თანამდროვე მსოფლიოს
რეალურ პოლიტიკაში.
ესაა "ბალფურის დეკლარაციის" მიღების წელი,
წელი, როცა ახალმა იმპერიულმა ძალამ
ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთმა,
გადაწყვიტა რომ ის გამოაცხადებდა
ებრაელებისთვის ეროვნულ კერას
და მათ, დაბრუნების
უფლებას მისცემდა.
ამას აღმოსავლეთ ევროპის
ებრაელი მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა.
მთელ აღმოსავლეთ ევროპაში,
ებრაელებს ერთმანეთის გვერდიგვერდ,
კიროსისა და ჯორჯ V-ის სურათები
გამოჰქონდათ.
ორი უდიდესი მმართველის,
რომელმაც მათ
იერუსალიმში დაბრუნების საშუალება მისცა.
შესაბამისად, კიროსის ცილინდრი
კვლავ საჯარო თვალთახედვის არეში ბრუნდება
და მისი ტექსტი,
იმის საჩვენებლად გამოდგება,
რომ რაც ომის დასრულების შემდეგ
1918 წელს მოხდება,
უფლის გეგმის ნაწილია.
თქვენ ყველამ იცით რაც მოხდა.
ისრაელის სახელმწიფო მომზადდა,
და 50 წლის შემდეგ, 60-იანი
წლების ბოლოს, ცხადი გახდა,
რომ ბრიტანეთის, როგორც
იმპერიული ძალის როლი დასრულდა.
და აქედან ცილინდრის ახალი ისტორია იწყება.
გაერთიანებულმა სამეფომ
და აშშ-მ გადაწყვიტეს,
რომ რეგიონი კომუნიზმისგან დაეცვათ
და ზესახელმწიფო, რომელიც შეიქმნებოდა
ამის განსახორციელებლად
უნდა ყოფილიყო, ირანი და მისი შაჰი.
და ამგვარად, შაჰი იგონებს ირანის ისტორიას,
ან უბრუნდება ირანის ისტორიას
და ამით დიდი ტრადიციის ცენტრში ექცევა,
და ჭრის მონეტებს,
სადაც იგი,
კიროსის ცილინდრთან ერთადაა გამოსახული.
პერსეპოლისში გამართული დიდი ზეიმობისას,
მან გამოიხმო ცილინდრი,
იგი ითხოვეს ბრიტანეთის მუზეუმისგან
და თეირანში წაიღეს.
ის ფაჰლავის დინასტიის
დიდი დღესასწაულების ნაწილი გახდა.
კიროსის ცილიდრი:
შაჰის მმართველობის გარანტი.
10 წლის შემდეგ კი, კიდევ ერთი ისტორია:
ირანის რევოლუცია, 1979 წელი.
ისლამური რევოლუცია. კიროსი აღარაა;
ჩვენ არ გვაინტერესებს ის ისტორია,
ჩვენ გვაინტერესებს ისლამური ირანი...
სანამ ერაყი,
ახალი ზესახელმწიფო, რომელიც ყველამ
გადავწყვიტეთ, რომ რეგიონში უნდა იყოს,
შეტევას დაიწყებს.
შემდეგ კიდევ ერთი ირან-ერაყის ომი.
ირანელებისთვის,
მათი დიდებული წარსულის გახსენება
მნიშვნელოვანი ხდება.
იმ დიდებული წარსულის,
როცა ერაყს ებრძოდნენ და დაამარცხეს.
მნიშვნელოვანი ხდება ისეთი სიმბოლოს პოვნა,
რომელიც ყველა ირანელს გააერთიანებს...
მუსლიმებს, არამუსლიმებს
ქრიატიანებს, ზოროასტრისტებს,
ირანში მცხოვრებ ებრაელებს,
მოწმუნეებს და არამორწმუნეებს.
ამის ნათელი სიმბოლო კი - კიროსია.
ამგვარად, როცა ბრიტანეთის
და თეირანის ეროვნულმა მუზეუმები
თანამშრომლობენ და ერთად მუშაობენ,
ისე როგორც ამას ვაკეთებდით,
ირანელები მხოლოდ ერთი რამის
სესხებას ითხოვენ.
ეს ერთადერთი ნივთია, რაც მათ უნდათ.
მათ უნდათ, რომ კიროსის ცილინდრი ისესხონ.
და გასულ წელს,
კიროსის ცილინდრი თეირანში
უკვე მეორედ გაემგზავრა.
აი, აქ ჩანს, როგორ დებს მას ყუთში,
თეირანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი,
ერთ-ერთი ქალი ირანში, იმ მრავალთა შორის,
რომელიც მაღალ თანამდებობაზეა,
ქალბატონი არდაკანი.
ეს უდიდესი მოვლენა იყო.
ეს არის იგივე სურათის მეორე მხარე.
თეირანში ეს ცილინდრი
რამდენიმე თვის განმავლობაში,
1-დან 2 მილიონამდე ადამიანმა მოინახულა.
ეს ნებისმიერი ბლოკბასტერის
გამოფენას აჭარბებს დასავლეთში.
და დიდი განხილვის საგანია,
თუ რას ნიშნავს ცილინდრი,
რას გულისხმობს კიროსი,
მაგრამ, უმთავრესად, კიროსი,
როგორც ამას ცილინდრი გადმოგვცემს...
კიროსი არის სამშობლოს დამცველი,
რა თქმა უნდა, ირანული იდენტობის
და ირანელი ხალხის დამცველი,
ტოლერანტული ყველა აღმსარებლობისადმი.
და ამჟამინდელ ირანში,
ზოროასტრისტებსა და ქრისტიანებს
გარანტირებული ადგილი აქვთ
ირანულ პარლამენტში, რაც ძალიან,
ძალიან საამაყოა.
ამ ექსპონატის სანახავად,
ირანში მცხოვრები ათასობით ებრაელი
ჩავიდა თეირანში.
ეს გახდა უდიდესი სიმბოლო,
და დიდი დავის საგანი,
თუ როგორია ირანი შინ და გარეთ.
ისევ არის ირანი დაჩაგრულთა დამცველი?
გაათავისუფლებს ირანი იმ ხალხს,
რომლებიც ტირანებმა დაიმონეს და დაჩაგრეს?
ეს არის მხურვალე ეროვნული რიტორიკა,
და ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო
კარგად დადგმულ
დაბრუნების აღნიშვნაში.
სცენაზე თქვენ ხედავთ კიროსის
ცილინდრის გადიდებულ ვერსიას,
ირანის ისტორიის
დიდებულ ფიგურებთან ერთად,
რომლებიც ირანის ისტორიაში
საკუთარი ადგილის
დასამკვიდრებლად შეიკრიბნენ.
სწორედ ეს ამბავი წარმოადგინა
თავად პრეზიდენტმა.
და ჩემთვის
ამ ნივთის ირანში წაღება,
ამ ნივთის ირანში წაღების უფლება,
გასაოცარი დავის ნაწილად
გახდომას ნიშნავდა,
რომელმაც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობდა,
იმის შესახებ, თუ რას წარმადგენს ირანი,
ირანის რამდენი განსხვავებული სახე არსებობს
და როგორ სახეს მისცემდა მსოფლიოს დღეს
ირანის სხვადასხვა ისტორია.
ეს დავა დღემდე გრძელდება,
და კვლავ მძაფრად გაგრძელდება,
რადგანაც ეს ნივთი,
ადამიანის მისწრაფებების
ერთ-ერთი უდიდესი დეკლრაციაა.
ის ამერიკის კონსტიტუციის გვერდით დგას.
და ნამდვილი თავისუფლების შესახებ
ბევრად მეტს გვამცნობს,
ვიდრე "თავისუფლების დიდი ქარტია".
ეს არის დოკუმენტი,
რომელსაც ირანისა და რეგიონისათვის
შეიძლება ბევრნაირი მნიშვნელობა ჰქონდეს.
მისი ასლი
გაეროში ინახება.
ის წარმოდგენილი იქნება,
შემოდგომაზე ნიუ იორკში,
როცა ახლო აღმოსავლეთის მომავლის შესახებ
დებატები გაიმართება.
და მინდა შემდეგი კითხვით დავასრულო.
რა იქნება შემდეგი ისტორია,
რომელშიც ეს ნივთი ფიგურირებს?
ცხადია, რომ ის კიდევ ბევრ
ახლო აღმოსავლურ ისტორიაში გამოჩნდება.
და ახლო აღმოსავლეთის რომელ ისტორიაში,
მსოფლიოს რომელ ისტორიაში გსურთ,
რომ ნახოთ ის,
რასაც ცილინდრი ამბობს
და რაც ცილინდრზეა გამოხატული?
ხალხების უფლება,
იცხოვრონ ერთად, ერთ ქვეყანაში,
სხვადასხვაგვარად ილოცონ, თავისფლად...
ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო,
სადაც რელიგია არ ჰყოფს
და არ იწვევს დავას.
ახლო აღმოსავლეთის სამყაროში ამ დროისათვის,
როგორც იცით ეს დავა ძალიან მწვავეა.
მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია,
ყველაზე ძლევამოსილი და ბრძნული ხმა,
იყოს ამ უხმო ნივთის,
კიროსის ცილინდრის ხმა.
მადლობა.
(აპლოდისმენტები)